რადიოაპარატურის მიმოხილვა

სამოქალაქო და სამხედრო კავშირგაბმულობა, რადიომოყვარულობა.
4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby 4L2M » 03 Apr 2010 23:41

parnaozi
parnaozi wrote:მე მაინტერესებდა 10 მვტ-ამდე სიმძლავრის რადიოგადამცემების უნებართვით გამოყენება თუა ნებადართული

მოდი არ ავურიოთ ერთმანეთში რადიოსადგურის გამოყენება და რადიოსადგურის აწყობა. რადიოგადამცემის აწყობა, შექმნა შეგიძლია ყოველგვარი ნებართვის გარეშE. შეგიძლია ჩაიკეტო შენს სახელოსნოში, ატარო ექსპერიმენტები და შექმნა ნებისმიერი სახის რადგოპგადამცემი, მაგრამ მისი გამოყენება, ანუ მისი ჩართვა ეთერში, (თუნდაც 1 მიკროვატი იყოს მისი გამომავალი სიმძლავრე), შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია
parnaozi wrote: ხომ ვერ მეტყვით რა აპარატურით(დასახელება) გამოიყენება სიმძლავრის დასადგენად

სიმძლავრის დადგენის რამოდენიმე ტერმინი არსებობს. რადიოგადამცემის სიმძლავრეს ადგენენ ძალიან მარტივად: იღებ შენი რადიოგადამცემის გამოსავალი კასკადის მიერ მოხმარებულ დენს და ამრავლებთ ამავე კასკადის ძაბვაზე და იღებ სიმძლავრეს. მაგალითად თუ შენი გადამცემის გამოსავალი კასკადი მუშაობს 56 ვოლტ ძაბვაზე და ეს კასკადი მოიხმარს 2,3 ამპერ დენს მაშინ შენი გადამცემის სიმძვარე ყოფილა 128,8 ვატი
parnaozi wrote:აქვე შეგეკითხებით, რადიოელეკტრონიკის მიყვარულთა ფორუმისთვის , მსურს ქართული მასალის მომზადება მოდულაციის სახეობებზე, სრული აღწერით როგორ ხორციელდება თეორიულად და პრაქტიკული სქემებით. ხომ ვერ შეძლებთ რომ დახმარება ან ოპონირება გამიწიოთ?

აუცილებლად. ძალიან მოხარული ვიქნები თუ ასეთი რამ გეკეთდება და დიდი სიამოვნებით მივიღებ აქტიურ მონაწილეობას
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

User avatar
kharmtisa
ფორუმელი
Posts: 1385
Joined: 12 Apr 2009 19:29

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby kharmtisa » 05 Apr 2010 22:06

თქვენის ნებართვით ერთ კითხვას დავსვამ
მინდა შევიძინო ხელის გადამცემი motorola gp 380 მაინტერესებს ვინმემ ხომ არ იცით სად შემიძლია ამ ხელსაწყოს ყიდვა?
ერი რომელსაც არ სურს ბრძოლა, სიცოცხლის ღირსი არ არის.

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby 4L2M » 07 Apr 2010 00:58

kharmtisa
kharmtisa wrote:მინდა შევიძინო ხელის გადამცემი motorola gp 380 მაინტერესებს ვინმემ ხომ არ იცით სად შემიძლია ამ ხელსაწყოს ყიდვა?

თუ ახლის ყიდვა გსურს, მაშინ მოტოროლას დისტრიბუტორებს უნდა მიაკითხო, მისამართს გაგიგებ, ხოლო თუ ნახმარის, მაშინ ან მშრალ ხიდზე უნდა გახვიდე და ან რადიომოყვარულებს მიაკითხო.
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

User avatar
kharmtisa
ფორუმელი
Posts: 1385
Joined: 12 Apr 2009 19:29

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby kharmtisa » 07 Apr 2010 10:42

4L2M
დიდი მადლობა
მთავარი მაგ მხრივ არის ერთი მე არ ვიცი რა ღირს ეგ მოდელი საქართველოში. რათქმაუნდა ახალი მირჩევნია მაგრამ თუ ვერ გავწვდები ახალს ნახმარს მაინც შევიძენ.
ისე თუ მირჩევდით ხელის გადამცემებში რომელი ჯობია ყველას დიდი მადლობელი დაგრჩებოდით. :kiss:
ერი რომელსაც არ სურს ბრძოლა, სიცოცხლის ღირსი არ არის.

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby 4L2M » 07 Apr 2010 22:55

kharmtisa
kharmtisa wrote:მთავარი მაგ მხრივ არის ერთი მე არ ვიცი რა ღირს

ახალს დაგიფასებენ 300 დოლარის ფარგლებში, ხოლო ნახმარის ყიდვა კი 100 დოლარადაა შესაძლებელი
kharmtisa wrote:ისე თუ მირჩევდით ხელის გადამცემებში რომელი ჯობია ყველას დიდი მადლობელი დაგრჩებოდით

მოტოროლას მუშა რაციები აქვს. თუმცა არც ქენვუდი ან აიქომია ცუდი. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული თუ რა მიზნებისთვის გჭირდება რაცია.
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby RADIST » 11 Apr 2010 14:07

ნავთლუღის ბაზარზე ვნახე 50 ლარად GP 300-ები იყო მგონი თავისი დამტენით.
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

a58345035
ფორუმელი
Posts: 1
Joined: 11 Apr 2010 20:44

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby a58345035 » 11 Apr 2010 20:49

საღამო მშვიდობისა ყველას
შეგიძლია ჩაიკეტო შენს სახელოსნოში, ატარო ექსპერიმენტები და შექმნა ნებისმიერი სახის რადგოპგადამცემი, მაგრამ მისი გამოყენება, ანუ მისი ჩართვა ეთერში, (თუნდაც 1 მიკროვატი იყოს მისი გამომავალი სიმძლავრე), შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია


ადრე სუსურუკუს დროს მემგონი 50 მილივატის ქვევით ლიცენზია არ უნდოდა, და 27 მეგაჰერცზე კიდე 1 ვატამდე.
ახლა გამკაცრდა კანონები?
თუ ასეა მოდელების მართვისათვის რომ აპარატურა იყიდება იმასაც ლიცენზია უნდა ასე გამოდის

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby 4L2M » 11 Apr 2010 21:31

a58345035
a58345035 wrote:ადრე სუსურუკუს დროს მემგონი 50 მილივატის ქვევით ლიცენზია არ უნდოდა

არა მაშინ ნებისმიერ სიხშირეზე მომუშავე და ნებისმიერი სიმძლავრის გადამცემზე საჭირო იყო ნებართვა გარდა მოდელების სამართავი გადამცემისა და იქაც იყო სიმძლავრეში შეზღუდვა.
ახლა კი 27 მეგაჰერცზე, ე.წ. სამოქალაქო დიაპაზონზე სამუშაოდ არ არის საჭირო ნებართვა
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby RADIST » 17 Apr 2010 18:24

Image

ესეც ჩემი არბალეტი თუ ვინმეს გაინტერესებთ, რუსეთის შეიარაღებაშია დღეს-დღეობით.
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

parnaozi
ფორუმელი
Posts: 17
Joined: 02 Apr 2010 00:49

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby parnaozi » 22 Apr 2010 15:53

4L2M გამრჯობათ. შეხედეთ ერთი ამ http://www.sqema.net/ საიტს და თქვენი აზრი მაინტერესებს.

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby 4L2M » 22 Apr 2010 22:51

parnaozi
parnaozi wrote:შეხედეთ ერთი ამ http://www.sqema.net/ საიტს და თქვენი აზრი მაინტერესებს.

ვნახე. კარგი წამოწყებაა და პირადად მე მხარს ვუჭერ ამგვარი საიტის არსებობას. სრულყოფამდე შორსაა, მაგრამ მაინც კარგი რამ განუძრახავთ
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby RADIST » 23 May 2010 18:52

დღეს, დაახლოებით 5-6 წუთის წინ ჩემი P-123M-ით აღმოსავლეთ უკრაინაში ვილაპარაკე, ქალაქი აღარ მახსოვს ზუსტად. მაგრამ შეფასება მომცა იდეალური. წარმოიდგინეთ, ჩემი ვატმეტრი აჩვენებდა 40 ვატს, ანტენა მაქვს ე.წ. "შტირი" (ზუსტად ისეთი, როგორც ლექციაზე იყო დახაზული, ალუმინის "შტირი" და 3 მავთულის საპირწონე, გადამცემიდან ანტენამდე 50 ომიანი კაბელით). მას კი 100 ვატი ჰქონდა და ბევრად უსფრო სუსტად მისმენდა. რომ ვკითხე რა ანტენა ჰქონდა მიპასუხა რომ უბრალო "შტირი" რომელიც 27-ი მეგაჰერცის ნაცვლად 29 მეგაჰერცზე იყ ოაწყობილი და სიმაღლეც დიდი არ ჰქონდა. 2 თუ 3 მეტრი 1 სართულიანი სახლიდან.

P.S. ქართულად მომესალმა :)
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

User avatar
commander
ფორუმელი
Posts: 443
Joined: 23 Jun 2009 20:22

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby commander » 24 May 2010 22:34

აბა კეთილი იყოს ამ განყოფილებაში ჩემი პირველი [პოსტი.
ესეიგი სახლში აღმოვაჩინე რაღაც მოწყობილობა. მართკუთხედის პორმისაა ყავისფერი სიგრძესI დაახლოებით 20 სანტიმეტრი სიგანეში 10 .გვერდზე აქ პატარა სახელური "რუჩკა" სატრიელებელი მიკეცილია გვერდზე. რო ახდი სახურავს აქვს ყურმილი, ელემენტის ჩსადები დიდი ბუდე (მგონი) ორი ღილაკი და კიდე რაღც რაღცეები. ერთი სიტყვით რაღაც რადიოა და ჩემი ვარაუდით მგონი ძველი სამხედრო. ზედ აწერია რო დამზადებულია სსსრ ში. ვინმეს გეცნობატ ზუსტად რა შეიძლება იყოს?

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby RADIST » 24 May 2010 22:47

ასეთია?

Image

ან ასეთი?

Image

ან ასეთი?

Image
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

User avatar
tulkuna
ფორუმელი
Posts: 1049
Joined: 09 Apr 2010 16:29

Re: რადიოაპარატურის მიმოხილვა

Postby tulkuna » 24 May 2010 22:48

commander wrote:აბა კეთილი იყოს ამ განყოფილებაში ჩემი პირველი [პოსტი.
ესეიგი სახლში აღმოვაჩინე რაღაც მოწყობილობა. მართკუთხედის პორმისაა ყავისფერი სიგრძესI დაახლოებით 20 სანტიმეტრი სიგანეში 10 .გვერდზე აქ პატარა სახელური "რუჩკა" სატრიელებელი მიკეცილია გვერდზე. რო ახდი სახურავს აქვს ყურმილი, ელემენტის ჩსადები დიდი ბუდე (მგონი) ორი ღილაკი და კიდე რაღც რაღცეები. ერთი სიტყვით რაღაც რადიოა და ჩემი ვარაუდით მგონი ძველი სამხედრო. ზედ აწერია რო დამზადებულია სსსრ ში. ვინმეს გეცნობატ ზუსტად რა შეიძლება იყოს?


ამხელა პოსტს ერთი სურათი სჯობდა ნამდვილად :)
უნდა იცხოვრო ისე,რომ შენი ყოფნა იყოს აუცილებელი...ხოლო არყოფნა შესამჩნევი.