სალაშქრო წიგნები

    Survival FM 3.05-70 : 443 გვ. 2002 წ. აშშ-ს არმია

    Survival, Evasion and Recovery FM 21-76-1 : 106 გვ. 1999 წ. აშშ-ს არმია

    თვითგადარჩენა ექსტრემალურ სიტუაციებში : 346 გვ. სპეცრაზმების გამოცდილება

    თვითგადარჩენის ენციკლოპედია : 384 გვ. ფუნდამენტური კვლევა

    საქართველოს ტოპოგრაფიული რუკები (სსრკ)

    1:200.000 სსრკ-ს გენერალური შტაბი. საქართველო

    1:100.000 სსრკ-ს გენერალური შტაბი. საქართველო

    დავბრუნდით … ბეთანიის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია ცოტათი უფრო სუფთაა ვიდრე აქამდე .. :)

    გასვლაზე წამოვიდა სულ 15 კაცი. აქედან 7-ნი ვიყავით აისელები (+1 ტოდის მეგობარი) და 8 კარავიდან.

    წავედით მანქანებით, რადგან აღმოჩნდა რომ 3 მანქანაში თავისუფლად ვთავსდებოდით ყველანი. სადღაც 12-ის დასაწყისში დავიწყეთ დალაგება. საწყისი იყო ვერეს ხეობა. მდინარიდან ამოვუყევით. მდინარიდან მონასტრამდე ბოლომდე ვერ დავასუფთავეთ. ის ნაგავსაყრელი გვერდით იყოს, და იმის გვერდით, ცოტა ქვემოთ იყო ტერიტორია დაბინძურებული და იმას ბოლომდე ვერ მოვერიეთ (ნაგვის გატანის პრობლემა იყო). შემდეგ გზას ავუყევით, საშინელ მზეში, საშინლად მშივრები და მოწყურებულები (ყველას ზურგჩანთა თითქმის მანქანაში იყო, რომელიც ზემოთ დარჩა და გადავწყვიტეთ წყაროსთან წაგვეხემსებინა. დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში მოგვიწია მზეში სიარული.

    ნაგვის მანქანა 4-სთვის მოვიდა და ჩავაბარეთ ტომრები, სამახსოვრო სურათი გადავიღეთ, წავიხემსეთ და ბედნიერები უკან გამოვბრუნდით.

    დიდი მადლობა კარაველებს. ფაქტობრივად ნახევარზე მეტი ძალა (თან რა ძალა) ამ ფორუმიდან იყო. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ერთმანეთს ვიცნობთ ნელ-ნელა …

    მადლობა აისელებს, რომლებიც წამოვიდნენ.

    უნდა გამოვყო ზაზა და ჯაველინი, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ამ კლუბს.
    ასევე ტულკუნა და კაქტუსი, რომლებიც წინა დღეებში დაზვერვაზეც იყვნენ წამოსულები.

    ტოდი, რომელსაც თურმე ამ სფეროში განათლება აქვს, და შესაძლებელია რამენაირად შემოგვაშველოს ცოდნა და მის მეგობარ გიორგის, რომელიც უბრალოდ მეგობარს ამოყვა და ჩვენთან ერთად ალაგებდა.

    გასვლა შედგა. სხვათაშორის ამ ერთმა გასვლამ ახალი იდეები წამოჭრა – მაგალითად, დიდგორის რაიონის გამგებელთან დალაპარაკება მონასტრისათვის ნაგვის კონტეინერების გამოსაყოფად (როგორც მღვდლებმა თქვეს, ისინი ნაგავს წვავენ, ხოლო კვესეთის მოსახლეობა – ერთ იქაურ მაცხოვრებელს ვკითხეთ და გვითხრა ზემოთ ამაქვს მე მანქანით ნაგავიო, თუმცა ზოგი ალბათ აქაც ყრის, არ ვიციო. მგონი ეგონა სახელმწიფო სტრუქტურებიდან ვიყავით, თან გვერდით ერთი ფორმიანი მედგა (ახლა გავიაზრე ეს) და ცოტა დაშინებული ლაპარაკობდა. ასევე, კიდევ ერთხელ წასვლა და იმ ნაგავსაყრელის აღება, რომელიც არც ისე მიუდგომელი აღმოჩნდა.

    ასე თუ ისე, ბეთანია გეგმიდან არ გასულა ჯერ, და მიიღება როგორც შენიშვნები (ამ გასვლასთან დაკავშირებით) ისევე ახალი იდეები (შემდეგი გასვლებისათვის).

    ბეთანია_1
    ბეთანია_2
    ბეთანია_3
    ბეთანია_4
    ბეთანია_5
    ბეთანია_6
    ბეთანია_7

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი © 2018 ს.ო. აისი