2009 წლის 20 სექტემბერს შედგა “ს.ო. აისის” ეკოკლუბის პირველი აქტივობა. გადაწყდა არმაზისხევის დასუფთავება. ამინდმა, უფრო სწორად უამინდობამ, ძალიან შეამცირა ეკოგასვლაში მონაწილეთა შესაძლო ოდენობა, მაგრამ 9 კაციანმა ჯგუფმა მაინც მოახერხა არმაზისხევის ნახევარის გაწმენდა. არმაზისხევის მეორე ნახევარის გაწმენდა შემდეგი კვირისათვის დაიგეგმა.