გალაკტიონი – მშვიდობის წიგნი
გამომცემლობა: საბჭოთა საქართველო
ენა: ქართული
წელი: 1973
გვერდები: 72
მოცულობა: 784 KB
ფაილის ფორმატი: pdf

გალაკტიონის თხზულებათა XI ტომში შევიდა პოეტის მხოლოდ ერთი ნაწარმოები – პოემა “მშვიდობის წიგნი”. წინამდებარე გამოცემაში პირველად იბეჭდება პოემის სრული ტექსტი. მისი ამ სახით გამოქვეყნება პოეტს განზრახული ჰქონია თავის თხზულებათა მერვე ტომში (1957 წ.), მაგრამ სურვილი ვერ განუხორციელებია: პოემა შეცვლილი სახით დაიბეჭდა. შეიცვალა იგი კომპოზიციურადაც.
პოემის ეს შემოკლებული რედაქცია მცირეოდენი ცვლილებებით გაიმეორა 1959 წლის “რჩეულმაც”.
1959 წელს, როდესაც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი შეუდგა მისი თხზულებების სრული კრებულის გამოცემის მომზადებას, ავტორმა ამ პოემის სრული ტექსტი წარუდგინა ინსტიტუტს და მოითხოვა მისი ამ სახით დაბეჭდვა.
გალაკტიონ ტაბიძის არქივში დაცული არაერთი ჩანაწერი ცხადს ხდის იმ ფაქტს, რომ პოეტს ეს თხზულება მიაჩნდა მხატვრულ-იდეური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაწარმოებად და ხანგრძლივად მუშაობდა მისი დახვეწისა და სრულყოფისათვის. ერთ-ერთ დღიურში ვკითხულობთ: “მშვიდობის წიგნზე” ვმუშაობდი არანაკლებ თორმეტი წლისა, ემჩნევა თუ არა ეს ნაწარმოებს? სჩანს თუ არა ავტორის გულმოდგინე შრომა ნაწარმოებზე? პოემა შესრულების მხრივ სიახლეა…” *

* გ.ლეონიძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი, გ. ტაბიძის არქივი, დღ. #527.

გადმოსაწერი ბმული: მშვიდობის წიგნი