11 სექტემბერს გაიმართა პირველი ღია კარის დღე. მიუხედავად ძლიერი წვიმისა აისის ოფისი გაივსო კურსზე ჩაწერის მსურველებით. მომავალი რეკრუტები გაეცნენ ინფორმაციას აისზე, კურსების ჩატარების სქემასა და თემატიკაზე, მიიღეს რჩევები ღია საველე გასვლებთან დაკავშირებით. 25-მა ახალგაზრდამ გადაწყვიტა კურსის გავლა და ჩაეწერა სიაში.

მომდევნო ღია კარის დღე შედგება 18 სექტემბერს. ხოლო კურსზე მიღება შეწყდება 19 სექტემბრიდან.