აისში გაწევრიანების წესი

ამონარიდი აისის წესდებიდან:

5. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრობა

5.1. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები იყოფიან: წევრად, ასოცირებულ და საპატიო წევრად.

ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც იზიარებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიზნებს და სურს მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში; ასოცირებული წევრი შესაძლებელია გახდეს წევრი, უწყვეტი 2 წლის ასოცირებული წევრობის შემდგომ ან გამგეობის გადაწყვეტილებით უფრო ადრე.

5.2. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ასოცირებული წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს საზოგადოებრივი ორგანიზაციის გამგეობას, რომელიც წყვეტს ასოცირებული წევრობის საკითხს 1 (ერთი) თვის ვადაში გამგეობის უმრავლესობის თანხმობით;

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ასოცირებული წევრის წევრად ცნობას ახდენს გამგეობა, შესაბამისი გადაწყვეტილებით.

5.3. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრის უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია რაიმე ფორმით, მათ შორის, მემკვიდრეობითაც;

5.4. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობას, გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნას საზოგადოებრივი ორგანიზაციის საპატიო წევრად, რომელზეც არ ვრცელდება ამ წესდებით საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

6. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრის უფლება-მოვალეობანი

6.1.პრ. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ასოცირებულ წევრს უფლება აქვს:

ა. მონაწილეობდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის პროგრამებში მისი კვალიფიკაციისა და შესაძლებლობის შესაბამისად;

ბ. მიიღოს ინფორმაცია საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ;

6.1. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს:

ა. თანასწორი უფლებებით მონაწილეობდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის საერთო კრების მუშაობაში;
ბ. აირჩიოს და არჩეული იქნეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანოებში;
გ. მონაწილეობდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის პროგრამებში მისი კვალიფიკაციისა და შესაძლებლობის შესაბამისად;
დ. მიიღოს ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ;

6.2.პრ. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ასოცირებული წევრი მოვალეა:

ა. შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში;
ბ. საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიზნებითა და ამოცანებით;
გ. დაიცვას ამ წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე საერთო კრებისა და გამგეობის გადაწყვეტილებები;
დ. გაუფრთხილდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ღირსებასა და ავტორიტეტს;
ე. გადაიხადოს საერთო კრების მიერ დაწესებული ყოველთვიური საწევრო გადასახადი;
ვ. დაიცვას საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობის კონფიდენციალობა.
ზ. წევრს ეკრძალება ორგანიზაციის სახელით ლაპარაკი სპეციალური რწმუნების გარეშე.

6.2. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი მოვალეა:

6.3. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს უფლებამოსილება უწყდება გამგეობის გადაწყვეტილებით შემდეგ შემთხვევებში:

ა. პირადი განცახადების საფუძველზე;
ბ. გარდაცვალებისას;
გ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ, უგზოუკვლოდ დაკარგულად ან/და გარდაცვლილად გამოცხადებისას.
დ. შინაგანაწესის უხეშად დარღვევის შემთხვევაში.
ე. თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიზნებს;
ვ. 2 თვის განმავლობაში საწევრო გადასახადის ზედიზედ გადაუხდელობის ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტისას.