ხშირად დასმული შეკითხვები

შეკითხვა: როდის დაიწყება საბაზისო სამხედრო და სალაშქრო მომზადების ახალი საბაზისო კურსი?
ახალი კურსი დაწყების თარიღი დამატებით ცხადდება აისის საიტზე და ფორუმზე, აისის ფეისბუქის გვერდზე და სხვადასხვა პოპულარული ქართული ფორუმების თემატურ განყოფილებებში.

შეკითხვა: არიან თუ არა აისში გოგოები?
აისში რამდენიმე გოგოა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს საბაზისო მომზადების კურსი და შეძლეს საფილტრაციო ბანაკის გავლა.

შეკითხვა: რა ასაკიდან შეიძლება კურსზე მოხვედრა?

კურსზე დაიშვებიან 18 წლის მოქალაქეები. გამონაკლის შემთხვევებში უფრო მცირე ასაკის (15-17 წელი) მოზარდები, მშობლების წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
სხვა მხრივ ასაკი შეზღუდული არ არის. თუ ადამიანს გული და მუხლი ერჩის, ნებისმიერ ასაკში შეუძლია შემოგვიერთდეს.

შეკითხვა: აქვს თუ არა “ს.ო. აისს” ფილიალები რეგიონში?
არა. ამ ეტაპზე “ს.ო. აისი” მოქმედებს მხოლოდ თბილისში. გვყავს წევრები რუსთავიდან, მცხეთიდან და დუშეთიდან.