განყოფილება: მხატვრული ლიტერატურა

    1984


    ჯორჯ ორუელი – 1984
    გამომცემელი: პალიტრა L
    ენა: ქართული
    წელი: 2011
    გვერდები: 297
    მოცულობა: 1,51 MB
    ფაილის ფორმატი: DjVu

    ჯორჯ ორუელის რომანი “1984″ ერთგვარი გაფრთხილებაა და, ამავდროულად, სასოწარკვეთაც ჩვენი მომავლის გამო. იგი გვასწავლის, რომ თუ ჩვენმა ისტორიამ უკუღმართ გეზს არ გადაუხვია, დავკარგავთ ადამიანობას, ვიქცევით უსიცოცხლო ავტომატებად, უსულო საგნებად.
    მართალია, ჯორჯ ორუელს ჩვენი გამოფხიზლების იმედი არ დაუკარგავს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იმედი სასოწარკვეთილებას უფრო უახლოვდება, ვიდრე სინათლეს.
    თუმცა, იმედს შეიძლება განხორციელებაც ეწეროს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ გავაცნობიერებთ, რომ უსულო ავტომატად ქცეულ საზოგადოებას დაღუპვა ემუქრება. რომ მას არ გააჩნია სიყვარული, ინდივიდუალიზმი და ვერ გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს. “1984″ ამაშიც გვარწმუნებს.
    დაბოლოს, ეს რომანი სტალინის ბარბაროსული პერიოდის მორიგი აღწერა როდია. მასში ჩვენი საზოგადოება უნდა დავინახოთ მთელი თავისი შუქ-ჩრდილებით.

    გადმოსაწერი ბმული: 1984


    გალაკტიონი – მშვიდობის წიგნი
    გამომცემლობა: საბჭოთა საქართველო
    ენა: ქართული
    წელი: 1973
    გვერდები: 72
    მოცულობა: 784 KB
    ფაილის ფორმატი: pdf

    გალაკტიონის თხზულებათა XI ტომში შევიდა პოეტის მხოლოდ ერთი ნაწარმოები – პოემა “მშვიდობის წიგნი”. წინამდებარე გამოცემაში პირველად იბეჭდება პოემის სრული ტექსტი. მისი ამ სახით გამოქვეყნება პოეტს განზრახული ჰქონია თავის თხზულებათა მერვე ტომში (1957 წ.), მაგრამ სურვილი ვერ განუხორციელებია: პოემა შეცვლილი სახით დაიბეჭდა. შეიცვალა იგი კომპოზიციურადაც.
    პოემის ეს შემოკლებული რედაქცია მცირეოდენი ცვლილებებით გაიმეორა 1959 წლის “რჩეულმაც”.
    1959 წელს, როდესაც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი შეუდგა მისი თხზულებების სრული კრებულის გამოცემის მომზადებას, ავტორმა ამ პოემის სრული ტექსტი წარუდგინა ინსტიტუტს და მოითხოვა მისი ამ სახით დაბეჭდვა.
    გალაკტიონ ტაბიძის არქივში დაცული არაერთი ჩანაწერი ცხადს ხდის იმ ფაქტს, რომ პოეტს ეს თხზულება მიაჩნდა მხატვრულ-იდეური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაწარმოებად და ხანგრძლივად მუშაობდა მისი დახვეწისა და სრულყოფისათვის. ერთ-ერთ დღიურში ვკითხულობთ: “მშვიდობის წიგნზე” ვმუშაობდი არანაკლებ თორმეტი წლისა, ემჩნევა თუ არა ეს ნაწარმოებს? სჩანს თუ არა ავტორის გულმოდგინე შრომა ნაწარმოებზე? პოემა შესრულების მხრივ სიახლეა…” *

    * გ.ლეონიძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი, გ. ტაბიძის არქივი, დღ. #527.

    გადმოსაწერი ბმული: მშვიდობის წიგნი

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი © 2018 ს.ო. აისი