QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

სამოქალაქო და სამხედრო კავშირგაბმულობა, რადიომოყვარულობა.
4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby 4L2M » 09 Feb 2010 21:54

როგორც სხვა საუბრებში აღვნიშნე რადიომოყვარულობა არის როგორც გატაცება, ასევე მასში სპორტული ელემენტებიც შეინიშნება. ეთერში გასული რადიომოყვარული ცდილობს რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან, ქალაქთან თუ კუნძულთან დაამყაროს ორმხრივი რადიოკავშირი. აქაც არის რეკორდსმენთა სია, სადაც რადიომოყვარულები სხვადასხვა ქვეყანასთან ჩატარებული რადიოკავშირების რაოდენობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
არადა დაგვებადება კითხვა, როგორ შეიძლება რომ რადიომოყვარულმა დაამტკიცოს თუ რამდენ ქვეყანასთან ჩაატარა მან რადიოკავშირი? ამის დამამტკიცებელი, ისევ რადიომოყვარულებმა გამოიგონეს მარტივი სისტემა. ყოველი რადიომოყვარული ოფსეტური წესით ბეჭდავს სპეციალური ბარათის ათასობით ეგზემპლარს. ამ ბარათზე კი მინიშნებულია მისი 'მოსახმობი ნიშანი', რადიოკავშირის ჩატარების თარიღი, დრო და სხვა ტექნიკური მონაცემები. რადიოკავშირის ჩატარების შემდეგ იგი ავსებს ამ ბარათს, სადაც მიუნიშნებს თუ ვისთან ჩაატარა რადიოკავშირი, რომელ დღეს, რომელ საათზე, რომელ რადიოსიხშირეზე და რა შეფასება მისცა მან იმ რადიომოყვარულის სიგნალს, რომელთანაც მას ჰქონდა ეს რადიოკავშირი.
ამის შემდეგ იგი ამ ბარათს ფოსტით უგზავნის იმ რადიომოყვარულს ვისთანაც ჰქონდა რადიოკავშირი და შესაბამისად მისგანაც იღებს ანალოგიურ ბარათს.
როდესაც რადიომოყვარული რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან ჩაატარებს რადიოკავშირს მას ამ ქვეყანასთან რადიოკავშირი ჩატარებულად არ ჩაეთვლება მანამ, სანამ იგი ამ რადიკავშირის დამამტკიცებელ ბარათს არ მიიღებს.
რადიოკავშირის ენაზე ამ ბარათს QSL ბარათი ეწოდება
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby GRIF'S » 09 Feb 2010 22:03

და ეს QSL ბარათი როგორ იშიფრება. რას ნიშნავს სიტყვა-სიტყვით?

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby 4L2M » 09 Feb 2010 22:27

GRIF'S wrote:და ეს QSL ბარათი როგორ იშიფრება. რას ნიშნავს სიტყვა-სიტყვით?


კარგი კითხვაა. პროფესიონალურ რადიოკავშირგაბმულობაში (ასევე სამხედრო კავშირგაბმულობაშიც) მიღებულია სხვადასხვა სახის კოდები და შემოკლებანი. ერთ-ერთ ასეთ კოდურ სისტემას წარმოადგენს ე.წ. 'Q' კოდი, რომელიც შედგება 3 ლათინური შრიფტული ნიშნისგან, სადაც პირველი ნიშანი ასო Q არის. ე.წ. Q კოდის ერთ-ერთ ასეთ შემოკლებასაც QSL წარმოადგენს რაც 'დამტკიცებას', 'დამოწმენას' და დაზუსტებას ნიშნავს.
რადიომოყვარულებმაც ამ ბარათის დანიშნულებიდან გამომდინარე თავიანთ ბარათსაც QSL დაარქვეს.

აქვე დავძენ, რომ ამავე 'Q' კოდის შესაბამისად მაგალითად QRM სხვა რადიოსადგურებისგან წარმოქმნილ ხელშეშლებს ნიშნავს. ან თუ ვინმე გეკითხება მითხარი შენი QTH ე.ი. ის გეკითხება შენს ადგილდებარეობას, ხოლო QSB კი რადიოტალღების მილევადობას ნიშნავს.
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby GRIF'S » 13 Feb 2010 12:42

ერთი კითხვა გამიჩნდა ამ ბარათის მოპოვებასთან დაკავშირებით...

როდესაც მე ვრთავ რადიოს ვიცი რა ფარგლებში ვეძებო ჩემთვის საინტერესო რადიოსადგური... ამ შემთხვევაში როგორაა, როდესაც აღნიშნული ბარათის მოპოვება გინდა, აქაც რაიმე გარკვეული მონაკვეთია, როგორც ესე ჩვეულებრივ რადიოსადგურების შემთხვევასია ანუ 98.0დან 108.0-მდე, თუ რაიმე სხვა ხერხია კიდევ...

როდესაც ადამიანი რთავს თავის რადიოგადამცემს და სურს კავშირი დაამაყროს სხვა ქვეყნის რადიომოყვარულთან სად ეძებს მას, ხომ შეიძლება რომ შემთხვევით "ჯაშუშურ" სიხშირეზე გავიდეს და მერე "გიყვარდეს"... თუ მაგათ შორის ტალღების ზომებშია განსხვავება?

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby GRIF'S » 13 Feb 2010 12:42

მემგონი კარგად ვერ ჩამოვაყალიბე რისი თქმაც მინდოდა ხომ? : )

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby RADIST » 13 Feb 2010 19:32

GRIF'S wrote:ერთი კითხვა გამიჩნდა ამ ბარათის მოპოვებასთან დაკავშირებით...

როდესაც მე ვრთავ რადიოს ვიცი რა ფარგლებში ვეძებო ჩემთვის საინტერესო რადიოსადგური... ამ შემთხვევაში როგორაა, როდესაც აღნიშნული ბარათის მოპოვება გინდა, აქაც რაიმე გარკვეული მონაკვეთია, როგორც ესე ჩვეულებრივ რადიოსადგურების შემთხვევასია ანუ 98.0დან 108.0-მდე, თუ რაიმე სხვა ხერხია კიდევ...

როდესაც ადამიანი რთავს თავის რადიოგადამცემს და სურს კავშირი დაამაყროს სხვა ქვეყნის რადიომოყვარულთან სად ეძებს მას, ხომ შეიძლება რომ შემთხვევით "ჯაშუშურ" სიხშირეზე გავიდეს და მერე "გიყვარდეს"... თუ მაგათ შორის ტალღების ზომებშია განსხვავება?


კი მასეა, რადიომოყვარულებს მოკლე ტალღებზე სიხშირე გვაქვს:

1800-2000 khz
3500-4000 khz
7000-7200 khz
10150-10220 khz
14000-14300 khz
18000-18150 khz
21000-21300 khz
24000-24300 khz
28400-28600 khz
29000-30000 khz
თუ სწორედ მახსოვს, თუ შეცდომაა ბატონი 4L2M-ი გამისწორებს.
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby GRIF'S » 13 Feb 2010 20:32

პირველ რიგში გმადლობთ პასუხისათვის.

...და ბატონო რადისტო, როგორც მივხვდი, ანუ ჩვეულებრივად, რთავ შენს მიმღებ-გადამცემ მოწყობილობას და ამ ზემოთაღნიშნულ მონაკვეთებში ეძებ და ირჩევ რომელიმე სიხშირეს ხომ? და ერთი დღის განმავლობაში შეგიძლია რამოდენიმე ბარათის მოგროვებაც ხომ?

...და ამხელა მსოფლიოში, რამოდენიმემ რომ ერთი სიხშირე დაიკავოს ხომ შეიძლება ეგეტი რამ მოხდეს, მაშინ როგორ ხდება? მაშინ ხომ ორივე გადაცემა დამახინჯდება? თუ ეგეთი რამ გამორიცულია, ერთ დაკავებულ სიხშირეზე მეორეს არ დასვავს? (ცოტა მეც არარეალური მეჩვენება ეს ბოლო ფრაზა, ყველაფერი ხდება...)

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby RADIST » 13 Feb 2010 20:44

GRIF'S wrote:პირველ რიგში გმადლობთ პასუხისათვის.

...და ბატონო რადისტო, როგორც მივხვდი, ანუ ჩვეულებრივად, რთავ შენს მიმღებ-გადამცემ მოწყობილობას და ამ ზემოთაღნიშნულ მონაკვეთებში ეძებ და ირჩევ რომელიმე სიხშირეს ხომ? და ერთი დღის განმავლობაში შეგიძლია რამოდენიმე ბარათის მოგროვებაც ხომ?

...და ამხელა მსოფლიოში, რამოდენიმემ რომ ერთი სიხშირე დაიკავოს ხომ შეიძლება ეგეტი რამ მოხდეს, მაშინ როგორ ხდება? მაშინ ხომ ორივე გადაცემა დამახინჯდება? თუ ეგეთი რამ გამორიცულია, ერთ დაკავებულ სიხშირეზე მეორეს არ დასვავს? (ცოტა მეც არარეალური მეჩვენება ეს ბოლო ფრაზა, ყველაფერი ხდება...)


პირველ რიგში მოდი თვენობით ნუ დამელაპარაკები, რადგან არ ვარ იმ ასაკის ))

და რაც შეეხება ამ სიხშირეებზე გამოსვლას მანდაც შეზღუდულია, რადიომოყვარულობა კატეგორიებადაა დაყოფილი, ანუ C,B და A. C კატეგორიას უფლება აქვს 1800-2000 khz
3500-4000 khz 21000-21300 khz 28400-28600 khz
29000-30000 khz -ზე საუბრის უფლება და ასე ნელ-ნელა ემატება. რაც შეეხება ბარათების შეგროვებას, დღეში 60 კავშირი რომ ჩაატარო ჩათვალე 60 კავშირი გაქვს, ოღონდ ის ბარათები შეიძლება 1 თვეში, 1 წელში ან უფრო მეტ დროში მოვიდეს. ხოლო ახლა რაც შეეხება მთელი მსოფლიოს ერთ სიხშირეზე დაჯდომას, ამას არავინ გააკეტებს იმიტომ რომ რადიომოყვარულები პატივს ვცემთ ერთმანეთს, ხელს არ ვუშლით და თუ მოგვთხოვენ სიხშირე დავუთმოთ უპრობლემოდ ვაკეთებთ ამას.
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby GRIF'S » 13 Feb 2010 20:53

RADIST wrote:პირველ რიგში მოდი თვენობით ნუ დამელაპარაკები, რადგან არ ვარ იმ ასაკის ))

და რაც შეეხება ამ სიხშირეებზე გამოსვლას მანდაც შეზღუდულია, რადიომოყვარულობა კატეგორიებადაა დაყოფილი, ანუ C,B და A. C კატეგორიას უფლება აქვს 1800-2000 khz
3500-4000 khz 21000-21300 khz 28400-28600 khz
29000-30000 khz -ზე საუბრის უფლება და ასე ნელ-ნელა ემატება. რაც შეეხება ბარათების შეგროვებას, დღეში 60 კავშირი რომ ჩაატარო ჩათვალე 60 კავშირი გაქვს, ოღონდ ის ბარათები შეიძლება 1 თვეში, 1 წელში ან უფრო მეტ დროში მოვიდეს. ხოლო ახლა რაც შეეხება მთელი მსოფლიოს ერთ სიხშირეზე დაჯდომას, ამას არავინ გააკეტებს იმიტომ რომ რადიომოყვარულები პატივს ვცემთ ერთმანეთს, ხელს არ ვუშლით და თუ მოგვთხოვენ სიხშირე დავუთმოთ უპრობლემოდ ვაკეთებთ ამას.


:)

ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ, ვთქვათ მე მაქვს ერთი რომელიმე კატეგორია და სხვა კატეგორიის დიაპაზონზე შევედი... მაგას ვინ მიხვდება და გააკონტროლებს, თუ ეგ საკუთარ სინდისზეა დამოკიდებული...

სიხშირეების დათმობაზე კიდევ, რადიომოყვარულობის ურთიერთ პატივისცემაზე ბევრ მსენია და გულწრფელად მივესალმები მას მაგრამ, ხომაა შესაძლებელი, მაგალითად მე, თბილისიდან ავირჩიო რომელიმე ტალღა, და არმოჩნდეს რომ ვიღაც, ბიშკეკელი უკვე იყენებს იმ სიხშირეს, და უკვე გასულია ეთერში...

ეგ ბარათები, ჩვეულებრივი ფოსტის საშვალებით იგზავნება და რამე კონკრეტული, ერთგვარი ანკეტის სახე/ფორმა აქვს თუ ელ.ფოსტაა ჩართული საქმეში... და ეს ბარათები მერე შესაბამის საერტაშორისო ორგანიზაციაში იგზავნება სადაც ხდება დამოწმება ალბათ ხომ?

პ.ს. ამ საქმეში სამი წლის ბავშვივით ვარ, დღეში 40კითხვას რომ სვამს და ნულიდან იწყებს სამყაროს შეცნობას, ყველაფერი რომ აინტერესებს : )

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby RADIST » 13 Feb 2010 21:06

ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ, ვთქვათ მე მაქვს ერთი რომელიმე კატეგორია და სხვა კატეგორიის დიაპაზონზე შევედი... მაგას ვინ მიხვდება და გააკონტროლებს, თუ ეგ საკუთარ სინდისზეა დამოკიდებული...


შენს სინდისზეცაა დამოკიდებული მაგრამ QSL ბარათი რომ მოგივა იქ ეწერება სიხშირე :P
მე მაგალითად 18 MHz-ზე საუბარის უფლება არ მაქვს მაგრამ ერთი 120 კავშირი მარტო მანდ მაქვს ჩატარებული :)

სიხშირეების დათმობაზე კიდევ, რადიომოყვარულობის ურთიერთ პატივისცემაზე ბევრ მსენია და გულწრფელად მივესალმები მას მაგრამ, ხომაა შესაძლებელი, მაგალითად მე, თბილისიდან ავირჩიო რომელიმე ტალღა, და არმოჩნდეს რომ ვიღაც, ბიშკეკელი უკვე იყენებს იმ სიხშირეს, და უკვე გასულია ეთერში...


მაშინ ყურსასმენებში ან დინამიკში მოისმენ იმ ვიღაცის საუბარს და გადახვალ სხვა სიხშირეზე სადაც თავისუფალია და არავინ ლაპარაკობს ხოდა იქ დაიწყებ მუშაობას. თუ გინდა ერთხელ მესტუმრე და შენი თვალით განახებ და შენი ყურით მოგასმენინებ რა როგორ ხდება :)

ეგ ბარათები, ჩვეულებრივი ფოსტის საშვალებით იგზავნება და რამე კონკრეტული, ერთგვარი ანკეტის სახე/ფორმა აქვს თუ ელ.ფოსტაა ჩართული საქმეში... და ეს ბარათები მერე შესაბამის საერტაშორისო ორგანიზაციაში იგზავნება სადაც ხდება დამოწმება ალბათ ხომ?


თუ ორგანიზაციაში დააბეჭდინებ, ანუ მაგათ QSL მენეჯერებს ეძახიან, შენ უნდა გადაუგზავნო იმ მენეჯერს ჩატარებული კავშირების მონაცემები და ის სათითაოდ ჩამოურიგებს ყველას.
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby GRIF'S » 13 Feb 2010 21:08

ძალიან საინტერესოა... ეხლა ვხვდები რომ რადიოს ვერაფერი შეცვლის, კლასიკა უკვდავია...

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby RADIST » 13 Feb 2010 21:17

GRIF'S wrote:ძალიან საინტერესოა... ეხლა ვხვდები რომ რადიოს ვერაფერი შეცვლის, კლასიკა უკვდავია...

მილაკებზე თუ გსმენია რამე? რადიომოყვარულების 98 % სულ ნახევარგამტარულ და ციფრულ დამუშავების ფუნქციის მქონე ტექნიკაზეა გადასული, მე კიდევ ისევ მილაკებიან აპარატურას ვცემ პატივს. და უმეტეს შემთხვევაში მილაკებიან აპარატურასთან მაქვს შეხება, პირადად ჩემთვის არაფერი არ ჯობს იმას როდესაც მილაკი აინთება და გახურდება ))) მორზეს სწავლა მინდა, იმიტომ რომ მორზე მთელი ისორიაა.

აი მილაკები:

Image

ამის ყურება (როცა რეალში ვუყურებ) მამშვიდებს და მაწყნარებს ხოლმე ))
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby 4L2M » 14 Feb 2010 09:10

GRIF'S
როდესაც მე ვრთავ რადიოს ვიცი რა ფარგლებში ვეძებო ჩემთვის საინტერესო რადიოსადგური... ამ შემთხვევაში როგორაა, როდესაც აღნიშნული ბარათის მოპოვება გინდა, აქაც რაიმე გარკვეული მონაკვეთია, როგორც ესე ჩვეულებრივ რადიოსადგურების შემთხვევასია ანუ 98.0დან 108.0-მდე, თუ რაიმე სხვა ხერხია კიდევ...

კი რათქმაუნდა. კომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა რადიოსიხშირეებზე რადიომოყვარულთათვის გამოყო დიაპაზონები, სადაც რადიომოყვარულებს შეუძლიათ დაამყარონ ორმხრივი რადიოკავშირი.
როდესაც ადამიანი რთავს თავის რადიოგადამცემს და სურს კავშირი დაამაყროს სხვა ქვეყნის რადიომოყვარულთან სად ეძებს მას, ხომ შეიძლება რომ შემთხვევით "ჯაშუშურ" სიხშირეზე გავიდეს და მერე "გიყვარდეს"... თუ მაგათ შორის ტალღების ზომებშია განსხვავება?

არა არავიტარ შემთხვევაში არ აქვს რადიომოყვარულს ეთერში გავიდეს იმ რადიოსიხშირეებზე, რომელიც არ არსი მინიშნებული მის ნებართვაში. მსომენით რათქმაუნდა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ სიხშირეს მოუსმინოს. რადიოსიხშირის მოსასმენად ხომ არანაირი ნებართვა არ არის საჭირო? ხოლო რაც შეეხება არარადიოსამოყვარულო სიხშირეებზე გასვლას, ამას საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს.
და ერთი დღის განმავლობაში შეგიძლია რამოდენიმე ბარათის მოგროვებაც ხომ?

როდესაც რადიომოყვარული მიიღებს ეთერში გასვლის უფლებას, მას ეთერში გასვლა დროში შეზღუდული არ აქვს. შეგიძლია ეთერში გახვიდე როცა გსურს და რამდენი ხანიც გინდა დაყავი ამ სიხშირეზე. არც ბარათის მიღების საკითხშია რაიმე შეზღუდვა. ვინც მალე მოაგროვებს რაც შეიძლება მეტ ბარათს, მით უფრო მალე გახდება ბარათების შეგროვების საკითხში რეკორდსმენი.
და ამხელა მსოფლიოში, რამოდენიმემ რომ ერთი სიხშირე დაიკავოს ხომ შეიძლება ეგეტი რამ მოხდეს, მაშინ როგორ ხდება?

როდესაც ჩართავ შენს რადიოს პირველად შენ უნდა მოძებნო თავისუფალი სიხშირე ხო? აბა თუ კონკრეტულ სიხშირეზე ვინმე საუბრობს მის სიხშირეზე ხომ არ დაჯდები და მანდ ხომ არ დაიწყებ სხვა რადიოსადგურების გამოძახებას? ამას რადიოსამოყვარულო ეთიკა არ იძლევა. ეს არის ელემენტარული ეთიკა. თუ ვინმე მაინც დაიკავებს სხვის სიხშირეს მას იმწუთასვე მოუწოდებენ, რომ სიხშირე დაკავებულია და მან უნდა დატოვოს უკვე ვიღაცის მიერ უფრო ადრე დაკავებული ეს სიხშირე და სხვა სიხშირეზე გადავიდეს.
მაშინ ხომ ორივე გადაცემა დამახინჯდება?

კი არ დამახინჯდება, არამედ იმას მოისმენ ვისაც უფრო ძლიერი სიგნალი აქვს, ხოლო თუ ორივეს სიგნალი სიძლიერით ერთიდაიგივეა, მაშინ იმას მოისმენ უკეთ, ვისაც უფრო ხარისხიანი სიგნალი აქვს
თუ ეგეთი რამ გამორიცულია, ერთ დაკავებულ სიხშირეზე მეორეს არ დასვავს?

არა ასეთი რამეც ხდება. მაგალითად ხშირია შემთხვევა, როდესაც ორი რადიომოყვარული ვერ იღებს ერთმანეთის სიგნალებს, მაშინ როდესაც ისინი რადიოტალღების გავრცელების ე.წ. 'მკვდარ ზონაში' იმყოფებიან. ამ დროს მესამე რადიომოყვარული უკავშირდება ორივეს და ამის შესახებ ამცნობს მათ, რომ ისინი ერთმანეთს ვერ უსმენენ და ხელს კი უშლიან სხვაგან. ამ დროს ერთ-ერთი რადიომოყვარული იცვლის სიხშირეს
ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ, ვთქვათ მე მაქვს ერთი რომელიმე კატეგორია და სხვა კატეგორიის დიაპაზონზე შევედი... მაგას ვინ მიხვდება და გააკონტროლებს, თუ ეგ საკუთარ სინდისზეა დამოკიდებული...

ეგე იგივეა მძღოლმა წითელ შუქნიშანზე რომ გაიაროს. ეს ხომ მის სინდისზეა დამოკიდებული, მაგრამ ნას თუ სინდისმა უღალატა, მაშინ მას ამ სინდისისკენ პატრული მიუნიშნებს. იგივე ხდება ეთერშიც. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომლის მეშვებითაც დარღვევების დადგენა ხდება, ხოლო ამ ტექნიკას კი საკმაოდ კვალიფიცირებული პერსონალი ემსახურება. ამგვარი მაკონტროლებელი ორგანოები ყველა ქვეყანას ჰყავს.
ეგ ბარათები, ჩვეულებრივი ფოსტის საშვალებით იგზავნება და რამე კონკრეტული, ერთგვარი ანკეტის სახე/ფორმა აქვს თუ ელ.ფოსტაა ჩართული საქმეში... და ეს ბარათები მერე შესაბამის საერტაშორისო ორგანიზაციაში იგზავნება სადაც ხდება დამოწმება ალბათ ხომ?

კი ჩვეულებრივი ფოსტით უნდა გააგზავნო. მიდიხარ ფოსტაში, ყიდულობ კონვერტს, აწერ იმ რადიომოყვარულის მისამართს ვისთანაც ჩაატარე რადიოკავშირი, კონვერტში დებ უკვე შევსებულ შენს QSL ბარათს, ასევე აწერ შენს მისამართს და აგზავნი ასე.
ასევე შეგიძლია ინტერნეტის მეშვებით გააკეთო ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში QSL ბარათის ე.წ. 'ჰარდ კოფი' ვერ გექნება სახლში
პ.ს. ამ საქმეში სამი წლის ბავშვივით ვარ, დღეში 40კითხვას რომ სვამს და ნულიდან იწყებს სამყაროს შეცნობას, ყველაფერი რომ აინტერესებს : )

არ მოგერიდოს, როგორი ხასიათის კითხვაც გსურს ისეთი დასვი. 30 წლის წინ მეც მასეთ კითხვებს და უარესსაც ვსვამდი, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ მყავდა.
ძალიან საინტერესოა...

საინტერესო კი არადა თუ ამ სფეროს ეზიარე მთელი ცხოვერება ვერ შეეშვები. გარწმუნებ რომ შენი ხელით გაკეთებული რადიოგადამცემით 40 თუ 50 ათასი კილომეტრის იქით ჩატარებული რადიოკავშირის დროს საკუთარი გულის Fეთქვა სულ ყურის ბარაბნებს აგიფორიაქებს. შენ წარმოიდგინე, არის ქვეყნები, რომელთანაც მთელი მსოფლიოს რადიომოყვარულები ათწლეულებია ცდილობენ რადიოკავშირის ჩატარებას და ვერ ახერხებენ. მაგალითად ასეთი ჩრდილოეთ კორეაა. ეს იმითაა განპირობებული, რომ ამ ქვეყანას არცერთ რადიომოყვარული არ ჰყავს, რადგან აქ რადიომოყვარულობა აკრძალულია. ან კიდევ შუაგულ ოკეანეში არის 2-3 კვადრატის ფართის კლდე, რომელსაც კუნძულის სტატუსი და აქვს მინიჭებული და ეს კუნძული კი რადიოსამოყვარულო რუკაზე ცალკე 'ქვეყანას' წარმოადგენს. რათქმაუნდა ამ კუნძულზე არავინ ცხოვრობს, ანი ვინ იცხოვრებს მანდ, ეს კუნძული წყლისგან დღეში რამოდენიმეჯერ იტბორება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კუნძული რადიოსამოყვარულო რუკაზე ცალკე ქვეყნის სტატუსით არის დაფიქსირებული. ამ ქვეყნებთან რადიოკავშირი შეუძლებელია და აბა წარმოვიდგინოთ ვინმე რომ გამოგვეცხადოს და ამ ქვეყნებთან ჩატარებული რადიოკავშირის დამადასტურებელი QSL ბარათი რომ გვაჩვენოს, რომელზეც მთელი რადიოსამოყვარულო სამყაროს მილიონობით რადიომოყვარული ოცნებობს, იქნება თუ არა ეს ფაქტი ამ სფეროში სენსაციის ტოლფასი?
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

User avatar
conqueror
ფორუმელი
Posts: 125
Joined: 25 Jul 2010 01:48
Location: თბილისი

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby conqueror » 27 Aug 2010 02:45

რადიოკავშირი მართლაც ძალიან საინტერესოა, დამაინტერესა ამ სფერომ.

შენი ხელით გაკეთებული რადიოგადამცემით 40 თუ 50 ათასი კილომეტრის იქით ჩატარებული რადიოკავშირის დროს საკუთარი გულის Fეთქვა სულ ყურის ბარაბნებს აგიფორიაქებს.


სამწუხაროდ ისეთი დროა რომ თითქმის ყველაფერი დადის ფინანსებზე.
კითხვა:
1. დაახლოებით, მიახლოებით, ზედაპირულად მაინც, რა დაჯდება ნაწილები ან მთლიანად აწყობილი რადიო აპარატურა
40 - 50 ათასი კმს იქით კავშირის დასამყარებლად. (ისე სულ არის ეკვატორის სიგრძე 40 ათასი კმ )
2. იშოვება თუ არა ჩვენთან ნაწილები თუ გამოწერა იქნება საჭირო.
3. რამდენად რთულია საკუთარი სადგურის აწყობა, ჩვენთან თუ აუწყია ვინმეს?

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: QSL ბარათი - რადიოკავშირის დამამტკიცებელი საშუალება

Postby 4L2M » 01 Sep 2010 20:46

conqueror
conqueror wrote:სამწუხაროდ ისეთი დროა რომ თითქმის ყველაფერი დადის ფინანსებზე.

ყველაფერი არა.
conqueror wrote:დაახლოებით, მიახლოებით, ზედაპირულად მაინც, რა დაჯდება ნაწილები ან მთლიანად აწყობილი რადიო აპარატურა
40 - 50 ათასი კმს იქით კავშირის დასამყარებლად

$100
conqueror wrote:ისე სულ არის ეკვატორის სიგრძე 40 ათასი კმ

კურიოზული კითხვაა. თუ რადიოტალღების კარგ გავრცელებაში მოვხვდებით, მაშინ შესაძლოა 50-60 ათას კილომეტრზეც დავამყაროთ რადიოკავშირი. ანუ თუ რადიოსადგური ჩნეგან აღმოსავლეთით 10 ათასს კილომეტრზეა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ანტენა მივმართოთ დასავლეთით და ე.წ გრძელი ტრასის მეშვებით შევძლებთ მასთან დაკავშირებას
conqueror wrote:2. იშოვება თუ არა ჩვენთან ნაწილები თუ გამოწერა იქნება საჭირო

ნაწილი იშოვება, ხოლო ნაწილს გამოვიწერთ

conqueror wrote:3. რამდენად რთულია საკუთარი სადგურის აწყობა, ჩვენთან თუ აუწყია ვინმეს?

კი ბევრს და ახლაც მუშაობენ ეთერში ქართველი რადიომოყვარულები საკუთარი ხელით აწყობილი რადიოაპარატურით. მეც ამიწყვია ბევრჯერ. ძნელი არ არის თუ ვინმე დაგეხმარება.
თუ მოინდომებ ძალიან ადვილად გახვალ ეთერში
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?