27 იანვარს, ოთხშაბათს 17:30 ზარაზასთან ინფექციურში დაინიშნა იდეანერატორის პირველი შეკრება.
ფორუმზე გახსნილი თემები კარგია, თუმცა "ლაივში" შეხვედრა ბევრად უკეთესი! ამიტომ გადაწყდა დავაორგანიზოთ სამუშაო შეხვედრა სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირველ რიგში აისელებს, ხოლო შემდეგ ყველა ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანს, რომელთაც აწუხებთ წვეტიანი და გლუვი აზრები იმასთან დაკავშირებით თუ რა ეკოლოგიური სიტუაციაა დღეს საქართველოში, როგორ უნდა გადაწყდეს, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ძალებით და ა.შ.
მარტივად რომ ითქვას ერთი გემრიელი "გონებრივი იერიში" უნდა მოვაწყოთ!
შეხვედრა დაგვეხმარება ახალი იდეების აღმოჩენა - განვითარებაში. პროექტების დაგეგმვაში - ეკოკლუბის სამომავლო გეგმების - პოლიტიკის განსაზღვრაში და ა.შ.
აი ასეთი კარგი შეხვედრა გვექნება

