Page 1 of 2

ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 22 Apr 2010 16:28
by Ginevra
სხვადასხვა თემებში ჩნდება პოსტები, რომლებიც იმ თემას არ ეხება, და ეხება მომავლის გეგმებს. თუმცა რადგან ის ჯერ მხოლოდ გეგმაა, თემის გახსნა ვერ ხდება, და რადგან სხვაგან არსად თავსდება იწერება შეუსაბამო განყოფილებაში.


ამიტომ ეს თემა იყოს ამისთვის.




გეგმაში გვქონდა ხეების დარგვა, თუმცა არ გამოვიდა, ნერგები არ გვეყო.

ახლა, ერთმა შემოგვთავაზა ბზის დარგვა.

თუ შემოვა აქ, დაწეროს უფრო დაწვრილებით.

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 22 Apr 2010 17:43
by Sh@ko
ბზას მორწყვის გარდა ორფეხა მავნებლებისგან დაცვაც სჭირდება! ძირითადად აღდგომის წინა კვირაში...

ისე კარგი აზრია. ბზა ძალიან ნელა იზრდება და მისი მერქანი ძალიან ძვირფასია, ლამისაა გაანადგურონ :(


----------


ახლო მომავლის გეგმა კი ასეთია:
დიღომში, გუდვილთან შევუერთდეთ "კარავის" აქციას და დავრგოთ 90 ძირი ხე (45 ფიჭვი, 45 იფანი). 10 ნერგი მცხეთისკენ მიაქვთ.

www.karavi.ge-მ wrote:შეკრების დრო და ადგილი:
09:29 სთ
25 იგრიკა, 2010
სქიმია

გასათვალისწინებელი პირობები:
სურვილისამებრ სამუშაო ხელთათმანი, აგრეთვე, საგზალი.
სასურველია, აქციაზე მონაწილეობა ბავშვებსაც მივაღებინოთ.

ჯერ-ჯერობით, სამუშაო ბარების შოვნის საჭიროება არ არის.

ტრანსპორტი:
უმანქანო მოხალისები მანქანიან მოხალისეებს ჩავუსხდებით.
ვისაც ადგილი არ ეყოფა, მწვანე აქციაზე ტაქსით ან სარეისო ავტობუსებით მივალთ.

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 23 Apr 2010 06:30
by ზარაზა
Ginevra wrote:ახლა, ერთმა შემოგვთავაზა ბზის დარგვა.

მშვენიერია...

აქვე გასათვალისწინებელია:
Sh@ko wrote:ბზას მორწყვის გარდა ორფეხა მავნებლებისგან დაცვაც სჭირდება! ძირითადად აღდგომის წინა კვირაში...

ისე კარგი აზრია. ბზა ძალიან ნელა იზრდება და მისი მერქანი ძალიან ძვირფასია, ლამისაა გაანადგურონ :(

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 23 Apr 2010 18:50
by Ginevra
ზარაზა
ამიტომ მოსაფიქრებელია სად დაირგვება...

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 23 Apr 2010 19:06
by Forrest Gump
Ginevra wrote:ახლა, ერთმა შემოგვთავაზა ბზის დარგვა.


ხომ არ იცი რამდენი ნერგია ?

და

საიდან ეგ ნერგები ?

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 23 Apr 2010 19:14
by Ginevra
Forrest Gump
არ ვიცი. shah-მა მომწერა ეს და ველოდები დანარჩენ ინფორმაციას როდის მოგვაწვდის...

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 23 Apr 2010 19:40
by Sh@ko
ვინაიდან, შაბათ-კვირას კომპთან შეხება მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი (ანუ ვერ ვხვდები კომპთან) და ჩვენ რამე გეგმა არ დაგვისახავს ჯერე, ამ კვირას, 25 აპრილს ვუერთდები კარავის აქციას. :)

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 23 Apr 2010 20:01
by Ginevra
Sh@ko
სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ შაბათ-კვირას არ იქნება არაფერი.

უახლოეს მომავალში იქნება ბეთანიაში სადაზვერვო ლაშქრობა და ფილმის ჩვენება.

ესაა დაახლოებითი მონახაზი...

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 26 Apr 2010 02:02
by MONTY
ფოტო გამოფენა არ გაკეთდეს? არ დავანახოთ და არ შევარცხვინოთ ის ხალხი ნაგავრს რომ ყრის ქუჩაში? ის ხალხი ვისაც ამის აკრეფა ევალება მაგრამ რომ არ აკეთებს? დავანახოთ იმ ხალხსაც რა მდგომარეობაშია გარემო,ვისაც მცირეოდენი ცვლილების მოხდენა მაინც შეუძლია ! რომელიმე არასამთავრობოსთან ერთად თუ გაკეთდება გამოფენა კარგი იქნება !

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 26 Apr 2010 15:41
by davidkutaiseli
მაგას გამოფენა რად უნდა? ქუჩაში ყოველდღე არ დადიან? არ უხდებათ იმ მინაგავებულ გზებზე სიარული? ფოტოგალერეა კი არადა რამოდენიმეს სერიოზული ჯარიმა უნდა დააკისრონ დანაგვიანებაზე თუნდაც სიგარეტის "ბიჩოკი" ნამწვი დააგდონ და ნახავენ მერე როგორ მოუჭერს უმრავლესობას და შიში შეიქმს სიყვარულსა სწორედ ზედგამოჭრილი გახდება მასეთ შეუგნებელ საზოგადოების ნაწილზე

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 26 Apr 2010 20:35
by ksovreli
davidkutaiseli

უნდა! შეიძლება 1 დღე იყვირო, 1 კვირა, 1 თვე, 1 წელი...
მაგრამ რომ დაინახავ, მარტო შენ ყვირიხარ, საკუთარ ხასიათს დაგმობ.
მანქანაში უსაფრთხოების ღვედს არ ვიკრავდი, იმიტომ, რომ ჩემ გარშემო არავინ არ იკრავდა.
არ მყავდა გვერდში ადამიანი, რომელიც მაგალითს მომცემდა, დამანახვებდა, მიმითითებდა.

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 26 Apr 2010 21:18
by Ginevra
MONTY
გამოფენა კარგი აზრია. მაგრამ თანხებთან არის დაკავშირებული. ამასთან, დიდი ორგანიზება უნდა.

საჭიროა სერიოზული იდეა, რის გარშემოც აიგება ყველაფერი. შემდეგ უნდა ხორცშესხმა და ამ ხორცშესხმას დასჭირდება ბევრი მუშაობა.

არ არის ასე მარტივი ამის გაკეთება, თუმცა შორეულ გეგმებს შეიძლება მიეწეროს.

davidkutaiseli
მოდი შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლებას არ ვეხებით. იმან რა უნდა გააკეთოს და რა არა ჩვენ არ გვაინტერესებს.

ksovreli
სწორია... მაგალითი ყველაზე კარგი გზა არის რომ მეორე ადამიანს დაანახო რა არის სწორი. და ჩვენ ამას ვაკეთებთ პრინციპში :))

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 26 Apr 2010 21:31
by MONTY
davidkutaiseli
ჯარიმებზე გეთანხმები მაგრამ გამოფენაზე არ გეთანხმები და იმიტომ არ გეთანხმები რომ მსოფლიოს მაშტაბით უამრავი გამოფენა ტარტება გარემოს დაბინძურების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალით! ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არის საჭირო რომ დაინხაონ ჩვენთან არსებული ეკოლოგიური პრობლემები და კიდევ უამრავი მიზეზი არის!
Ginevra
ფინანსები თითქმის არ დასჭირდება რადგან შესაძლებელია სხვა არასამთავროებთან ერთად გაერთიანება იდეიის განხორციელებისთვის და ერთობლივად განხორციელებისას არამგონია ფინანსები დასჭირდეს! რომელიღაც საგამოფენო დარბაზი კი როგორც მახსოვს უფასო არის , სხვა საგამოფენო დარბაზებიც როგორც ვიცი ასეთი ტიპის ღონისძიებებისთვის უფასოა
რათქმაუნდა ძნელია ორგანიზება მაგრამ თუ არ იქნა დაწყება პროექტის მაშინ ვერც ვერასდროს გახდება განხორციელებული !
ისე კი ვფიქრობ რომ არასამთავროებთან და მერიასთან მოლაპარაკების შემდეგ ყველა პრობლემა ადვილად მოგვარებული იქნება ! შესაძლოა შემდგომ დიდ მასშტაბიან ღონისძიებისთვის გრანტებიც კი იქნებს მოპოვებული ასეთი პროექტებით!

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 26 Apr 2010 21:40
by Ginevra
MONTY
ფული სჭირდება სურათების დაბეჭდვას.

ამასთან პრეზენტაციის მოწყობაცაა საჭირო.


მერიასთან თანამშრომლობას რაც შეეხება, ძალიან რთული ამბავია...

და არასამთავრობოებთან კიდე... მაგაზე აისის გამგეობის წევრები უკეთ გაგცემენ პასუხს... :)

Re: ახლო და შორეული მომავლის გეგმები

Posted: 26 Apr 2010 21:45
by MONTY
ეგ ხო მაგრამ მაგას რამდენი უნდა დასჭირდეს რო შეუძლებელი იქნეს შეგროვება?!
სწორედ ახლა არის ყველაზე დიდი შანსი მერიისგან დახმარების!
ეკოლოგიურ პრობლემებზე მომუშავე არასამთავროებთან ერთად უფრო დიდი საქმის გაკეთება არის შესაძლებელი რადგან დიდი გამოცდილება გააჩნიათ ეკო პრობლემების მოგვარების! :kiss: