ქართული ნაწარმი

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Re: ქართული ნაწარმი

Postby Avaza » 07 Sep 2010 13:39

Ginevra

საიტზე ბედნიერი შვედების ფოტოები რომ დადეს, რამე ნორმალური ვერ ნახეს? არაბუნებრივია ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ქართული ნაწარმი

Postby Ginevra » 07 Sep 2010 19:35

Avaza
ეგეთ წამოწყებებს გარეგნული მხარე არ უვარგათ ხოლმე. გადაიტანს ადამიანი. მთავარია რასაც აწარმოებენ ის. და ის წვენი ძალიან კარგი იყო. ერთი ისაა, რომ არაა ადვილი საშოვნელი. მე სიამოვნებით ვიყიდი ხოლმე თუ მომხვდება ხელში...
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ქართული ნაწარმი

Postby Ginevra » 29 Nov 2010 21:33

„იყიდე ქართული“

http://www.kartuli.ge/

„იყიდე ქართულის“ ეროვნულ მოძრაობას ავითარებს და მართავს არაკომერციული (არა მოგებაზე ორიენტირებული) ორგანიზაცია – „ქართული კავშირი“. „იყიდე ქართულის“ გუნდი შედგება რამდენიმე ქართველისგან, რომლებსაც აერთიანებთ სამშობლოს სიყვარული და მისთვის თუნდაც მცირე სიკეთის გაკეთების დიდი სურვილი. „ქართულ კავშირს“ არ გააჩნია არანაირი შეხება პოლიტიკასთან ან რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

„ქართული კავშირი“ ოფიციალურად დაფუძნდა 2010 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ერთიანობის დღეს! თუმცა, მისი დაარსების იდეა გაჩნდა და პროექტზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 2009 წელს, მაშინ, როდესაც აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები იქნებოდა მდგრადი ეკონომიკა და მოქალაქეების ერთიანობა საერთო-ეროვნულ საკითხებში.

ჩვენ გვჯერა „იყიდე ქართულის“ ეროვნული მოძრაობის წარმატების იმიტომ, რომ:

♦ კარგად გვაქვს გააზრებული მაკროეკონომიკური გათვითცნობიერების მნიშვნელობა და ის, თუ რა სჭირდებათ დღეს ქართულ ბიზნესებს, საქართველოს მოქალაქეებსა და მთლიანად საქართველოს;

♦ ვართ სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების ადამიანებით დაკომპლექტებული ერთი გუნდი;

♦ გვაქვს წარმატებული კვალიფიკაცია ბიზნესსა და არაკომერციულ საქმიანობაში;

♦ ვართ დამოუკიდებელი ყველასგან და გვამოძრავებს მხოლოდ ერთი მიზანი;

♦ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია გაერთიანება და წარმატების მიღწევა.

მისია

„ქართული კავშირის“ მისია არის საქართველოს მოქალაქეების აზრისა და დამოკიდებულების შეცვლა ყველაფერი ქართულის მიმართ, საქართველოში წარმოებული ან/და ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის (შეთავაზებული მომსახურებების), ქართული კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ქართული თვითმყოფადობისა და ქართული წარმოშობის ელემენტების შემცველი ნებისმიერი რამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების, მათი სწორად შეფასების, დაფასებისა და პოპულარიზაციის გზით; ასევე, საქართველოს მოქალაქეებში პატრიოტული სულისკვეთების აღძვრა და საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ქართული პროდუქციის (მომსახურების) მოხმარების კულტურის დანერგვა.

რას ვაკეთებთ

ჩვენ ვავითარებთ ეროვნულ მოძრაობას სხვადასხვა ღონისძიებებითა და საკომუნიკაციო საშუალებებით, რომელთა დახმარებითაც საშუალებას ვაძლევთ:

♦ „ქართულ“ ბიზნესებს – ხაზი გაუსვან თავიანთი ქართული პროდუქტის უპირატესობებს და ამით გაზარდონ ადგილობრივი წარმოება / მომსახურება, რაც სამომავლოდ დასაქმების დონის ზრდისა და ქართული ეკონომიკის კეთილდღეობის გარანტი იქნება.

♦ ქართველ მომხმარებლებს – მიიღონ ქართულ პროდუქტებთან დაკავშირებული სრული და უტყუარი ინფორმაცია და ზუსტად იცოდნენ, თუ რა შედეგები მოაქვს საქართველოსთვის მათ მიერ ქართული პროდუქციის შეძენას და რატომ უნდა იამაყონ ყოველთვის, როდესაც მიზანმიმართულად ყიდულობენ ქართულ პროდუქტს.
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ქართული ნაწარმი

Postby Ginevra » 29 Nov 2010 21:54

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი:


ორივე საიტზე შეგიძლიათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეკვეთა, შეკვეთა კი ადგილზე მიტანითაა.

მიტანა ფასიანია ორივე შემთხვევაში განსაზღვრული თანხის შეკვეთის გაკეთებამდე.

ორგანული პროდუქტი

http://www.biofood.ge/

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების საკვებად გამოყენება დღეს არა მარტო ფუფუნება, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობაა.

ის პროდუქტები რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ, მათ შორის ბაზარში შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, მეტწილად მოყვანილია
შხამ-ქიმიკატებისა და ქიმიური სასუქების გამოყენებით.

გადამუშავებულ პროდუქციას კი გემოს მისაცემად და შენახვის ვადის გასაგრძელებლად ქიმიურ დანამატებს - ემულგატორებსა და კონსერვანტებს უმატებენ...

ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელ კვების პროდუქტებს!

ჩვენი ბოსტნეული მოყვანილია ქიმიური სასუქების, ჰერბიციდების და პესტიციდების გარეშე. არ ვიყენებთ გენური ინჟინერიით მიღებულ ინგრედიენტებს.

დაავადებებთან ბრძოლის თავიდან ასაცილებლად, მცენარეებს ვუქმნით ისეთ ბუნებრივ პირობებს რომ ისინი ერთმანეთს თვითონ ეხმარებიან.

ცხოველების და ფრინველების სამკურნალოდ ვიყენებთ მხოლოდ ჰომეოპათიურ საშუალებებს რაც უალტერნატივოა ბიოწარმოებისათვის.

ჩვენი პროდუქტი შეიცავს 50%-ით მეტ ვიტამინებს, მინერალებს და ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტებს. ბიოპროდუქტი აძლიერებს ადამიანის ბუნებრივ იმუნიტეტს და ორგანიზმი თავად ებრძვის დაავადებებს.

ელკანა - ბეღელი

http://www.begeli.ge/

შპს ’’ბეღელი’’ დაფუძნებულია 2005 წლის ოქტომბერში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” და შპს “საქართველოს ხილი და ბოსტნეულის” მიერ “ელკანას” წევრი ფერმერების წარმოებული საკვები პროდუქტების პოპულარიზაციისა და ფართო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით.

შპს “ბეღელის” ამოცანაა – “ელკანას” წევრი ბიოფერმერებისაგან პროდუქტის შეძენა, გადამუშავება და სავაჭრო ქსელში განთავსება.

შპს “ბეღელი” ახორციელებს ძველი ქართული პარკოსანი კულტურების (ძაძა, ცულისპირა, ოსპი, ცერცვი, მუხუდო) პოპულარიზაციასა და ფართო მომხმარებლისათვის მიწოდებას. ჩვენი პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ სავაჭრო ობიექტებში: “გუდვილი”, "გუდვილი ვაკეში", სუპერმარკეტი "სალვი", სუპერმარკეტების ქსელი "იბისი", სუპერმარკეტი “ნუცუბიძის 19”, "ვინოთეკა", "ღვინის სახლი", "ღვინის სამყარო". ახლო მომავალში “ბეღელი” გეგმავს საკუთარი მაღაზიის გახსნას.

მეურნეები

შპს “ბეღელის” მიერ წარმოდგენილი პროდუქცია წარმოებულია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” წევრი მეურნეების მიერ. ასოციაციის წევრები არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ფერმერები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, საქართველოში ბიომეურნეობის მდგრადი განვითარებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებული პირები. „ელკანაში“ დღეისათვის გაწევრიანებულია 450 პირი.

ბიო-პროდუქტები

ბიომეურნეობა სოფლის მეურნეობისა და საკვების წარმოების ისეთი სისტემაა, სადაც არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები, პესტიციდები ან სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

ბიომეურნეობაში კატეგორიულად აკრძალულია გენეტიკური ინჟინერიის ტექნოლოგიით მიღებული ორგანიზმების გამოყენება. ასეთ მეურნეობებში წარმოებული პროდუქცია ბიო- (ეკოლოგიურ, ორგანულ) პროდუქტადაა აღიარებული, და ამ სტატუსის შესანარჩუნებლად მისი შემდგომი გადამუშავების, შეფუთვისა და რეალიზაციის პროცესიც ასევე შესატყვისი სტანდარტებით იმართება.

ტერმინი ”ბიო” კანონით განსაზღვრული განმარტებაა და გულისხმობს, რომ მეურნეობის მართვისა და საკვების წარმოების მეთოდები მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება. ტერმინები "ეკოლოგიური" და "ბიო" ან "ორგანული" სინონიმებია.
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

geromi
ფორუმელი
Posts: 5
Joined: 05 Dec 2010 20:28

Re: ქართული ნაწარმი

Postby geromi » 05 Dec 2010 21:31

მივესალმები ქართული პროდუქციის გამოცოცხლებას. რამოდენიმე თვეა რაც ქართულ ბაზარზე იყიდება შემოქმედის ქართული ჩაი, როგორც მწვანე ისე შავი, მაღალი დონის ჩაია, გირჩევთ გასინჯოთ....

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ქართული ნაწარმი

Postby Ginevra » 05 Dec 2010 22:42

geromi wrote:მივესალმები ქართული პროდუქციის გამოცოცხლებას. რამოდენიმე თვეა რაც ქართულ ბაზარზე იყიდება შემოქმედის ქართული ჩაი, როგორც მწვანე ისე შავი, მაღალი დონის ჩაია, გირჩევთ გასინჯოთ....


შემოქმედის ჩაი... არ დამინახავს. ვეცდები გავსინჯო : ) .
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

geromi
ფორუმელი
Posts: 5
Joined: 05 Dec 2010 20:28

Re: ქართული ნაწარმი

Postby geromi » 09 Dec 2010 23:42

შემოქმედის ჩაის ფაბრიკამ (ოზურგეთის რ-ნი) რამდენიმე თვეა გამოუშვა 100გრ-ნი შეფუთვით მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაი, "ქართული ჩაი" აწერია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ დასაყენებელია. 100% სუფთა პროდუქტია

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ქართული ნაწარმი

Postby Ginevra » 10 Dec 2010 19:43

geromi wrote:შემოქმედის ჩაის ფაბრიკამ (ოზურგეთის რ-ნი) რამდენიმე თვეა გამოუშვა 100გრ-ნი შეფუთვით მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაი, "ქართული ჩაი" აწერია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ დასაყენებელია. 100% სუფთა პროდუქტია


კაი ხანია მივხვდი, რომ ჩაი პაკეტებში არ ისმევა. ალბათ იმიტომ, რომ რასაც უნდათ იმას ყრიან, მაინც არ ჩანსო. დასაყენებელ ჩაის მეტი წვალება უნდა (ბადე და ამბები) სამაგიეროდ ბევრად გემრიელია.
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

baobab
ფორუმელი
Posts: 3
Joined: 09 Dec 2010 15:57
Contact:

Re: ქართული ნაწარმი

Postby baobab » 11 Dec 2010 21:19

ყველას მოგესალმებით,

დაათვალიერეთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია http://www.biofood.ge/

ჩვენი გუნდი აწარმოებს ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნეულს და სხვა პროდუქტებს.
ეს ნიშნავს რომ პროდუქტი არის არა გენმოდიფიცირებული, წარმოებაში არ გამოიყენება შხამ ქიმიკატები, სინთეტიკური სასუქები, გერბიციდები და პესტიციდები. ცხოველებში არ გამოიყენება ვაქცინაციები და ანტიბიოტიკები ანუ არის ბუნებრივი , ბუნების ნაწარმი.

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: ქართული ნაწარმი

Postby Forrest Gump » 11 Dec 2010 21:49

http://ka-ge.facebook.com/pages/saukete ... 9943449615

ქართული ჩაი - გურიელი
უვარგისი

User avatar
Capitan Alatriste
ფორუმელი
Posts: 723
Joined: 22 Nov 2009 02:07

Re: ქართული ნაწარმი

Postby Capitan Alatriste » 02 Jan 2011 12:16

Forrest Gump wrote:ქართული ჩაი - გურიელი


არ გეწყინოთ, მაგრამ ნაგავია!
Esto es un tercio espanol

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 02 Jan 2011 15:15

Capitan Alatriste wrote:არ გეწყინოთ, მაგრამ ნაგავია!


გურიელს რჩეული ჯობია, თუმცა ეს უკანასკნელიც ამავე ფირმისაა ...

ამას წინათ ჩაი აისი ვნახე ბაზარში ... ფოტოც გადავუღე ... :)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
kharmtisa
ფორუმელი
Posts: 1385
Joined: 12 Apr 2009 19:29

Re: ქართული ნაწარმი

Postby kharmtisa » 19 Jan 2011 08:48

ქართული ჩაი - გურიელი
ეს ჩაი ერთჯერად შეფუთვაში გამოდის?
ერი რომელსაც არ სურს ბრძოლა, სიცოცხლის ღირსი არ არის.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Re: ქართული ნაწარმი

Postby Avaza » 19 Jan 2011 13:15

kharmtisa wrote:ეს ჩაი ერთჯერად შეფუთვაში გამოდის?


გამოდის ... 25-იანი პაკეტებია ... მაგრამ გურიელს რჩეული ჯობია.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
kharmtisa
ფორუმელი
Posts: 1385
Joined: 12 Apr 2009 19:29

Re: ქართული ნაწარმი

Postby kharmtisa » 19 Jan 2011 18:41

Avaza wrote:გამოდის ... 25-იანი პაკეტებია ... მაგრამ გურიელს რჩეული ჯობია.

ერთჯერადს ქვია გურიელი?
ხოლო რჩეული არ არის ერთჯერადი? ასეა
ერი რომელსაც არ სურს ბრძოლა, სიცოცხლის ღირსი არ არის.