განყოფილება: სასწავლო კურსი

    დღეს, მიმდინარე წლის 3 ივნისს, შედგა “ს.ო.აისის” საგაზაფხულო კურსის პირველი საველე გასვლა. გასვლის მიზანი იყო კურსანტებს შეეფასებინათ საკუთარი ფიზიკური მდგომარეობა და გაცნობოდნენ სასწავლო კურსის სპეციფიკას.
    აღნიშნულ გასვლაში მონაწილეობა მიიღო 45-მა კურსანტმა. საერთო ჯამში ჯგუფმა წარმატებით დაძლია 17 კილომეტრიანი მარშრუტი.

    ხვალ, 4 ივნისს, 19:00 საათზე, შედგება ლექცია თემაზე “სალაშქრო საქმე დამწყებთათვის”.
    გაცნობითი საველე 1
    გაცნობითი საველე 2
    გაცნობითი საველე 3
    გაცნობითი საველე 4

    2012 წლის 28 მაისს, გაიმართა ღია კარის დღე, სადაც მსმენელებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ “ს.ო. აისის” საქმიანობას, ძირითად მიზნებსა და კურსის სპეციფიკას, მათ განემარტათ ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები და ფასეულობები.
    გაცნობითი ლექციის შემდგომ, კურსის გასავლელად 57-მა მსმენელმა გამოთქვა მზადყოფნა, მაშ შორის 15 გოგონაა.
    კვირას, 3 ივნისს, შედგება პირველი საცდელი საველე გასვლა, სადაც შემოწმდება და შეფასდება მოხალისეთა ფიზიკური კონდიცია.

    მათ, ვინც ვერ მოახერხა ღია კარის დღეზე მოსვლა და სურთ სასწავლო კურსის გავლა, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და პირდაპირ მოვიდნენ საველე გასვლაზე.
    595 73 33 90 და/ან 577 37 01 73

    პირველი საველე გასვლის შემდეგ მიმდინარე კურსზე მიღება შეწყდება.

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი © 2018 ს.ო. აისი