ეს ეკოლოგიას ეხება და კერძოდ ნარჩენებს.
ვინც არმაზის დასუფთავებაზე იყო, ცხადად აქვს თავში ნაგვის პრობლემა საქართველოში რა დონეზე დგას. თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ ბუნების დაბინძურებით არ შემოიფარგლება. ეს პრობლემა ბევრად უფრო ღრმად მიდის და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის გამოსწორებას, თუმცა საჭიროა პატარა ნაბიჯების გადადგმა რომ დიდს მივუახლოვდეთ

ნაგავი გარემოში არ იკარგება, თუ ის ბუნებაში არ ყრია, (სადაც ის უბრალოდ ესთეტურად უსიამოვნოა) ყრია ნაგავსაყრელზე, საიდანაც ისევე აბინძურებს გარემოს (იხრწნება და მომწამლავ აირებს უშვებს გარემოში, ერევა მიწას, წყალს, ჰაერს...). ახლა გავიგე, რომ თურმე ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელს აშენებენ და ეს მართლა მისასალმებელია. რადგან ამის გარეშე ნაგავი ზიანს აყენებს გარემოს.
თუმცა, ნაგავსაყრელის აშენება ძვირი ჯდება, და შესაბამისად კარგია, რაც უფრო ცოტა ნაგავი იქნება.
ნაგვის შესამცირებლად აუცილებელია:
- არ ვიყიდოთ უხარისხო ნივთები, რომლებსაც მალევე გადავყრით
არ გადავყაროთ გამოსადეგი ნივთები ტყუილ-უბრალოდ
მაქსიმალურად შევზღუდოთ ერთჯერადი ნივთების მოხმარება (მაგ., ცელოფნის პარკები - ჯობია ნაჭრის ჩანთის ტარება საყიდლებისთვის, ერთჯერადი ჭურჭელი და ა.შ.)
ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ ყველანაირი შემცირებით ნაგავი მაინც რჩება. და რათა ისინი ასცდნენ ნაგავსაყრელს, საჭიროა მათი გადამუშავება.
ევროპაში გადაამუშავებენ თითქმის ყველა სახის ნაგავს... საქართველოში საქმე ამ მხრივ ცოტა რთულადაა....
არის რაღაც გადამამუშავებელი ქარხნები (ქაღალდი, პლასმასა, მინა...) მაგრამ არ არის სისტემატიზირებული. არავინ არ წაიღებს, ძალიანაც რომ მოვინდომო და ცალ-ცალკე შევაგროვო. შესაძლებელია ჩემით წავიღო ქარხანაში, მაგრამ ეს ძალიან თავგადაკლული ეკოლოგის გარდა მგონი არავის უღირს... და იმასაც არა ალბათ.
დღეს-დღეობით ჩემთვის ცნობილი ერთადერთი შესაძლო ვარიანტია ორგანიზაცია CENN-ის მწვანე ოფისის კამპანიაში ჩართვა. ეს ორგანიზაცია, სხვა მრავალ კარგ საქმესთან ერთად, ხელს უწყობს ნაგვის დახარისხებას და მის ტრანსპორტირებას. ყველას შეუძლია ამ კამპანიაში ჩართვა. ამისთვის საჭიროა ორგანიზაციამ, ფირმამ... დაიწყოს ქაღალდის ცალკე შეგროვება და საკონტაქტო ინფორმაცია დატოვოს CENN-ში. ყოველი თვის ბოლოს ამ ორგანიზაციიდან დარეკავენ და იკითხავენ თუ შეგროვდა ქაღალდი. თუ შეგროვდა, მოვა მანქანა და წაიღებს.
გარდა იმისა, რომ ცოტავდება ნაგავი, იზოგება ბუნებრივი რესურსები. დასავლეთში ტექნოლოგიები იმ დონემდეა განვითარებული, რომ გადამუშავებულ ქაღალდზე წიგნებს ბეჭდავენ. ჩვენთან მაქსიმუმ ხელსახოცებს და ისე ტუალეტის ქაღალდებს აწარმოებენ, მაგრამ ესეც კარგია.

ახლა ამ თემის მთავარი იდეა რა არის. ერთი ის, რომ ვინც არ იცის, უკეთ გაერკვეს ნარჩენების პრობლემაში. ხოლო მეორე - ის დაწესებულება, რომელშიც სწავლობთ/მუშაობთ ჩართოთ მწვანე ოფისის კამპანიაში. ან ხელმძღვანელობას მიაწოდოთ იდეა და იმდენად დააინტერესოთ, რომ თავად გაუკეთონ ამ ყველაფერს ორგანიზება, ანდა თქვენს თავზე აიღოთ და გააკეთოთ ეს კარგი საქმე

კიდევ ერთხელ ლინკები:
http://www.cenn.org
greenoffice.cenn.org
მგონი აგროვებენ პლასმასას და შუშასაც.. ეს გასარკვევია.
მე ჩემი სკოლა ჩავრთე და სახლში შეგროვებული მაკულატურა ახლა სკოლაში მიმაქვს ხოლმე (მამაჩემი როგორ ვერ მიტანს

ახლა ვფიქრობ იმაზე, უნივერსიტეტშიც გავაკეთო ეს... თუმცა, ასე მარტივი იქ არ იქნება...
ეს იმიტომ ვთქვი რომ განახოთ, რომ სულაც არ არის ძნელი.
რამე კითხვები თუ გექნებათ, მომმართეთ

ხო, კიდევ ერთი. მათთვის, ვინც Facebook-ს იყენებთ. ჩაწერეთ ძებნაში: Time to Act Georgia და Recycle - Paper . პირველი ჯგუფია, მეორე Cause, გადახედეთ და თუ მოგეწონებათ დაემატეთ. პირველი ზოგადია, მეორე კონკრეტული


----------
კიდევ ერთი რამ, რაც ამ ყველაფერს ნაწილობრივ უკავშირდება. საინტერესოა, და გირჩევთ უყუროთ.
http://www.storyofstuff.com
ხოლო, ვინც ინგლისური არ იცის და რამე სხვა ენა იცის:
http://www.storyofstuff.com/international/
ვინმეს თუ ქართული ვერსია უნდა, მე მაქვს და დამიპიემოს და მივცემ

-----------
გმადლობთ ყურადღებისთვის, თუ ეს ყველაფერი წაიკითხეთ, თუ არა, გთხოვთ წაიკითხოთ

Ginevra