21 მაისის ჩერქეზთა გენოციდის აქცია

აისი ქართულ საზოგადოებაში, ჩვენი მსოფლმხედველობა და ა.შ.
kavkazski_lev
ფორუმელი
Posts: 88
Joined: 27 Jun 2009 00:09

21 მაისის ჩერქეზთა გენოციდის აქცია

Postby kavkazski_lev » 16 May 2011 17:12

ამის შესახებ 098-ს ვესაუბრე, როცა იგი ავტობუსში შემხვდა და მან შემომთავაზა აისის ფორუმზე თემის გახსნა. ახლა რაც შეეხება აქციას:

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი კავკსია" 21 მაისს ვაკის პარკში 11:00 საათზე ატარებს აქციას ჩერქეზთა გენოციდთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები ფალიაშვილის ან აბაშიძის ქუჩით მოვაწყობთ მსვლელობას ვაკის პარკიდან გაეროს ოფისამდე. გაეროს ოფისთან ერთერთი აქტივისტი წაიკითხავს მიმართვას მსოფლიო საზოგადოებისადმი. თუ აისელებს გაუჩნდებათ სურვილი აქციაში მონაწილეობისა, დიდად მოხარული ვიქნები. კარგი იქნება აისის დროშაც თუ იფრიალებს აქციაზე.

პ.ს. ჩვენ შემოვიღეთ ტრადიცია ყველა კავკასიელი ერის დეპორტაციის ან გენოციდის დღის აღნიშვნისა. 23 თებერვალს გორში სტალინის ნაძეგლართან მოვაწყვეთ ჩეჩენ-ინგუშების გენოციდის, ხოლო კავკასიურ სახლში 8 მარტს კი აღვნიშნეთ ბალყარელთა დეპორტაციის დღე. სამაგიეროდ ჩვენთან დამეგობრებულ კავკასიელებს ევროპასა და ოკეანს გაღმა ერთხელ უკვე ჩავატარებინეთ 9 აპრილისა და 8 აგვისტოს აქციები.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი 098-ს, რომ ნება დამრთო აისის ფორუმზე ამ თემის გახსნისა.
ადექ ქართველო მხედარო,
შემოგვესია ღორია,
სამშობლო მიწას გვიოხრებს
ვასია, ვანია, ბორია.

ხალხური 2008-09

User avatar
SANDRO
ფორუმელი
Posts: 837
Joined: 28 Aug 2010 22:30
Location: GEORGIA,TBILISI

Re: 21 მაისის ჩერქეზთა გენოციდის აქცია

Postby SANDRO » 16 May 2011 22:55

kavkazski_lev
მომწონს ეგ იდეა ალბათ წამოვალ!
უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა – ვისგან შევძრწუნდე?
ფსალმუნი 27:1


სამშობლოს არვის წავართმევთ,
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 17 May 2011 12:50

kavkazski_lev wrote:კარგი იქნება აისის დროშაც თუ იფრიალებს აქციაზე.


აისი არ მონაწილეობს პოლიტიკურ აქციებში, ანუ აისი, როგორც ორგანიზაცია, არ/ვერ შემოუერთდება მსგავს აქციებს.

აისის წევრებს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, აქვთ სრული უფლება მოვიდნენ ასეთ აქციაზე, ოღონდ როგორც კერძო პირები და არა როგორც აისის წევრები.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)