მოლაშქრის პირადი აფთიაქი

ფორმები, კარვები, ზურგჩანთები, საძილე ტომრები, განტვირთვის ჟილეტები, ყიდვა-გაყიდვა
Tobran
ფორუმელი
Posts: 60
Joined: 12 Oct 2012 17:47

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby Tobran » 15 Apr 2014 10:18

NAZGHA wrote:შეიძლება ამაზე მოფიქრება, ეხლა კურსი მიდის გრაფიკში ძალიან გადატვირთული ვართ, როგორც კი მოვრჩებით (მაისისკენ) შევხმიანდეთ.


აუცილებლად. პირადად მე ვერ, მაგრამ ბიჭები შეგეხმიანებიან და დავგეგმოთ რამე. :)

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby Pensia_27 » 26 Nov 2015 20:33

პირველადი დახმარების უნივერსალური პაკეტის მცდელობა

დღეს ჩვენი ცხოვრება სხვდასხვა აქტივობისგან შედგება:

სწავლა, სამსახური, მანქანა, ლაშქრობა, მთაზე ცოცვა, სროლა და ა.შ.


ყველგან არსებობს რისკი საკუთარი თავისა თუ მეგობრის დაზიანების და რამდენად მზად ვართ ჩვენ დროული დახმარებისთვის ? ვგრძნობთ თუ არა ამ პასუხისმგებლობას ? და წარმოგივიდგენია თუ არა, რომ ჩვენი უმოქმედობით შეიძლება ახლობელი ადამიანი დავკაგოთ ? ან სულაც საკუთარი სიცოცხლე.


არმიაში არსებობს პირველადი სამედიცინო დახმარების პაკეტები რომელიც ყველა ჯარისკაცს თან დააქვს ე.წ IFAK
რომელსაც Blow out kit საც ეძახიან და შემადგენლობაც უშუალოდ აფეთქებითა და ტყვიით მიღებულ დაზიანებებზეა გათვლილი

მოლაშქრეები ატარებენ ე.წ Trauma kit ებს ან მსუბუქ საველე აფთიაქებს
ალპინისტების პირველადი დახმარების პაკეტი შეიცავს სასიმაღლო დაავადებისა და შეშუპების საწინააღმდეგო წამლებს და ა.შ.

ზოგადად აისის აქტიური წევრების გამოცდილება, ცხადყოფს რომ ჩვენ ზემოთ ჩამოთვლილთანაგან ყველა სიტუაციაში გვიწევს მოხვედრა. (ჯერ ომს არ მოვსწრებივართ, თუმცა მოვა ამის დროც)


ამიტომაც შევეცადე ერთ შეკვრაში მომექცია ისეთი ნივთები რომელიც ყოველთვის დამაქვს თან, იქნება ეს სასროლეთი, ლაშქრობა, მყინვარი თუ ქალაქის ცხოვრება (მანქანაში მიდევს მეორე მსგავსი პაკეტი) და გამომადგება ნებისმიერ სიტუაციაში.

ე.წ ALLFAK


პირველი ესაა თვითონ პაკეტი : იქნება ეს გამოწერილი სპეციალური დანიშნულების ტომსიკა, სხვა ნებისმიერი ნაჭრის ჩასადები თუ უბრალო პარკი.


Image
Image
ესაა Maxpedition ის სპეციალური ფოუჩი რამდენიმე განყოფილებით.
რომელშიც დევს წყალგაუმტარი მოსაცმელი , ''სველი'' ამინდებისთვის.



Image
ვინ თქვა რომ ცხოვრება მსუბუქია. დაკომპლექტებულის წონა.

რაც შეეხება შიგთავსს
Image

1. ''სანტავიკი'' - ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნივთი.
2. ბინტის სტერილური საფენები, ხშირად ''სანტავიკის'' ზომა არ ყოფნის ჭრილობას , ამიტომაც ასეთი საფენს დავჭრით ნებისმიერ ზომად. გამოიყენება ჭრილობის მოსაწმენდათაც.
3. ''აი ია'' წამლები : ტკვილგამაყუჩებელი, (დოლარენი, დიკლოფეროლი, ნიმესილი და ა,შ), კუჭის მხიარულობის (რემიჰდრონი), სიცხე გაციების (ტაიქოლდი და ა.შ), ალერგიის (ალერტეკი).
4. პლასტირი
5. მწვანე მალამო - უნივერსალურია ჭრილობაზე, დამწვრობაზე.
6. ბეტადინი - იწმინდება ჭრილობა და ხდება მისი დეზინფექცია. კომპაქტურია
7. ბინტი
8. ტუჩის საცხი (:D) ლაშქრობაზე ან ალპურ გასვლაზე ძლიერი ქარის დროს ტუჩის გამოშრობისას.
9. არგადრჩენის ბლანკეტი, იგივე ''ქათამი''. უნივერსალური ნივთი
10. სტერილური ხელთათმანი , თუ სერიოზულ ჭრილობასთან გვაქვს საქმა, ანდაც მეგობრის შიდა ორგანოებში გვიწევს ძრომიალი, ხელთათმანი აუციელებელია ინფექციით რომ გავაფუჭოთ საქმე.
11. მაკრატელი
12. ტურნიკეტი, იგივე ლახტი. ჩემ შემთხვევაში C.A.T ის ტურნიკეტი, თანამედროვე ლახტის სისტემა რომელსაც იყენება ბევქრი ქვეყნის არმია. მათ შორის ჩვენი.
13. ე.წ ჩესტ სილი, მკერდის არეში შემავალი ჭრილობის დასახშობად.
14. ''დრესინგი'' იგივე სახვევი, ფოტოზე არის Israeli battle dressing კონკრეტულად ეს მოდელი იმითაა კარგი რომ გააჩნია დაჭიმვის სისტემა და მყარად მაგრდება.
15. ქუიქლოტის სისხლდენის შემაჩერებელი პაკეტი , ამ შემტხვევაში 25 გრამიანი - შედარებით მსუბუქი სისხლდენისთვის
არის 50 გრამიანი და საუკეთესოა quikclot combat gauze - არტერიული სისლდენისა შესაჩერებლად და ჭრილობის შესაფუთად.
16. ამპულები : 1. ადრენალინი ანაფილაქსიური შოკისა საწინააღმდეგოდ და დაშავებულის გონების არ დაკარგვისთვის.2 კეტოროლაკი ძლიერი ტკივილგანაყუჩებელი 3. დექსამეტაზონი ალპურ გასვლებზე შეშუპების საწინააღმდეგოდ, ასევე ანაფილაქს. შოკის დროს.
და ნემსებიც შესაბამისი რაოდენობით.

უცნობი ნივთების აღწერა მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში მათი სახელებით.
ფასები ? ზოგი რამ ძვირია ზოგიც მარტივად იყიდი. არ დაგვავიწყდეს რომ ფასი შეიძლება იყოს სიცოცხლე!!!


შენიშვნები, იდეები, კითხვები გამოუშვით.

ასევე გაგვაცანით თქვენ პაკეტები რისგან შედგება და თუ სულ აქ გაქვთ დაიწყეთ მარტივით!


პ.ს ამ პაკეტს იმიტომ ქვია ინდივიადუალური რომ ის უნდა ქონდეს ჯგუფის თითოეულ წევრს და არა სხვის ხარჯზე/იმედზე ვიაროთ ლაშქრობა იქნება თუ ცხინვალის შტურმი : )



პ.ს.2 მარტო პაკეტის დაკომლექტებით საქმე არ კეთდება, თუ არ იცი გამოყენება
Meine Ehre Heisst Treue

aleqsandre telia
ფორუმელი
Posts: 17
Joined: 06 Mar 2014 22:17

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby aleqsandre telia » 26 Nov 2015 20:40

ეს პაკეტი რამდენი ლარის თემაა ?

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby Pensia_27 » 26 Nov 2015 20:43

aleqsandre telia wrote:ეს პაკეტი რამდენი ლარის თემაა ?

დაახლ 150 გელ. მინიმალური რაოდენობით.

თუმცა აქ სპეციფიური ნივთებიცაა და ამიტომ.

შეიძლება უმარტივესით დაწყება და ნელნელა შევსება.
Meine Ehre Heisst Treue

User avatar
Alameda
ფორუმელი
Posts: 70
Joined: 12 Mar 2013 18:53

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby Alameda » 27 Nov 2015 22:36

რუსთაველის სმარტში გადავაწყდი პატარა სამედიცინო ჩანთას. მაკრატელი, ბინტი, სახვევები და მსგავსი რაღაცეები იყო. ფასი, თუ სწორად მახსოვს, 20 ლარი.
შეიძლება ყიდვა და ნელ-ნელა სხვა რაღაცეების მიმატება : )

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby დავითაუ წიკლაური » 02 Feb 2016 16:27

Pensia_27
ჩამონათვალში 9. ნომრად რა არის? და დანიშნულება აქვს?
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby Pensia_27 » 02 Feb 2016 16:48

დავითაუ წიკლაური
9. არგადრჩენის ბლანკეტი, იგივე ''ქათამი''. უნივერსალური ნივთი


ამას ვეძახით არგადარჩების ბლანკეტს, იგივე ''ქათამს'' (შემწვარ ქათამს ხო ახვევევნ ფოლგაში)

Image
Meine Ehre Heisst Treue

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby დავითაუ წიკლაური » 02 Feb 2016 16:54

Pensia_27
ესეთი მაქვს, :დ ოღონდ მაჩუქეს და არ ვიცი რა ღირს. ჩვეულებრივ აფთიაქებში იშოვება?
და კიდევ, ოფიციალურად რა ქვია ემერჯენსი ბლანქეთ?
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby Pensia_27 » 02 Feb 2016 17:10

დავითაუ წიკლაური wrote:Pensia_27
ესეთი მაქვს, :დ ოღონდ მაჩუქეს და არ ვიცი რა ღირს. ჩვეულებრივ აფთიაქებში იშოვება?
და კიდევ, ოფიციალურად რა ქვია ემერჯენსი ბლანქეთ?

კი ეგ ქვია და სურვაივალ ბლანქეთ კიდე.

აფთიაქებში არამგონი.

გამოწერით 2 დოლარიდან ზემოთ.
Meine Ehre Heisst Treue

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby დავითაუ წიკლაური » 02 Feb 2016 17:13

Pensia_27
გმადლობელი
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

ხუცო
ფორუმელი
Posts: 57
Joined: 05 Mar 2014 22:07

Re: მოლაშქრის პირადი აფთიაქი

Postby ხუცო » 02 Feb 2016 23:03

უმარტივესში რომელი მედიკამენტები შედის ნუუ მიახლოებით ? (შემდგომ სრულად შევსების პერსპექტივით)
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..