Page 1 of 12

რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 15 Jan 2010 00:59
by 4L2M
რადიოეთერიდან სიგნალის მისაღებად ან სიგნალის გადაცემსთვის საჭიროა გვქონდეს მიმღებგადამცემი, მიკრიფონი და ანტენა. ანტენებზე ცალკე თემა გვაქვს გახსნილი და მაგ საკითხზე იმ თემაში შეგვიძლია საუბარი. მიკროფონზე და ყურთსასმენბზეც ცალკე თემას გავაკეთებთ, ხოლო აქ მიმღეგადამცემ აპარატურაზე ვიასუბროთ.
პირველ რიგში გეტყვით რომ მიმღებგადამცემ რდაიოაპარატურას ეწოდება ტრანსივერი. ეს სიტყვა არის 2 სიტყვის ნაზავი, Receiver - მიმღები და Transmitter - გადამცემი. რუსულიდან ჩვენში შემოსულია სიტყვა რაცია, რომელიც შემოკლებული ვარიანტია სიტყვისა რადიოსტანცია. ასევე ტრანსივერს ქართულად შეგვიძლია ვუწოდოთ რადიოსადგურიც.
ტრანსივერები არსებობენ სტაციონალური, მობილური და პორტატიული. სტაციონალური დამონტაჟებულია ადგილზე. მობილური შეგვიძლია გამოვიყენოთ მოძრავ ობიექტებზე, ხოლო პორტატიული კი არის სატარებელი.
უკვე ვთქვით რომ ტრანსივერი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან - მიმღებისგან და გადამცემისგან. უმეტეს ტრანსივერებში გამოიყენება სიმპლექსური რადიოკავშირი. ანუ ტრანსივერი მუშაობს ან მიღებაზე ან გადაცემაზე. ანუ ჯერ უსმენთ 'კორესპონდენტს, ხოლო მისი მიღებაზე გადასვლის შემდეგ კი თქვენი ტრანსივერი გადაგყავთ გადაცემის რეჟიმში და ახლა უკვე თქვენს გადაცემას იღებს თქვენი ადრესატი. თუმცა სამხედრო რადიოკავშირის ჩატარებისას შესაძლოა გამოვიყენოთ დუპლექსური რეჟიმი, რაც თავისთავად იმას ნიშნავს რომ ერთდროულად არის შესაძლებელი სიგნალის მიღებაც და გადაცემაც. ანუ შეგიძლიათ მოაწყოთ უბრალოდ ტელეფონის რეჟიმი. მაგრამ ამას განსხვავებული რადიოაპარატურა სჭირდება.
ტრანსივერების იყოფიან 2 ჯგუფად, პროფესიონალური და სამოყვარულო. მუშაობის პრინციპის მიხედვით მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის.
ნებისმიერ ტრასივერს სჭირდება საკუთარი კვების წყარო, ვინაიდან ვიცით რომ ისინი მუშაობენ ელექტრო ენერგიაზე. პორტატიულ ტრანსივერებს აქვთ უკვე შიგნით დამონტაჟებული დენის წყარო - აკუმულატორი. მობილურების კვების წყაროც არის დაბალძაბვიანი, 12 ან 24 ვოლტიანი, რომლის კვებაც ასევე შესაძლებელია აკუმულატორებით. თუ ჩვენ მობილურ ტრანსივერს ვიყენებთ ისე როგორც სტაციონალურს, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევიძინოთ ან ავაწყოთ ისეთი კვების წყარო რომელიც 220 ვოლტის ელექტროენერგიას გადაიყვანს 12 ვოლტზე.
ტრანსივერის შეძენაც შესაძლებელია და მისი აწყობაც. არსებობს როგორც მარტივი, ასევე საკმაოდ რთულიც. რათქმაუნდა დაბალი კვალიფიკაციის რადიომოყვარულის მიერ ტრანსივერის აწყობა ადვილი საქმე არ იქნება. ტრანსივერის შესაძენი ფასები მერყეობს რამოდენიმე ასეული დოლარიდან 10-12 ათას დოლარამდე.

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 15 Jan 2010 10:47
by RADIST
Q-MAC HF-90

Image

სამუშაო დიაპაზონი: 2-30 MHz
გამოშვების წელი: 1994
არხების მახსოვრობის რაოდენობა: 255
"შაგი" 100 Hz
მოდულაციები: USB, LSB, CW, FSK, AM (AM მხოლოდ მიღება აქვს)
სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი: -30 ~ +60 °С
ანტენის შტეკერის ტიპი: BNC
საანტენო წინაღობა: 50 ომი
კვება: + 12....24 ვოლტი
დენი: მიღებაზე მიაქვს 310 მილიამპერი, ხოლო გადაცემაზე მიაქვს 2....10 ამპერი
მხოლოდ ტრანსივერის წონა: 1 კგ
საავტომობილო კომპლექტის წონა: 8 კგ
გადაცემის სიმძლავრე: მინიმალური 10 ვატი, მაქსიმალური 50 ვატი

საკმაოდ ხარისხიანი და კარგი აპარატია, ამის წაღება შეიძლება ზურგით, (სადაც საზურგე საანტენო შემათანხმებელიც შედის, გამაძლიერებელი, აკუმულატორი და ანტენა). ასევე შეიძლება ამ ყველაფრის მანქანაში განთავსება.

Image

Image

Image

Image

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 16 Jan 2010 14:08
by RADIST
რადიოსადგური P-134

Image

სამუშაო დიაპაზონი: 1.5 - 29.999 MHz
აპარატის მოდულაციები: AM/FM/SSB/CW
მიმღების მგრძნობიარობა: 2 - 4 მკვ
გადაცემის სიმძლავრე: 50 ვატი
ანტენების სახეობა: ჯავშან-სატანკო ჯოხისებრი ანტენა 3 ან 4 მეტრის სიგრძის, და სიმეტრიული ვიბრატორი. (ამას კომპლეკტში ისეთი საანტენო შემათანხმებელი აქვს რომ თუ გინდათ ლურსმანი შეაერთეთ მაინც არაფერი მოუვა)
სამუშაო ტემპერატურა: -50...+50 °C
კვება: 27 ვოლტი საბორტო ძაბვა.

ამ აპარატს ღორები იყენებენ БТР-ებსა და БМП-ეებში, ასევე თავისუფლად მონტაჟდება საკომანდირო მანქანებში, (ზილზე, გაზ-66-ზე, ბტრ-ებზე, ბმპ-ეებზე და ოტ-64-ებზეც). გამომშვები ქვეყანა უკრაინა იყო/არის, ქარხანა "РАДИОПРИБОР".

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 16 Jan 2010 14:22
by RADIST
რადიოსადგური P-130/M (P-134-ის წინაპარია)

Image

ამ სურათზე არის P-130/M, მას ზემოდან ადგას თავისი საანტენო შემათანხმებელი, რომელსაც ВСУ-А ქვია, და მისგან მარცხნივ დევს P-130/M-ის კვების ბლოკი. (სადაც 27 ვოლტი შედის, ხოლო იქიდან ბევრი ძაბვა გამოდის).

სამუშაო დიაპაზონი: 1.5-10.9 MHz
აპარატის მოდულაციები: AM/USB/CW
გადაცემის სიმძლავრე: 40-50 ვატი
სამუშაო ტემპერატურა: -40 ... + 50° С
კვება: 26 ვოლტი (±15%)
დენი: მიღების დროს მიაქვს 3.5 ამპერი, გადაცემის დროს კი 13 ამპერი
წონა: 90/120 კგ
ანტენები: იგივე ანტენებზე მუშაობს რაზეც P-134

თავისუფლად დგება საკომანდირო მანქანებში, მაგრამ უფრო ჯავშანტექნიკაში არის ჩამონტაჟებული.


Image P-130/M

Image ეს დაბლა P-130/M და მაღლა საანტენო შემათანხმებელი

Image ეს საკომანდირო მანქანაში, მარჯვნივ თაროზე დგას.

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 18 Jan 2010 22:17
by arsenal09
გამარჯობათ, თუ იმასაც შეძლებთ ეს აპარატურა რა სქემებით შედგება ისინიც დადეთ მაიტერესებს,

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 18 Jan 2010 22:24
by NAZGHA
4L2M
ფიზიკა სამწუხაროდ არ მიწერია და შეგიზლიათ რომ გლეხურად ამიხსნათ ვოლტი ვატი ამპერი . და ისიც მოკლე და ულტრამოკლე ტალღები რა დიაპაზონებში განისაზღვრება

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 18 Jan 2010 22:44
by davidgure

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 19 Jan 2010 10:21
by RADIST
arsenal09 wrote:გამარჯობათ, თუ იმასაც შეძლებთ ეს აპარატურა რა სქემებით შედგება ისინიც დადეთ მაიტერესებს,

საშინელი სქემებით შედგება (საბჭოთა/რუსული) აპარატურა, თუ გაფუჭდა შIგნით რამე, უბრალო პირობებში იმას ვერ გაარემონტებ და გადასაგდები გახდება.

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 19 Jan 2010 11:14
by RADIST
Image

სურათზე არის რუსული/საბჭოთა სტანდარტული საკომანდირო აპარატურა, რომელიც გაზ-66-ზე განთავსებულ ვაგონში მონტაჟდება.


ესეც კარგი რამე ჩანს: Image

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 19 Jan 2010 13:35
by davidgure
4L2M
RADIST
გაგვარკვიეთ ეს რა არის?

Путин потребовал модернизировать армейскую связь и разведку, но как это делать - непонятно


http://www.newsru.com/russia/19jan2010/asu.html

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 19 Jan 2010 13:54
by RADIST
davidgure wrote:4L2M
RADIST
გაგვარკვიეთ ეს რა არის?

Путин потребовал модернизировать армейскую связь и разведку, но как это делать - непонятно


http://www.newsru.com/russia/19jan2010/asu.html" onclick="window.open(this.href);return false;

ეგ არის რუსული სამხედრო აპარატურა, კი წერენ რომ ყველაზე მაგარიაო მაგრამ დამიჯერე მაგეებს ისევ საბჭოთა წარმოებისები ჯობდა ბევრად ;)

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 19 Jan 2010 14:10
by davidgure
RADIST
რას აკეთებს ასუ -ავტომატიჩესკაია სისტემა უპრავლენია

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 19 Jan 2010 14:13
by RADIST
davidgure wrote:RADIST
რას აკეთებს ასუ -ავტომატიჩესკაია სისტემა უპრავლენია

ავტომატური სამართავი სისტემა. რამის მართვა შეგიძლია ავტომატურად.

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 19 Jan 2010 14:15
by arcivi9
NAZGHA wrote:4L2M
ფიზიკა სამწუხაროდ არ მიწერია და შეგიზლიათ რომ გლეხურად ამიხსნათ ვოლტი ვატი ამპერი . და ისიც მოკლე და ულტრამოკლე ტალღები რა დიაპაზონებში განისაზღვრება


ვოლტი-ძაბვა
ამპერი-დენის ძალა
ვატი-სიმძლავრე (წინა ორის ნამრავლი)

:)

მგონი სწორია ასეთი ანალოგია (და თუ არაა სწორი აგერ რადისტი გაასწორებს) :)
მოკლედ წარმოიდგინე ჩანჩქერი რომლის სიმაღლეა 50 მეტრი. სიმაღლე ესაა ძაბვა (ძაბვა განიმარტება როგორც პოტენციალთა სხვაობა)
ჩანჩქერში მომდინარე წყლის რაოდენობა ესაა დენის ძალა
ხოლო მათი ნამრავლი -სიმძლავრე ესაა ზოგადად ჩანჩქერის სიმძლავრე
მგონი არაფერი შემშლია :D

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Posted: 19 Jan 2010 16:41
by NAZGHA
arcivi9
მადლობა