განყოფილება: ახალი ამბები

    სვანეთის ლაშქრობისთვის მზადების ფარგლებში რამდენიმე აისელმა განახორციელა 32 კილომეტრიანი ტესტმარში მთაგორიან რელიეფზე ღამით. დალაშქრულ იქნა სიმაღლე 1600. მარში წარმატებით დასრულდა 8 საათში.

    12 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროს დახმარებით აისში ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი რამდენიმე სწავლება. სწავლებებს ატარებდნენ მაღალკვალიფიციური ინსტუქტორები.

    უმცროს მეთაურთა მომზადების კვირეულში შესწავლილი იქნა მცირე ჯგუფების ტაქტიკა და ჩატარდა ლიდერშიპის კურსი.

    დამამთავრებელ ეტაპზე აისელებმა გაიარეს პირველი დახმარების რამდენიმედღიანი სამედიცინო კურსი.

    სწავლებები ჩატარდა სექტემბრის საბაზისო კურსის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში.

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი © 2020 ს.ო. აისი