ეკოლოგიურად ცხოვრება

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Ginevra » 12 Dec 2009 19:04

არის რაღაცეები, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს შეუძლია, რითიც მეტად გავუფრთხილდებით გარემოს და ბუნებრივ რესურსებს...

თუ გაგახსენდებათ რამე, მიუმატეთ:

1. გამოიყენეთ ფურცლის ორივე გვერდი;
-ამობეჭდეთ ორივე მხარეს (ჯერ კენტები, მერე ლუწები)
-ცალ მხარეს დაწერილი ფურცელი შეინახეთ და გამოიყენეთ შავად სამუშაოდ

2. არასდროს დატოვოთ წყალი მოშვებული, შუქი ანთებული...
-მიაქციეთ ყურადღება, ხომ არ წვეთავს ონკანი

3. დააძინეთ კომპიუტერი, როდესაც დიდი ხნით აღარ გჭირდებათ.

4. გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები ცელოფნის პარკები.

-გამოიყენეთ ნაჭრის ჩანთები
-პატარა ნივთების წაღება ხელითაც შეიძლება, ან ჩანთაში ჩადება

5. არ იყიდოთ უხარისხო ნივთები.

კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
Viper
ფორუმელი
Posts: 3188
Joined: 11 Apr 2009 15:49

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Viper » 12 Dec 2009 20:32

Ginevra wrote:ხოდა, რაც გვაქვს იმას გავუფრთხილდეთ. მალე აღარ იქნება...

მარტო ეგეც არ არის.
საქართველო წყალს მიაქვს, არის კარგი მაგალითი ამ საკითხში გაუთვითცნობიერებისა.
ელემენტარულად ჩვეულებრივი წყალი არ არსებობს, ყველა წყალს თავისი ნიშანი აქვს. იმას რასაც ვსვამთ ეწოდება სასმელ-სამეურნეო წყალი და ეს ისეთივე სამრეწველო პროდუქტია, როგორც მაგალიტად გამომცხვარი პური.
ხომ არ ვსვავთ მაგალითად თბილისში მტკვრის წყალს? რატომ? იმიტომ რომ დაწამლავს ხალხს.
თუმცა მაგალითად ბაქო მტკვრის წყალს სვამს. ამ წყლის გაწმენდაში და ადგილზე მიწოდებაში იმდეი რეაქტივი იხარჯება, იმდენ ენერგიას ითხოვს, იმდენი მოცულობის სამუშაოს რომ...
ჰმ...
მარტო თბილისის წყალმომარაგენაში 2000 კაცი მუშაობს. და ყოველთვიურად რამდენიმე ტონა ქლორს ხარჯავენ.
ხოლო მილგაყვანილობის საერთო სიგრძე 3000 კილომეტრია.
და ა.შ. და ა.შ.
ხოდა რისთვის არის ეს საჭირო თუ საქართველო წყალს მიაქვს?

იგივე ელექტროენერგიაზე.
ჰაერზე არაფერი მოდის.
საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავლა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Ginevra » 12 Dec 2009 20:33

Viper wrote:

ესაა გასაცნობიერებელი.

:kiss:
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
maqcia
ფორუმელი
Posts: 1
Joined: 14 Dec 2009 13:22
Contact:

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby maqcia » 14 Dec 2009 13:55

Ginevra wrote:არის რაღაცეები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ ვარგოთ ჩვენს გარემოს.

თუ გაგახსენდებათ რამე, მიუმატეთ:

1. გამოიყენეთ ფურცლის ორივე გვერდი;

2. არასდროს დატოვოთ წყალი მოშვებული, შუქი ანთებული...

3. დააძინეთ კომპიუტერი, როდესაც დიდი ხნით აღარ გჭირდებათ.

4. გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები ცელოფნის პარკები.

5. არ იყიდოთ უხარისხო ნივთები.

სულ ამას გავიძახი, ვინ მისმენს...
არ გადაყაროთ ცელოფნის პარგკები და მომხრე ვარ საერთოდ გაუქმდეს პლასმასის ბოთლებიც და პარკებიც... უნდა იყოს ალუმინის, შუშის ქილები... და ქაღალდის პარკები სურსათისთვის, მაღაზიებში...

და კომპიუტერი რაღა შუაშია?...

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Ginevra » 03 Feb 2010 20:33

და კომპიუტერი რაღა შუაშია?...

ნაკლები ელექტრო ენერგია დაიხარჯება, თუ დააძინებ.
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby GRIF'S » 03 Feb 2010 21:09

Ginevra wrote:არის რაღაცეები, რისი გაკეთებაც ყველა ადამიანს შეუძლია, რითიც მეტად გავუფრთხილდებით გარემოს და ბუნებრივ რესურსებს...

თუ გაგახსენდებათ რამე, მიუმატეთ:

1. გამოიყენეთ ფურცლის ორივე გვერდი;

2. არასდროს დატოვოთ წყალი მოშვებული, შუქი ანთებული...

3. დააძინეთ კომპიუტერი, როდესაც დიდი ხნით აღარ გჭირდებათ.

4. გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები ცელოფნის პარკები.

5. არ იყიდოთ უხარისხო ნივთები.

1. 20-ს ბოლო ნაწილი. 3. და 5. რა შუაშია ეკოლოგიასთან ცოტა ვერ მივხვდი და თუ გამაგებინებთ მადლობას გეტყვით...

ფურცლის ხალი გვერდის გამოყენებით როგორ ბავინძურებ გარემოს? ანუ ის რომ, უფრო მეტი მოთხოვნილება ჩნდება მერე ფურცლის დამზადების რომელიც თავისმხრივ იწვევს ხეების გაკაფვას და ეს აბინძურებს გარემოს? ბიო-ფურცლებზე თუ გსმენიათ რამე? სპილოს განავლისგან დამზადებულ ფურცლებს ვგულისხმობ, არანაირადარ აბინძურებს გარემოს...

2. შუქის ანტება როგორ ვნებს ეკოლოგიას? უფრო მეტი წყალი იხარჯება ელ.ენერგიის წარმოებაზე? ბოდიშით მაგრამ იმ შუქს იმ წამს თუ არ გამოიყენებ სხვა დროს ვეღარ გამოიყენებ, ელ.ენერგია არ ინახება... (ასე მასწავლეს სკოლაში დაარამგონია ჩემი მასწავლებლები გაუნათლებლები ყოფილიყვნენ მაგ სფეროში)

3. კომპიუტერის დაძინებაც ალბათ ასევე ელ.ენერგიის მოხმერებასთან დაკავშირებით ხომ?

მაგრამ აი ეს 5. საიდან მოვიდა დარა შუაშია ვერ მივხვდი...

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Ginevra » 03 Feb 2010 21:35

GRIF'S wrote:1. 20-ს ბოლო ნაწილი. 3. და 5. რა შუაშია ეკოლოგიასთან ცოტა ვერ მივხვდი და თუ გამაგებინებთ მადლობას გეტყვით...

ფურცლის ხალი გვერდის გამოყენებით როგორ ბავინძურებ გარემოს? ანუ ის რომ, უფრო მეტი მოთხოვნილება ჩნდება მერე ფურცლის დამზადების რომელიც თავისმხრივ იწვევს ხეების გაკაფვას და ეს აბინძურებს გარემოს? ბიო-ფურცლებზე თუ გსმენიათ რამე? სპილოს განავლისგან დამზადებულ ფურცლებს ვგულისხმობ, არანაირადარ აბინძურებს გარემოს...

2. შუქის ანტება როგორ ვნებს ეკოლოგიას? უფრო მეტი წყალი იხარჯება ელ.ენერგიის წარმოებაზე? ბოდიშით მაგრამ იმ შუქს იმ წამს თუ არ გამოიყენებ სხვა დროს ვეღარ გამოიყენებ, ელ.ენერგია არ ინახება... (ასე მასწავლეს სკოლაში დაარამგონია ჩემი მასწავლებლები გაუნათლებლები ყოფილიყვნენ მაგ სფეროში)

3. კომპიუტერის დაძინებაც ალბათ ასევე ელ.ენერგიის მოხმერებასთან დაკავშირებით ხომ?

მაგრამ აი ეს 5. საიდან მოვიდა დარა შუაშია ვერ მივხვდი...

ეკოლოგია გარემოს დაბინძურებას არ ეხება მარტო. ეკოლოგია ბევრად უფრო ფართო ცნებაა. ზუსტი დეფინიციის მოცემა არ შემიძლია, მაგრამ შეგიძლია ჩახედო.

გარემოს დაცვა გულისხმობს არა მარტო მის დაბინძურებას, არამედ მის შენახვას, დაზოგვას.

ადამიანი იყენებს ბუნებრივ რესურსებს. ბუნებრივ რესურსებში შედის ყველაფერი რასაც ბუნება გვაძლევს და რასაც ჩვენ ვიყენებთ. ეს რესურსები არ არის ულევი. და უნდა გავუფრთხილდეთ, რომ დიდი ხანი გვეყოს.

ახლა პუნქტებად გიპასუხებ.

1.რაც შეეხება ფურცლის ორივე გვერდის გამოყენებას. ფურცლის დამზადებისას, ისევე როგორც ყველა სხვა ნივთის დამზადებისას, იხარჯება ბუნებრივი რესურსები. ამ შემთხვევაში ძირითადად ხის მასალა (თან წყალი, ელექტრო ენერგია და კიდევ ყველაფერი ის, რაც საჭიროა ფურცლის დასამზადებლად). რაც უფრო ეკონომიურად მოიხმარ ფურცელს, მით ნაკლები ხე მოიჭრება, სწორია. ანუ, იზოგება ბუნებრივი რესურსები.
არის მეორე საკითხი. როდესაც რაღაცას მოიხმარ, ის მერე აღარ გჭირდება, და აგდებ. ნაგავი არ ქრება. ისევ დედამიწაზე რჩება და ქმნის პრობლემას (ჩვენ შემთხვევაში გლდანის ნაგავსაყრელი კარგი მაგალითია შთაბეჭდილების შესაქმნელად). ამიტომ, რაც ნაკლებს მოიხმარ, მით უკეთესი...

2. შუქზე და წყალზეც იგივეა. უნდა დაიზოგოს ბუნებრივი რესურსები. წყალთან დაკავშირებით მგონი გასაგებია. ელექტრო ენერგიას რაც შეეხება. რაც ნაკლებს მოიხმარ, მით ნაკლები იწარმოება. ელემენტარულია. ეს რძის პროდუქტი არაა, რომელიც დამზადდება რაღაც რაოდენობით და 2 დღეში თუ არ გასაღდა, გადასაყრელი გახდება. ფიზიკაში კარგად არ ვერკვევი, მაგრამ ის ვიცი, რომ ელექტრო ენერგია არ "ფუჭდება".

3. კომპიუტერზეც ზუსტად იგივეა რაც მე-2-ში. ნაკლები ელექტრო ენერგიის დახარჯვა.

4. ნაკლები ცელოფნის პარკების მოხმარება - ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და ნაგავსაყრელზე ნარჩენების შემცირება. ნაკლებს მოიხმარ ნაკლები პრობლემები.

5. შენ წარმოიდგინე და უხარისხო ნივთებიც ზუსტად იგივეა. უხარისხო ნივთს რომ იყიდი, ის მალე გაფუჭდება და გადააგდებ. იხარჯება ბუნებრივი რესურსები, მეტი ნაგავი მიდის ნაგავსაყრელზე. ჯობია ხარისხიანი ნივთი იყიდო, ცოტა ძვირი მისცე, და დიდი ხანი გქონდეს.

ეკოლოგიურად ცხოვრების პრინციპია ეკონომიურად ცხოვრება.

ნაკლები მოხმარება, ნაკლები პრობლემები.

სპილოს ნაკელისგან დამზადებული ფურცლის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ იდეაში გამოსავლის არსებობა არ გვათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ სანამ ჩვენ ამ ბიოლოგიურად სუფთა ფურცლებს არ მოვიხმართ, იქამდე შევეცადოთ, რომ დავზოგოთ ჩვენი გარემო სანამ სრულიად არ განადგურებულა ზედმეტი მოხმარებისგან. :)
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby GRIF'S » 03 Feb 2010 22:01

Ginevra wrote:

პიველ ხაზში გეთანხმები სრულიად...

1.1 რას გვთავაზობ? ერთხელ დაწერილს ხელახლა გადავაწეროთ თუ პასტის ნაცვლად ფანქარი ვიქმაროთ, არ დაგვჭირდება წავშალოთ და ხელახლა დავწეროთ სხვა რამ?
1.2 არსებობს ნარჩენების გადასამუშავებელი საშუალებები რომელტა მეშვეობითაც ნარჩენებისგან სასარგებლო რაღაცეების მიღება შეიძლება, მათ შორის სითბოსიც, და როგორც იძახიან არც თუ ისე მცირე რაოდენობით... როგორც ვიცი იყო გეგმაში რომ იაპონელებს მსწავსი დანადგარი დაემონაჯებინათ გლდანის ნაგავსაყრელზე და გადაემუშავებინათ ნარჩენები მაგრამ რატომ შეჩერდა ეს პროექტი არ ვიცი...

2. ის ელ.ენერგია უკვე ნაწარმოები რომაარა ვუყოთ? უკან დავაბრუნოთ? მაშინ ჯობია მისი გამომუშავება შევამცირომ ჯერ, დავიყვანოთ საჭირო ნიშნულამდე და შემდეგ ვისაუბროთ მის ეკონომიურად გამოყენებაზე...

ჯობია ხარისხიანი ნივთი იყიდო, ცოტა ძვირი მისცე, და დიდი ხანი გქონდეს.

ეკოლოგიურად ცხოვრების პრინციპია ეკონომიურად ცხოვრება.

ეს ორი რაღაც მემგონი ერთმანეთს ეწინააღმეგება... : )

პ.ს. ბუნების დაცვის და ეკოლოგიურად ცხოვრებისმოწინააღმდეგე არავარ, პირიქით მივესალმები ყველა წამოწყებას რაც კი საქართველოს ბუნებას და მის ეკოლოგიურ დაცვას შეუწყობს ხელს, და თუ რაიმეთი შემეძლებარომ საკუთარი წვლილი შევიტანო აღნიშნულ საქმეში მოხარული ვიქნები, უბრალოდ ეს ზოდიერთი რაღაცის დაზუსტება მინდოდა წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით...

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Ginevra » 03 Feb 2010 22:15

1.1 რას გვთავაზობ? ერთხელ დაწერილს ხელახლა გადავაწეროთ თუ პასტის ნაცვლად ფანქარი ვიქმაროთ, არ დაგვჭირდება წავშალოთ და ხელახლა დავწეროთ სხვა რამ?

საკმარისია თუ ფურცლის ორივე გვერდს გამოიყენებ, და ტყუილ-უბრალოდ ფურცელს არ გააფუჭებ. ესეც ბევრს ნიშნავს.

1.2 არსებობს ნარჩენების გადასამუშავებელი საშუალებები რომელტა მეშვეობითაც ნარჩენებისგან სასარგებლო რაღაცეების მიღება შეიძლება, მათ შორის სითბოსიც, და როგორც იძახიან არც თუ ისე მცირე რაოდენობით... როგორც ვიცი იყო გეგმაში რომ იაპონელებს მსწავსი დანადგარი დაემონაჯებინათ გლდანის ნაგავსაყრელზე და გადაემუშავებინათ ნარჩენები მაგრამ რატომ შეჩერდა ეს პროექტი არ ვიცი...

ნარჩენების გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=39&t=334
ამ თემაში ხდება ამ საკითხის განხილვა.

აისში დგას ცალკე ყუთი, სადაც ნარჩენი ქაღალდი გროვდება და შემდეგ ის წავა თბილისში არსებულ ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანაში.

თუმცა, მარტო გადამუშავება არ უშველის საქმეს, რადგან, გადამუშავებული ქაღალდი არ არის ხარისხიანი, ანუ ჩვეულებრივ ქაღალდს ამ ეტაპზე ვერ ცვლის (საქართველოში ყოველ შემთხვევაში). ამასთან გადამუშავებაში იხარჯება ისევე წყალი და ენერგია (თუმცა ნაკლები რაოდენობით).
სხვა ნარჩენების გადამუშავებას რაც შეეხება, საქართველოში ეს არ არის განვითარებული და შესავამისად ყველაფერი ერთად ნაგავსაყრელზე მიდის. რაც ნაკლებს მოიხმარ მით უკეთესი.

2. ის ელ.ენერგია უკვე ნაწარმოები რომაარა ვუყოთ? უკან დავაბრუნოთ? მაშინ ჯობია მისი გამომუშავება შევამცირომ ჯერ, დავიყვანოთ საჭირო ნიშნულამდე და შემდეგ ვისაუბროთ მის ეკონომიურად გამოყენებაზე...

ამაზე უკვე გაგეცი პასუხი. ვინმემ უკეთ ახსნას როგორ იწარმოება ელექტრო ენერგია.

ჯობია ხარისხიანი ნივთი იყიდო, ცოტა ძვირი მისცე, და დიდი ხანი გქონდეს.

ეკოლოგიურად ცხოვრების პრინციპია ეკონომიურად ცხოვრება.

ეს ორი რაღაც მემგონი ერთმანეთს ეწინააღმეგება... : )

არანაირად არ ეწინააღმდეგება. ინგლისელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: ისეთი მდიდარი არ ვარ, იაფფასიანი ვიყიდოო. მარტივი სქემაა: უხარისხო ნივთს ყიდულობ იაფად, თუმცა გყოფნის ცოტა ხანი, შესაბამისად რაღაც დროის შემდეგ გიწევს ახლის ყიდვა. როდესაც ხარისხიანს ყიდულობ ცოტა ძვირად და გყოფნის უფრო დიდი ხანი. კონკრეტული მოგების დაანგარიშება კონკრეტულ ნივთებზე შეიძლება ალბათ, მაგრამ სავარაუდოდ ეს თანხები მინიმუმ ერთმანეთის ტოლია, და სავარაუდოდ, ხარისხიანი ნივთის შეძენის შემთხვევაში მოგებული რჩები. თან ზოგავ ბუნებრივ რესურსებს :)

ეკონომია მხოლოდ ფულის ეკონომიას არ გულისხმობს. ყველაფრის ეკონომიას. პირველ რიგში ბუნებრივი რესურსების.

პ.ს. ბუნების დაცვის და ეკოლოგიურად ცხოვრებისმოწინააღმდეგე არავარ, პირიქით მივესალმები ყველა წამოწყებას რაც კი საქართველოს ბუნებას და მის ეკოლოგიურ დაცვას შეუწყობს ხელს, და თუ რაიმეთი შემეძლებარომ საკუთარი წვლილი შევიტანო აღნიშნულ საქმეში მოხარული ვიქნები, უბრალოდ ეს ზოდიერთი რაღაცის დაზუსტება მინდოდა წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით...

ძალიან მოხარული ვარ.
შეკითხვების დასმა არ მოგერიდოს. სიხარულით გიპასუხებ ყველაფერზე, თუ შემეძლება :)
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
Viper
ფორუმელი
Posts: 3188
Joined: 11 Apr 2009 15:49

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Viper » 03 Feb 2010 23:28

GRIF'S wrote:2. ის ელ.ენერგია უკვე ნაწარმოები რომაარა ვუყოთ? უკან დავაბრუნოთ? მაშინ ჯობია მისი გამომუშავება შევამცირომ ჯერ, დავიყვანოთ საჭირო ნიშნულამდე და შემდეგ ვისაუბროთ მის ეკონომიურად გამოყენებაზე...

ელექტროენერგიის წარმოება ძირიტადად ხდება თბოელექტროსადგურებში, ჰიდროელექტროსადგურებში და ატომურ ელექტროსადგურებში.
თბოლელექტროსადგური წვავს ქვანახშირს და მაზუთს, ამით იხარჯება ბუნებრივი რესურსი, ჯანგბადი, გამოიყოფა მომწამვლელი აირები.
ატომური ელექტროსადგური წვავს ატომურ საწვავს, ურანს და ა.შ.
გარდა იმისა რომ ურანის გამდიდრებული ურანის დამზადება საკმაოდ რთული და გარემოსთვის დამაზიანებელი პროცესია, მას გააჩნია უკუქმედებაც. გადამუშავებული ბირთული საწვავი აბინძურებს გარემოს, მისი შენახვისთვის სპეციალური საცავებია საჭირო და ა.შ.
ყველაზე უსაფრტხოა ჰიდროელექტროსადგუურები, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას ირღვევა კონკრეტული მდინარის ხეობის ბუნებრივი ბალანსი, იტბორება ტერიტორიები და ა.შ. თავად სადგურის აშენებაზე დახარჯულ რესურსებზე არაფერს ვამბობ.
ელექტროენერგიას კიდევ ამუშავებენ ჰელიოსადგურების და ქარის მეშვეობით, მაგრამ ჯერ ერთი მათი წილი მიზერულია და მერე მათაც გააჩნიათ უკუქმედებები.
თუ შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება, მაშინ შემცირდება მაზუთის დაწვა და ურანის მოხმარება. საჭირო არარ გახდება ახალი ჰესების მშენებლობა. ეს მნიშვნელოვანია.
ხოლო უკვე გამომუშავებული ენერგია წავა სხვა მომხმარებელთან, რომლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის ასევე აღარ გახდება ახალი სადგურების მშენებლობა და ბუინებრივი რესურსების გამოყენება.
იტყვით მე მარტო ერთი კომპის დაძინებით რას დავზოგავო, მაგრამ....
გაგიგიათ ანდაზა...
ზღვა კოვზით დაილიაო.
საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავლა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Ginevra » 03 Feb 2010 23:32

Viper
:kiss:
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby arcivi9 » 04 Feb 2010 11:23

ვინც ქიმიაში კარგად ერკვევით იქნებ ამ საკითხში გამარკვიოთ: რატომ არ შეიძლება მაგალითად ცელოფნის დაწვა? ცელოფანი ხომ შედგება პოლიეთილენისგან რომელიც მგონი ისევე იწვის როგორც ეთილენი (C2H2), ასე არაა? ეთილენის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნახშირწყალბადის დაწვის შედეგად წარმოიშვება ნახშირორჟანგი და წყალი, მაშ რა პრობლემაა?
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.

მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა

ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

User avatar
Viper
ფორუმელი
Posts: 3188
Joined: 11 Apr 2009 15:49

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Viper » 04 Feb 2010 12:13

arcivi9 wrote:ვინც ქიმიაში კარგად ერკვევით იქნებ ამ საკითხში გამარკვიოთ: რატომ არ შეიძლება მაგალითად ცელოფნის დაწვა? ცელოფანი ხომ შედგება პოლიეთილენისგან რომელიც მგონი ისევე იწვის როგორც ეთილენი (C2H2), ასე არაა? ეთილენის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნახშირწყალბადის დაწვის შედეგად წარმოიშვება ნახშირორჟანგი და წყალი, მაშ რა პრობლემაა?

ეგ ორგანული ქმიაა...
საქმე იმაშია, რომ სიმყარის მისაცემად ეთილენს ემატება სხვა მასალა, ძირიტადად მეტალის დამუშავების პროდუქტი, რომელიც დაწვის შემდეგ გარემოსთან შეუთავსებელ ნალექს ტოვებს.
ესე ზეპირად ეს მახსოვს, არის ამაზე ლიტერატურა...
ჩაძიების შემთხვევაში შეიძლება ამოწევა.
საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავლა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby CZ88 » 04 Feb 2010 12:40

აქ, გერმანიაში უკვე რამდენი წელია შემოიღეს შემდეგი წესი: პლასტმასის და თუნუქის ჭურჭლები: ბოთლები და აი, კოკა კოლა რომაა ჩასხმული ის ჭურჭლები იყიდება ტარაზე ფასდადებით. ანუ > იყიდი ამ ბოთლს და + იხდი 25 ცენტს ფასზე მეტს. რომ დაცლი , მოიტან ჩააბარებ და ამ 25 ცენტს ღებულობ უკან. ამის მეოხებით ხალხი ასეთ ბოთლებს აღარ ყრის ნაგავში, რაც ეკოლოგიას ხელს უწყობს და ნაგავიც მცირდება. 1 ბოთლს არავინ ყიდულობს სასმელს, ასე რომ სხვა თუ არაფერი გადააგდებ 4 ბოთლს, აგდებ 1 ევროს, რაც არც ისე ცოტაა . ამიტომ მიდიხარ და უკან აბარებ ცარიელ ბოთლს. რომც გადააგდო, ლოთები მოკრიფავენ და ჩააბარებენ, ასე რომ, ნებისმიერ შეემთხვევაში ნაგავი მცირდება .

აქ კიდევ აუცილებლობაა ნაგვის გადარჩევა: შესაფუთი მასალები ცალკე: რძის პროდუქტების ბოთლები თუ კოლოფები, ნებისმიერი რითაც შეფუთულია ან რაშიც მოტავსებულია პროდუქტი, მიდის ამ ე.წ. "ყვითელ ტომარაში", სპეციალური ტომრებია , რომლებსაც მაღაზიაში არიგებენ. იქ შეაგროვებ ამ ნაგავს და კვირაში ერთხელ ყველა ქუჩას აქვს დანიშნული "ყვითელი ტომრების " დღე, გაიტან და გადგამ ქუჩაში, ჩამოიარს მანქანა და აკრიფავს. ასევე ცალკევდება ბიო-ნარჩენები, ქაღალდები. თუ ქაღალდი არეულია ბიო-ში , ნაგვის მანქანა არ წაიღებს ასეთ ნაგავს, გადმოცლის და დაგიდგამს ეზოში.
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ეკოლოგიურად ცხოვრება

Postby Ginevra » 04 Feb 2010 12:44

CZ88 wrote:აქ, გერმანიაში უკვე რამდენი წელია შემოიღეს შემდეგი წესი: პლასტმასის და თუნუქის ჭურჭლები: ბოთლები და აი, კოკა კოლა რომაა ჩასხმული ის ჭურჭლები იყიდება ტარაზე ფასდადებით. ანუ > იყიდი ამ ბოთლს და + იხდი 25 ცენტს ფასზე მეტს. რომ დაცლი , მოიტან ჩააბარებ და ამ 25 ცენტს ღებულობ უკან. ამის მეოხებით ხალხი ასეთ ბოთლებს აღარ ყრის ნაგავში, რაც ეკოლოგიას ხელს უწყობს და ნაგავიც მცირდება. 1 ბოთლს არავინ ყიდულობს სასმელს, ასე რომ სხვა თუ არაფერი გადააგდებ 4 ბოთლს, აგდებ 1 ევროს, რაც არც ისე ცოტაა . ამიტომ მიდიხარ და უკან აბარებ ცარიელ ბოთლს. რომც გადააგდო, ლოთები მოკრიფავენ და ჩააბარებენ, ასე რომ, ნებისმიერ შეემთხვევაში ნაგავი მცირდება .

აქ კიდევ აუცილებლობაა ნაგვის გადარჩევა: შესაფუთი მასალები ცალკე: რძის პროდუქტების ბოთლები თუ კოლოფები, ნებისმიერი რითაც შეფუთულია ან რაშიც მოტავსებულია პროდუქტი, მიდის ამ ე.წ. "ყვითელ ტომარაში", სპეციალური ტომრებია , რომლებსაც მაღაზიაში არიგებენ. იქ შეაგროვებ ამ ნაგავს და კვირაში ერთხელ ყველა ქუჩას აქვს დანიშნული "ყვითელი ტომრების " დღე, გაიტან და გადგამ ქუჩაში, ჩამოიარს მანქანა და აკრიფავს. ასევე ცალკევდება ბიო-ნარჩენები, ქაღალდები. თუ ქაღალდი არეულია ბიო-ში , ნაგვის მანქანა არ წაიღებს ასეთ ნაგავს, გადმოცლის და დაგიდგამს ეზოში.

:cry: :cry: :cry:

მეც მინდა...

:cry: :cry: :cry:
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.