მოკლედ, რაც ვაკვირდები, ამ ფორუმზე ძალიან ხშირად ხდება, რომ ახალი მომხმარებელი რეგისტრირდება და აქვს უამრავი კითხვა. დადის დადის ფორუმზე და რომ ვერ მიხვდება სად დაპოსტოს, პოსტავს ყველაზე შეუფერებელ ადგილას.
ხომ არ ჯობია გავხსნათ ერთი თემა, სასურველია პირველივე განყოფილებაში, რომელშიც ახლებს შეეძლებათ კითხვების დასმა.
ამას ჩემი გამოცდილებიდანაც ვამბობ. თავიდან რომ შემოვედი ამ ფორუმს თავი და ბოლო ვერ გავუგე (ის კი არა ახლა ყველა თემაში ლამის ჩემი პოსტი როა

)) ) ჰოდა არ ვიცოდი სად დამესვა კითხვა და მერე სადღაც დავწერე მაგრამ უეჭველი ვიცოდი, რომ ალბათ არ იყო შესაფერისი ადგილი...
მოკლედ, თუ მოგეწონებათ იდეა, გააკეთეთ

ოფტოპიკებსაც აიცილებთ თავიდან

კიდევ მოგენატრებათ...
.........
რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...
კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.