მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

Postby გაბილა » 25 Oct 2015 00:08

ბატონებო,

31 ოქტომბერს აისის ეგიდით ეწყობა გეგმიური დასუფთავების აქცია, ამჯერად ჩვენი სამიზნე მცხეთის ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაა. ფოტოებს მოგვიანებით დავდებ. დეტალები ასე გამოიყურება:

შეკრების დრო და ადგილი: 09:00 დიდუბის მეტროს ქვედა გამოსასვლელთან
ტრანსპორტი: ამ დღეებში დაზუსტება. 1. ან ჩვეულებრივ ვიქირავებთ და დაჯდება მაქს. 5 ლარი კაცზე. 2. ან გავყვებით სარეისოს და მცირე ფეხით ლაშქრობას მოვაწყობთ ჯვრამდე და უკან - თანხა მაქს. 3ლ.

გასვლისას მოქმედი წესები
1. იკრძალება ყოველგვარი ტიპის, სახის, რაოდენობის და მოცულობის ალკოჰოლური სასმელის წამოღება (მათ შორის ლუდის)
2. იკრძალება ლაპარაკი ისეთ თემებზე როგორიცაა: პოლიტიკა და რელიგია.
3. ვემორჩილებით ორგანიზატორის მითითებებს.
4. თუ კი ზემოთჩამოთვლილი სამივე წესი მისაღებია შეგიძლიათ წამოხვიდეთ, და/ან წამოიყვანოთ დაქალი, ძმაკაცი, ნათესავი, ახლობელი და ა.შ.

დასასუფთავებელ ადგილთან, იქვე არის ბუნკერი. ნაგვის გატანას მცხეთის გამგეობა უზრუნველყოფს.

წამომსვლელებმა გთხოვთ დააფიქსიროთ წამოსვლის სურვილი.
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

Postby გაბილა » 25 Oct 2015 00:27

ამინდი.ჯი ამინდს მზიანს გვპირდება, ასე რომ მსურველებმა წამოიღეთ აუცილებლად:
- მზისგან დამცავი ქუდი
- ერთი დღის საკვები.
- სასმელი წყალი 2ლიტრი
- თანხა - ხემა
- ასევე, აუცილებლად წამოიღეთ ერთი მეგობარიც :D
დაბოლოს, რა თქმა უნდა კარგი ხასიათი ;) (ჭარბი ოდენობით)

აღჭურვილობას, ხელთათმანებს და ცელოფნის პარკებს ადგილზე დავარიგებთ.
დაისი

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

Postby ზარაზა » 25 Oct 2015 18:19

+1
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

Postby გაბილა » 25 Oct 2015 22:39

1. გაბილა
2. ზარაზა
3. ანა (გაბილა +)
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

Postby გაბილა » 25 Oct 2015 22:54

დაპირებული რამდენიმე ფოტოც, განწყობისთვის ;)

ჯვრამდე არ მისული, ახალი მონასტერი შენდება, სწორედ იქვეა დანაგვიანებული ტერიტორია, მიუხედავად იმისა რომ ბუნკერიც იქვე დგას ....

Image

Image

Image
დაისი

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

Postby ზარაზა » 25 Oct 2015 23:53

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

Postby გაბილა » 27 Oct 2015 12:47

მებრძოლნო! ;) შაბათს გვიტევენ, ამინდი ფუჭდებაო, შესაძლოა მცირე წვიმა.

გასვლა შედგება ყველა შემთხვევაში!

რაც შეეხება ტრანსპორტს, თუ კი საკმარისი რაოდენობა შევგროვდებით, ვიქირავებთ "მარშუტკას" მგზავრობა იქით-აქეთ დაჯდება 4ლ.

თუ კი რაოდენობა არ იქნა საკმარისი, გავყვებით სარეისოს მცხეთის გადასახვევთან და მცირე საფეხმავლო ლაშქრობას მოვაწყობთ ჯვრისკენ.

ე.ი. თქვენ აუცილებელ აღჭურვილობას დაემატა კიდევ ერთი ნივთი: "საწვიმარი"
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

Postby გაბილა » 01 Nov 2015 20:28

გეგმიური გასვლა მცხეთის ჯვარზე შედგა (როგორც ყველა დაგეგმილი ეკო-აქცია)

სულ ჯგუფი შედგებოდა 6 წევრისგან, მათ შორის 5 აისელისგან.

შეკრება ცოტა დაგვაგვიანდა. გავყევით სარეისოს და ზედ მცხეთის ჯვრის ძირში ჩამოვედით. მონასტერზე ასასვლელი გზის პოვნა გაგვიჭირდა თავიდან, რის გამოც ცოტა დროც დაიკარგა. მონასტრის დათვალიერების შემდეგ დავიყავით 2 კაციან ჯგუფებად, და განაწილდა სამოქმედო ტერიტორია. მე და ანა ჩვენ კვადრატში ვმოქმედედით ;) ხუცმანი და ქეთი ცალკე, ხოლო პეტრიკა და ზარაზა ერთად.

დაახლოებით 3 საათამდე შეუსვენებლივ ვიმუშავეთ. ადგილობრივი მეეზოვეც გავიცანით და მოგვეხმარა კიდეც.. სულ თავს დაგვტრიალებდა ბუნკერთან ნაგვით სავსე ტომრები რომ მიგვქონდა და სულ გვეკითხებოდა, ინტერესდებოდა რაღაც-რაღაცებით... ვიღაცებმა ყოჩაღთ ბიჭებოო, კაი საქმეს აკეთებთ კაი ხალხი ხართო..

ის იყო, ვიფიქრეთ, რომ მიმდებარედ ყველაფერი კარგადაა რომ პეტრიკა დაიკარგა, მივაგენით ხევში. პირდაპირ ნაგვის ალყაში იყო მოქცეული. შევეცადე ალყა გამერღვია, სპარტააც დავიძახე, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ.. ამ დროს ჩვენი რაზმის დანარჩენი ნაწილებიც მოვიდნენ, და განახლებული ძალებით შევუტიეთ ჯვრის მონასტრიდან ტრასისკენ დაშვებულ ფერდობს.

მდგომარეობას აძნელებდა ძეძვნარი, რომელსაც შეკავებული ჰქონდა ეს ნაგავ-ნუგავი.

1 საათიანი ბრძოლის შემდეგ შესვენება გადავწყვიტეთ. ჩავედით მონასტრის დაბლა მდებარე წმ. ნინოს სალოცავში და წყაროზე. მშვენიერი ხედით დავტკბით და წავიხემსეთ. იქ ადგილობრივმა კი მცირე ისტორია მოგვიყვა ამ ადგილის შესახებ.

შესვენების დამთავრების შემდეგ, წვიმამ მოგვისწრო და შეგვაფერხა. ცოტა რომ გადაიღო გადავწყვიტეთ სანამ მოსაღამოვდებოდა ცოტა გზის პირიც გაგვეწმინდა. მოსაღამოვებულს დავეშვით ქედით პირდაპირ ტრასასთან და ზაჰესამდე ვიარეთ ფეხით, სადაც დასრულდა კიდეც გასვლა
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მცხეთის ჯვარი - ეკოაქცია - 31.10.2015

Postby გაბილა » 01 Nov 2015 20:34

ეს აღწერილობითი ნაწილი, რაც ეხება შეფასებას:

აისი - ალბათ ერთ-ერთი ის გამონაკლისი ორგანიზაციაა რომელის წევრების ნაწილი არც კი წერს ისე მოდის ;) რაც რა თქმა უნდა სასიამოვნოა თუმცა პროგნოზირებას უშლის ხელს. რა მოცულობის ინვენტარი დაგვჭირდება, ტრანსპორტის რა სახეობა და ა.შ.

მარშუტი უნდა დაიგეგმოს ყოველთვის წინასწარ, მაშინაც კი თუ ეს ჯვრის მონასტერია და ერთი შეხედვით პრობლემა არაა იქ ასვლა...

ხალხი, ეკო აქციისთვის, არასდროს არის ზედმეტი. არასდროს! საკმარისია იქვე მდებარე ფერდობზე ჩაიხედო და იმდენი სიძნელე დაგვხდება ფიქრობ, ნეტა 30 - 40 კაცი იყოსო. ეგეც რომ არა, თუ წინასწარ დაზვერილი ტერიტორია დასუფთავდა, უბრალოდ გზის პირებზე შეიძლება გავლა და 10-ჯერ მეტი ნაგავის მოგროვება.

დაიბადა ნაგვის ხომალდის ყოლის იდეა. ამას შემდგომი დამუშავება ჭირდება :)

სასწრაფოდაა მისაღები გადამჭრელი ზომები ეკოაქციებისთვის ხალხის რაოდენობის გასაზრდელად. (მოტივაციასთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები დაფიქსირებულია "იდეანერატორში")

მინდა ცალკე აღვნიშნო აკო აქციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია: არ ვამბობ რომ ჩვენ ვართ მაგრები ან მსგავსი, უბრალოდ ხალხმრავალ ადგილებში (როგორიც იყო ჯვრის მონასტერი) ჩატარებულ აქციას ემატება მაგალითის მიცემის ფუნქციაც, რამაც არ არსებობს რომ უკვალოდ ჩაიაროს.

იქ არ იყვნენ მხოლოდ მექორწილეები და უცხოელები. იყვნენ სკოლის ბავშვებიც ალბათ სანამ დააგდებენ ნაგავს ცოტათი მაინც დაფიქრდებიან...

მინდა მადლობა გადავუხადო აქციის ყველა მონაწილეს და კიდევ ერთხელ დავუდასტურო, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. ვფიქრობ პატარ-პატარა ნაბიჯებით რაღაცის შეცვლას შევძლებთ, თუმცა აუცილებელია ვიფიქოთ უფრო გლობალურად... მეთოდის დახვეწაზე, ეკო-პოლიტიკის გადახედვაზე და ეფექტურობის გაზრდაზე (ეს ბოლო ზედმეტად მაღალფარდოვნად ჟღერს, თუმცა პრაგმატიზმითაა გაჟღენთილი)
დაისი