Page 2 of 2

Re: როგორ იბადებოდა აისი (11 მაისი 2007)

Posted: 09 Oct 2010 00:29
by DAcHI
სულ მაინტერესებდა როგორ შეიქმნა ეს "ორგანიზაცია" :)

Re: როგორ იბადებოდა აისი (11 მაისი 2007)

Posted: 11 Oct 2010 11:26
by shakakoy
სადმე აქ ან აისის საიტზე ორგანიზაციის წესდება ხომ არ დევს შემთხვევით?
ოჯახში დაინტერესდენ და მინდა მივაწოდო!

Posted: 11 Oct 2010 14:38
by Avaza
DAcHI wrote:ეს "ორგანიზაცია"


ბრჭყალებში რატომ? :)

shakakoy wrote:სადმე აქ ან აისის საიტზე ორგანიზაციის წესდება ხომ არ დევს შემთხვევით?


არა. ოფისში უნდა იდოს და მოგცემ როცა ლექციაზე მოხვალ.

Re: როგორ იბადებოდა აისი (11 მაისი 2007)

Posted: 05 Dec 2010 13:41
by flatron
რა არის აისის მიზანი?
რას აპირებთ ომის შემთხვევაში?
რატო არ აწყობთ დივერსიულ აქტებს ოკუპანტების წინააღმდეგ?
რატომ არ აწყობთ აქციებს თუნდაც ენგურთან?

როგორც ჩანს თქვენი მიზანი ახალგაზრდობის აღზრდაა, თქვენთან კი უკვე შეგნებული ახალგაზრდები მოდიან რომლებსაც არ ჭირდებათ ქვეყნის სიყვარულის სწავლება.
მაშინ რა არის თქვენი მიზანი?

Re: როგორ იბადებოდა აისი (11 მაისი 2007)

Posted: 05 Dec 2010 14:13
by Viper
flatron wrote:რა არის აისის მიზანი?
რას აპირებთ ომის შემთხვევაში?
რატო არ აწყობთ დივერსიულ აქტებს ოკუპანტების წინააღმდეგ?
რატომ არ აწყობთ აქციებს თუნდაც ენგურთან?
როგორც ჩანს თქვენი მიზანი ახალგაზრდობის აღზრდაა, თქვენთან კი უკვე შეგნებული ახალგაზრდები მოდიან რომლებსაც არ ჭირდებათ ქვეყნის სიყვარულის სწავლება.
მაშინ რა არის თქვენი მიზანი?

ბევრ შენს კითხვაზე აქ მოძებნი პასუხს
http://www.aisiforce.org/word/

დამატებით კი...
იმის გამო რომ აისის სახელით ლაპარაკის უფლება აისის კონკრეტულ წევრებს შეზღუდული აქვთ გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ საკუთარი პირადი (და არა აისის წევრის) პოზიუციიდან გეტყვი.
აისი კანონმორჩილ მოქალაქეთა კრებულია.
დივერსიული აქტები ოკუპანტების წინააღმდეგ, თუ ის სანქცირებული არ არის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ, პირდაპირ არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს, პირდაპირი მუხლელები უდგება მაგ საქმიანობას.
ენგურთან აქციები კი....
:)
მომიტინგეები აისელების გარეშეც ბევრნი არიან.
შეგნებული ახალგაზრდების თაობაზე კი...
სწავლა არასდროს არ არის გვიან და არასდროს არ არის ზედმეტი....
თუ სხვაზე მეტი გაქვს ნასწავლი, მაშინ სხვას გაუზიარე, თუ სხვაზე ნაკლები მაშინ სხვისგან გაიზიარე.

Posted: 05 Dec 2010 15:01
by Avaza
flatron wrote:რა არის აისის მიზანი?


აქ წერია მიზნების შესახებ:
http://www.aisiforce.org/word/

flatron wrote:რას აპირებთ ომის შემთხვევაში?


კანონის ფარგლებში წინააღმდეგობის გაწევას. თავდასხმის შემთხვევაში წინააღმდეგობა საქართველოს ყველა მოქალქის ვალია.

flatron wrote:რატო არ აწყობთ დივერსიულ აქტებს ოკუპანტების წინააღმდეგ?


1. აისი ცდილობს მკაცრად დაიცვას სახელმწიფოს კანონმდებლობა. უკანონო შიარაღებული ფორმირების ორგანიზება კანონით ისჯება.
2. ზოგადად დივერსიების მოწყობა უნდა იყოს სანქცირებული სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ და შეესაბამებოდეს ქვეყნის ზოგად პოლიტიკას.

flatron wrote:რატომ არ აწყობთ აქციებს თუნდაც ენგურთან?


1. აისი ემიჯნება ყველანაირი სახის პოლიტიკურ აქტიობას.
2. აქციების მოწყობაში დიდი გამოცდილება ვისაც აქვს (ბოლო 20 წლის მანძილზე მრავალნაირი აქცია მოუწყვიათ საქართველოში), იმან ატაროს.
3. აქციებით შედეგს ვერ მივაღწევთ.

flatron wrote:თქვენთან კი უკვე შეგნებული ახალგაზრდები მოდიან რომლებსაც არ ჭირდებათ ქვეყნის სიყვარულის სწავლება


ქვეყნის სიყვარულის სასწავლად არ მოდიან აისში. სამხედრო-სალაშქრო ცოდნის მისაღებად მოდიან და იღებენ კიდეც. ასე რომ, თავად შეკითხვაა არასწორად ფორმულირებული.

გარდა ამისა, ერთ, ცალკე მდგომ ადამიანს როცა უყვარს ერთია და როცა 120 პატრიოტს "ორგანიზებულად უყვარს", სულ სხვაა ... :)

flatron wrote:მაშინ რა არის თქვენი მიზანი?


იხილეთ პირველი პუნქტი.

Re: როგორ იბადებოდა აისი (11 მაისი 2007)

Posted: 01 Jan 2011 16:57
by flatron
დღეს აისი გასვლაზე ხომ არაა სადმე წასული? ?
...................

Re: როგორ იბადებოდა აისი (11 მაისი 2007)

Posted: 01 Jan 2011 16:58
by Avaza
flatron wrote:დღეს აისი გასვლაზე ხომ არაა სადმე წასული? ?


არის.

Re: როგორ იბადებოდა აისი (11 მაისი 2007)

Posted: 01 Jan 2011 17:01
by flatron
არის.


აჰა გასაგებია...