აღჭურვილობის გარჩევა

ფორმები, კარვები, ზურგჩანთები, საძილე ტომრები, განტვირთვის ჟილეტები, ყიდვა-გაყიდვა
User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 21 Jan 2016 14:39

sveta! wrote:Jano979
Fernand Petzl ფრანგი სპელეოლოგი . Petzlის დამაარსებელი


გამარჯვებული გამოვლინდა.
ბრენდს, რომელზეც PETZL-ს მერე დაიდება ინფო შემოგვათავზებს sveta!

ყოჩაღ sveta!
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 21 Jan 2016 20:50

KOVEA სამხრეთკორეულ ბრენდი რომლის ძირითადი პროფილი სალაშქრო სამზარეულოს და მასთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოებაა.
თითქმის 25 წლიანი ისტორიის ფირმა დღეს მოწინავე პოზიციებზეა თავისი თითქმის 50 მლნ მოგებით წელიწადში. 1982 წელს ქალაქ Bucheon-ში დაარსებული ფირმა თავიდან მხოლოდ შიდა ბაზრის მოთხოვნილებებზე მუშაობდა, გამოცდილებასთან ერთად იზრდებოდა ფირმის შესაძლებლობები და ამჟამად KOVEA ყველა მზარდი ფირმაა სალაშქრო სამზარეულოს და ქურების წარმოებაში, მეტიც დაფისირდა რომ, 2010წ განმავლობაში ფირმის დიზაინერები თვეში ერთხელ ახალ პროდუქტს სთავაზობდნენ მომხმარებლებს.
1987წ გაზის პროდუქციის მწარმოებლის ლიცენზის მოპოვება.
1988წ სავაჭრო ლიცენზიის მოპოვება.

შიდა ბაზრის დაპყრობასთან ერთად, კოვეაში ხვდებოდნენ რომ, მათი პრიორიტეტი ხარისხი უნდა ყოფილიყო, მათი პროდუქცია ერთნაირად გამძლე, ხარისხიანი და უღალატო უნდა ყოფილიყო, მსოფლიოს ყველა წერტილში და ნებბისმიერ გარემოში რაც თავის მხრივ განაპირობებდა საზღვრებს გარეთ ამ ფირმის წარმატებას.
ხარისხზე გაკეთებული აქცენტი ამართლებს და 1996 წელს ექსპორტიდან პირველ პირველ მილიონს იღებს კომპანია.

1997წ იღებს ჯილდოს წლის საუკეთესო საექსპორტო პროდუქტი, იმავე წელს სრული სახელწოდება KOVEA Co., Ltd-თი იცვლება.
1998წ საწარმო გადადის ახალ ქარხანაში ასევე ჯილდო წლის პერსპექტიული ექსპორტიორი კომპანია.
1999წ ფირმის საექსპორტო შემოსავლები 5მლნ დოლარამდე ადის.
2000წ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი გამოდგა: ფირმა იღებს საერთაშორისო ISO 9001 სერტიფიკატს ასევე ექსპორტის შემოსავლები უკვე 10 მლნ ადის წელიწადში.
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 22 Jan 2016 20:53

KOVEA ისტორია -II

2001წ KOVEA -ს კვლევების და განვითარების ახალი მძლავრი ცენტრი იხსნება.
2004წ იქმნება დღევანდელი სახით არსებული ახალი ლოგო.
2004წ იღებს INNO-BIZ სერტიფიკატს.
2011წ წარმოებაში ჩაეშვა ახალი ბრენდი KoveaHome

თანამედროვე KOVEA-ს პროდუქცია იყიდება მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში, მის ქარხანაში იწარმოება ნაწილები ისეთი ცნობილი ბრენდებისათვის როგორიცაა: Markill, MSR, Primus, Snow Peak, Brunton. ასორტიმენტის მიხედვით იგი პირველია ბაზარზე და ხარისხით არავის არ უდებს ტოლს, იმის გათვალისწინებით რომ ყველა მისი პროდუქტი იწარმოება სამხრეთ კორეაში გარდა თერმოსებისა რომელიც ჩინეთში ეწყობა, თუმცაღა ეს არანაირად არ აისახება ხარისხზე ვინაიდან KOVEA -ს ყველა პროდუქტი უმკაცრეს ხარისხის კონტროლს გადის.
ასეთი ხარისხი და მდიდარი ასორტიმენტი ყველა მოთხოვნილების და შესაძლებლობის მომხმარებელს აკმაყოფილებს. მის ასორტიმენტს შეადგენს 20 მდე სახეობის ქურა მათ შორის: გაზის, თხევადი საწვავის და კომბინირებული თხევადის საწვავის. ფირმა აწარმოებს ეგრედწოდებული ქარ და წვიმა გამძლე ქურების Alpine Pot სერიას რომელიც ცნობილი Jetboil სისტემის ანალოგია.
ამჟამად ფირმა 400-ზე მეტ პროდუქტს აწარმოებს.
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 11 Feb 2016 13:55

ახალი ვიქტორინა ბრენდის შესახებ რომელიც ურიგოთ იქნება წარმოდგენილი აღჭურვილობის გარჩევაში: მისი ისტორია 1975 წელს იწყება როდესაც პატივცემული ტიმ ********* თავის მეუღლესთან ერთად გადაწყვეტს ევროპაში მოგზაურობას ფიატი 600-ით
P.S. გამარჯვებულს იოგურტი
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 03 Mar 2016 13:21

მინიშნება: იმ დროისთვისაც არ წყვეტდა ვარსკვალვებს "ფიატი", ასე რომ ევროპაში 10 თვიანი მოგზაურობის შემდეგ გვარიანად გაწამებული ტიმ ********* გადაწყვეტს შექმნას 2 ხელსაწყოსგან 1 კომბინირებული ხელსაწყო და მას (PST) აბრევიატურა დაარქვა სახელად...
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

ხუცო
ფორუმელი
Posts: 57
Joined: 05 Mar 2014 22:07

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby ხუცო » 03 Mar 2016 15:49

ლეზერმანი?
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 05 Mar 2016 09:52

ხუცო wrote:ლეზერმანი?

1 იოგურტი ხუცოს
ყოჩაღ ხუცო!
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 05 Mar 2016 11:59

ამ ბრენდის ისტორია 1975 წელს იწყება როდესაც პატივცემული ტიმ ლეზერმანი (ინჟინერ-მექანიკოსი) თავის მეუღლესთან ერთად გადაწყვეტს ევროპაში მოგზაურობას ფიატი 600-ით

Image

ამ ავტომობილით 10 თვიანმა მოგზაურობამ და იაფფასიან სასტუმროებში წყალგაყვანილობის ხშირმა პრობლემებმა, რასაც ტიმოთი თავისი

"boy scout knife"-ით

Image

ვერ უმკლავდებოდა ბრტყელტუჩას და სახრახნისის გარეშე, გადააწყვეტინა სახლში ორეგონი (პორტლენდი) Oregon Portland დაბრუნებულს ახალ ხელსაწყოზე მუშაობა დაეწყო რომელიც თავისთავში გააერთიანებდა სახრახისს, დანას , ბრტყელტუჩას და იქნებოდა ასევთქვად მრავალდანიშნულებიანი პატარა ინსტრუმენტი.

ლეზერმანის I პროტოტიპი
Image

1976 - პირველი ინსტრუმენტის ჩანახატები და კარდონის მოდელი ტიმმა უკვე მოგზაურობისას შექმნა სასტუმროს ნომერში, ხოლო სახლში დაბრუნებულმა დაიწყო მეტალის პროტოტიპებზე მუშაობა

Image


აქცნტი ამ შემთხვევაში ბრტყელტუჩას დიზაინზე იყო გაკეთებული

Image


1980 - რამოდენიმე წლიანი მუშაობის და დიზაინის დახვეწის შემდეგ ტიმ ლეზერმანი იღებს პატენტს US4238862

Image

და ჟურნალ «New York Times» დახმარებით (რომელიც ფარავს დაპატენტების ხარჯებს) გამოდის «Mr. Crunch»

Image Image

დიდი ხნის ლოდინის მიუხედავად ეს მოდელი წარმატებას ვერ აღწევს...


1983 - კომპანიის გაფართოების მიზნით ტიმოთი ლეზერმანი და მისი მეგობარი ასევე ახალი კომპანიონი

სტივ ბერლინერი (Steve Berliner)

Image

ქირაობენ სტივის მამის სახელოსნოს და აგრძელებენ მუშაობას პროდუქტის დახვეწაზე და გაყიდვების გაზრდაზე, თუმცაღა თავიდან მათ მცდელობებს წარმატება ნამდვილად არ მოუტანია, ვერავინ ვერ ხედავდა ამ "ჰიბრიდის" პირდაპირ დანიშნულებას...
თუმცაღა ამავე წელს კომპანია უშვებს თავის (როგორც შემდგომ აღმოჩნდება პირველ სერიულ) მოდელს

Pocket Survival Tool ( PST®)

Image

ამ მოდეილთ ლეზერმანი და მისი კომპანიონი ცდილობენ პირდაპირ კავშირზე გავიდნენ ამ ნივთის შესაძლო მომხმარებლებთან: ამერიკის თავდაცვის სამინისტროდან დაწყებული და სატელეფონო ქსელების (AT&T) მფლობელი კომპანიებით დამთავრებული. თუმცაღა მცდელობა კვლავ წარუმატებელია, "დანების მწარმებლები ამბობდნენ რომ ეს ინსტრუმენტია ხოლო სამუშაო ინსტრუმენტების მწარმოებლები , რომ ეს დანაა... თავიდან სახელის გამოთქმაც კი უჭირდათ" - იხსენებს ლეზერმანი.

იყო მხოლოდ 2 კომპანია რომლებმაც ამ გამოგონებაში დიდი პოტენციალი დაინახეს და თავიანთ გასაყიდი პროდუქციის კატალოგში შეიტანეს შესაბამისი კორექტივებით

გაგრძელება იქნება...
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 07 Mar 2016 17:54

LEATHERMAN ისტორია -- II ნაწილი

1983 წელს ტიმ ლეზერმანი დამისი კოლეჯის მეგობარი სტივ ბერლინერი ისევ ცდილობენ რომ, დაარწმუნონ კომპანიები თავის გამოგონების უნივერსალურობაში, თუმცაღა მხოლოდ 2 ფირმა "Cabela" და "Early Winters" თანხმდება მათი პროდუქტის გაყიდვაზე მხოლოდ იმ რეკომენდაციით და შემთხვევაში თუ ისენი თავიანტ უცნაურ დანა-ინსტრუმენტს მაქსიმალურად ცოტა ინსტრუმენტებს დაუტოვებენ, რის შედეგადაც ლეზერმანის პირველი

Pocket Survival Tool ( PST®)-ფასი 40$ დან 20 $ ჩამოდის და შესაბამისად ამ 2 კომპანიის კატალოგში ხვდება

Image

ფაქტიურად აქედან იწყება ამ კომპანიის წარმატება

კატალოგის გამოსვლიდან 3 დღეში გაიყიდა 500 ასეთი "მულტითული" და კაბელას მოუწია კიდევ ახალი 750 ინსტრუმენტის შეკვეთა თავისი მომხმარებლებისთვის

1984 წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდა და გაფორმდა "Leatherman Tool Group" რომელმაც 30 000 ცალი ხელსაწყო გაყიდა ამ წლისთვის, თუმცაღა მაინც ვერ აუდიოდა მომატებულ შეკვთებს, ამავე წელს ლეზერამის ინსტრუმენტში
დააბრუნეს მაკრატელი

Image
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 12 Mar 2016 13:11

1986 - ლეზერმანის ფირმა ფინანსურად მოძლიერდა და გადაწყვიტა, რომ შეექმნა თვისი მეორე პროდუქტი... ცვლილება ძირითადათ ზომას შეეხებოდა და გადაწყდა

შემცირებული ზომის « Mini- Tool®» წარმოება

Image



1996 წელს ჩანცვლდა «Micra®» - თი

Image


მიკრას (პატარ ზომის მულტითულის) სერია თავის მხრივ 2001 წელს «Juice®» - ით გაგრძელდა

Image


P.S. «Micra®» და «Juice®» დღემდეა იწარმოება.



1992 - წლიდან წლამდე ლეზერმანის ინსტრუმენტების პოპულარობა საგრძნობლად იზრდებოდა, 1992 წელს ფირმამ ააშენა დიდი ქარხანა რომელშიც წარმოების ზრდის 5 წლიანი რესურსი იყო გათვალისწინებული.

Image

მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქარხნის შენობა 3 ჯერ გაიზარდა ზომაში.

1993 - წელს გაიყიდა ლეზერმანის მემილიონე მოდელი და ასევე პირველად გამოჩნდა ტელევიზორში როგორც უნივერსალური ინსტრუმენტი დეტექტიურ სერიალში

სუპერ გმირზე "MacGyver"

Image

ფაქტიურად ამ სერიალიდან დაიწყო ლეზერმანის ინსტრუმენტების მხატვრულ ფილმებში პერიოდული გამოჩენები.
სიჩქარე. საიდუმლო მასალები, პანდორიუმი, შერლოკი და სხვა

1995 - წელს ფირმა უშვებს განსაკუთრებულად გამძლე და შედარებით დიდ ინსტრუმენტს

« Super Tool®» - ს რომლის ბრტყელტუჩაც გამოდიოდა მკვნეტარით და მის გარეშეც.

Image

ეს მოდელი იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ წარმოებიდან მეორე წელს 650 ათასი ხოლო მესამე წელს 1.1 მიოლიონი! ერთეული გაიყიდა.


1996 - ტიმ ლეზერმანის კიდევ ერთი იდეა ხორციელდება და ფირმა იწყებს სარეკლამო კომპანიას "TOOL TALES"

Image

რომელშიც მომხმარებლები ყვებიან თავიანთ გამოცდილებას და თავგადასავლებს ლეზერმანის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, აქედან რამოდენიმეს კომპანია თავისი პროდუქციითაც ააჩუქრებს .


Image

Image

Image

აღნიშნული აქცია დღემდერ დიდი წარმატებით მიმდინარეობს ლეზერმანის ოფიციალურ ვებგვერძე http://www.leatherman.com/tool-tales


1998 - ფირმა უშვებს ინოვაციურ « Wave®» - ს

Image

მისი ორიგინალურობა როგორც ხედავთ დანის გახსნის სიმარტივეშია რაც მისი ცალი ხელით გაშლის საშუალებას იძლევა.
პირველი სატელევიზიო დებიუტიც ჯეკი ჩანის ხელით "Rush Hour"- ში მოხდა. :)

2001 - ახალი «Juice®» ჩნდება ბაზარზე, რომელიც მიკრა სერიდან არის შთაგონებული და მასზე ცოტა დიდი და სრულფასოვან დიდ მულტითულსზებზე ცოტა პატარაა

Image


2003 - წელს ერთ-ერთი ყველაზე პატარა მოდელი « Squirt®» -ს ეშვება წარმოებაში, რომელიც მაკრატლის, ბრტყელტუჩის და მავთულმთლელის შერჩვითი კომპლექტაციებით გამოირჩევა.

Image

Image

Image

Image
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 14 Mar 2016 18:42

2005 - ტიმ ლეზერმანი თავის 1975 წლის "boy scout knife"-ის მასალით და დიზაინით გაუმჯობესებულ ვარიანტის წარმოებას იწყებს, რითაცა ახალი პროდუქციის წარმოება იწყება ლეზერმანის ბრენდის ქვეშ.

დანების სერიას CRATER® დაარქვეს

Image


როგორც ძველად ასევე ამ ახალ მოდელზეც წამყვანი დანის პირია და ყველაზე ფუნქციურ მოდელშიც კი მხოლოდ 4 ინსტრუმენტია:

Image

აღსანიშნავია, რომ ლეზერმანის დანის პირის მეტალი ძირითადათ 420HC ან S30V®-ია არაბიუჯეტულ ძვირიან მოდელებში ( მაგალითად CHARGE® TTI) - ში,

420HC საკმაოდ კარგი, ჟანგვა გამძლე, კარგად ლესვადი, შედარებით რბილი მეტალია და ყოველდღიური ხმარებისათვის იდეალური.
S30V თავისმხრივ აღიარებულია ერთ-ერთი საუკეთესოდ და ძვირიან მასალად დანის პირისათვის მას დაახლოებით 6 ჯერ მეტი სიმყარე აქვს ვიდრე 420HC -ს და შესაბამისად საკმაოდ რთული გასალესია.


2006 - ასევე ფართოვდება ასორტიმენტი და გამოდის:

მონადირეთათვის:

Leatherman Klamath

Image


Leatherman Ukiah

Image

Image



იმავე წელს სოფლის მეურნეობისათვის აწარმოეს სეკატორები:

Leatherman HYBRID®

Image


Leatherman VISTA®

Image

P.S.აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელები ამოღებულია წარმოებიდან, დანები 3 და სეკატორები 4 წელი იწარმოებოდა.


2007 - ფორმის კიდევ ერთი ინოვაციური ფორმის პროდუქტი, რომელიც თავიდან ქალაქში - ურბანულ გარემოზე გათვლილ ინსტრუმენტად იყო ჩაფიქრებული, თუმცაღა თავისი წონის და მოხერხებულობის გამო მოლაშქრეების ყურადღება მიიპყრო და ერთ-ერთ საჭირო ინსტრუმენტად იქცა.

Leatherman SKELETOOL®

Image

მისი წონა 140 გრამია


ამ მოდელის პოპულარულობიდან გამომდინარე ასევე გამოუშვეს შედარებით მომცრო, ნაკლებად დატვირთული და იაფფასიანი მოდელი

Leatherman FREESTYLE®

Image


2008 - ლეზერმანი გვთავაზობას

დიოდიანი ფანრების სერიას «Serac®»,

Image

ასევე განახლდა CRATER® სერია და სხვაობა ძირითადათ ვიზუალურ მხარეს შეეხო.


2010 - ლეზერმანის მულთითული სამხედროები დაინტერესდნენ და შეიქმნა

სამხედრო მოთხოვნებზე გათვლილი Leatherman MUT®


Image

Image

Image

Image

ხარისხზე ამ შემთხვევაში არანაირი კითხვები არ არის ერთადერთი ფასია რომელიც მის ყიდვაზე დაგვაფიქრებს... საშუალოდ 160$


2011 - ბაზარზე ლეზერმანი უშვებს თავის ერთ ერთ ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებს


Leatherman «Sidekick»

Image

ფასი საშუალოდ 40$


და


Leatherman «Wingman»

Image


ფასი 35$ ფარგლებში.

ამავე წელს Leatherman Tool Group, Inc. - მა შეიძინა კომპანია, «LED Lenser» http://www.ledlenserusa.com
თუმცაღა არანაირი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ან სტრუქტურული ცვლილებები ამ გარიგების შედეგად არ მომხდარა.


ბოლო პროდუქტი რაც Leatherman Tool Group, Inc წარმოადგინა ბაზარზე გახლავთ,

ინოვაციური სამაჯური ყველა შემთხვევისათვის Leatherman «TREAD™»

Image





და ბოლოს, აღსანიშნავია ლეზერმანის ყველა პროდუქტს აქვს 25 წლიანი გარანტია!

Image

"თავიდან ჩვენ გვინდოდა სამუდამო გარანტიის მიცემა ჩვენს ყველა პროდუქტზე, მაგრამ ეს გავდა ჩინური დაბალი ხარისხის პროდუქციის რეკლამას, ამიტონ ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ დიდ ხნიანი მაგრამ კონკრეტულ ვადიანი საგარანტიო ვადა" - იხსენებს ტიმ ლეზერმანი, რომელიც დღეს აქტურ საქმეს ჩამოშორებულია თუმცაღა თითქმის ყოველ თვე ქარხანაშია და აქტიურ მონაწილეობას იღებს ახალი მოდელების შექმნაში.
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 15 Mar 2016 09:58

P.S. ბონუსის სახით ნახეთ ლეზერმანის ქარხანა და სამრეწველო პროცესები

No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
hades
ფორუმელი
Posts: 9
Joined: 06 Jun 2016 11:04

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby hades » 24 Jun 2016 14:44

კითხვები მაქვს სალაშქრო ჯოხებზე. გამოცდილი ხალხის იმედი მაქვს რომ გამარჯვევთ. საბუღრაოს შემდეგ მივხვდი რომ პირველი რაც უნდა ვიყიდო არის სალაშქრო ჯოხები და ჩანთა. ჩანთა უკვე შერჩეული მაქვს და ვუცდი აუქციონის დასრულებას, ჯოხებს რაც შეეხება, დიამონდებს ვერ გავწვდები და უნდა შევარჩიო შედარებით უფრო იაფიანი ბრენდებიდან მაგრამ რომ დავუკვირდი გარდა ალუმინის და კარბონისა სხვა მახასიათებლებიც არის რომლებმაც დამაფიქრა.
1. ფიქსატორი რომელიც აკონტროლებს ჯოხის სიგრძეს. რომელი ჯობია?
Image
სურათში მარცხნიდან მეორე და მესამე როა მასეთზე საბუღრაოს გასვლაზე ერთერთ ჩვენ მეგობარს შეექმნა პრობლემა ჯოხის გახსნისას და ეგ ხშირი პრობლემაა თუ უფრო მოდელს შეიძლება დაბრალდეს ვიდრე ფიქსატორის ტიპს? რამდენად ღირს ეკონომიის გაკეთება ამ ფიქსატორზე? თუ ჯობია 5-10$ით მეტის გადახდა ისეთ ფიქსატორებზე როგორის დანარჩენებს აქვთ სურათზე? ან საერთოდ დასაკეცი ხო არ ჯობია? დასაკეცი შესანახად ცხადია უკეთესია რადგან უფრო მცირე ზომებამდე შეიძლება დაპატარავება მაგრამ როგორც ვხვდები გაშლისას მხოლოდ ერთ ზომაზე დაფიქსირდება ხო? რამდენად პრაქტიკული იქნება?
2. რომელი ბრენდებია Black Diamond-ის გარდა რომლებიც კარგ ჯოხებს აწარმოებენ, მისაღებ ფასში? ამაზონზე 50$-ის ფარგლებში ეს ბრენდებია წარმოდგენილი: Sterling Endurance, Montem Outdoor Gear, Bearios, Odoland, Pacemaker Stix, Komperdell, Lumi Outdoors, Rowe Outdoors, Cascade Mountain Tech, Kelty და სხვები.

მე პირადად Pacemaker Stix-ის "Expedition" მომეწონა, შეფასებებიც საკმაოდ კარგი აქვს როგორც ამაზონზე ასევე სხვაგან.

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 28 Jun 2016 23:13

hades wrote:კითხვები მაქვს სალაშქრო ჯოხებზე. გამოცდილი ხალხის იმედი მაქვს რომ გამარჯვევთ. საბუღრაოს შემდეგ მივხვდი რომ პირველი რაც უნდა ვიყიდო არის სალაშქრო ჯოხები და ჩანთა. ჩანთა უკვე შერჩეული მაქვს და ვუცდი აუქციონის დასრულებას, ჯოხებს რაც შეეხება, დიამონდებს ვერ გავწვდები და უნდა შევარჩიო შედარებით უფრო იაფიანი ბრენდებიდან მაგრამ რომ დავუკვირდი გარდა ალუმინის და კარბონისა სხვა მახასიათებლებიც არის რომლებმაც დამაფიქრა.
1. ფიქსატორი რომელიც აკონტროლებს ჯოხის სიგრძეს. რომელი ჯობია?
Image
სურათში მარცხნიდან მეორე და მესამე როა მასეთზე საბუღრაოს გასვლაზე ერთერთ ჩვენ მეგობარს შეექმნა პრობლემა ჯოხის გახსნისას და ეგ ხშირი პრობლემაა თუ უფრო მოდელს შეიძლება დაბრალდეს ვიდრე ფიქსატორის ტიპს? რამდენად ღირს ეკონომიის გაკეთება ამ ფიქსატორზე? თუ ჯობია 5-10$ით მეტის გადახდა ისეთ ფიქსატორებზე როგორის დანარჩენებს აქვთ სურათზე? ან საერთოდ დასაკეცი ხო არ ჯობია? დასაკეცი შესანახად ცხადია უკეთესია რადგან უფრო მცირე ზომებამდე შეიძლება დაპატარავება მაგრამ როგორც ვხვდები გაშლისას მხოლოდ ერთ ზომაზე დაფიქსირდება ხო? რამდენად პრაქტიკული იქნება?
2. რომელი ბრენდებია Black Diamond-ის გარდა რომლებიც კარგ ჯოხებს აწარმოებენ, მისაღებ ფასში? ამაზონზე 50$-ის ფარგლებში ეს ბრენდებია წარმოდგენილი: Sterling Endurance, Montem Outdoor Gear, Bearios, Odoland, Pacemaker Stix, Komperdell, Lumi Outdoors, Rowe Outdoors, Cascade Mountain Tech, Kelty და სხვები.

მე პირადად Pacemaker Stix-ის "Expedition" მომეწონა, შეფასებებიც საკმაოდ კარგი აქვს როგორც ამაზონზე ასევე სხვაგან.



ჩამოთვლილი ბრენდებიდან Komperdell და Kelty - ია ზოგადად მეტნაკლებად ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლები... შესაბამისად ამ ბრენდების შემთხვევაში კონკრეტულ მოდელებს უნდა ცალკე ნახვა და გარჩევა/შერჩევა.
მაგრამ მაინც და ისევ Black Diamond და Leki თუნდაც 2 სექციანი

https://www.amazon.com/Black-Diamond-Trail-Trekking-63-5-140cm/dp/B0129DP2BC/ref=dp_ob_title_sports

https://www.amazon.com/Black-Diamond-Strike-Walking-66-110cm/dp/B00HZ28ZL2/ref=sr_1_19?s=outdoor-recreation&ie=UTF8&qid=1467142563&sr=1-19&keywords=black+diamond+trekking+poles

https://www.amazon.com/Black-Diamond-Trail-Trekking-63-5-140cm/dp/B0129DOZ8I/ref=sr_1_22?s=outdoor-recreation&ie=UTF8&qid=1467142563&sr=1-22&keywords=black+diamond+trekking+poles

რაც შეეხება ჩამკეტებს

Image


მარცხნიდან

1-Twist Lock - დატრიალებით ჩაკეტვა. უხარისხო მოდელებში არამყარი,არასანდო და ხშირად გაჭედვადი განსაკუთრებით ყინვაში.

2- Flip Lock - გადაჭერით ჩაკეტვა. ერთერთი ყველაზე გავრცელებული და გამომდგარი სისტემა დამატებით გადაჭერის შესაძლებლობით მოშვების შემთხვევაში.

3- Sure Lock - წერტილოვანი ჩაკეტვის სისტემა. პრაქტიკაში ეგ სისტემა მუშაობს, მაგრამ მანდაც გვქოდა ყინვაზე თოვლში, რამოდენიმეჯერ პრობლემა.

შესაბამისად გირჩევ Flip Lock-ს...

P.S.მოცემული დასახლებები საზოგადოდ გამოიყენება, ხოლო ზოგიერთმა კონკრეტულმა მწარმოებელმა შეიძლება მათ სახელი შეუცვალოს და რამე თავისი დაარქვას თუმცაღა მუშაობის პრინციპი იგივე რჩება თითქმის ყველა შემთხვევაში...
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
hades
ფორუმელი
Posts: 9
Joined: 06 Jun 2016 11:04

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby hades » 29 Jun 2016 20:05

Jano979 wrote:ჩამოთვლილი ბრენდებიდან Komperdell და Kelty - ია ზოგადად მეტნაკლებად ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლები... შესაბამისად ამ ბრენდების შემთხვევაში კონკრეტულ მოდელებს უნდა ცალკე ნახვა და გარჩევა/შერჩევა.
მაგრამ მაინც და ისევ Black Diamond და Leki თუნდაც 2 სექციანი

https://www.amazon.com/Black-Diamond-Trail-Trekking-63-5-140cm/dp/B0129DP2BC/ref=dp_ob_title_sports

https://www.amazon.com/Black-Diamond-Strike-Walking-66-110cm/dp/B00HZ28ZL2/ref=sr_1_19?s=outdoor-recreation&ie=UTF8&qid=1467142563&sr=1-19&keywords=black+diamond+trekking+poles

https://www.amazon.com/Black-Diamond-Trail-Trekking-63-5-140cm/dp/B0129DOZ8I/ref=sr_1_22?s=outdoor-recreation&ie=UTF8&qid=1467142563&sr=1-22&keywords=black+diamond+trekking+poles

რაც შეეხება ჩამკეტებს

Image


მარცხნიდან

1-Twist Lock - დატრიალებით ჩაკეტვა. უხარისხო მოდელებში არამყარი,არასანდო და ხშირად გაჭედვადი განსაკუთრებით ყინვაში.

2- Flip Lock - გადაჭერით ჩაკეტვა. ერთერთი ყველაზე გავრცელებული და გამომდგარი სისტემა დამატებით გადაჭერის შესაძლებლობით მოშვების შემთხვევაში.

3- Sure Lock - წერტილოვანი ჩაკეტვის სისტემა. პრაქტიკაში ეგ სისტემა მუშაობს, მაგრამ მანდაც გვქოდა ყინვაზე თოვლში, რამოდენიმეჯერ პრობლემა.

შესაბამისად გირჩევ Flip Lock-ს...

P.S.მოცემული დასახლებები საზოგადოდ გამოიყენება, ხოლო ზოგიერთმა კონკრეტულმა მწარმოებელმა შეიძლება მათ სახელი შეუცვალოს და რამე თავისი დაარქვას თუმცაღა მუშაობის პრინციპი იგივე რჩება თითქმის ყველა შემთხვევაში...


მადლობა პასუხისთვის. ვიყიდე უკვე ლინკი რომ დავდე ეგ მოდელი Pacemaker Stix Expedition. საკმაოდ კარგი შეფასებები ქონდა უმეტესობა სალაშქრო საიტებზე და თან ფასიც დავაკლებიე გამყიდველს. დიამონდებიდან სინსკლინს ვეჩალიჩებოდი აუქციონზე, მაგრამ ვერ ვითრიე იაფად.
თან ჩანთებზეც ტაციაობაა. დანახვას ვერ ვასწრებ ეგრევე გაყიდულია ან ისე იზრდება აუქციონზე ფასი რო მერე განბაჟებაც უწევს და ვნებდები :/ ამას კურსის მომატებაც დაემატა და 200 ლარიდან მომიწია 300-მდე ამეწია ჩანთისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი.