მოკლედ, გასვლის სპეციფიკიდან გამომდინარე ეკო-გასვლაზე წამომსვლელ მოხალისეთა რაოდენობა იდეალური იქნებოდა თუ 8-10 კაცი მოვგროვდებოდით....
20 კაცამდე მოხალისის შემთხვევაში გასვლის გეგმის შესრულება შესაძლებელი იყო, თუმცა გართულებები აღარ დაგვჭირდა - 7 მოხალისე მოვიდა 3 აპრილს დილის 9:00-მდე "დელისთან" - ანუ თითქმის იდეალურად დავიწყეთ დასახული გეგმის შესრულება და გეგმის პირველი ნაწილი წარმატებით შევასრულეთ კიდეც: - წოდორეთი-ბევრეთის გზაზე დიღმურას ხიდის მიმდებარე ტერიტორია და ხევი საბურავებისა და პოლიეთილენის ნარჩენებისაგან გავწმინდეთ.
ერთი ძალიან სახასიათო დეტალი: პიკაპების ერთერთმა მძღოლმა, ბატონმა ბაჩიმ, ეს გამოზიდული საბურავები რომ ნახა, ხელთათმანი გამომართვა და მანქანით ჩავიდა დიღმურას ნაპირზე, იქ გადაგდებული საბურავის ამოსატანად.... ძალიან საცნაური ჟესტი იყო...

ორივე პიკაპი კარგად დავტვირთეთ. ტვირთი კი ლისის ტბის მიმდებარედ, ავტოპარკინგის გვერდით ტერიტორიაზე სანაგვე ბუნკერ(თან)ში მოვათავსეთ და წავედით დაგეგმილ მეორე წერტილზე - "სამოთხისაკენ" მუხათგვერდის სასაფლაოს გავლით...

გზა საკმაოზე მეტად რთული აღმოჩნდა, თუმცა საქმეს აადვილებდა ის, რომ ერთერთი მძღოლი "ოფფროუდ ქლაბ ჯორჯიას" კლუბის წევრი გვყავდა და საქმეს ცოდნით უმკლავდებოდა. რაღაც მონაკვეთში ორივე მანქანა მან გაიყვანა "სამშვიდობოს"...
თუმცა...
ალბათ გამოცდილ ოფროუდერებსაც მოსდით შეცდომები... ერთერთი ტალახიანი მონაკვეთის გადალახვისას მანქანა მოცურდა და ღრმა ნაკვალევში "ხიდებზე დაჯდა", თან ისე რომ ბორბლები ჰაერში (წყალში) გამოეკიდა და მანქანას ძვრა აღარ ჰქონდა... უცებ "ტროსი" "გააჩინეს", დიდის ამბით ჩააბა წყალში ჩასულმა ბუბუმ, ერთი გაქაჩვა და "ტროსი" გაწყდა... ერთ წამში ეკო გასვლა სამაშველო გასვლად გარდაიქმნა...
ოფფროუდერთა დაუწერელია კანონი ყოფილა, მთლად უცხო ვიმნემ რომ მიაწვდინოს ხმა, აქა და აქ ასეთ სიტუაციაში გავიჭედეო, თავს ვალდებულად თვლიან მივიდნენ და დაეხმარნონ... ეს უცხოს რაც შეეხება, თორემ თავისიანს ხომ გაჭირვებაში არ მიატოვებენ ეს ცალსახაა... ეგაა, რომ მოულოდნელობის ეფექტის გამო დიდხანს ცდა შეიძლება დაჭირდეს საშველ ტიპს, მანამ მაშველები დანიშნულების ადგილზე მისასვლელად დროს და საშუალებას გამონახავენ. მაგრამ სხვა რა გზა იყო - ცეცხლი მოვანთეთ და საჭმელები მოვჩხრიკეთ ვისაც რა ჰქონდა...
3 საათზე მეტი გავიდა, მანამ 2 მანქანა ამოვიდა ჩვენს დასამარებლად და ძალიან გამძლე ღვედი ამოიტანეს საბუქსირედ. მეორე პიკაპზეც თავად ოფროუდერი დაჯდა და ცოტა ხანში "გემი" ნაპირზე გამოათრია...
"სამოთხისაკენ" გზის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, იქ რომ ავიდოდით უკვე მოსაღამოვებული იქნებოდა, ჰოდა ბევრი აღარ გვიფიქრია და დავბრუნდით თბილისში. მძღოლებმა სახლების მიხედვით, ვისაც სად აწყობდა, დაგვარიგეს, მადლობა მათ ამისათვისაც...
P.S. დიდი მადლობა დახმარებისათვის მინდა გადავუხადო გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტს, მინისტრის თანაშემწეს დავით ჩქოტუას და პიკაპის მძღოლებს, გიორგი ჯორჯაძეს და არჩილ კვანკვეტაძეს და ყველა მონაწილეს, აისელს თუ არააისელს...
განსაკუთრებული მადლობა "ოფფროუდ ქლაბ ჯორჯიას" მაშველ ბრიგადას გაწეული დახმარებისათვის...
P.P.S.
გადმოსაწერი ბმული: ფოტო-ვიდეო მასალა...გმადლობთ....