CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

სამოქალაქო და სამხედრო კავშირგაბმულობა, რადიომოყვარულობა.
4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby 4L2M » 07 Apr 2010 23:59

რადიომოყვარულობას, როგორც გატაცებას რამოდენიმე მიმართულება აქვს. ერთერთი მათგანია შეჯიბრებების ჩატარება რადიომოყვარულთა შორის, რომელსაც ინგლისურად contest ან შემოკლებით ტესტი ეწოდება. ყოველწლიურად ტარდება ასობით ადგილობრივი კლუბების, ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიო რანგის შეჯიბრებები. (შეჯიბრებების ცხრილი იხილეთ აქ http://www.sk3bg.se/contest/c2010jan.htm) არაოფიციალური შეფასებით ეს შეჯიბრებები იყოფიან 3 რანგად. პირველ რანგში შედის 11-12 სახის საერთაშორი კატეგორიის შეჯიბრება. მეორეში - სხვადასხვა ქვეყნის ღია ჩემპიონატები, ხოლო მესამეში კი სხვა დანარჩენი შედარებით არაპრესტიჟული ჩემპიონატები.
ახლა განვიხილოთ თუ რას წარმოადგენს contest-ი. ყველა შეჯიბრს აქვს განსხავავებული პირობა, რომელსაც შეჯიბრების წიმ გულდასმით უნდა გაეცნოს რადიომოყვარული. მაგალითად ე.წ. CQ WW DX CONTEST-ის მონაწილეთა ამოცანაა რაც შეიძლება ბევრი რადიოკავშირი ჩაატაროს მსოფლიო რადიომოყვარულებთან. ამ შჯიბრებაში თითო კავშირი იძლევა (გააჩნია რომელ კონტინენტთანაა ეს კავშირი) გარკვეულ ქულას. საბოლოოდ ეს ქულები ჯამდება და მრავლდება მამრავლზე, რომელსაც წარმოადგენს დაგროვილი ქვეყნების ან ტერიტორიების რაოდენობაზე და მიიღებ ქულათა საბოლოო რაოდენობას. ამ შEჯიბრებაში რადიომოყვარულები ირჩევენ იმ ქვეჯგუფს, რომელშიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას. მაგალითად თუ მონაწილეობას იღებ 100 ვატის სიმძლავრის რადიოგადამცემით, შენ ეჯიბრები იმ რადიომოყვარულებს, რომლებსა 100 ვატიანი რადიოგადამცემი აქვთ. ამ ქვეჯგუფს ეწოდება SINGLE OPERATOR LOW POWER (ანუ შემოკლებით SOLP), ხოლო თუ შენი გადამცემის სიმძლავრე 1000 ვატია მაშინ შენ გამოდიხარ ე.წ. SINGLE OPERATOR HIGH POWER (ანუ SOHP). თუ შეჯიბრებაში აპირებთ რომ მონაწილეობა მიიღოთ გუნდურად, მაშინ თქვენ MULTY OPERATOR HIGH POWER ქვეჯგუფში უნდა მიიღოთ მონაწილეობა.
ზოგიერთი შეჯიბრი მიმდინარეობს 12 ან 24 საათის განმავლობაში, ხოლო მაღალი რანგის შეჯიბრებების ხანგრძლივობა კი 48 საათია. ძირითადში ეს შეჯიბრებები წლის ერთიდაიგივე დღეს და ეს ხდება შაბათ-კვირას. მაგალითად ზემოთხსენებული შეჯიბრი ტარდება ნოემბრის ბოლო შაბათ-კვირას.
ზოგ შეჯიბრებაში ათიათასობით და ასიათასობით რადიომოყვარული იღებს მონაწილეობას და მაღალი ადგილის დაკავება
ძალიან ურთულეს საკითხს წარმოადგენს. თუმცა დამერწმუნებით, რომ ეს ძალზედ საინტერესო და აზარტული შეჯიბრებაა.
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

parnaozi
ფორუმელი
Posts: 17
Joined: 02 Apr 2010 00:49

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby parnaozi » 27 Apr 2010 01:33

რამოდენიმეჯერ გადავიკითხე. საინტერესო და საფიქრალია. მაგალითად როგორ გესახებათ საქართველოში ამ სპორტის სახეობის განვითარება და პირველი ნაბიჯისთვის როგრ შეიძლება შეჯიბრის ორგანიზირება? მე მაგალითად მაინტერესებს თუ შეჯიბრის რომელი სახეობა და სიტემა ჯობია ავირჩიოთ ახალგაზრდობის დასაინტერესებლათ? თუ არის ამის შესაძლებლობა, რომ შემოგვთავაზოთ თქვენი ხედვა და შესაბამისად დავიწყოთ მსჯელობა......გასაგებია რა თქმა უნდა საქართველოში როგორი სავალალო მდგომარეობაც არის, მაგრამ ინტერესი საკმაოდ არის და ვფიქრობ რაღაც მექანიზმებით შესაძლებელია, დასაწყისისთვის მცირე, მაგრამ შედეგის მიღება.
აგრეთვე ძლიერ მაინტერესებს და ვფიქრობ მარტო მე არა, თქვენი შესაძლებლობები? რა მატერიალურ ტექნიკური ბაზა გაქვთ? რამდენად თანამედროვეა? შესაძლებელია თუ არა რომ თქვენთან შეისწავლოს მსურველმა რადიოგადამცემის პრაქტიკული სქემო/ტექნიკა? მიახლოებით რა დრო დაჭირდება საშუალო მცოდნეს ელექტრონიკაში რომ რადიოელექტრონიკა, ანუ მოდულაციები, შიფრირება, კონტურების გამართვა და ა.შ. შეისწავლოს? მიახლოვებით რა თახა დაუჯდება? და მთავარი ალბათ: როგორ ფიქრობთ, შესაძლოა დავაინტერესოთ და ვნახოთ სპონსორები, ანუ რით შეგვიძლია მათი მოზიდვა?
პ.ს. ვიცი ბევრი შეკითხვა დაგისვით. იმედია არ მიწყენთ. თქვენ ნახეთ ჩემი საიტი და ფორუმი. აუცილებლად უნდა შევძლო მისი განვითარება და ამისთვის ენერგიას არ დავზოგავ. გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობ შევქმნა მომავალში კლუბი ამ საზოგადოება, მაინც მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნება უკვე არსებული კლუბებთან პარტნორობა, ან მათი გამოცდილების გაზიარება. დარწმუნებული ვარ სწორად მიმიხვდით და შეძლებისდაგვარად გმცემთ პასუხებს. წინასწარ უღრმესი მადლობა.

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby 4L2M » 27 Apr 2010 07:54

parnaozi
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენთან ყველაფერი უფასოა. მართლაც მრავალი კითხვაა დასმული. აქაც შესაძლოა ამაზე საუბარი, მაგრამ თუ პარასკევს 18:30 წთ-ზე 'აისის' ოფისში შევხვდებით ერთმანეთს, სადაც უკვე რეგულარულად ტარდება ლექციები, იქ უფრო სრულად განვიხილავთ ამ საკითხებს.
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

User avatar
tulkuna
ფორუმელი
Posts: 1049
Joined: 09 Apr 2010 16:29

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby tulkuna » 29 May 2010 15:18

საინტერესოა ორშაბათს რამდენად სასიხარულო ამბავს გავიგებთ!!!
უნდა იცხოვრო ისე,რომ შენი ყოფნა იყოს აუცილებელი...ხოლო არყოფნა შესამჩნევი.

parnaozi
ფორუმელი
Posts: 17
Joined: 02 Apr 2010 00:49

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby parnaozi » 30 May 2010 14:57

4L2M გამარჯობათ, უკაცრავად, მაგრამ მიუხედავად თქვენთან შეხვედრის და გასაუბრების სურვილისა ვერ მოვახერხე ლექციებზე მოსვლა. აუცილებლად დავეწრები მომავალში, მანამდე კი ერთი არც თუ ადვილი კიტხვა მაქვს თქვენთან. ხომ ვერ მიმითითებდით რამოდენიმე საიტს სადაც როგორც ელექტრონიკის ასევე რადიო მოყვარულთა კლუბები ერთად არიან წარმოდგენილები. თუ არსებობს საიტები სადაც ჩამოყალიბებულია რადიოშეჯიბრებების სახეობების გამართვისათვის მაქსიმალურად კონკრეტული ინფორმაცია?
და ბოლოს.....თქვენ თუ მოგეცათ შეჯიბრის ჩატარების საშუალება, როგორი პრინციპით ან რა შინაასის იქნებოდა. უკაცრავად უბრალოდ არ ვიცი თუ ჩატარებულა შეჯიბრებები ბოლო 15-25 წლის მანძილზე საქართველოში.

User avatar
tulkuna
ფორუმელი
Posts: 1049
Joined: 09 Apr 2010 16:29

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby tulkuna » 30 May 2010 17:16

parnaozi wrote: უკაცრავად უბრალოდ არ ვიცი თუ ჩატარებულა შეჯიბრებები ბოლო 15-25 წლის მანძილზე საქართველოში.



კი ჩატარებულა და ეს შაბათ კვირაც ტარდება ანუ ხვალ დილით წესით უკვე უნდა იყოს შედეგები.
უნდა იცხოვრო ისე,რომ შენი ყოფნა იყოს აუცილებელი...ხოლო არყოფნა შესამჩნევი.

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby RADIST » 30 May 2010 18:47

tulkuna wrote:
parnaozi wrote: უკაცრავად უბრალოდ არ ვიცი თუ ჩატარებულა შეჯიბრებები ბოლო 15-25 წლის მანძილზე საქართველოში.



კი ჩატარებულა და ეს შაბათ კვირაც ტარდება ანუ ხვალ დილით წესით უკვე უნდა იყოს შედეგები.

ხვალ დილით არ იქნება... 4L2M ჩამოვა თბილისსში საღამოს, შემდეგ თავის შედეგებს გააგზავნის მისამართზე, სადაც ის რადიომოყვარულებიც აგზავნიან ვინც მიიღო ამ შეიჯებრებაში მონაწილეობა, იქ კიდევ ძალიან დიდი დრო უნდა რომ დაითვალონ ვინაა პირველ ადგილზე, ვინ მეორეზე, ვინ მესამეზე და ა.შ.
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

parnaozi
ფორუმელი
Posts: 17
Joined: 02 Apr 2010 00:49

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby parnaozi » 31 May 2010 13:05

RADIST სად შემიძლია მოვიძია ჩატარებული შეჯიბრებების შესახებ მასალა, ფოტო ვიდეო, ცხრილები, სიხსჰირეები და ყველაფერი რაც ჩემ წინა კითხვას შეეხება?

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby RADIST » 31 May 2010 13:47

არ ვიცი. ვიდეო მასალები შეგიძლია youtube-ზე მოიძიო.
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby 4L2M » 04 Jun 2010 00:15

tulkuna
tulkuna wrote:საინტერესოა ორშაბათს რამდენად სასიხარულო ამბავს გავიგებთ!!!

ჯერჯერპბით მეორე ადგილია მსოფლიოში. სამწუხაროდ ვერ მოვასწარი მომზადება, არადა შესაძლო იყო მინიმუმ აზიის რეკორდი გამეკეთებინა.
parnaozi
parnaozi wrote:მანამდე კი ერთი არც თუ ადვილი კიტხვა მაქვს თქვენთან. ხომ ვერ მიმითითებდით რამოდენიმე საიტს სადაც როგორც ელექტრონიკის ასევე რადიო მოყვარულთა კლუბები ერთად არიან წარმოდგენილები

უამრავია, ოღონდ რუსულ ენეაზე თუ ინგლისურზე?
parnaozi wrote: თუ არსებობს საიტები სადაც ჩამოყალიბებულია რადიოშეჯიბრებების სახეობების გამართვისათვის მაქსიმალურად კონკრეტული ინფორმაცია?

მაგალითად აქ
http://www.ng3k.com/Contest/
http://www.sk3bg.se/contest/c2010jan.htm
http://www.contesting.com/
http://www.contestrank.com/
parnaozi wrote:და ბოლოს.....თქვენ თუ მოგეცათ შეჯიბრის ჩატარების საშუალება, როგორი პრინციპით ან რა შინაასის იქნებოდა. უკაცრავად უბრალოდ არ ვიცი თუ ჩატარებულა შეჯიბრებები ბოლო 15-25 წლის მანძილზე საქართველოში.

15-20 წლის წინ ვატარებდით საქართველოს ჩამპიონატის მაგვარ შეჯიბრს, რომელიც 80 მეტრის დიაპაზონზე იმართებოდა. 2 საათის განმავლობაში საქართველოს რადიომოყვარულები ერთმანეთში ატარებდდნენ რადიოკავშირს. განმეორებითი რადიოკავშირი დაშვებული იყო ყოველ 15 წუთში. ქულების საერთო რაოდენობა უნდა გაგემრავლებინა შეჯიბრებაში მონაწილეთა საერთო რაოდენობასთან. აი ასეთი პრინციპით ტარდებოდა ეს შეჯიბრი, რომელიც სამწუხაროდ აღარ ტარდება
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

parnaozi
ფორუმელი
Posts: 17
Joined: 02 Apr 2010 00:49

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby parnaozi » 10 Jun 2010 23:43

4L2M სულ ერთია რომელ ენაზე. მთავარია, მაგალითად: რადიომოყვარულები, მიკროკონტროლიორები, რობოტები, რადიომოდელები, თეორიული ელეკტრონიკა და ა.შ. იყოს ერთ საიტზე მოცემული. ანუ მაინტერესებს საიტის დიზაინი?
ეხლა დავიწყებ იმ საიტების გადახედვას რომლებიც მიმითითეთ.
ჩემთან ფორუმზე და კლუბში არიან რამოდენიმე არაოფიციალური რადიომოყვარული. მინდა შეგეკითხოთ კიდევ ერთხელ. სად შეიძლება კონკრეტულად მოვიძიოთ მასალა , თუ როგორ ავიღოთ ნებართვა? რა თანხაა გასახდელი, როგორც ერთჯერადად ისე მომავალში. თუ უნდა ვიხადოთ საწევრო სად და რისთვის მიდის ეს ფული. მე დაახლოვბით გელაპარაკებიტ 150-თ ადამიანამდე. რომელთაც სახლებში უდგათ სადგურები.
4L2M თქვენი ღრმა პატივისცემა მაქვს და იმედია დაგვეხმარებით ამომწურავი ინფორმაციის მოძიებაში. ასევე თუ თქვენ საჭიროდ ჩათვლით მზად ვარ დავესწრო ლექციებს, სდაც შესაძლებელი იქნება ამ კითხვებძე პასუხის მიღება.
კიდევ ერთხელ: უღრმესი მადლობელი ვარ ყურადღებისათვის

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby 4L2M » 11 Jun 2010 00:36

parnaozi
parnaozi wrote:4L2M სულ ერთია რომელ ენაზე. მთავარია, მაგალითად: რადიომოყვარულები, მიკროკონტროლიორები, რობოტები, რადიომოდელები, თეორიული ელეკტრონიკა და ა.შ. იყოს ერთ საიტზე მოცემული. ანუ მაინტერესებს საიტის დიზაინი?

ალბათ ერთი მასეთი საიტი არ არსებობს, რომელიც ტიპიურად განსხვავებულ თემებს გააერთიანებს. მაგ თემებს ერთად ალბათ ვერსად ვერ ნახავთ.
parnaozi wrote:მინდა შეგეკითხოთ კიდევ ერთხელ. სად შეიძლება კონკრეტულად მოვიძიოთ მასალა , თუ როგორ ავიღოთ ნებართვა?

http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GE ... fo_id=3041

ეცნობი ტესტების კითხვებს, ყობელი კვარტლის მეორე თვის ბოლო ოთხშაბათს 15 საათზე ტარდება ხოლმე ტესტირება, მანამდე განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი უნდა ჩააბარო კომუნიკაციების კომისიის კანცელარიაში. ტესტში 36 საკითხია და გამსვლელია 25. ამ ტესტის ძირითადი ნაწილი ჩემი დაწრილია და გეტყვი, რომ ადვილი ჩასაბარებელია. მეც დავესწრები ამ კომისიის სხდომას, როგორც ამ კპმისიის ერთ-ერთი წევრი და გპირდები, რომ იქიდან ტესტჩაბარებული გამოხვალ
parnaozi wrote:რა თანხაა გასახდელი, როგორც ერთჯერადად ისე მომავალში

ადრე წელიწადში 20 ლარი იყო გადასახდელი, მაგრამ ახლა საქართველო ალბათ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გადასახდელი არაფერია
parnaozi wrote:თუ უნდა ვიხადოთ საწევრო სად და რისთვის მიდის ეს ფული. მე დაახლოვბით გელაპარაკებიტ 150-თ ადამიანამდე. რომელთაც სახლებში უდგათ სადგურები.

აქაც არაფერია გადასახადი
parnaozi wrote:4L2M თქვენი ღრმა პატივისცემა მაქვს და იმედია დაგვეხმარებით ამომწურავი ინფორმაციის მოძიებაში. ასევე თუ თქვენ საჭიროდ ჩათვლით მზად ვარ დავესწრო ლექციებს, სდაც შესაძლებელი იქნება ამ კითხვებძე პასუხის მიღება.
კიდევ ერთხელ: უღრმესი მადლობელი ვარ ყურადღებისათვის

მეც მადლობას და პატივისცემას გამოვხატავ. მე ყველანაირად დავეხმარები იმ ადამიანებს, ვისაც რადიომოყვარულობის მიმართ ინტერესი გაუჩნდება. ლექციებზე დასწრება კი ზალიან ბევრს შემატებს ნებისმიერ პიროვნებას, ვინც ამ სფეროთია დაინტერესებული. კიდევ ერთხელ მადლობა
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: CONTEST ანუ შეჯიბრებები რადიომოყვარულთა შორის

Postby 4L2M » 09 Sep 2010 06:15

აბა მოვიდა წლის ერტერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრის, ევროპის ჩემპიონატის დროც. 11-12 სექტემბერს რადიოსამოყვარულო ეთერი ადუღდება მსოფლიოს მრავალი ასიათასობით რადიომოყვარულის მიერ. სამწუხაროდ ჩვენგან გუნდის გამოყვანა ვერ მოხერხდება, მიზეზი მსურველთა ნაკლებობა. ისევ ერთი-ორი რადიომოყვარული თუ მივიღებთ საქართველოდან ინდივიდუალურ ჩათვლაში მონაწილეობას
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?