საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი
(14 აპრილი, 2016)
აისის კურსი მოიცავს ინდივიდუალურ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო თემების შესწავლას.
კურსი მოიცავს:
- ღია კარის დღე – გაცნობითი ლექცია
- სალაშქრო საქმე დამწყებთათვის
- ტოპოგრაფია, ნავიგაცია
- სამოქალაქო თავდაცვა, ტექნიკის ინდეტიფიკაცია.
- ინდივიდუალური შენიღბვის საწყისები
- თემები ინდივიდუალური საველე მომზადებიდან
- პირველადი სამედიცინო დახმარება
- დასკვნითი გამოცდა
წინასწარი განრიგი
ღია კარის დღე: 14 აპრილი.
საცდელი საველე გასვლა: 17 აპირილი, კვირა.
კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა;
თეორიული ლექციები კვირაში 2 ჯერ, საღამოს საათებში;
საველე გასვლები: შაბათ-კვირას
ზოგადი ინფორმაცია
კურსზე დაიშვებიან გოგონები და ვაჟები, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი. ასაკის ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის.
გამონაკლისის სახით, 16-17 წლის პირები დაიშვებიან გასაუბრების შემდეგ, მშობლების წერილობითი ნებართვის წარდგენის შემთხვევაში.
საველე გასვლები მოეწყობა შაბათ-კვირას.
კურსის გავლა შესაძლებელია მინიმალური ეკიპირებით.
კურსზე მოსახვედრად უნდა შეავსოთ შემდეგი
Online ანკეტა!
თუ ტექნიკური პრობლემის გამო გამოგზავნა შეფერხდება, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info@aisiforce.org
ს.ო. აისის სასწავლო გასვლებზე მოქმედი ძირითადი წესები
- იკრძალება ალკოჰოლის (ლუდის ჩათვლით) გასვლებზე წამოღება და გამოყენება;
- ალკოჰოლის, ნარკოტიკის და/ან ფსიქოტროპული საშუალების გამოყენებაზე, წევრი დაუყოვნებლივ გაირიცხება კურსიდან;
- აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება, ნაგვის დაყრა და შინაური ცხოველის წამოყვანა;
- აკრძალულია ბილწსიტყვაობა;
- აკრძალულია საუბარი პოლიტიკურ და რელიგიურ თემებზე.
დაგვიკავშირდით
http://www.aisiforce.org/forum
მოგვძებნეთ ფეისბუკზე “საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი”
ტელეფონი:
595 73 33 90; 577 37 01 73
საავტორო უფლება © ს.ო. აისი ჩვენთან განთავსებული მასალის ციტირების შემთხვევაში აუცილებელია საიტის მისამართის მითითება. ს.ო. აისის კუთვნილი მასალის კომერციული მიზნებით გამოყენება აკრძალულია სპეციალური ნებართვის გარეშე.