ანტენები

სამოქალაქო და სამხედრო კავშირგაბმულობა, რადიომოყვარულობა.
User avatar
S.T.A.L.K.E.R
ფორუმელი
Posts: 671
Joined: 19 May 2009 18:05
Location: pripiat

Re: ანტენები

Postby S.T.A.L.K.E.R » 13 Jan 2010 03:15

ყველაზე დიდი ანტენა დედამიწაზე. Arecibo რადიოტელესკოპი, მდებარეობს პუერტო რიკოში, შუა ჯუნგლებში.
დიამეტრი 305 მეტრი.

Image
Last edited by S.T.A.L.K.E.R on 13 Jan 2010 14:11, edited 1 time in total.
წამო წითელ ხიდზე, მაგარია!!! © ,,ჭეშმარიტი" ქართველი

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: ანტენები

Postby arcivi9 » 13 Jan 2010 12:04

collide wrote:
arcivi9 wrote:ოცა რაიმე სიხშირის რადიოტალთა (მაგალითად 100 მეგაჰერცი

რადიოტალღის სიხშირული დიაპაზონია რამდენიმე kHz-დან 3 GHz-მდე (მიკროტალღების ჩათვლით).

საერთოდ, ანეტენები "მუშაობენ" თავიანთი აგებულების მიხედვით სწორედ რადიოტალღებზე ( ვგულისხმობ ინფორმაციის "გადამტან" ანტენებს, როგორიცაა რადიო, ტვ და ა.შ.), მაგრამ არსებობენ ფართოდიაპაზონიანი ანტენებიც, რომლებიც კომპლექსური წინაღობრივი მეთოდების გამოყენებით დაცემული სხივის სიხშირეს ფართო დიაპაზონით არ ცვლის. დიპოლური კონსტრუქციის ანტენებია ესენი ძირითადად ან ე.წ. ლოგარითმულ-პერიოდული ანტენები.

სწორედ შენს მიერ დასმული კითხვის პასუხია ისიც, რომ გარეთ განთავსებულ ანტენებს გააჩნია ე.წ. მეხამრიდი თვისებები ანუ მეხისგან თავდასაცავი/ ეს მეხამრიდული სტანდარტები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია.

ეს საკითხი ასე ორი სიტყვით არ აიხსნება, რამდენადაც არის შემთხვევები რაც უნდა დავუშვათ გარკვეულ დროს და არის შემტხვევები რაც არ უნდა გავითვალისწინოთ.

თუ არ გვსურს ასეთი მაღალსიხშირული სიგნალის მიმრებამდე გადაწოდება, ამ დროს გამოიყენება სხვადასხვა სახის პრინციპებით მომუსავე დანადგარები, თუნდაც დივერსიული ანტენები, რომლებიც არა ერთი არამედ რამდენიმე ანტენის სისტემაა და საბოლოო პუნქტამდე სანამ სიგნალი მიაღწევს, ხდება მისი სასურველ სიხშირემდე დაყვანა.

იმედია ამ თემაში განიხილავენ სხვადასხვა ტიპის ანტენებს და უფრო დაწვრილებით ახსნიან.

ეს გავიგე მაგრამ მე სხვა რამე(ც) მაინტერსებდა: როცა ანტენას ეცემა ვთქვათ ხილული სხივები ისინი წარმოშობენ ანტენაში შესაბამისი სიხშირის ცვლად დენს?
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

collide
ფორუმელი
Posts: 48
Joined: 11 Jan 2010 05:33

Re: ანტენები

Postby collide » 13 Jan 2010 12:35

arcivi9 wrote:ეს გავიგე მაგრამ მე სხვა რამე(ც) მაინტერსებდა: როცა ანტენას ეცემა ვთქვათ ხილული სხივები ისინი წარმოშობენ ანტენაში შესაბამისი სიხშირის ცვლად დენს?

Eagle, ანტენები კონსტრუქციის მიხედვით გათვლილია სასურველ სიხშირეებზე, ძირითადად რადიოტალღური დიაპაზონის სიხშირეებზე. მაგრამ როგორც დაგიწერე, თუ აუცილებელი ხდება მაგ გამოსხივების დამუშავება, მაშინ ჩვეულებრივ მოიქცევა ანტენა ისე, როგრც შენ დაწერე, თუ გარკვეული მეთოდების გამოყენებით ეს სიხშირე არ იქნა შემცირებული.

მოკლედ, თეორიულად შესაძლებელია. მაგრამ პრაქტიკაში იშვიატად გვჭირდება მასეთი რაღაც.
Willkommen in der Wirklichkeit!

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: ანტენები

Postby RADIST » 13 Jan 2010 20:18

Image

ფართოზოლოვანი ანტენა, პროფესიონალურია, ამერიკის საელჩოზე და წითელი ჯვრის შენობაზე ნახავთ ასეთებს :)
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

User avatar
davidgure
ფორუმელი
Posts: 675
Joined: 11 Apr 2009 13:16

Re: ანტენები

Postby davidgure » 13 Jan 2010 20:32

ეგეთი ანტენა ჩემო ბატონო arcivi9-ო არის ადამიანის თვალი
KREATIVI METI KREATIVI

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: ანტენები

Postby 4L2M » 15 Jan 2010 00:10

რომ მიაღწიო ანტენის ეფექტურ მუშაობას, ამისთვის საჭიროა მრავალი ექსპერიმენტის ჩატარება, რის შედეგად მიღწეულ იქნება ანტენის რეზონანსში მოყვანა.
დაახლოებით 1 კვირაში მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ რადიოსამოყვარულო 1,8 მეგაჰერცის სიხშირეზე საინტერესო ექსპერიმენტების გაკეთებას. ვინაიდან სიხშირე საკმაოდ დაბალია, შესაბამისად ანტენის ზომებიც მასშტაბური იქნება. შევეცდებით რამოდენიმე ანტენაზე გავაკეთოთ ექსპერიმენტი. მაგალითად ე.წ. ჩარჩოსებრი ანტენას გავაკეთებთ. მისი პერიმეტრი დაახლოებით 160 მეტრი უნდა იყოს და ეს ანტენა უნდა დავკიდოთ 27 მეტრის სიმაღლეზე. თუ ექსპერიმენტი გამოგვივა, მაშინ ამ სიხშირეზე შევეცდებით ტრანსკონტინენტალური კავშირები გავაკეთოთ. ამ სიხშირეზე 5-6 ათასი კილომეტრის მანძილზე რადიოკავშირის დამყარება არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ისევ ჩვენი ანტენის ეფექტურობის გვჯერა.
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

collide
ფორუმელი
Posts: 48
Joined: 11 Jan 2010 05:33

Re: ანტენები

Postby collide » 15 Jan 2010 09:55

4L2M wrote:მაგრამ ისევ ჩვენი ანტენის ეფექტურობის გვჯერა.

სურათებს მაინც ხომ გვაჩვენებთ მაგ ანტენის ? :)
Willkommen in der Wirklichkeit!

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: ანტენები

Postby RADIST » 16 Jan 2010 14:12

მემგონი ყველაფერი გასაგებადაა ახსნილი აქ:

Image
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: ანტენები

Postby 4L2M » 17 Jan 2010 05:43

collide wrote:
4L2M wrote:მაგრამ ისევ ჩვენი ანტენის ეფექტურობის გვჯერა.

სურათებს მაინც ხომ გვაჩვენებთ მაგ ანტენის ? :)

აუცილებლად დავდებ ყველა სურათს და ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებზეც მოგახსენებთ
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: ანტენები

Postby RADIST » 18 Jan 2010 14:20

აი ჩემი გაკეთებული ვიდეო იხილეთ:

http://www.youtube.com/watch?v=OvOSRfRp6PU
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

User avatar
davidkutaiseli
ფორუმელი
Posts: 810
Joined: 12 Jan 2010 10:24

Re: ანტენები

Postby davidkutaiseli » 18 Jan 2010 20:52

ვიდეო ვიდეო მაგრამ რა ქნა გაამარტლა სჰედეგი იკო? ესაუბრე აფრიკას? ან ამერიკას?
ეგეტი რამეები სულ მაინტერესებდა!
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png

arsenal09
ფორუმელი
Posts: 2
Joined: 18 Jan 2010 22:14

Re: ანტენები

Postby arsenal09 » 18 Jan 2010 22:27

ანტენა სანამ გაკეთდება ითვლიან ფორმულებით წინასწარ როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს და ეგ ფორუმელი დაწერეთ , ფორმულების გარდა კიდევ რა არის საჭირო მის გაკეთების დროს გასათვალისწინებელი, ვიცი ბევრი რამაა რაც ანტენაზე მოქმედებს, მარა მე ძირითადები მაინტერესებს

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: ანტენები

Postby RADIST » 19 Jan 2010 10:20

davidkutaiseli wrote:ვიდეო ვიდეო მაგრამ რა ქნა გაამარტლა სჰედეგი იკო? ესაუბრე აფრიკას? ან ამერიკას?
ეგეტი რამეები სულ მაინტერესებდა!

არა მანდ მე ვინ შემასუნინებდა, ეგენი აშენდა 1940-1950-იან წლებში. საიდანაც მთელს მსოფლიოში მაუწყებლობდნენ AM-ით, გადაცემის მაქსიმალურ ისიმძლავრე 500 კილოვატი იყო. 1990-1996 წელს შეწყვიტა მუშაობა დაკონსერვდა ხოლო ახლა ჯართში გაისტუმრეს.
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

User avatar
davidkutaiseli
ფორუმელი
Posts: 810
Joined: 12 Jan 2010 10:24

Re: ანტენები

Postby davidkutaiseli » 19 Jan 2010 11:19

RADIST wrote:ხოლო ახლა ჯართში გაისტუმრეს.

ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ამხელა ასჰენებული კომპლექსი და ჯართად? რითი აზროვნებს ეს ხალხი?
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: ანტენები

Postby RADIST » 19 Jan 2010 13:55

davidkutaiseli wrote:
RADIST wrote:ხოლო ახლა ჯართში გაისტუმრეს.

ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ამხელა ასჰენებული კომპლექსი და ჯართად? რითი აზროვნებს ეს ხალხი?

ფულით.... ფულით აზროვნებენ... მსოფლიოში სულ რამოდენიმე იყო ეგეთი სადგური.
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST