განყოფილება: ახალი ამბები

    13_05_25-26 დიდგორი

    მიმდინარე წლის 25-26 მაისს შედგა ს.ო. “აისის” საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსის დასკვნითი გასვლა დიდგორში. იმ რეკრუტებს, რომელთაც შეძლეს 2 დღიანი საფილტრაციო გამოცდის წარმატებით დაძლევა, დამოუკიდებლობის დღეს, დიდგორის მონუმენტზე გადაეცათ აისის სამხრე ნიშნები. გასვლის ფარგლებში მოხალისეებმა გაიარეს 40 კილომეტრიანი მარშრუტი.

    ბეჯი_01
    ბეჯი_02
    ბეჯი_03
    ბეჯი_04
    ბეჯი_05
    ბეჯი_06
    ბეჯი_07
    ბეჯი_08
    ბეჯი_09
    ბეჯი_10

    მიმდინარე წლის მაისის მესამე კვირა “ს.ო. აისის” 2013 წლის საგაზაფხულო კურსის დასკვნით ღონისძიებებს დაეთმო. 13 მაისს კურსანტებს ჩაუტარდათ თეორიული გამოცდა ტესტების სახით, რომლის მიზანიც იყო კურსის განმავლობაში გავლილი მასალის ათვისების დონის შემოწმება, ხოლო 18-19 მაისს თბილისის მახლობლად ჩატარდა ორდღიანი გამოცდა, სადაც კურსანტების ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობა, გუნდური მუშაობის ხარისხი, მიზანსწრაფულობა, ნებისყოფა და დისციპლინური უნარები გამოიცადა. გამოცდის მიმდინარეობის ყოველ ეტაპზე თითოეული კურსანტი თვითონ წყვეტდა მონაწილეობის გაგრძელების ან გამოცდის დატოვების საკითხს. 18 მაისს დილით გამოცდაზე 32 კურსანტი გამოცხადდა, ხოლო 19 მაისს, მისი დასრულების დროისთვის საგამოცდო პროცესში დარჩენილი იყო 13 მონაწილე (მათგან 4 გოგონა), რომლებმაც ყველა გამოწვევა წარმატებით გაიარეს და გამოცდაც ჩაბარებულად ჩაეთვალათ.
    მათთვის “ს.ო. აისის” სამხრე ნიშნების გადაცემა 26 მაისს დიდგორის მონუმენტზე იგეგმება.

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი © 2020 ს.ო. აისი