გენმოდიფიცირებული პროდუქცია

User avatar
gugusha
ფორუმელი
Posts: 507
Joined: 14 Apr 2009 11:00

გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby gugusha » 02 Mar 2010 21:45

გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ ყველას ალბათ გსმენიათ. საქართველოშიც კარგა ხანია შემოაღწია ამ პროდუქციამ. მსოფლიოში დიდი სჯა ბაასი მიდის იმის შესახებ თუ რამდენად სასარგბლო და გამართლებულია ასეთი რამ. ამასობასი კი ჩვენთა საქართველოში შეუძლებელია იმის გარცევა თუ როგორ [როდუქციას ვყიდულობთ ისეთს როგორიც ღმერთმა მოგვცა თუ ისეთს რომელც ლაბორატორიაში სხვადასხვა მხენარისა თუ ცხოველის გენების შეჯვარებით იქნა გამოყვანილი.

ეს საკითხი კაი ხანია მაფიქრებს და მადარდებს. როგორც იქნა ამის შესახებ მტავრობაშიც დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს კანონის მიღება, რასაც ორივე ხელით მივესალმები. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია როგორ საბოლოო სახეს მიიღებს და შესრულდება თუ არა.

http://24saati.ge/index.php/category/bu ... 02-26/3937

მოკლედ ამტემაში ვისაუბროთ ასეთ პრდუქციაზე, მის უარყოფით თუ დადებით მხარეებზე და ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ როდუქციის მიმართ.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 03 Mar 2010 13:15

დამღით აღინიშნოს რომ გენმოდიფიცირებულია და ეგაა რა .. ვისაც უნდა რომ დათვის ყურები გამოებას, ჭამოს ... :)

+ საქართველოში აიკრძალოს მაგის დათესვა და მოყვანა.

სულ ესაა მგონი ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 03 Mar 2010 13:32

Avaza
მეგობრის დედა მუშაობს საბჟოზე, სადაც პროდუქციას ამოწმებენ და იმან მითხრა, რომ ძალიან ბევრი გენმოდიფიცირებული პროდუქცია შემოდის.

და როგორც მან ამიხსნა ყველაზე დიდი პრობლემა შემდეგშია: მაგალითად გენმოდიფიცირებული ხორბალი. რომ დათესავ, იძლევა ძალიან დიდ მოსავალს, მაგრამ, შემდეგ წელს ეს მოსავალი იკლებს. და საბოლოოდ საერთოდ უვარგისი ხდება. ამიტომ შენ მომწოდებელზე ხდები დამოკიდებული. როდესაც, ქართული ხორბალი, იმხელა მოსავალს არ იძლევა, სამაგიეროდ, 'ვადიანი' არ არის.

ანუ ამ გენმოდიფიცირებული პროდუქციით შენ ხდები ამ პროდუქციის მომწოდებელზე დამოკიდებული.



მართლა ასაკრძალია. და კიდევ უფრო მეტად - ინფორმაცია მისაწოდებელი ხალხისთვის...

მე პირადად დიდად არ ვღელავ იმაზე, რას ვჭამ... მაინც ბევრ ნაგავს ვჭამთ, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკისთვისაა ძალიან ცუდი და ზოგადად არასწორი.

ამიტომ ველოდები, როდის გაჩნდება პროდუქტი წარწერით 'ბიო' ქართულ მაღაზიებში.
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
gugusha
ფორუმელი
Posts: 507
Joined: 14 Apr 2009 11:00

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby gugusha » 04 Mar 2010 10:40

და როგორც მან ამიხსნა ყველაზე დიდი პრობლემა შემდეგშია: მაგალითად გენმოდიფიცირებული ხორბალი. რომ დათესავ, იძლევა ძალიან დიდ მოსავალს, მაგრამ, შემდეგ წელს ეს მოსავალი იკლებს. და საბოლოოდ საერთოდ უვარგისი ხდება. ამიტომ შენ მომწოდებელზე ხდები დამოკიდებული. როდესაც, ქართული ხორბალი, იმხელა მოსავალს არ იძლევა, სამაგიეროდ, 'ვადიანი' არ არის.




არის ერთ-ერთი მოსაზრებაც იმის შეასხებ თუ რატომ მოედო ეს პროდუქცია ასე სწარაფ მსოფლიოს. ამაში სწორედ რომ ამ გენმოდიფიცირებული პროდუქციის მწარმოებლები არიან. არის რამოდენიმე დიდი კორპორაცია რომლებიც ამათ აწარმოებენ, თუ ისინი შეძლებენ რომ განდევნონ ჩვეულებრივი პროდუქეტები ძალაუნებურად მთელი მსოფლიო მათზე იქნება მიბმული და ვალდებული იქნება მათგან იყიდოს სანერგე მასალა. რადგან ჩვეულებრივი პროდუქცია აღარ იქნება გავრცელებული რომკ ის გამოიყენონ დასატესად ხოლო ეს გენმოდიფიცირებული პროდუქცია კი მეორე და მესამე მოსავასლ აღარ იძლევა.
თუმცა ესეც მხოლოდ მოსაზრებაა ჯერ. მაგრამ ჩემი აზრის საყურადრებო.

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 04 Mar 2010 12:30

gugusha
და ეგ მოსაზრება ძალიან მაშინებს...
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 04 Mar 2010 16:08

ელკანა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანა” დაფუძნდა 1994 წელს, 1996 წლიდან ის ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) წევრია. ორგანიზაციის წევრები არიან საქართველოს ფერმერები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, მეცნიერები, საქართველოში ბიომეურნეობის მდგრადი განვითარებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებული პირები. ”ელკანაში” დღეისათვის გაწევრიანებულია 450 პირი.

ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.

საქმიანობის სფეროები

    კონსულტაციები ბიომეურნეობის დარგში
    საქართველოში ბიოპროდუქციის ბაზრის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა
    ბიოპროდუქციის გადამუშავება-რეალიზაციისა და მისი შემოსავლის მომტან ბიზნესად გადაქცევის ხელშეწყობა
    ბიოპროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის უზრუნველყოფა
    ახალი ბიოპრეპარატებისა და ტექნოლოგიების გამოცდა, პოპულარიზაცია და დანერგვა ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში
    ადგილობრივი ტრადიციული, გადაშენების პირას მდგარი ძველი ქართული ჯიშების აღდგენა და მდგრადი გამოყენება
    სოფლად თემის ჩამოყალიბებისა და გააქტიურების ხელშეწყობა
    სოფლად ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ტრადიციული საკვების და ღვინის წარმოებისა და გადამუშავების მეთოდების წარმოჩენა
    ბიომეურნეთა გაერთიანებისა და კოოპერირების ხელშეწყობა
    ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის, ტრადიციული ჯიშებისა და ეკოპროდუქციის პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში
    ბიომეურნეთა უფლებების დაცვა

მომსახურების ძირითადი მიმართულებები

    მეურნეობის მართვის ბიომეთოდებზე გადასვლის გეგმის შემუშავება
    მეურნეობის ეკონომიკური დაგეგმვა, ოპტიმიზაცია
    საკონსულტაციო მომსახურება ბიომეურნეობის სფეროში
    კონსულტაციები ბიზნეს-დაგეგმარებასა და მარკეტინგში
    ადგილობრივი ტრადიციული ქართული ჯიშების სათესლე და სარგავი მასალის მიწოდება ფერმერთათვის
    ტრენინგები და სემინარები ბიოაგროწარმოების, სამრჩევლო მომსახურების, ბიზნეს-დაგეგმარების, სათემო მობილიზაციის, სოფლის ტურიზმისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებზე



რა არის ბიომეურნეობა და ბიოპროდუქცია

ბიომეურნეობა სოფლის მეურნეობისა და საკვების წარმოების ისეთი სისტემაა, სადაც არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები, პესტიციდები ან სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ბიომეურნეობაში კატეგორიულად აკრძალულია გენეტიკური ინჟინერიის ტექნოლოგიით მიღებული ორგანიზმების გამოყენება. ასეთ მეურნეობებში წარმოებული პროდუქცია ბიო- (ეკოლოგიურ, ორგანულ) პროდუქტადაა აღიარებული, და ამ სტატუსის შესანარჩუნებლად მისი შემდგომი გადამუშავების, შეფუთვისა და რეალიზაციის პროცესიც ასევე შესატყვისი სტანდარტებით იმართება.

ტერმინი ”ბიო” კანონით განსაზღვრული განმარტებაა და გულისხმობს, რომ მეურნეობის მართვისა და საკვების წარმოების მეთოდები მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება. ტერმინები "ეკოლოგიური" და "ბიო" ან "ორგანული" სინონიმებია.
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby arcivi9 » 04 Mar 2010 16:24

ძალიან მინდა გავიგო გენმოდიფიცირებული საკვები რატომაა მავნებელი? განა იგივე ორგანულ ნივთიერებებს არ ვჭამ ამ დროს?
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

User avatar
gugusha
ფორუმელი
Posts: 507
Joined: 14 Apr 2009 11:00

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby gugusha » 04 Mar 2010 17:58

arcivi9 wrote:ძალიან მინდა გავიგო გენმოდიფიცირებული საკვები რატომაა მავნებელი? განა იგივე ორგანულ ნივთიერებებს არ ვჭამ ამ დროს?




არა მთლად სწორად ვერ გაიგე. ცალსახად არ არის დადგენილი რომ ესეთი პროდუქცია მავნეა. აკი დავწერე პირველ პოსტში რომ მსოფლიოში დიდი სჯა ბაასი მიდის ამ თემაზე თქო.

ეგ მასე რომ იყოს მაშინ აკრძალული იქნებოდა და არალეგალური იქნებოდა.

რატომ არის და რითი არის მავნე მაგაზე ბევრია დაწერილი თუ მოიძიებ ინტერნეტში ბევრს ნახავ.

ძალიან მოკლედ კი იმას გეტყვი რომ მაგალითად სიცივეგამძლე პამიდორის შესაქმნელად რომ ჩრდილოეთის თევზების გენს მგამოიყენებენ. და რომ გიდევს თეფშზე პამიდორ-თევზი რაღააც მთლად კარგი არ უნდა იყოს. ხოლო მავნებლობას რაც შეეხება საუბარია იმაზე თუ ამ გენების არევა როგორ შედეგებს მოიტანს გრძელვადიან ეპერსპექტივაში ხომ არ არევს გენებს ადამინშიც და ასე შემდეგ. მითუმეტეს რომ ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრება რომ ასეთი პროდუქციის დათესვის შემდეგ რჩება ნიადაგში და გენეტკურდად შეიძლება დაამახინჯოს უკვე სხვა მოსავალიც კი.

User avatar
ჯადოქარი
ფორუმელი
Posts: 710
Joined: 02 Jul 2009 18:48
Location: Sonora

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby ჯადოქარი » 04 Mar 2010 19:31

gugusha wrote:ძალიან მოკლედ კი იმას გეტყვი რომ მაგალითად სიცივეგამძლე პამიდორის შესაქმნელად რომ ჩრდილოეთის თევზების გენს მგამოიყენებენ.

gugusha
ეუFFFFF Image Image თევზი - პომიდორი.. პომიდორი - თევზი... Image ვაი!

და ამის მერე მე მეძAხიან ჯადოქარს?! :lol:
მეათე ხარისხოვანი ქვეყნის პირველ ხარისხოვანი მოქალაქე.
ხშირად ამა თუ იმ საზოადოებაში სიცოცხლე არც ღირს, მაგრამ ხეზე ცხოვრება ბევრად უარესი იქნებოდა.

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby NAZGHA » 04 Mar 2010 23:29

ნავთობი რომ არა ნახევარი დედამიწა შიმშილით გაწყდებოდა და არც ის კომფორტი გვექნებოდა რითაც დღეს ვტკბებით. აბა წარმოიდგინეთ მსოფლიო შიგაწვის ძრავის გარეშე 1 დღე დამიხვდებით რომ შუა საუკუნეეებში დავბუნდებით.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 04 Mar 2010 23:33

NAZGHA
50 წელში აღარ იქნება ეგ შენი ნავთობი :))
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby NAZGHA » 04 Mar 2010 23:34

Ginevra
იქამდე რამეს მმოვიფიქრებთ და მერე მადლობას ეტყვიან ნავთობს ამხელა განვითარებას რომ აზიარა კაცობრიობა
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby Ginevra » 04 Mar 2010 23:35

NAZGHA
ისე ნავთობი ვინ ახსენა?
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby NAZGHA » 04 Mar 2010 23:37

Ginevra
იგივეა გენმოდიფიცირებულ საჭმელზეც რა. დათვის გენები რომ აქვს პომიდორს რა მნიშვნელობა აქვს დათვის ხორციც იჭმევა და პომიდორიც :) პომიდორს ცოტა ხორცის გემოც თU იქნება კარგი იქნება :)
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
რომანოზ
ფორუმელი
Posts: 505
Joined: 29 Dec 2009 18:42

Re: გენმოდიფიცირებული პროდუქცია

Postby რომანოზ » 04 Mar 2010 23:38

NAZGHA wrote:ნავთობი რომ არა ნახევარი დედამიწა შიმშილით გაწყდებოდა და არც ის კომფორტი გვექნებოდა რითაც დღეს ვტკბებით. აბა წარმოიდგინეთ მსოფლიო შიგაწვის ძრავის გარეშე 1 დღე დამიხვდებით რომ შუა საუკუნეეებში დავბუნდებით.

რაღაც ხიბლი იმ ეპოქასაც აქვს, ჯანმრთელობისა და უფლებათა დაცვის პრობლემა რომ არ ყოფილიყო :)
ძალა ერთობაშია!

"ცალკეული ინდივიდების საქციელი განსაზღვრავს ერის საქციელს და სახელს"_ ჰარი გრეი