გენმოდიფიცირებული პროდუქცია

ksovreli
ფორუმელი
Posts: 26
Joined: 17 Mar 2010 14:25
Location: თბილისი

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby ksovreli » 17 Mar 2010 15:26

მე ჯერ კიდევ მახსოვს პაპაჩემის ხელით მოყვანილი პომიდვრის გემო (80-იანი წლები).
იმ პომიდორს, რომელსაც დღეს ნიჩბით ტვირთავენ სატვირთოში და მაინც არ იჭყლიტება, არაფრის გემო არა აქვს.
არადა, პომიდორს იშვიათი კვებითი ღირებულება აქვს...

რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რომ ნაგავს ვჭამ, მაგრამ ჩემთვის აქვს მნიშვნელობა 1 კილო ნაგავს მივიღებ დღეში თუ 2-ს.

ყველაზე საცოდავ მდგომარეობაში პურია:

ჯერ ხომ ხორბალი გენურად გადააგვარეს;
მერე ფრქვავენ და კანს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, ყრიან;
ფქვილის შენახვის ნორმების დაცვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ალბათ;
საცხობში (კაცმა არ იცის რა პირობებში) ზელავენ ცომს, რომელსაც უმატებენ საფუარს და საკვებ დანამატებს (კანი გადაყარეს და...);
გამომცხვარ ცომის მასას საცოდავ ფურგონებში ყრიან (მძღოლს ხელები დაბანილი არ ექნება!);
მაღაზიებშიც "ისე რა" პირობებია შენახვისთვის.

აზიზი არ ვარ, მაგრამ პურს აღარ ვყიდულობ :D
ნანახი მაქვს, მაგალითად, როგორ მზადდება ვაფლი...

გასაგებია, ნებისმიერი პროდუქტის დამზადებაში ადამიანის "ხელი" მონაწილეობს, მაგრამ ნედლეული მაინც უნდა იყოს ხარისხიანი.
ეგეც რომ არ არის?!

უნდა ეცადო, რაც შეიცლება "უმი" ნედლეული იყიდო და შემდეგ დაამუშავო.

არ არის საჭირო სწრაფი კვების ობიექტების მომსახურებით სარგებლობა.
იყიდეთ: ბანანი (თუნდაც გენმოდიფიცირებული), ვაშლი (ადგილობრივი თავზე საყრელად გვაქვს) და ა.შ.
1 ლარიანი ლობიანი რომ იყიდო, მოიწამლები :D ხოლო 1 ლარად 1 კილო ვაშლი (იქნებ 3-ც) მოგივა.

ახლა არ გამომეკიდოთ სიტყვებზე, უბრალოდ უნდა ეცადო :D

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 17 Mar 2010 20:42

ksovreli
ფქვილის შენახვის ნორმების დაცვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ალბათ


იქნებ და იცავენ ნორმებს?

(მძღოლს ხელები დაბანილი არ ექნება!)


და იქნება და აქვს?

1 ლარიანი ლობიანი რომ იყიდო, მოიწამლები

მთელი სკოლის პერიოდი ერთლარიან კი არა 80 თეთრიან ლობიანებზე მაქვს გადავლილი და არ მოვწამლულვარ.... უნდა იცოდე სად იყიდო...


ზედმეტად ხო არ უწვრილმანდები ამ ყველაფერს?

მირჩევნია ბინძური იყოს და ბუნებრივი, ვიდრე გაწკრიალებული და რაღაც მეც რო არ ვიცი ის...
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

ksovreli
ფორუმელი
Posts: 26
Joined: 17 Mar 2010 14:25
Location: თბილისი

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby ksovreli » 17 Mar 2010 23:17

Ginevra

აკი გთხოვეთ, სიტყვებზე ნუ გამომეკიდებით-მეთქი ;)
მე 50 თეთრიან ლობიანზე მაქვს გადავლილი სტუდენტობა :lol:
და მნიშვნელობა არა აქვს სად იყიდი - ლარიანი ლობიანი ლარიანი ლობიანია.
ლობიანის ჭამით არ მოიწამლები, რა თქმა უნდა. მაგრამ განა მარტო ლობიანშია პრობლემა?

ჯანსაღი ცხოვრების წესი მარტო ფიზიკური ვარჯიში და არამწეველობა არ არის.
ჯანსაღი ცხოვრების წესი გულისხმობს კვების კულტურის ქონას: სად, როდის, რამდენს და რას მიირთმევ.

თუ რამის გამოსწორება გინდა (შენზე არ მაქვს საუბარი), საკუთარი თავით უნდა დაიწყო.
როგორ "დაასუფთავებ" ქვეყანას, თუ საკუთარი ორგანიზმის სისუფთავეზე არ ზრუნავ?
ჰოდა, აქედან რა გამოდის: როგორც ვუვლით საკუთარ სხეულს, ისე ვუვლით ქვეყანას.
იქნებ ვინმე არ დამეთანხმოს?


მირჩევნია ბინძური იყოს და ბუნებრივი, ვიდრე გაწკრიალებული და რაღაც მეც რო არ ვიცი ის...

100% (თუმცა წყლის გადავლება ნაღდად არ აწყენდა ;) )


User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 18 Mar 2010 17:24

gugusha wrote:https://secure.avaaz.org/en/eu_health_and_biodiversity/" onclick="window.open(this.href);return false;


მოვაწერე :)
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
todd
ფორუმელი
Posts: 244
Joined: 14 Apr 2010 19:38

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby todd » 11 Jun 2010 16:39

Ginevra wrote:ელკანა




რა არის ბიომეურნეობა და ბიოპროდუქცია

ბიომეურნეობა სოფლის მეურნეობისა და საკვების წარმოების ისეთი სისტემაა, სადაც არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები, პესტიციდები ან სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

ესეიგი,ამ საქმეში ცოტა რაგაც გამეგება და გეტყვით,რომ ჯერ ერთი პესტიციდი და ჰერბიციდი სხვადასხვა რამე არაა.პესტიციდები არის პრეპარატები,რომლებიც იცავენ მცენარეს სხვადასხვა მავნებლებისგან,პესტიციდებში შედიან ჰერბიციდები,(სარეველების საწ.პრეპარატები)ფუნგიციდები (სოკოვანი დაავ.საწ.პრეპარატები)ეგოციდები..და ა.შ.
მე თვითონ დავთესე კარტოფილი შარშან და მინდა გითხრათ,რომ არის დაავადებები,რომლებსაც თუ არ უმკურნალე(პესტიციდებით!)შეიზლება ერთი კარტოფილიც ვერ აიღო.
რაც შეეხება მინერალურ სასუქებს,უსასუქოდ 1ჰექტარზე 20ტონა კარტოფილზე მეტს ვერ აიგებ,მაშინ როცა სასუქებით შესაძლებელია 60ტონის მოყვანა.ასე რომ უსასუქოდ მოყვანას წაგებაში მივყავართ,იმიტომ,რომ ასეთ პროდუქტზე ჩვენთან მოთხოვნა არაა!(ყოვე შემთხვევაში 3ჯერ მეტს არავინ გადაიხდის ,,შეუხედავ"კარტოფილებში)
ასე რომ ჩემი აზრით ეს მოვლენები სასიკეთოდ აღარ შეიცვლება :cry: მარა გული არ გაიტეხოთ,მ ა ი ნ ც ყ ვ ე ლ ა ნ ი დ ა ვ ი ხ ო ც ე ბ ი თ!!! :twisted: :twisted: :twisted:
The world will not be destroyed by those who do evil, but by those who watch them without doing anything_Albert Einstein.

User avatar
iaBaggins
ფორუმელი
Posts: 274
Joined: 21 Mar 2010 20:06

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby iaBaggins » 11 Jun 2010 16:47

todd
ეს პესტიციდები არაორგანულია?


ხო არსებობს ორგანული სასუქები და სტიმულატორები, ორგანულით რო ჩაანაცვლონ მაინც წამგებიანია?



თუმცა მართლა რა მნისვნელობა აქვს, ხო
მ ა ი ნ ც ყ ვ ე ლ ა ნ ი დ ა ვ ი ხ ო ც ე ბ ი თ!!!

:D

User avatar
todd
ფორუმელი
Posts: 244
Joined: 14 Apr 2010 19:38

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby todd » 11 Jun 2010 16:55

iaBaggins
პესტიციდები სსუქები არაა,-წამლებია!ორგანულ სასუქებს რაც შეეხება მათი შეტანა შეიზლება,მარა ჰექტარზე 80ტონა მაინც უდა შეიტანო და მაგდენ მოსავალს მაინც ვერ აიგებ.თან სად 80ტონის შეტანა და მერე გაშლა და სად რამდენიმე ტომრის?!ყიდვაზე და ტრანსპორტირებაზე აგარაპერს ვამბობ...
The world will not be destroyed by those who do evil, but by those who watch them without doing anything_Albert Einstein.

User avatar
iaBaggins
ფორუმელი
Posts: 274
Joined: 21 Mar 2010 20:06

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby iaBaggins » 11 Jun 2010 17:03

todd
კი ძვირია, მაგრამ თუნდაც მარტო ქართული "ბიორაგის" (მარილიან ნიადაგზე) გამოყენებით როგორც ვიცი ძალიან სასწაული შედეგბი მიიღეს


მე მაინც მგონია, რომ ნამდვილად არის გამოსვალი თუ მონდომება იქნება

User avatar
todd
ფორუმელი
Posts: 244
Joined: 14 Apr 2010 19:38

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby todd » 11 Jun 2010 21:54

iaBaggins
შედეგს იძლევა,მარა ხარჯიც მეტია.ხარჯი,რო იზრდება კიდე თვითღირებულებაც იმატებს.
ისე მასეთი ცუდიც არ არის სასუქი თუ ზომიერად შეიტან.ეგ იგივეა,რაც ბავშვს ვიტამინები დაალევინო.ანუ კარგია თუ ვიტამინს ვაშლიდან მიიღებს,მარა ,,ჯუნგლი მინერალებსაც"არა უშავს:D
The world will not be destroyed by those who do evil, but by those who watch them without doing anything_Albert Einstein.

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 11 Jun 2010 21:59

todd
თან გარემოსთვის კარგი და თან მომგებიანი რომ იყოს პრობლემაც აღარ იქნებოდა... პრობლემა ისაა, რომ იმიტომ რომ ბევრი შემოსავალი იყოს, უგულებელვყოფთ ისევე ჩვენს და გარემოს უსაფრთხოებას...

რაღაც დათმობებზე ღირს წასვლა. ამისთვის ვწვალობთ :) :P
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
todd
ფორუმელი
Posts: 244
Joined: 14 Apr 2010 19:38

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby todd » 11 Jun 2010 22:16

Ginevra
პრობლემაა ისიცაა,რომ მანქანები დადიან და გამონაბოლქვი აქვთ,მარა ცხენების დროს ვერ დავაბრუნებთ.არც ფერმერი არ მოიყვანს მოსავალს სასუქის გარეშე,იმიტომ რომ წაგებაში წავა.
რაც შეეხება გენ.მოდ.პროდუქციას ის უნდა იწარმოებოდეს,ოგონდ მკაცრი კონტროლით და უნდა გამოსარჩევი მარკა.მოვლენებს ხანდახან სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ.მაგ.სომალელებს ურჩევნიათ თევზ-პომიდორი ჭამონ,ვიდრე მშიერი მოკვდნენ.ხალხი შიმშილის ზღვარზეა და საჭიროა ბევრი საჭმელი.
The world will not be destroyed by those who do evil, but by those who watch them without doing anything_Albert Einstein.

User avatar
gugusha
ფორუმელი
Posts: 507
Joined: 14 Apr 2009 11:00

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby gugusha » 11 Jun 2010 22:26

todd
iaBaggins

ისე რა შუაშია სასუქები და წამლების გენმოდიფიცირებული პროდუქციის თემაში მარა...



თუ მაგ ტემაში გარკვეული ხარ მასინ გეციდონება რომ დღითი დღე ბიოლოგიურად სუფტა პროდუქციის მიმართ იზრდენა ინტერესიც და მოტხოვნილებაც. განსაკუტრებიტ განვითარებულ ევროკავშირის ქვეყნებში.

ისე ერთ ჰექტარზე 80 ტომა სასუქი მემგონი ნამეტანი გადააწარბე.

რაც შეეხება შენს მიერ ცამოტვლილი პრეპარატების შეწამვლას. თუ გათვიცნობიერებული ხარ გეცოდინება რომ მაგის გამო ნიადაგი ნარკომანდება, ეცემა ზოგადად ნაყოფიერება ნიადაგის და ნიადაგში მადამინისათვის მავნე ნივთიერებები გროვდება რომელიც მერე ნაყოფში გადადის.
საერთო ჯამში ბევრი ფაქტორი მიუტიტეს იმას რომ ეგ არის მხოლოდ დროებითი დადებითი შედეგის მომტანი.

User avatar
tulkuna
ფორუმელი
Posts: 1049
Joined: 09 Apr 2010 16:29

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby tulkuna » 11 Jun 2010 22:41

არ ვიცი სად უნდა დამეწერა და ამიტომ აქ ვწერ...
ე.ი.გადავწყვიტე "ყვავილნარიუმი" გავაკეთო "ბაღში"(პატარა ტერიტორიაა, მაგრამ გამოდგება სურვილისთვის).

ხოდა აი რა ხდება გაზაფხული და შემოდგომა ვიცი რომ კარგია დასარგავად, მაგრამ ის ყვავილები რაც მომწონს ზაფხულობით ყვავის აქედან გამომდინარე სახლში გროვდება უამრავი (უფესვო) ვარდი როგორ უნდა ვახარო?

ან კიდევ ჰოლანდიური ვარდები რომ არის იმაზე ამბობენ "ბალზამირებულიაო" და ვერ იხარებსო :( რამდენად მართალია?
უნდა იცხოვრო ისე,რომ შენი ყოფნა იყოს აუცილებელი...ხოლო არყოფნა შესამჩნევი.

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 11 Jun 2010 23:21

todd wrote:Ginevra
პრობლემაა ისიცაა,რომ მანქანები დადიან და გამონაბოლქვი აქვთ,მარა ცხენების დროს ვერ დავაბრუნებთ.არც ფერმერი არ მოიყვანს მოსავალს სასუქის გარეშე,იმიტომ რომ წაგებაში წავა.
რაც შეეხება გენ.მოდ.პროდუქციას ის უნდა იწარმოებოდეს,ოგონდ მკაცრი კონტროლით და უნდა გამოსარჩევი მარკა.მოვლენებს ხანდახან სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ.მაგ.სომალელებს ურჩევნიათ თევზ-პომიდორი ჭამონ,ვიდრე მშიერი მოკვდნენ.ხალხი შიმშილის ზღვარზეა და საჭიროა ბევრი საჭმელი.


ცხენების დრო კი არ უნდა დავაბრუნოთ, არამედ სუფთა საწვავი და კარგი ფილტრები გამოვიყენოთ. ტექნოლოგიები ტყუილად არ ვითარდება.

რაც შეეხება შიმშილს.... რატომღაც ისე მგონია, რომ სწორი დაგეგმვის და ეკონომიკის სწორი განვითარების შემთხვევაში სომალელებს არ ექნებათ შიმშილის პრობლემა.
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.