Page 1 of 2

რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 26 Jun 2010 23:50
by 4L2M
როგორც კი ეზიარებით რადიოსამოყვარულო ეთერს უმალ მიხვდებით რომ იქ თქვენ მრავალი საინტერესო მიმართულება გელით. შეგიძლიათ სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში მიიღოთ მონაწილეობა, ან მოძებნოთ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა და რადიოკავშირი დაამყაროთ რაც შეიძლება მეტ რადიოსადგურთან.
ერთერთი საინტერესო მიმართულებაა სხვადასხვა რადიოსამოყვარულო კლუბების მიერ დაარსებული დიპლომების პირობების შესრულება, რაც არ არის ადვილი საქმე და უფრო მეტიც ძალიან საინტერესოცაა.
საკითხის უკეთ გაგებისთვის ერთ მაგალითს მოვიყვან:
მაგალითად ამერიკელებმა დაარსეს დიპლომი სახელწოდებით DXCC. ეს დიპლომი ითვლბე აყველაზე პრესტიჟულად მთელ რადიოსამოყვარულო სამყაროში. ამ დიპლომს რაომენიმე ე.წ. ხარისხი აქვს. ყველაზე იოლის შესრულების პირობაა რადიოკავშირი უნდა დაამყრო 100 ქვეყანასთან და აუცილებელია ამ რადიოკავშირის დამადასტურებელი QSL ბარათი მიიღოთ ფოსტით, მოათავსო ერთ ამანთში და გაუგზავნო სადიპლომო კომისიას.
აქ პრობლემა იმაშია რომ ამ ბარათებს ასე ადვილად ვერ მიიღებ. მის მიღებას თვები და ზოგჯერ წლებიც კი სჭირდება. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ რომელიმე რადიომოყვარულის ბარათი თუ შენ გჭირდება, შესაძლოა იმ რადიომოყვარულს არ სჭირდება შენი ბარათი და ბარათების გაცვლასაც ხელს ეს ფაქტორი უშლის. ამ შემთხვევაში შენ ვალდებული ხარ იმ რადიომოყვარულს ბარათის გამოგზავნის საფასური გადაუხადო და თან ეხვეწო, რაც შეიძლება მალე გამოგიგზავნოს რადიოკავშირის ჩატარების დამადასტურებელი ბარათი.

მსოფლიოში მრავალი რადიოსამოყვარულო დიპლომი არსებობს. ზოგი დიპლომის პირობის შესრულება არის ძალიან ადვილი, ხოლო ზოგი დიპლომის პირობის შესრულებასაც შესაძლოა მთელი ცხოვრება მოანდომო. ალბათ მიმიხვდით, რომ რაც უფრო ძნელია დიპლომის პირობის შესრულება, მით უფრო პრესტიჟულია ეს დიპლომი. ნებისმიერი რადიომოყვარული ცდილობს, რომ მან თავისი სიცოცხლის მანძილზე რაც შეიძლება მეტი პრესტიჟული დიპლომი მოიპოვოს, რაც მის მაღალპროფესიონალიზმზე მეტყველებს

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 28 Jun 2010 01:52
by parnaozi
შეაზლებელია ზემოთნახსენები დიპლომების სურათების ნახვა? საინტრესოა ძლიერ

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 01 Jul 2010 07:52
by 4L2M
parnaozi wrote:შეაზლებელია ზემოთნახსენები დიპლომების სურათების ნახვა? საინტრესოა ძლიერ

კი აუცილებლად დავდებ

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 07 Sep 2010 01:55
by parnaozi
4L2M გამარჯობათ,ალბატ ვერ მოხერხდა ?

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 09 Sep 2010 06:11
by 4L2M
parnaozi
parnaozi wrote:ალბატ ვერ მოხერხდა ?

ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.
ზალიან უამრავი დიპლომი არსებობს, რომელსიც ათასობით რადიოსამოყვარულო ორგანიზაციის თუ კერძო პირის მიერ არის დაარსებული. ამომწურავ და ილუსტრირებულ ინფორმაციას დიპლომების შესახებ აი ამ ბმულების მეშვეობით მიიღებთ:
http://www.dxawards.com/
http://www.arrl.org/awards
http://www.ac6v.com/hamawards.htm
http://webhome.idirect.com/~va3rj/awards_dx.html
http://www.qrz.ru/awards/detail/284.html
http://www.ko6lu.com/
http://www.dxzone.com/catalog/DX_Resour ... io_Awards/

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 24 Sep 2010 16:12
by meomari
მე კავშირგაბმულობის კურსი მაქვს გავლილი საგურამოში (ჰარისის რადიოსადგურის დაპროგრამების) წარმატებით გავიარე 5-ზე დავამტავრე 3კვირიანი სწავლება, მაქვს შესაბამისი შეფასების მოწმობა... შეხება მქონდა ხელის,ზურგის და სტაციონალური 150ვატიანი გამაძლიერებელთან, ასევე შემიძლია დიპოლის აწყობა საველე და სტაციონალურის, რადიოსადგურებთან მაქვს 7წლიანი მუშაობის გამოცდილება...

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 24 Sep 2010 16:16
by arcivi9
meomari
მე კავშირგაბმულობის კურსი მაქვს გავლილი საგურამოში

ჯარში?

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 26 Sep 2010 18:04
by meomari
დიახ ჯარში გავიარე...

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 27 Sep 2010 12:42
by arcivi9
meomari wrote:დიახ ჯარში გავიარე...

ძალიან კარგია რომ ჯარში ტექნიკურ რაღაცეებს ასწავლიან Image

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 11 Oct 2010 23:14
by 4L2M
meomari
meomari wrote:მე კავშირგაბმულობის კურსი მაქვს გავლილი საგურამოში (ჰარისის რადიოსადგურის დაპროგრამების) წარმატებით გავიარე 5-ზე დავამტავრე 3კვირიანი სწავლება, მაქვს შესაბამისი შეფასების მოწმობა... შეხება მქონდა ხელის,ზურგის და სტაციონალური 150ვატიანი გამაძლიერებელთან, ასევე შემიძლია დიპოლის აწყობა საველე და სტაციონალურის, რადიოსადგურებთან მაქვს 7წლიანი მუშაობის გამოცდილება...

ეს არ არის პატარა გამოცდილება. შენი გამოცდილებით დიდი დახმარების გაწევა შეგიძლია აისისთვის. ასევე კარგი სანსი გაქვს, რომ რადიომოყვარული გახდე

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 06 Mar 2011 12:14
by gudava
meomari wrote:მე კავშირგაბმულობის კურსი მაქვს გავლილი საგურამოში (ჰარისის რადიოსადგურის დაპროგრამების) წარმატებით გავიარე 5-ზე დავამტავრე 3კვირიანი სწავლება, მაქვს შესაბამისი შეფასების მოწმობა... შეხება მქონდა ხელის,ზურგის და სტაციონალური 150ვატიანი გამაძლიერებელთან, ასევე შემიძლია დიპოლის აწყობა საველე და სტაციონალურის, რადიოსადგურებთან მაქვს 7წლიანი მუშაობის გამოცდილება...


მოგესალმებით ყველას ცოტა მოგვიანებით, სულ შემთხვევით გადავაწყდი ამ ფორუმს.

meomar-თან მაქვს ასეთი შეკითხვა, სავალდეულოდან მოხვდი საგურამოში თუ საკონტრაქტოთი?

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 20 Jul 2011 12:46
by meomari
კურსი საკონტრაქტო სამსახურის დროს გავიარე თუმცა ჩემთვის უცხო არყოფილა ჰარისის რადიოსადგური, 2000წელს სასაზღვრო ჯარებში რო ვმსახურობდი მაშინ ვნახე , მაგდროს თავდაცვა მაგ რადიოსადგურების აზრზეც არიყო,

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 15 Aug 2011 08:44
by RADIST
meomari wrote:კურსი საკონტრაქტო სამსახურის დროს გავიარე თუმცა ჩემთვის უცხო არყოფილა ჰარისის რადიოსადგური, 2000წელს სასაზღვრო ჯარებში რო ვმსახურობდი მაშინ ვნახე , მაგდროს თავდაცვა მაგ რადიოსადგურების აზრზეც არიყო,


რამდენადაც ვიცი 1999-2000 წელს შემოვიდა ჰარისი Falcon II და მაგ დროისთვის სულ 4-5 ცალი იყო და იმასაც მხოლოდ სამინისტრო იყენებდა მაშინ. ხოლო ძველი მოდელები, სიტყვაზე როგორიცაა RF-5022, PRC-138, RF-505 და ა.შ. 80-იანი, 90-იანი წლებიდანაა საქართველოში და ამ აპარატურასთან შეხება არამქონია. მხოლოდ ინტერნეტში რა ინფორმაციაცაა იქიდან ვიცნობ. დღევანდელ დღეს ძალიან გამოუსადეგარია ეგენი და არ ვიცი რა ხდება ამ მოძველებულ აპარატებზე, ჩემი აზრით ჩამოწერდნენ და გაანადგურებდნენ, იმიტომ რომ ეგეთი მოძველებული აპარატურა ომის დროს გარკვეულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული და ასევე ნაკლები დაცვების საშუალება აქვს :)

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 16 Aug 2011 16:28
by SANDRO
RADIST
ფალკონ 3 შემხვედრია აღლუმზე...

Re: რადიომოყვარულთა დიპლომები

Posted: 22 Aug 2011 18:07
by RADIST
SANDRO wrote:RADIST
ფალკონ 3 შემხვედრია აღლუმზე...


გეშლება :) ფალკონ 3 ყველაზე ბოლოს გამოშვებული მოდელია (რამდენადაც ვიცი), რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა და ეგენი ჩვენ არ გვაქვს, შენ ნახავდი ამეებს:

Image


ფალკონ III კიდევ ესაა:

Image