განყოფილება: ისტორია


    ივანე ჯავახიშვილი – დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში.
    გამომცემელი: ქართული კლუბის გამოცემა
    ენა: ქართული
    წელი: 1919
    გვერდები: 57
    მოცულობა: 484 KB
    ფაილის ფორმატი: DjVu

    რუსეთ-საქართველოს ურთიერთშორისი დამოკიდებულებისა და საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ გამოკვლევანი და წერილები წინათაც საკმაოდ მოიპოვებოდა, მათ შორის ხელთუფლიშვილისა და ზ. ავალიშვილისა ცნობილი თხზულებებიც ითვლება. ამისდა მიუხედავად ამ მონოგრაფიის გამოქვეყნება განსაკუთრებით იმიტომ გადავსწყვიტე, რომ ყველა აქამდის გამოცემულს თხზულებებში რუსეთში არსებულ პოლიტიკურ და საცენზურო პირობების სიმკაცრის წყალობით ავტორებს ისტორიული სიმართლის სრული სინამდვილითა და გულახდილობით გამოთქმა არ შეეძლოთ. ეს ნაკრები უნდა შევსებულიყო და ჩემი მონოგრაფიის უმთავრეს მიზანსაც სწორედ ეს შეადგენდა. ამას გარდა ვითარცა ისტორიკოსს მე იმდროინდელი ამბების ფარული ამამოძრავებელი ძალისა და მისწრაფების სიცხადიდ გამოაშკარავება მაინტერესებდა. თვით რუსეთ-საქართველოს 1783 წ. ხელშეკრულების განხილვაც ახალ თვალთსაზრისით შეიძლებოდა და საჭიროც იყო. მკითხველი ალბად შეამჩნევს რომ ყველა ამ მახრივ მონოგრაფიაში არა ერთი ახალი შეხედულებაა, ან ძველი წინანდელზე უფრო მეტის ხაზგასმულობითა და დასაბუთებით არის გამოთქმული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელთუფლიშვილისა და ავალიშვილის თხზულებები რუსულად არიან დაწერილნი და სრულებით შეუწყნარებელი მდგომარეობა იყო, რომ აქამდის ასეთ დიდმნიშვნელოვან ხანისა და საკითხის შესახებ ქართულად ერთი სპეციალური ცალკე მონოგრაფია არ იყო გამოცემული. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე მოვალეა თავის ქვეყნის წარსული იცოდეს, განსაკუთრებით ისეთი ხანა, როგორიც მე-XVIII-ე ს-ეა. აწინდელმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამ ჩვენს წარსულშიაც შეიძლება თანამედროვე მდგომარეობისათვისაც ბევრი რამე საგულისხმო და გამაფრთხილებელი ამოიკითხოს.
    სტამბოლი. 1919 წ. თებერვალი – მარტი.

    გადმოსაწერი ბმული: დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში

    ფილიპიკები


    დემოსთენე – ფილიპიკები
    გამომცემლობა: “განათლება”
    ენა: ქართული
    წელი: 1984
    გვერდები: 143
    მოცულობა: 2,00 MB
    ფაილის ფორმატი: DjVu

    უდიდესი ბერძენი ორატორისდემოსთენეს (384-322 ძვ.წ.) “ფილიპიკები” მაკედონიის მეფე ფილიპეს წინააღმდეგ, ათენური დემოკრატიის დასაცავად წარმოთქმული სიტყვების კრებულია. ძველი ბერძნული მჭერმეტყველების ეს ბრწყინვალე ნიმუში გამოირჩევა პოლიტიკური აქტუალობითა და მგზნებარე პუბლიცისტური სტილით, რაც მის მარადიულ საკაცობრიო ღირებულებას განაპირობებს.

    გადმოსაწერი ბმული: ფილიპიკები

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი © 2017 ს.ო. აისი