აღჭურვილობის გარჩევა

ფორმები, კარვები, ზურგჩანთები, საძილე ტომრები, განტვირთვის ჟილეტები, ყიდვა-გაყიდვა
ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby ზარაზა » 29 Sep 2015 14:22

ალეკო wrote:ძალიან მიმიწევს გული სამხედრო ზურგჩანთებისკენ (რიგითობის მიხედვით FILBE, ILBE, MOLLE, BERGEN...),

მიმართულება სწორია, ალბათ რიგითობაც...
მე პირადად ბერგენი მაქვს, აქაურები უფრო ილბეს აქებენ... ისე, ოთხივე მშვენიერი არჩევანია...
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

ალეკო
ფორუმელი
Posts: 2
Joined: 23 Sep 2015 18:08

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby ალეკო » 29 Sep 2015 14:55

მადლობა.

შენ რამდენად კმაყოფილი ხარ ბერგენის?

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby ზარაზა » 29 Sep 2015 15:44

ჩემი ჩანთა 92 წელსაა შეკერილი და მუშაობს უნაკლოდ... ერთადერთი სერიოზული მინუსი რაც შეიძლება ითქვას უფრო თანამედროვე ჩანთებთან შედარებით არის სუსტი საწელური ქამარი... თხელია და დატვირთვა უფრო მხრებზე მოდის, თუმცა შესაძლებელია ტვირთის წელზე გადატანაც და ასე გამიკეთებია კიდეც როცა მხრები დამღლია.... თუმცა, ილბეს წელის ქამარს ვერ შეედრება, თუ რამეთი მომწონს ილბე ეს წელის ქამარია, დანარჩენი ისევ ბებერი ბერგენი მირჩევნია....

აქ კიდევ არის ასეთი მომენტები, ბერგენის ყიდვის შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია:
ჩემი ჩანთა სუფთა სამხედრო ვერსიაა ბერგენის, "80+10+10+იოკი" ლიტრი მოცულობის, ეხლა კი გამოჩნდა სამოქალაქო ვერსიებიც, უფრო ლაითი მატერიით, თუმცა უფრო ტევადი მოდელებიც არის....
სამხედრო ვერსიებიდან არის კიდევ ე.წ. "ფულ საიზი", "100+10+10+იოკი" ლიტრი მოცულობის...
ამ ორი ვერსიის გარდა, მიუხედავად მოდელის სიძველისა, სხვა ვერსიების ყიდვა გაუმართლებელი მგონია... იყიდეს კიდეც ახალი 135 ლიტრიანი სამოქალაქო ვერსია და არ გაამართლა, თან საშინლად ძვირი იყო...

ჩემს "80+10+10+იოკი" ჩანთაში ზამთრის გასვლისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობა ჩადის და ჩაიდნისთვისაც რჩება ადგილი...

ისე, ილბეებს დამატებითი მოდულები აქვთ, რომელიც გარედან მაგრდება და ამით მოცულობა იმატებს...

ამას გარდა, ბერგენის ყიდვის შემთხვევაში, რაც უფრო ადრინდელი მოდელია, მათ სამხრეებზე აქვთ სპეციფიკური გასახსნელები ჩანთის უსწრაფესად მოსახსნელად. ჯობია თუ ესენი არ იქნება, რადგან ლაშქრობების (ნადირობა, თევზაობა) შემთხვევაში ეს სრულიად ზედმეტია და ჩანთის მოკიდებისას გაგაწვალებს...

ოდესმე შეიძლება ბებერი ბერგენი შევცვალო სხვა ჩანთით, თუმცა კაი ხანი კიდევ არა...

P.S. ცარიელი ჩანთის წონაც ნაკლებია, ვიდრე ილბეს წონა და განსაკუთრებით, მოლეს წონა, რომელიც 4 კილომდე ადის...
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 26 Dec 2015 19:57

ვაგრძლებ სერიას ერთი ბრენდის ისტორია. ამჯერად GORE-TEX ისტორიას გაგაცნობთ
ამ ბრენდის ისტორია 1958 წელს იწყება დელავერის შტატში ქალაქ ნიუარკში, როდესაც ქიმიკოსი უილბერტ(ბილი) გორი(Wilbert Gore) თავს ანებებს სამსახურს ფირმა Dupond-ში და ჟინივიევა(ვივი) გორთან (Genevieve Gore) ერთად თავისი სახლის სარდაფში აარსებენ W. L. Gore & Associates რომელიც ელექტრო საქონელის წარმოეებაზეა ორიენტირებული, კერძოდ მასალა პოლიტეტრაფტორეთილენი (ტეფლონის ნაირსახეობა) შესაძლებლობებს და მის საიზოლაციო მასალათ გამოყენების საშუალებებს იკვლევს. პირველი წარმატება ზუსტად ამ განხრით ფირმამ ძალიან მალე მიღწია:
1) 1959 წელი-ბრენდული MONO-TET™ და MULTI-TET™ მასალა შექმნა.
2) 1960 წელი-გორის ფირმის პირველი დიდი შეკვეთა 7,5 მილის-12კმ სიგრძის მილის საიზოლაციო სამუშაოები.
3) 1961-1964 წლებში ლოს ანჯელესსა და და ლონდონში ხსნის ფილიალებს სადაც თავისი პროდუქციით იმ დროისათვის უდიდეს IBM-ს ამარაგებს.
4) 1967 წელს ხსნის 2 დიდ ქარხანას ამერიკასა შოტლანდიაში.
5) 1969 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა ფირმისათვის: გორის პროდუქტი გაემგზავრა კოსმოსში და მთვარეზე დაშვებისას ასტრონავტები ბაზ ოლდრინი და ნილ არმსტრონგი დაკავშირებულები არიან მთვარის მოდულთან გორის სპეციალური ელექტრო გაყვანილობით. იმავე წელს დიდი ალბათობით იმავე სარდაფში ცდების ჩატარებისას ბილ გორის ვაჟიშვილი ბობ გორი(Bob Gore) ატარებს ცდებს ტეფლონის გაჭიმვის შესაძლებლობებზე და 1-1 ცდისას აღმოაჩენს მის ფოროვან ბუნებას. რაც 1 წლის შემდეგ 1970 წელს საშუალებას მისცემს მას დააპატენტოს ახალი მასა GORE-TEX™


გაგრძელება იქნება...
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 27 Dec 2015 22:12

II- GORE-TEX ისტორია

1) ბილი და ვივ გორები 1958წ.
Image
Image


2) MULTI-TET™ იგივე მასალა რაც აპოლო11 იყო გამოყენებული

Image

3) 12კმ მილის საიზოლაციო სამუშაოები 1960წ.

Image

4) პირველი დიდი ქარხანა და გაყიდვების ცენტრი

Image

5) 1970წ. ბობ გორი თავისი ახალი გამოგონებით(GORE) ფოროვანი ტეფლონით

Image

GORE-TEX ბოჭკო

Image


1976 წელს ბობ გორი იღებ პირველ სამრეწველო შეკვეთებს GORE-TEX ნაჭერზე, უშვებს ბრენდირებულ საწვიმრებს და ხდება W. L. Gore & Associates პრეზიდენტი.
ამ დროისათვის ფირმის ღირებულება $10 მილიონზე მეტია

პირველი საწვიმრების რეკლამა

Image


1978წ გორის ქარხანა უშვებს გაუმჯობესებულ მასალას: GORE-TEX® Laminate

ახალი მასალის პირველი რეკლამა

Image

1979წ ფირმა იწყებს ახალი პროდუქტის GORE-SEAM® ლენტის და ამ ლენტის დასაკრობი სპეციალური დანადგარის გამოშვებას რომელიც უზრუნველყოფს გადაკერვის ადგილებში წყალგაუმტარობას.

Image

1980წ დაიწყო ახალი 2 ფენიანი ლამინირებული სპეციალურად ფეხსაცმელებისათვის გათვლილი GORE-TEX® Laminate წარმოება, ასევე ხელთათმანების სპეციალური სარჩული-საფენის წარმოება.

1981წ ნასას პირველ სპეის შატლ - კოლუმბიას ასტრონავტების ფორმაში GORE-TEX მასალაა გამოყენებული

Image

1982წ იწყება ახალი ტექნოლოგიით GORE-TEX® Z-liner წარმოება და ფეხსმაცმელების სარჩულ-საფენის წარმოება ფირმის. საერთო ღირებულება $125 მილიონი ხდება.
Image

1986წ კომპანია აცხადებს საყოველთაო გარანტიას მის ნებისმიერ პროდუქტზე იმისდა მიუხედავად თუ რომელი ბრენდის ლოგო აქვს მის პროდუქციას GUARANTEED TO KEEP YOU DRY® თუმცაღა ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევაზე უკავშირდებით დახმარების სამმსახურს და ინდივიდუალურათ განიხილება თითოეული შემთხვევა!!!

Image


1990წ კომპანიის პროდუქტი აბარებს 1-1 ურთულეს გამოცდას, წარმატებული ექსპედიცია ანტარქტიდაზე გორტექსის პროდუქციით.

Image

1991წ ბაზარზე შემოდის ახალი ტექნოლოგია და თვისობრივად განსხვავბული პროდუქცია, ქარ მედეგი მასალა...

Image

გაგრძელება იქნება...
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 02 Jan 2016 22:56

III - GORE-TEX® ისტორია

1992 წ GORE-TEX კაბელები გამოიყენეს კოსმოსური სადგური მირისათვისMIR სატესტო აპარატურაში

Image

ამავე წელს პირველად ბაზარზე გამოდის გორტექსის კორპორაციის კიდევ 1 პროდუქტი ფლოსი ანუ დენტალური ძაფი dental floss GLIDE®

Image

1996 წ კომპანიის გაყიდვებმა 1 მლრდ დოლარს გადააჭარბეს, ასევე ფირმა იღებს პირველ სერიოზულ სამხედრო შეკვეთას, ბოსნიაში გასაგზავნი 25 000 ამერიკელი ჯარისკაცისათვის ცივი ამინდის ქურთუკებზე, ხელთათმანსა და ფეხსაცმელზე.


1998 წ გორტექსი უშვებს ახალ, ზე მსუბუქ მატერიას GORE-TEX® PACLITE®

Image


აშშ. საზღვაო ქვეითები იღებენ მეორე თაობის GORE-TEX® ცივი ამინდის ჩაცმის სისტემას როგორც სამხედრო სტანდარტს.
GORE-TEX® Extended Cold Weather Clothing System (ECWCS)

Image
<>ფოტოზე ნაჩვენებია მესამე თაობის სისტემა.

1999 წ გორტექსი წარმოადგენს ტოქსინების დამშლელ ფიოლტრაციის სისტემას GORE® REMEDIA® Filter System

Image


2000 წ სრულიად ახალი GORE-TEX® XCR® (ახალი ტიპის უფრო სუნთქვადი მასალა, გამოირჩევა სიძვირით), GORE-TEX® SUPPRESCENT® (საშუალო დონის მატერია ნახშირის და კარბონის ბოჭკოებით, რომელიც ებრძვის არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას) და
WINDSTOPPER® N2S (ახალი ტიპის ქარგამძლე მასალა რომელიც ე.წ ბეის ლეიერის მაგივრობას წევს) მასალების დაპატენტება და სამრეწველო წარმოება იწყება.

Image

2001წ სამედიცინო სფეროში გორის კორპორაცია წარმოდგენს GORE HELEX Septal Occluder-ს



ამავე წელს AIRVANTAGE® დამათბობლის ახალი სისტემა პატენტდება (2 ფენიანი მატერიის კონსტრუქცია რომელიც იბერება)

Image
Image

ასევე GORE-TEX® XCR® მასალის ფეხსაცმელებში და WINDSTOPPER® Soft Shell წარმოება იწყება.

2003წ პროქტერ ენდ გემბლი Procter & Gamble იძენს dental floss GLIDE® სამარკო ნიშანს გორტექსისგან, თუმცაღა GORE-TEX® განაგრძობს ბოჭკოს წარმოებას ამ პროდუქტისათვის.
GORE-TEX® XCR® მასალის ხელთათმანების წარმოება იწყება.

2006წ იქმნება ახალი ვებ გვერდები GORE-TEX® და WINDSTOPPER® პროდუქციისათვის და იღებს ამჟამინდელ სახეს.
იწარმოება ახალი GORE-TEX® PRO (დღემდე 1-1 ყველაზე გამძლე და სუნთქვადი მასალა)

Image

და GORE-TEX® GLOVES+ Gore 2 in 1 ტექნოლოგია
Image
იქნა წარმოდგენილი.

2007წ გორის სამედიცინო საწარმო ზედიზედ მეხუთედ ხდება მსოფლიოში გაყიდვების ლიდერი, კორპორაციის გაყიდვები 2 მლრდ დოლარს აჭარბებს.

2009წ კორპორაცია იწყებს GORE-TEX™ OPTIFADE™ - კომუფლირებული მატერიის წარმოებას, რომლის შეფერილობაზე სერიოზულ კველვებს აწარმოებს წამყვან მეცნიერებთან და სამხედროებთამ მათ შორის არის TIM O'NEILL პირველი ციფრული სამხედრო კომუფლაჟის ავტორი.

Image

2010წ გამოდის ახალი GORE-TEX® ACTIVE მასალა სპეციალურად მეტ-ნაკლბად მსუბუქი აქტივობებისათვის, მეტად სუნთქვადი და მსუბუქი მასალა.
ასევე იწყება GORE-TEX® SURROUND® ტექნოლოგიით ფეხსაცმელების წარმოება. (სუნთქვადი და წყალგამძლე ლანჩების ტექნოლოგია)

Image

2015წ - დან კორპორაციამ გადაწყვიტა მომდევნო 5წლის განმავლობაში წყალგამძლე სუნთქვადი მასალების კვლევაში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

2016წ - დან GORE-TEX®-მა დაანონსა, ახალი ტიპის GORE® THERMIUM™ ანუ ბოჭკო + დამათბობელი.

Image

2016 წლისათვის ამ მატერიას თავის პროდუქციაში გამოიყენებს : Black Diamond, Salewa, Millet, Arc’teryx, Mountain Equipment, Oakley და ა.შ.
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 11 Jan 2016 20:50

ახალი სერია, ერთი ბრენდის ისტორიიდან:
ამ ფირმის ისტორია 120 წელზე მეტი ხნის წინათ შვეიცარიის საზღვართან ახლოს მდებარე, ერთ უბრალო ფრანგულ ქალაქ მოღე(Morez)-ში დაიწყო, ქალაქი რომელიც 1880 წლამდე მხოლოდ თავისი კედლის საათების წარმოებით იყო ცნობილი...
პირველი მომხმარებელის მიხედვით რომელიც მიხვდება რომელ ბრენდზეა საუბარი, შემოგვთავაზებს ბრენდს, რომლის ისტორიაც შემდეგი დაიდება ფორუმზე
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 13 Jan 2016 09:39

პასუხები პირადზე მოვიდა
- MORA
- SUUNTO
არასწორეა...
იაქტიურეთ
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby NAZGHA » 13 Jan 2016 10:28

Jano979
პრიზები დააწესე სწორ პასუხზე.

ჯულბო
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 13 Jan 2016 10:57

NAZGHA wrote:Jano979
პრიზები დააწესე სწორ პასუხზე.

ჯულბო


გამარჯვებული გამოვლინდა.
ბრენდს, რომელზეც Julbo-ს მერე დაიდება ინფო შემოგვათავზებს NAZGHA


შემდეგში, პრიზი იქნება ინფორმაცია სასურველ ბრენდზე... და იოგურტი :!:
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby NAZGHA » 13 Jan 2016 14:52

Jano979
http://kovea.com/
ეს პატიოსანი ბრენდი იყოს შემდეგი.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 13 Jan 2016 23:09

Julbo-ამ ფირმის ისტორია 120 წელზე მეტი ხნის წინათ შვეიცარიის საზღვართან ახლოს მდებარე, ერთ უბრალო ფრანგულ ქალაქ

მოღე(Morez)-ში დაიწყო,
Image

ქალაქში რომელიც 1880 წლამდე მხოლოდ თავისი კედლის საათების წარმოებით იყო ცნობილი და სამთო კურორტის ძირში მდებარეობს, თავისი განვითარების გზაზე პატარა ოჯახური ფირმიდან მსოფლიო დონის ბრენდამდე ჩამოყალიბდა.

პირველი მეტალის ჩარჩოიანი სათვალეები მოღეში 1796 წელს ვინმე Pierre-Hyacinthe Caseaux გამოუშვა, იქამდე მას მხოლოდ საათების ზოგიერთი ნაწილის და ნემსების წარმოების გამოცდილება ქონდა. მისი ეს თამამი გადაწყვეტილება გადამწყვეტი გახდა ადგილობრივი მცირე კომპანიებისათვის და მათაც გადაწყვიტეს ბედი ეცადათ თავისათვის ახალ სფეროში...
მათ შორის იყო ვინმე: ჯულ ბო (Jules Baud).
1888 წელს მუსიე Jules იწყებს ახალი სათვალეების დაპროექტებას და მიზნათ ისახავს ინოვაციების დანერგვას წარმოებაში, უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში სამთო კურორტის განვითარებასთან ერთად, სერიოზულად გაჩნდა მოთხოვნილება მზისგან დამცავი საათვალეებისა.
ვინაიდან იგივე Pierre-Hyacinthe Caseaux აწარმოებოდა "ჩვეულებრივ" ჩარჩოიან სათვალეებს რაც ვერ აკამაყოფილებდა მთასველელების, ალპინისტების და მოთხილამურეთა მოთხოვნებს:

Image რეკლამა 1910წ


ჯულ ბო ბაზარზე უშვებს თავის პირველ მზისგან დამცავ ინოვაციურ სამთო სათვალეს "Cristalliers"

Image

რომელმაც სათავე დაუდო Julbo დიდი ისტორიის დასაწყისს...

1950წ ჯულბო განაგრძობს ინოვაციების დანერგვას თან ისე რომ, ცდილობს მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლის და სპორტსმენის აზრი გაითვალისწინოს, რისი შედეგიცაა პირველი ისტორიული ალპინისტური სათვალე Julbo "Vermont".
Image

Image

ვერმონტი კი იმის აღსანიშნავად რომ, ამ შტატში მდებარეობდა ფრანგული კომპანიის ამერიული წარმდგენის Climb High-ს სათაო ოფისი

ფაქტიურად ამ მოდელს უკავშირდება, დიდი ალპინისტური ასვლების დასაწყისი.


1970წ უშუალოდ მომხმარებელზე გათვლილმა კვლევებმა ჯულბოსთვის საკამოდ კარგი შედეგების მოტანა დაიწყო, აქედან გამომდინარე ფირმა არამარტო უშვებს 8 ათასიანი მწვერვალების დასახელებით მოდელებს, არამედ ტესტავს მათ ამ მწვერვალებზე თავისი ტექნიკური კონსულტანებათ აყვანილი მაშინდელი სპორტსმენების საშუალებით.
ასეთი ტექნიკური კონსულტანტი იყო (YANNICK SEIGNEUR)

Image

რომელიც ლაშქრავს: ევერესტს, მაკალუს,ანაპურნას, K2-ს, ნანაგა პარბატს... რითიც უფრო მეტად ხვეწს და სრულყოფილს ხდის ჯულბოს პროდუქციას.

1990წ ექსტრემალურ პირობებში მაქსიმალური დაცვა ხდება ამ ფირმის საფირმო ნიშანი, კომპანია იწყებს საბავშვო სერიის გამოშვებას მათ შორის ახალშობილებისათვის გათვლილი პროდუქციის.

1998წ ცნობილ ნაოსან (Yachtsman) საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულ Franck Cammas - თან ერთად, კონსულტაციით და დახმარებით ჯულბო უშვებს საწყლოსნო სათვალეებს Nautic სერიით.
Image

2000წ ჯულბოს უგროვდება უდიდესი გამოცდილება რის ხარჯზეც ფირმა გადაწყვეტს აწარმოსს სხვა სპორტული აქტივობებისათვისაც გათვლილი და მორგებული სათვალეები (სნოუბორდი, ველოსპორტი, სირბილი და ა.შ.)

2010წ ასორტიმენტის გაზრდის და ნებისმიერი შესაძლო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ჯულბო აქტიურად მუშაობს თავის მაღალტექნოლოგიურ ფოტოქრომულ ლინზებთან Zebra, Octopus, Cameleon, Falcon.

გაგრძელება იქნება...
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 14 Jan 2016 22:44

II - Julbo® ისტორია:
ჯულბომ დაამკვიდრა ერთგვარი სტანდარტი ალპინისტების, მეკლდეურების, ველოსპორტისა და სხვა ექსტრემალური სპორტის სახეობათა სათვალეების წარმოებაში.
თანამედროვე ჯულბო იყენებს მაღალ ხარისხიან პოლიკარბონატს, ბუნებრივ მინას და NXT (სპეციალურ შენადნობს), რაც განაპირობებს Julbo-ს ყველა მოდელის ულტრაიისფერი სხივებისგან 100% დაცვას, გამჭვირვალეობასა და უსფრთხოებასთან ერთად.
გარდა ამისა გამოიყენება ორთქლსაწინააღმდეგო, პოლარიზებული(ანარეკლის გასანეიტრალებელი) და ფოტოქრომულ ფილტრები (განათების მიხედვით ცვალებადი გამჭვირვალეობა ე.წ. ქამელეონი)

გატარებული სხივების პროცენტული რაოდენობის მიხედვით, ევროპული სტანდარტიდან გამომდინარე
Julbo-ს სათვალეები იყოფა სიმუქის 5 კატეგორიად:

80%-100% - ლინზა Spectron 0
43%-80% - ლინზა Spectron 1
18%-43% -
8%-18% - ლინზა Spectron 3
3%-8% - ლინზა Spectron 4
აქედან მხოლოდ 3 და 4-ია მიზანშეწონილი სამთო და ალპინისტურ აქტივობებში.

მინებისათვის გამოყენებული მასალები ცალკე შეგვიძლია ასე დავახასიათოდ:

ბუნებრივი მინა - კარგი ოპტიკური გამჭვირვალობა, თითქმის არ იფხაჭნება, და ინფრაწითელი სხივებისგან საუკეთესო დამცველია მაგრამ, მინა სხვებზე მძიმე და მსხვრევადი მასალაა.
სერია ALTI ARC - სიმუქის კატეგორია ამ მასალის ლინზებისათვის მხოლოდ Spectron 4 + დამატებითი დამცავი ფუნქციებით.
Image


პოლიკარბონატი - ფართოდ გამოიყენება სპორტული სათვალეების წარმოებაში ვინაიდან, ზოგიერთ პარამეტრში მინას ჯობია. მსუბუქია, მყარი და უსაფრთხოა.
სერია Spectron - სიმუქის ყველა კატეგორია ახასიათებს ამ მასალის ლინზებს
Image


NXT შენადნობი -ქამელეონი, (ლინზა ავტომატურად იცვლის გამჭვირვალობას გარემო ნათების მიხედვით) თავიდან შემუშავდა სპეციალურად სამხედროებისთვის და ბევრი დადებითი მახასიათებლით არის გამორჩეული: გამძლეობა, სიმყარე, ფერთა ბრწყინვალე გადაცემა, გამჭვირვალეობა, სიმსუბუქე ასევე მდგრადობა დაბალ ტემპერატურებთან და ქიმიური ზემოქმედებების მიმართ.

არის 4 ძირითადი სერია Zebra, Cameleon, Octopus, Falcon.
Image
ეს ბოლო წარმოდგენს უკანასკნელ სიტყვას ლინზების წარმოებაში და ამითომა მათზე ცალკე გავჩერდებით.



Image Zebra - მაღალი გარჩევადობა-კონტრასტულობის, ცვალებადი შეფერილობის კატეგორიით 2 დან 4 მდე. ახასიათებს ქარვისფერი მინა და დაორთქლვის საწინააღმდეგო დაფარვა.
https://www.julbo.com/sunlens-simulator/zebra.php?lang=en
Image
ასევე არსებობს უფრო ნაკლებად დამუქებული, 1 დან 3 მდე კატეგორიით Zebra Light

Image
Cameleon - მაღალი გარჩევადობა-კონტრასტულობის, ცვალებადი შეფერილობის კატეგორიით 3 დან 4 მდე. ახასიათებს ვერცხლისფერი მინა. განსაკუთრებით გათვლილია უდაბნოს, მთის და წყლისპირა გარემოსთვის.
https://www.julbo.com/sunlens-simulator/cameleon.php?lang=en&market=1


Image
Falcon - ყველაზე უნივერსალური, მორგებული მოგზაურობისათვის ფეხით თუ განსაკუთრებით მანქანით,ცვალებადი შეფერილობის კატეგორიით 2 დან 3 მდე, ასევე დამატებით აქვს ანარეკლის გასანეიტრალებელი და ცხიმ-წყალ ამრიდი დაფარვა. ახასიათებს სპილენძისფერი მინა.
https://www.julbo.com/sunlens-simulator/falcon.php?lang=en


Image
Octopus - ლინზა სპეციალურად გათვლილი წლის სპორტის სახეობებისათვის, ცვალებადი შეფერილობის კატეგორიით 3 დან 4 მდე, პოლარიზებული, წყალამრიდი დაფარვით. ახასიათებს ლურჯი მინა.
https://www.julbo.com/sunlens-simulator/octopus.php?lang=en


და ბოლოს ჯულბო კატეგორიულათ გვაფრთხილებს რომ, ავტომობილის მართვისას არ გამოვიყენოთ დამუქების 3 და 4 კატეგორიის მინებიანი სათვალეები.
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby Jano979 » 20 Jan 2016 20:15

განვაგრძოთ 1 ბრენდის ისტორია
შეპირებისამებრ შემოგთავაზებთ მოთხოვნილი ბრენდის KOVEA მიმოხილვას
ასევე ახალ ვიქტორინას ( გამარჯვებული შემოგვთავაზებს შემდგომ განსახილველ ბრენდს) : ამ ბრენდის დამაარსებელი 1913 წელს დაბადებული სპელიოლოგია და პირველი აღჭურვილობა თავისი საქმიანობის შესაბამისად შეიმუშავა.
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
sveta!
ფორუმელი
Posts: 65
Joined: 05 Mar 2014 22:07

Re: აღჭურვილობის გარჩევა

Postby sveta! » 21 Jan 2016 12:51

Jano979
Fernand Petzl ფრანგი სპელეოლოგი . Petzlის დამაარსებელი
Є речі і гірше за війну. Боягузтво гірше, зрада гірша, егоїзм гірший.