განყოფილება: ახალი ამბები

    საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი

    (აპრილი, 2015)

    კურსი დაიწყება აღდგომის შემდეგ, კონკრეტული თარიღი დაზუსტდება კურსანტთა რაოდენობის მიხედვით, ამიტომ მსურველებს გთხოვთ დროულად შეავსოთ ანკეტა. შეკრების დრო და ადგილი დაიწერება ფორუმზე და ფეისბუქის გვერდზე.

     

    აისის კურსი მოიცავს ინდივიდუალურ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო თემების შესწავლას.

    კურსი მოიცავს:

    - ღია კარის დღე – გაცნობითი ლექცია

    - სალაშქრო საქმე დამწყებთათვის

    - ტოპოგრაფია, ნავიგაცია

    - თვითგადარჩენის საწყისები

    - თემები ინდივიდუალური საველე მომზადებიდან

    - პირველადი სამედიცინო დახმარება

    - დასკვნითი გამოცდა

    წინასწარი განრიგი

    ღია კარის დღე: 28 და 30 აპრილს.

    საცდელი საველე გასვლა: 3 მაისი, კვირა.

    კურსის ხანგრძლივობა:  7 კვირა;

    თეორიული ლექციები კვირაში 2 ჯერ, საღამოს საათებში;

    საველე გასვლები: შაბათ-კვირას

    ზოგადი ინფორმაცია

    კურსზე დაიშვებიან გოგონები და ვაჟები, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი. ასაკის ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის.

    გამონაკლისის სახით, 16-17 წლის პირები დაიშვებიან გასაუბრების შემდეგ, მშობლების წერილობითი ნებართვის წარდგენის შემთხვევაში.

    საველე გასვლები მოეწყობა შაბათ-კვირას.

    კურსის გავლა შესაძლებელია მინიმალური ეკიპირებით.

     

    კურსზე მოსახვედრად უნდა შეავსოთ შემდეგი

    Online ანკეტა!

    თუ ტექნიკური პრობლემის გამო გამოგზავნა შეფერხდება, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: info@aisiforce.org

     

    ს.ო. აისის სასწავლო გასვლებზე მოქმედი ძირითადი წესები

    - იკრძალება ალკოჰოლის (ლუდის ჩათვლით) გასვლებზე წამოღება და გამოყენება;

    - ალკოჰოლის, ნარკოტიკის და/ან ფსიქოტროპული საშუალების გამოყენებაზე, წევრი დაუყოვნებლივ გაირიცხება კურსიდან;

    - აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება, ნაგვის დაყრა და შინაური ცხოველის წამოყვანა;

    - აკრძალულია ბილწსიტყვაობა;

    - აკრძალულია საუბარი პოლიტიკურ და რელიგიურ თემებზე.

     

    დაგვიკავშირდით

    info@aisiforce.org

    http://www.aisiforce.org/forum

    მოგვძებნეთ ფეისბუკზე “საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი”

    ტელეფონი:

    595 73 33 90; 577 37 01 73

     

    საავტორო უფლება © ს.ო. აისი
    ჩვენთან განთავსებული მასალის ციტირების შემთხვევაში აუცილებელია საიტის მისამართის მითითება.
    ს.ო. აისის კუთვნილი მასალის კომერციული მიზნებით გამოყენება აკრძალულია სპეციალური ნებართვის გარეშე.

     

    ბესო

    ძალიან სამწუხარო ამბავია ამერიკიდან. ნიუ ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის დროს დაიღუპა რიგითი სოსო მაკარიძე და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე. ბესოს გავლილი ქონდა “ს.ო. აისის” სასწავლო კურსი და ძალიან აქტიურად იყო ჩაბმული სამხედრო საქმის ათვისებაში ჯერ ჩვენთან, ხოლო შემდგომ უკვე პროფესიონალურ დონეზე შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
    ძალიან დიდია დანაკლისი პირველ რიგში ოჯახებისთვის, ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ასეთი ვაჟკაცები ასე არ უნდა აკლდებოდნენ ქვეყანას!

    ბესო_1
    ბესო_2
    ბესო_3
    ბესო_4
    ბესო_5

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი © 2018 ს.ო. აისი