საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი

(05 მარტი, 2014)

აისის კურსი მოიცავს ინდივიდუალურ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო თემების შესწავლას.

კურსის მიმდინარეობისას რეკრუტები გაივლიან შემდეგ თემებს:

- ორგანიზაციული სტრუქტურა და საველე წესები

- სალაშქრო საქმე დამწყებთათვის

- ტოპოგრაფია, ნავიგაცია

- თვითგადარჩენის საწყისები

- თემები ინდივიდუალური საველე მომზადებიდან

- პირველადი სამედიცინო დახმარება

- კურსის დასკვნითი გამოცდა

წინასწარი განრიგი

ღია კარის დღე პოტენციური რეკრუტებისთვის – 5 მარტი (ოთხშაბათი)

გაცნობითი ლაშქრობა  - 9 მარტი  (კვირა)

კურსის ხანგრძლივობა: – 10 კვირა

ზოგადი ინფორმაცია

კურსზე დაიშვებიან გოგონები და ვაჟები, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი. ასაკის ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის.

გამონაკლისის სახით, 16-17 წლის პირები დაიშვებიან გასაუბრების შემდეგ, მშობლების წერილობითი ნებართვის წარდგენის შემთხვევაში.

ლექციები ჩატარდება ოთხშაბათობით სამუშაო დღის შემდეგ (19:00 სთ-ზე);

საველე გასვლები მოეწყობა კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში.

საბაზისო მომზადების წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტი გაივლის ორდღიან შემაჯამებელ გამოცდას.

მინიმალური ეკიპირება

რეკომენდირებული აღჭურვილობა: ზურგჩანთა, საწვიმარი და სასურველია სამხედრო ან სალაშქრო ფეხსაცმელი.

თუ ეკიპირება არ გაქვთ, ამან არ დაგაბრკოლოთ, დასაწყისისთვის მის გარეშეც შეიძლება საქმის შესწავლა. გარდა ამისა, ეკიპირების შერჩევაში დაგეხმარებით.

 

კურსზე მოხვედრის წესი

კურსზე მოსახვედრად უნდა შეავსოთ შემდეგი

Online ანკეტა!

თუ ტექნიკური პრობლემის გამო გამოგზავნა შეფერხდება, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info@aisiforce.org

 

ს.ო. აისის სასწავლო გასვლებზე მოქმედი ძირითადი წესები

- რეკრუტი ვალდებულია დაემორჩილოს მეთაურის ბრძანებებს;

- იკრძალება ალკოჰოლის (ლუდის ჩათვლით) გასვლებზე წამოღება და გამოყენება;

- ალკოჰოლის, ნარკოტიკის და/ან ფსიქოტროპული საშუალების გამოყენებაზე, წევრი დაუყოვნებლივ გაირიცხება კურსიდან;

- აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება, ნაგვის დაყრა და შინაური ცხოველის წამოყვანა;

- აკრძალულია ბილწსიტყვაობა;

- აკრძალულია საუბარი პოლიტიკურ და რელიგიურ თემებზე.

გთხოვთ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს ამ სახის საქმიანობა.

 

დაგვიკავშირდით

info@aisiforce.org

http://www.aisiforce.org/forum

 

ტელეფონი:

595 73 33 90 და/ან 577 37 01 73

 

საავტორო უფლება © ს.ო. აისი
ჩვენთან განთავსებული მასალის ციტირების შემთხვევაში აუცილებელია საიტის მისამართის მითითება.
ს.ო. აისის კუთვნილი მასალის კომერციული მიზნებით გამოყენება აკრძალულია სპეციალური ნებართვის გარეშე.