ანტენები

სამოქალაქო და სამხედრო კავშირგაბმულობა, რადიომოყვარულობა.
User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

ანტენები

Postby Javelin » 09 Jan 2010 23:57

ანტენა არის ენერგიის გარდამქმნელი მოწყობილობა.

ანტენა გარდაქმნის ელექტრომაგნიტურ ველს ელექტრონულ სიგნალად (როდესაც მიმღებია) და პირიქით სიგნალს გარდაქმნის ელექტრომაგნიტურ ველად და ასხივებს სივრცეში (როდესაც გადამცემია)

ანტენების ტიპები:

დიპოლი
Image

პარაბოლური
Image

სექტორული(მიმართული)
Image

გთხოვთ განავრცოთ თემა, ანტენის ტიპები, დათვლის ფორმულები და ა.შ.
ოღონდ ღრმა ფიზიკაში არ უნდა გავიჭრათ, მხოლოდ ის ვისწავლოთ რაც საბაზისოა და დაგვჭირდება.
who dares wins!

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: ანტენები

Postby CZ88 » 10 Jan 2010 00:03

Javelin wrote:გთხოვთ განავრცოთ თემა, ანტენის ტიპები, დათვლის ფორმულები და ა.შ.

ეს ფიზიკის და მათემატიკის გარეშე არ გამოვა, ოსტატო :) მე არაფერს დავწერ, მაგრამ გულისყურით წავიკითხავ თქვენს პოსტებს... თუ რაიმე შეცდომა იქნება, მიგითითებთ .
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: ანტენები

Postby Javelin » 10 Jan 2010 00:14

CZ88 wrote:ეს ფიზიკის და მათემატიკის გარეშე არ გამოვა, ოსტატო :)

"ბევრი" ფიზიკა ხელს შეგვიშლის მემგონი პრაქტიკულად რაც გვჭირდება იმის შესწავლაში...
25მეგაჰერცზე დიპოლის სიგრძის დასათვლელად "ბევრი" არ გამოდის მგონი :)
300000/25000/4=3მეტრი

CZ88 wrote:მე არაფერს დავწერ, მაგრამ გულისყურით წავიკითხავ თქვენს პოსტებს... თუ რაიმე შეცდომა იქნება, მიგითითებთ .

თუ რამეში დაგვეხმარებით მხოლოდ მოხარული ვიქნებით, მეორე ლექცია იყო და რეალურად გამოჩნდა რომ ძაან შორს ვარ :)
who dares wins!

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: ანტენები

Postby CZ88 » 10 Jan 2010 00:21

Javelin wrote:"ბევრი" ფიზიკა ხელს შეგვიშლის მემგონი პრაქტიკულად რაც გვჭირდება იმის შესწავლაში.

ხო, მე უფრო თეორიაში ვარ გამოცდილი , რასაც რადიოტექნიკა ქვია :) იმედია თქვენი მასწავლებელი დაწერს მაგ პრაქტიკულ გამოყენებაზე. მაგრამ მიჩნდება კითხვა, რა იგულისხმება ანტენის პრაქტიკულ გამოყენებაში ზუსტად? რისთვის სწავლობთ, ანუ რა გარემეობაში გსურთ გამოიყენოთ ანტენები ( ცხადია მხოლოდ ანტენა არ იქნება, იქნება სხვა დანადგარებიც) ? რამდენადაც გამოყენების სპექტრი ძალიან დიდია, მაინტერესებს კონკრეტულად რას გულისხმობთ. თუმცა , დაველოდები მასწავლებელს და იმედია დაწერს.
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: ანტენები

Postby Javelin » 10 Jan 2010 00:28

CZ88
ანტენა რათქმაუნდა მიმღებ/გადამცემისთვის გვჭირდება. სწავლების მიზანია სხვადასხვა პირობებში რადიოკავშირის დამყარება. რათქმაუნდა გვექნება მიმღებ/გადამცემებიც.
ჯერ ძალიან საბაზისო თეორიას გავივლით, ანუ ანტენა რა არის, მიმღები, დაბალი სიხშირის გამაძლიერებელი, გენერატორი, მოდულაციები და ა.შ.
როცა ამ ყველაფერს გავუშინაურდებით მერე რთულ რამეებზეც გადავალთ.
who dares wins!

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: ანტენები

Postby CZ88 » 10 Jan 2010 00:34

Javelin wrote:CZ88
ანტენა რათქმაუნდა მიმღებ/გადამცემისთვის გვჭირდება. სწავლების მიზანია სხვადასხვა პირობებში რადიოკავშირის დამყარება. რათქმაუნდა გვექნება მიმღებ/გადამცემებიც.
ჯერ ძალიან საბაზისო თეორიას გავივლით, ანუ ანტენა რა არის, მიმღები, დაბალი სიხშირის გამაძლიერებელი, გენერატორი, მოდულაციები და ა.შ.
როცა ამ ყველაფერს გავუშინაურდებით მერე რთულ რამეებზეც გადავალთ.

საინტერესოა, ეს თემა იქნება აწი ჩემი ფავორიტი და მუდამ თვალს ვადევნებ. ოღონდ ერთი შენიშვნა ანუ რჩევა, ფიზიკის კურსში მაინც გადახედეთ თუნდაც დიპოლი რა არის. დიპოლის მოკლე განმარტება მე რადიოკლუბის თემაში მიწერია და საწყისი ინფორმაციისთვის ისიც საკმარისია, ასევე კოაქსიალობა და მსგავსები, ანუ ძირითადი ტერმინოლოგია მაინც უნდა იცოდეთ. გარდა ამისა, სურათზე ინგლისური წარწერები გადააქართულეთ აჯობებს. იმედია არ მიწყენთ ამ შენიშვნას :) მოკლედ, ველოდები ამ თემის განვრცობას. კაი თემაა .
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: ანტენები

Postby CZ88 » 10 Jan 2010 00:39

პ.ს. ეს გვერდი ნახეთ, ბევრი რამ კარგად უნდა იყოს განმარტებული, რაც გადავხედე არის ოკ:

http://shoshia.byteact.com/lecture3.pdf
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
RADIST
ფორუმელი
Posts: 145
Joined: 20 Aug 2009 16:29
Location: Georgia

Re: ანტენები

Postby RADIST » 10 Jan 2010 12:38

უმარტივესი ანტენები:

Image

Image
მგონი გასაგებად ავხსენი ყველაფერი
www.aisifoce.org

. T-34 რუსული ჟანგი
მხოლოდ ჯართში არის,
ოქროს ფასი!
რუსული რკინა!
რუსული ჟანგი
არის ერთი და იგივე
ჯართი! © RADIST

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: ანტენები

Postby arcivi9 » 11 Jan 2010 11:38

CZ88
ისე მაზერებს არ იყენებენ გადამცემებად?
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.

მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა

ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

collide
ფორუმელი
Posts: 48
Joined: 11 Jan 2010 05:33

Re: ანტენები

Postby collide » 11 Jan 2010 15:55

arcivi9 wrote:CZ88ისე მაზერებს არ იყენებენ გადამცემებად?

( 2-3 დღე ეს ნიკი მექნება)
კი, მაზერები გამოიყენება სატელიტურ და ასტრონომიულ რადიოტექნიკაში, როგორც მიკროტალღური გამოსხივების წარმომქნი.

პ.ს. Microwave Amplification by Stimulated Emission of Radiation (M.A.S.E.R) - არის ლაზერის "ნათესავი": ლაზერისგან განსხვავებით ინდუცირებს არა სინათლის ტალღებს, არამედ მიკროტალღებს: 100 kHz-დან 100 GHz-მდე სიხშირის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რამდენადაც ასეთი ტალღების ტალღის სიგრძე მცირეა, უწოდებენ მიკროტალღებს ( მაღალსიხშირული და მოკლეტალღური).
Willkommen in der Wirklichkeit!

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: ანტენები

Postby arcivi9 » 11 Jan 2010 16:27

collide wrote:

და მძლავრ მაზერულ გამოსხივებას (ლაზერულისა არ იყოს) შეულია რაიმეს დაზიანება?
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.

მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა

ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

collide
ფორუმელი
Posts: 48
Joined: 11 Jan 2010 05:33

Re: ანტენები

Postby collide » 11 Jan 2010 16:37

arcivi9 wrote:და მძლავრ მაზერულ გამოსხივებას (ლაზერულისა არ იყოს) შეულია რაიმეს დაზიანება?

რამდენადაც მიკროტალრებს გამოასხივებს, ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია ... თუ ამას გულისხმობ და სხვა ტექნიკურად არაფერს აზიანებს. პირიქით, მაგის საშუალებით "ნაკლებ ხმაურიან" გამოსხივებას ვღებულობთ და ზუსტი გაზომვებისთვის ამიტომაა ხელსაყრელი. ისე კი მაზერები ატომურ საათებშია გამოყენებული, როგორც ზუსტი საზომი.
Willkommen in der Wirklichkeit!

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: ანტენები

Postby arcivi9 » 11 Jan 2010 17:38

collide
კიდევ აი რა მაინტერსებს (რადიოფიზიკას ეხება): როცა რაიმე სიხშირის რადიოტალთა (მაგალითად 100 მეგაჰერცი სიხშირის) ეცემა ანტენას მასში წარმოშობს იგივე სიხშირის ცვლად დენს, ხომ ასეა? საინტერესოა როცა ვთქვათ ინფრაწითელი, ან ხილული სხივი ეცემა ანტენას, წარმოშობს მასში შესაბამისი (გაცლებით მაღალი რათქმაუნდა) სიხშირის ცვლად დენს?
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.

მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა

ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

collide
ფორუმელი
Posts: 48
Joined: 11 Jan 2010 05:33

Re: ანტენები

Postby collide » 11 Jan 2010 18:26

arcivi9 wrote:ოცა რაიმე სიხშირის რადიოტალთა (მაგალითად 100 მეგაჰერცი

რადიოტალღის სიხშირული დიაპაზონია რამდენიმე kHz-დან 3 GHz-მდე (მიკროტალღების ჩათვლით).

საერთოდ, ანეტენები "მუშაობენ" თავიანთი აგებულების მიხედვით სწორედ რადიოტალღებზე ( ვგულისხმობ ინფორმაციის "გადამტან" ანტენებს, როგორიცაა რადიო, ტვ და ა.შ.), მაგრამ არსებობენ ფართოდიაპაზონიანი ანტენებიც, რომლებიც კომპლექსური წინაღობრივი მეთოდების გამოყენებით დაცემული სხივის სიხშირეს ფართო დიაპაზონით არ ცვლის. დიპოლური კონსტრუქციის ანტენებია ესენი ძირითადად ან ე.წ. ლოგარითმულ-პერიოდული ანტენები.

სწორედ შენს მიერ დასმული კითხვის პასუხია ისიც, რომ გარეთ განთავსებულ ანტენებს გააჩნია ე.წ. მეხამრიდი თვისებები ანუ მეხისგან თავდასაცავი/ ეს მეხამრიდული სტანდარტები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია.

ეს საკითხი ასე ორი სიტყვით არ აიხსნება, რამდენადაც არის შემთხვევები რაც უნდა დავუშვათ გარკვეულ დროს და არის შემტხვევები რაც არ უნდა გავითვალისწინოთ.

თუ არ გვსურს ასეთი მაღალსიხშირული სიგნალის მიმრებამდე გადაწოდება, ამ დროს გამოიყენება სხვადასხვა სახის პრინციპებით მომუსავე დანადგარები, თუნდაც დივერსიული ანტენები, რომლებიც არა ერთი არამედ რამდენიმე ანტენის სისტემაა და საბოლოო პუნქტამდე სანამ სიგნალი მიაღწევს, ხდება მისი სასურველ სიხშირემდე დაყვანა.

იმედია ამ თემაში განიხილავენ სხვადასხვა ტიპის ანტენებს და უფრო დაწვრილებით ახსნიან.
Willkommen in der Wirklichkeit!

4L2M
ფორუმელი
Posts: 154
Joined: 16 Dec 2009 20:44

Re: ანტენები

Postby 4L2M » 11 Jan 2010 23:20

ძალიან საინტერესო თემაა.
ანტენა ხასიათდება თავის სიგრძით. საჭიროა ანტენის სიგრძის გამოანგარიშება. ანტენის სიგრძე აუცილებლად უნდა შევუფარდოთ იმ ტალღის სიგრძეს, რომელზეც მუშაობს ჩვენი რადიომიმღები თუ რადიოგადამცემი. ტალღის სიგრძე იანგარიშება: 300 000 უნდა გავყოთ სიხშირეზე და მივიღებთ ტალღის სიგრძეს. ხოლო ანტენის სიგრძე კი უნდა იყოს ტალღის სიგრძის, ან უნდა იყოს მისი ჯერადი. ანტენების მრავალი სახეობა არსებობს. ანტენის გაკეთებისას აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ მის სიმაღლეს, მიმართულებას, სხვა საგნებიდან დაშორების მანძილს, მის შემავალ წინაღობას,
არსებობს როგორც წრიული გამოსხივების ანტენა, ასევე მიმართული ანტენა. ანტენები ასევე გამოირჩევიან გაძლიერების კოეფიციენტით. ხშირად ერთიდაიგივე ანტენას იყენებენ როგორც მიმღებისთვის ასევე გადამცემისთვის, თუმცა შესაძლოა მიმღებსაც და გადამცემსაც ჰქონდეს ცალ-ცალკე ანტენა.
ანტენები არსებობენ ერთელემენტიანი და მრავალელემენტიანი. რაც უფრო მეტი ელემენტია ანტენაში, მით უფრო დიდია მისი გაძლიერების კოეფიციენტი.
გვხვდება როგორც ე.წ. 'გახსნილი', ასევე ჩარჩოსებრი, ვერტიკალური, დისკოსური ანტენები.
უდავოა რომ ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი რადიომიმღებში განსაზღვრავს მიღებული სიგნალის როგორც ხარისხს, ასევე სიძლიერეს. იგივე ითქმის გადამცემისთვისაც.
საერთოდ ანტენებზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება. ეს ამოუწურავი თემაა. მრავლად არიან ისეთი სპეციალისტები, რომლებიც მთელი თავის ცხოვრების მანძილზე მრავალ მეცნიერულ კვლევებს ატარებენ ანტენებზე. უამრავი ლიტერატურა არსებობს ანტენებზე და ეს საინტერესო თემა ამოუწურავია.
მე პირადად მრავალი ათობით ანტენა მაქვს გაკეთებული და მათი კარგი მუშაობის შედეგად მოკლე ტალღებზე რადიოკავშირი მრავალ ათეულ ათას კილომეტრზეც დამიმყარებია და უზარმაზარი სიამოვნებაც მიმიღია ამისგან.
უმჯობესია ამ თემას ერთი პრაქტიკული ლექცია დავუთმოთ 'აისის' ოფისში, სადაც ამ საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?