ერთ-ერთ ტრენინგზე პროექტების წერასთან დაკავშირებით ითქვა ასეთი რაღაც, რომ როდესაც ორგანიზაცია მოქმედებს ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია ერთხელ და სრულყოფილად მოხდეს არსებული სიტუაციის ანალიზი, ხოლო ნებისმიერი მომდევნო პროექტის დასაბუთება სწორედ ამ სიტუაციის ანალიზში მცირე ცვლილებების შეტანის შედეგად იქნება შესაძლებელი. ამიტომ ფორუმზე იხსნება ახალი თემა სახელწოდებით "ეკოლოგიური მდგომარეობის ანალიზი საქართველოში."
თემაში შეუძლია წეროს ყველამ, ვინც რას თვლის რომ პრობლემაა საქართველოში. ეს დაგვეხმარება ერთიანი სურათის დანახვაში და სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში..
ეკოლოგიური მდგომარეობის ანალიზი საქართველოში
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35
Re: ეკოლოგიური მდგომარეობის ანალიზი საქართველოში
ყველა ამბობს და შეთანხმებულები ვართ იმ საკითხზე, რომ საქართველოში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კაშვირების აღმოსაჩენად კარგი იქნებოდა მის გამომწვევ და მის მიერ გამოწვეულ შედეგებზე თუ ვიმსჯელებდით...
პირველი რაც თავში მომდის ორი დიდი სფეროა ალბათ გამოსაყოფი, ეს არის სახელმწიფო და მოქალაქე.
რა როლი აქვს სახელმწიფოს გარემოსდაცვის საკითხებში და სად არის მოქალაქის პასუხისმგებლობის ზღვარი. სად გვაქვს პრობლემები და რომელი პრობლემის აღმოფხვრაში შეუძლია მონაწილეობის მიღება აისს..
მთავარი "დამნაგვიანებლები" ვართ თავად ჩვენ, ადამიანები. ადამიანები, რომლებიც არც თუ იშვიათად თავადვე არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები (საჯარო მოხელეები). ჩვენ რომ არ ვაგვიანებდეთ, არც არაფერი იქნებოდა დასასუფთავებელი, მარტივია...
ის რომ ჩვენ ვანაგვიანებთ ავიღოთ ეს ფაქტად. ამის შემდეგ ჩნდება მთელი წყება პრობლემები. ჩვენ დაყრილ ნაგავს არ იღებს არავინ. სახლში ვართ სუფთები მაგრამ არა სადარბაზოში, ალბათ იმიტომ რომ სახლში ჩვენია და სადარბაზო სხვის.. ანუ განცდა არ მაქვს იმის, რომ სადარბაზოს მეც ვიყენებ და სხვა მეზობლებთან ერთად მაქვს ე.წ. საერთო საკუთრებაში. იგივე ითქმის ზოგადად გარემოზეც: ბუნებაზე, ტყეზე, ზღვაზე და მდინარეზე.
გარემო უფრო მეტად არაა ჩემი ვიდრე კონკრეტული კორპუსის სადარბაზო.

დაისი
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35
Re: ეკოლოგიური მდგომარეობის ანალიზი საქართველოში
კარგი იქნებოდა სახლი (სადაც არავინ არ ყრის ოთახის შუაში გამოსაჩენ ადგილას ნაგავს), და მასთან დაკავშირებული განწყობები (ემოციური) გავრცელებულიყო სხვა, ზემოთ აღნიშნულ სივრცეებზეც... მაშინ ალბათ ადამიანები აღარ დავანაგვიანებდით გარემოს.
კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი: ეკოლოგიური მდგომარეობა ადამიანების მიერ დაყრილი ნაგვით ბევრად ნაკლებად ზიანდება, ვიდრე მასშტაბური საწარმოებითა და პროექტებით, რომელიც კაპიტალურ ცვლილებებს იწვევენ გარემოში.
ხშირად ისიც მომისმენია, რომ რეალურად მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე აქცენტის გაკეთება (ამ კონტექსტში) ხშირ შემთხვევაში ამ დიდი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად ხდება... ეს მოსაზრება არც თუ აზრს მოკლებული მეჩვენება. აქედან გამომდინარე ამ იდეოლოგიის ორგანიზაციები უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ სახელმწიფოს ზეწოლაზე რომ მიაღებინონ გარკვეული რეგულაციები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად...
ისე საინტერესოა... თუ ვთქვათ არსებული ეკოლოგიურ მდგომარეობას შევაფასეთ 100 ბალით, ალბათ კონკრეტული ინდივიდების მიერ ნაგვის დაყრის ერთეული შემთხვევებით გამოწვეული დაბინძურება 15-20%ს არ აცდებოდა.
კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი: ეკოლოგიური მდგომარეობა ადამიანების მიერ დაყრილი ნაგვით ბევრად ნაკლებად ზიანდება, ვიდრე მასშტაბური საწარმოებითა და პროექტებით, რომელიც კაპიტალურ ცვლილებებს იწვევენ გარემოში.
ხშირად ისიც მომისმენია, რომ რეალურად მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე აქცენტის გაკეთება (ამ კონტექსტში) ხშირ შემთხვევაში ამ დიდი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად ხდება... ეს მოსაზრება არც თუ აზრს მოკლებული მეჩვენება. აქედან გამომდინარე ამ იდეოლოგიის ორგანიზაციები უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ სახელმწიფოს ზეწოლაზე რომ მიაღებინონ გარკვეული რეგულაციები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად...
ისე საინტერესოა... თუ ვთქვათ არსებული ეკოლოგიურ მდგომარეობას შევაფასეთ 100 ბალით, ალბათ კონკრეტული ინდივიდების მიერ ნაგვის დაყრის ერთეული შემთხვევებით გამოწვეული დაბინძურება 15-20%ს არ აცდებოდა.
დაისი
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35
Re: ეკოლოგიური მდგომარეობის ანალიზი საქართველოში
https://www.facebook.com/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-243591792490945/ ფონდი - გაამწვანე საქართველო
დაისი