Page 2 of 3

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 04 Feb 2010 12:46
by Ginevra
arcivi9 wrote:
მასშტაბური აქცია - „პოლიეთილენის პაკეტი - ბუნების მტერია”

მგონი კარგი იქნებოდა ცელოფნების და პლასტმასების თუ ბოლომდე აკრძალვა არა, მათი შეზღუდვა მაინც. მაგალითად არაფერი გვიჭირს რომ სასმელი დავლიოთ შუშის ბოთლიდან და არა პლასტმასის ერთჯერადი ბოთლებიდან

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 04 Feb 2010 12:50
by Ginevra
Sh@ko wrote:arcivi9
პლასტმასი უფრო იაფი ღირს ვიდრე შუშა. კიდე რა აზრი აქვს პლასტმასის ბოთლს გადააგდებ ბუნებაში თუ შუშის? შუშა უფრო ცუდია, დაიმსხვრევა და ფეხს გაიჭრის ვინმე ან რამე...

ერთი გამოსავალია ის, რომ პლასტმასის ბოთლებსაც იბარებდეს ვინმე, დაჭეჭყილ-დაუჭეჭყავს (გადასამუშავებლად თუ არა, ერთ ადგილას დასაგროვებლად მაინც)




გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება თემის სათაურს და შინაარსს და ისე დაპოსტეთ!!!!

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 04 Feb 2010 12:56
by Ginevra
Sh@ko

შუშას დეზინფექციას ჩაუტარებ და ახალ რამეს ჩაასხამ. ანუ მრავალჯერ შეიძლება მისი გამოყენება. შესაბამისად იზოგება ბუნებრივი რესურსები/მცირდება ნარჩენები/არ ბინძურდება გარემო.

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 04 Feb 2010 13:01
by CZ88
Ginevra wrote:მეც მინდა...

არ მოხერხდება მსგავსი მანდ? იქნებ წინადადება შეიტანოთ სამინისტროში.

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 04 Feb 2010 13:05
by Ginevra
CZ88 wrote:
Ginevra wrote:მეც მინდა...

არ მოხერხდება მსგავსი მანდ? იქნებ წინადადება შეიტანოთ სამინისტროში.


ხაჩიძემ პირდაპირ გვითხრა, გადამუშავება ძვირი ჯდება და ახლა ყველა ქვეყანა ნაგვის თავიდან მოშორების სხვა გზას ეძებსო. საიდან მოიტანა არ ვიცი. მაგრამ რთული იქნება მაგის გაკეთება.

პირველ რიგში ქარხნები არ არის. ერთადერთი ქაღალდს გადაამუშავებენ. იქნებ მოვახერხოთ და ქაღალდის გადამუშავება მაინც მოხერხდეს თბილისში მაინც.


Pfand-ს რაც შეეხება, მე ხო არ ვაიძულებ კოკა-კოლის კომპანიას, სხვანაირ ბოთლებში ჩაასხან კოკა-კოლა. ეგ ალბათ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს, ან თვითონ.... მომავლის საქმეა, ახლა არა მგონია ვინმე მაგაზე შეწუხდეს...

Posted: 04 Feb 2010 13:20
by Avaza
ნორვეგიაში ისეთი პლასტიკებია, რომ იშლება ბუნებაში ...

შუშის ბოთლები ძალიან ძვირი სიამოვნებაა და თან ტეხვადია ... ლაშქრობაშიც არ გამოდგება ... :)

ბიზნესმენს ვერ აიძულებ რომ პლასტმასიდან შუშაზე გადავიდეს ...

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 08 Feb 2010 11:40
by shakakoy
Avaza wrote:ბიზნესმენს ვერ აიძულებ რომ პლასტმასიდან შუშაზე გადავიდეს ...


იმდენი გზა არსებობს რო ბიზნესი აიძულო რო ნუ იტყვი,
მთავარია მონდომება,
მაგრამ ეგთი რამეებიღა აკლია ჩვენ საწყალ ბიზნესს,


ცოტა თუ წამოვიმართეთ წელში მერე უნდა ვიფიქროთ მაგეებზე.
ჯერ ძალიან მოუმზადებელი ვართ ეკოლოგიური ცხოვრებისათვის.

Posted: 08 Feb 2010 12:31
by Avaza
shakakoy wrote:მაგრამ ეგთი რამეებიღა აკლია ჩვენ საწყალ ბიზნესს

მაგას ვიძახდი მეც ... ვერ აიძულებ ...

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 22 Mar 2010 21:14
by ksovreli
იყიდეთ ძვირადღირებული ეკონომნათურები!

1. დიდხნს მუშაობს;
2. ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით ეკონომიურია (-20%. ეს დადებითად იმოქმედებს ოჯახის ბიუჯეტზე);
3. დაზოგავთ ელექტროენერგიას.

მე სადარბაზოში მიყენია 5W-ანი ნათურა (25W-ის ექვივალენტი), რომელიც უკვე 1 წ. და 3 თვე მუშაობს 24 საათიან რეჟიმში (8-ვე სართულზე!).
ეს ნათურა თვეში 60 თეთრის ელექტოენერგიას მოიხმარს.
ბინაში ყველაგან ეკონომნათურა მიყენია.

ეკოლოგია+ეკონომია=გონიერება

P.S. ოღონდ უნდა იცოდე, რომელი ფირმის ნათურა იყიდო, თორემ ელიავას ბაზრობა სავსეა
ვითომ "ეკონომ"-ებით. უბრალოდ მალე ფუჭდება.

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 22 Mar 2010 21:21
by Ginevra
ksovreli wrote:იყიდეთ ძვირადღირებული ეკონომნათურები!

1. დიდხნს მუშაობს;
2. ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით ეკონომიურია (-20%. ეს დადებითად იმოქმედებს ოჯახის ბიუჯეტზე);
3. დაზოგავთ ელექტროენერგიას.

მე სადარბაზოში მიყენია 5W-ანი ნათურა (25W-ის ექვივალენტი), რომელიც უკვე 1 წ. და 3 თვე მუშაობს 24 საათიან რეჟიმში (8-ვე სართულზე!).
ეს ნათურა თვეში 60 თეთრის ელექტოენერგიას მოიხმარს.
ბინაში ყველაგან ეკონომნათურა მიყენია.

ეკოლოგია+ეკონომია=გონიერება

P.S. ოღონდ უნდა იცოდე, რომელი ფირმის ნათურა იყიდო, თორემ ელიავას ბაზრობა სავსეა
ვითომ "ეკონომ"-ებით. უბრალოდ მალე ფუჭდება.



ჩემთან სახლში სამზარეულოში აყენია ეკონათურები. სადარბაზოში დაყენება კარგი აზრია. უნდა ვუთხრა ერთი ჩემებს...

საერთოდ რაც ეკოლოგიურია ის ეკონომიურიცაა :))

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 22 Mar 2010 21:32
by ზარაზა
ksovreli wrote:P.S. ოღონდ უნდა იცოდე, რომელი ფირმის ნათურა იყიდო, თორემ ელიავას ბაზრობა სავსეა
ვითომ "ეკონომ"-ებით. უბრალოდ მალე ფუჭდება.

ბარემ მარილიც მოგვიყარე და გვთხარი რომელი ფირმის ნათურების ყიდვა ივარგებს და სად შეიძლება მათი შეძენა...
"ახალი ნათება" რომაა, მაღაზიათა ქსელი, მაგათისას რას იტყვი???...

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 22 Mar 2010 21:38
by ksovreli
Ginevra

მე ეგ იდეა მეზობლებში "რქებით" გავიტანე.
სიფრთხილით ეკიდებოდნენ და ნათურაში 5 ლარის გადახდა არ უნდოდათ.
ადრე სართულზე 5-6 ლარი იკრიბებოდა (ნუ იქ ვიღაც არ იხდიდა, ვიღაც იპარავდა და ა.შ.), ახლა - 0.6 ლარი.
საერთო ხაზი გავაუქმე და ყველა სათულზე განათება ერთი ბინის მრიცხველზე დავსვი.
მას შემდეგ 1> წელი გავიდა. დღეს ყველა კმაყოფილია და ნამცხვრებს მე-7 სართულიდანაც კი მიგზავნიან :lol:

სხვა სადარბაზოები ჩაბნელებულია, ჩემი - განათებული.
რატომ? - ეკოლოგია+ეკონომია=საღი აზრი

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 22 Mar 2010 21:41
by Ginevra
ksovreli
ვაჰ.... ჩემ სადარბაზოში საერთო ნათურები ძირითადად დახსნილია და ყველას თავისი უნთია. პირველი სართულის გარდა, რომლის ფულიც ლიფტის ფულთან ერთად გროვდება წესით. მანდ როგორ გამოვაცვლევინებ არ ვიცი, მარა ჩემ სართულზე შეიძლება.

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 22 Mar 2010 21:47
by ksovreli
ზარაზა wrote:ბარემ მარილიც მოგვიყარე და გვთხარი რომელი ფირმის ნათურების ყიდვა ივარგებს და სად შეიძლება მათი შეძენა...
"ახალი ნათება" რომაა, მაღაზიათა ქსელი, მაგათისას რას იტყვი???...


მწვანილსაც ჩავაჭრი, ხახვსა და ნიორს არ დავაკლებ, მაგრამ მარილის მოყრას კი ნუ მთხოვთ :D

არის გერმანული ფირმა (OSRAM), რომელიც შედარებით ძვირადღირებულია.
არის ნაღდი გერმანულიც და ჩინეთში დამზადებულიც (შედარებით იაფიანი).

არის კიდევ ინდური კომპანია (Havells). გერმანულთან შედარებით იაფი ღირს, თუმცა ხარისხში ნაღდად არ ჩამოუვარდება.
სწორედ ეს ნათურები დავაყენე 8-ვე სართულზე 1> წლის და ჯერ არც ერთი არ გადამწვარა.

სახლში ორივე მწარმოებლის ნათურა მიყენია (ცალ-ცალკეც და კომბინაციაც).

არის როგორც თეთრი (Cold), ასევე ყვითელი ნათებით (Warm).

"ახალ ნათებაში" იყიდება OSRAM-ები, მაგრამ ფასი არ ვიცი.

მე Havells-ებს გირჩევდით.

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Posted: 22 Mar 2010 21:51
by Ginevra
არის როგორ თეთრი (Cold), ასევე ყვითელი ნათებით (Warm).


ანუ ეგ ენერგიამზოგ ნათურებს ყვითელი შუქიც აქვთ? მე მარტო თეთრშუქიანი მეგონა... მაშინ მთელ სახლში შეიძლება მაგათი დაყენება...
ეს ჰაველსის ნათურები ყველგან იყიდება?