გენმოდიფიცირებული პროდუქცია

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 28 Mar 2012 22:37

ზარაზა
არ ხსნის ქართულს, ფრანგული კიდე არ ვიცი :user:
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby ზარაზა » 29 Mar 2012 11:23

Ginevra wrote:არ ხსნის ქართულს

უცნაურია...
ლინკი მუშაობს ჩემთან...
ტექსტს დავაკოპირებ აგერ:
კანცეროგენული საღებავი: კოკა-კოლა იძულებულია, რეცეპტი შეცვალოს
გამოაქვეყნა ekalejava-მ : პარ, 16/03/2012 - 08:48.

მსოფლიოში ყველაზე მეტად გაყიდვადი გაზიანი სასმელი იძულებული გახდება, შეცვალოს თავისი რეცეპტი, გვატყობინებს Discoverynews-ი. მიზეზი: ქიმიური ხსნარი 4-მეთილიმიდაზოლი (4-MEI), რომელიც არა მარტო ამ სასმელის საღებავად, არამედ სხვა გაზიანი სასმელების, სოიოს სოუსებისა და ზოგიერთი ლუდისათვისაც მოიხმარება.
მომხმარებელთა დაცვის ამერიკულმა ასოციაციამ, საჯარო ინტერესების სფეროს სამეცნიერო ცენტრმა (Centre pour la science dans l'intérêt du public (CSPI)) ერთი წლის წინ ატეხა განგაში. 2011 წლის თებერვალში ასოციაცია საკვებისა და მედიკამენტების ამერიკულ ადმინისტრაციას (FDA) აღნიშნული ხსნარის შემცველი ყველა საკვები პროდუქტის სრულად და მარტივად აკრძალვას თხოვდა.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერები ვერ თანხმდებიან 4-MEI-საგან მოსალოდნელ საფრთხეებზე. მღრღნელებზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ამერიკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მხოლოდ დღეში 1000 ქილაზე მეტი სასმელის მოხმარებისას ჩნედბა საშიშროება. თავის მხრივ, CSPI ახალ ტესტებს უპირისპირებს მათ, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს და სასმელის უსარგებლობაზე მეტყველებს. ასოციაციის მტკიცებით, კანცეროგენი მაშინ ფორმირდება, როდესაც ამიაკი და/ან სულფიტები 4-MEI-სთან ერთად გამოიყენება გაზიანი სასმელისათვის ყავისფერი შეფერილობის მისაცემად.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://www.lemonde.fr/
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)