იდეანერატორი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: იდეანერატორი

Postby გაბილა » 25 Oct 2015 00:17

მცხეთის გამგეობასთან მოლაპარაკებები ცოტა არ იყოს გაჭიანურდა თუმცა მომდევნო ეკო აქცია 31 ოქტომბერს მაინც ჩატარდება მცხეთის ჯვარზე (იხ. გახსნილი თემა viewtopic.php?f=39&t=2235) ამ ეტაპზე მათთვის გადაგზავნილია მემორანდუმის ფორმა და ველოდები შემდეგ მოქმედებას...

კარგი ამბავი კიდევ არის ის, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსაც გადავუგზავნეთ ჩვენი იდეები და პროექტები თანამშრომლობისთვის. ძირითადად ისინი რაც ამ თემის გახსნისას დავპოსტე თავიდანვე... ვნახოთ რა შედეგი მოჰყვება და როგორ დაინტერესდებიან.

მე და ზარაზა ვლაპარაკობდით ზოგადად "ბუნების მეგობართა" მოტივაციაზე და დაიბადა იდეა, რომ მომდევნო ეკო აქციები დაიგეგმოს გეოგრაფიულად უფრო შორს, ხოლო ხანგრძლივობა გახდეს 2 დღე. ეს ნიშნავს მარტივ რამეს: სასიამოვნოს + სასარგებლო.

თუ კი მგზავრობის დაფინანსების წყაროებიც გვექნა (მაგ.: ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ადგილობრივი გამგეობა) ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მოტივაციის წყარო იქნება. ყოველშემთხვევაში მე ძალიან მომწონს...
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: იდეანერატორი

Postby გაბილა » 25 Oct 2015 01:14

ამ მომენტისთვის, ვცდილობ ეკოკლუბში გახსნილი თემების ოპტიმიზაციას, რამდენიმე თემა დავკეტე, რამდენიმეც წავშალე რადგან მოძველებული ინფორმაცია იდო (მაგ.: დასასუფთავებელი ადგილები სადაც ბოლო პოსტი 4 წლის წინ იყო დაწერილი).

არ წაიშლება: უკვე შემდგარი ეკო აქციები! თუმცა როდესაც აქციიდან 1-2 წელზე მეტია გასული ვფიქრობ ის თემები უნდა დაიხუროს და ჩაბარდეს არქივს :))

გარდა "იდეანერატორისა" ვფიქრობ კიდევ ერთი თემის გახსნას, სადაც ეკოსთან დაკვშირებული (ზოგადი სახის) სასარგებლო ბმულები და ინფო შეგროვდება. მაგ.: საჭირო ადამიანების საკონტაქტო ინფო. სასარგებლო ბმულები რომელიც მომავალი ეკოს დასაგეგმად გამოდგება... და ა.შ.

გაიხსნება კიდევ რამდენიმე თემა. სავარაუდოდ:

1. დასასუფთავებელი ადგილები;
2. განახლდება "ეკოლოგიის" თემა;
3. საკანონმდებლო რეგულაციები;
4. "ტრაფარეტი" - ეს იქნება თემა სადაც ვიმსჯელებთ მისი დამზადების (ალტერნატიული) დაფინანსების საშუალებებზე. ასევე ტექსტზე რა უნდა ეწეროს ზედ, როგორაა საზღვარგარეთ და ა.შ.
5. გამწვანება - ნერგები, დონორები, სეზონები, მოკლედ ყველაფერი გამწვანებასთან დაკავშირებით, თუ დიდი თემა გამოვა შეიძლება დაიყოს კიდეც..
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: იდეანერატორი

Postby გაბილა » 25 Oct 2015 01:51

ერთ-ერთ თემაში "ეკოიდეების კუთხე" ვნახე აი ეს პოსტი და ძალიან მომეწონა:

gugusha wrote:მე და ქეთიმ ერთი ორჯერ კი ვისაუბრეთ ამაზე მაგრამ აქაც იყოს.
ჩემი პოზიცია ასეთი ისტორიული ძეგლების დასუტავებასთან დაკავშირებით და ეკოლოგიის კლუბთან დაკავშირებითაც.
ჩევნ მივაბაროტ თითო სკოლას თითო ისტორიული ძეგლი თბილისის გარსემო. რომ ამ ბავშვებმა წელიწადში ორჯერ მოახდინონ გასვლა და დალაგება ასე ვთქვათ მეურვეობაში აიყვანონ. თბილისის გარშემო ბევრია ძეგლი რომელიც დალაგებას საჭიროებს. თუ იმ სკოლებიდან რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ წამოვლენ ბავშვები 7-10 ან 7-11 კლასების ჩათვლით გარდა ამისა ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მემკვიდრეობითობა დავნერგოთ. თუ იმ სკოლებიდან რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ წამოვლენ ბავშვები 7-10 ან 7-11 კლასების ჩათვლით. როდესაც უფროსკლასელები დაამტავრებენ სკოლას ეს საქმე გადაიბარონ ქვედაკლასებელმა რომლებიც უკვე წამოზრდილები იქნებიან და უფროსკლასელებტან ერთად უკვე რამოდენიემჯერ ნამყოფები და გამოცდილები იქნებიან.

ანუ
1. თითო სკოლას თითო ძეგლი
2. მემკვიდრეობითობა. უფროსების საქმეს უცროსები აგრძელებენ.

ამას სეიზლება ერთი ხარვეზიც ქონდეს რომ ბავშვებს მობეზრდეთ სულ ერთი და იგივე ადგილას სიარული. მაშინ რაღაც გრაფიკის გაკეთება მოგვიწევს რომ გალალიტად ერთ წელს არმაზში და მეორე წელს ზედაზენზე.


კიდევ. პირველადი დამოკიდებულება არის ცოტა საპრობლემო. ანუ რას ვგულისხმობს ბავშვების ენტუზიაზმი რომ წავიდნენ ვიღაცის დაყრილი ნაგავის გასასუთავებლად და მსობლების პოზიცია რომ ამის გასაკეთებლად ტავიანტ ოქრო შვილებს არ გამოუსვებენ.
ჩემი აზრიტ ამ პოზიციის შერბილება შეიძლება შემდეგნაირად. თუ ეს ბავშბვები გაზაფხულიდან იწყებენ აქციას. მაშინ ზამტარში ანუ აქციამდე მათ ჩაუტარდეთ ლექციები ეკოლოგიაში. ამის სედეგაც ეს ბავშბევი გაიგენებ ეკოლოიის მნიშვნელობას ზოგადად დღავნდელს სიტუაციას საქართველოში და ამის გამოსწორების შესაძლო გზებს. ცემი აზრიტ ეს მათ მოტივაციას რომ წავიდნენ და დაალაგონ გაზრდის. ჩემი აზრიტ ეს აასევე დადებიტად იმოქმედებს მშობლების პოზიციაზეც. ანუ ამ აქციას ჯერ აქვს ასეთი სახე როდესაც შინაარსი განიმართება რომ ბავშვრბი მიდიან სხვისი ნაგვის დასალაგებლად და ამ ტეორიული კლექციების მერე ეს უფრო მიირებს ისეთ სახელს რომ ბავშვები მთლიანობაში ეკოლოგიაზე ზრუნვით არიან დაკავებული. თან ბევრ რამეს გებულობენ, თან ქუჩაში არ დგანან თან სასარგებლო საქმეს აკეთებენ.
გარდა ამისა ამ ლექციებზე და მერე აქციებზე სიარულით ბავშები ეცნობიან და უახლოვდენბიან აისის პრინციპებს ცხოვრებას. ანუ მათი კონტაქტი აისთან არის უფრო მჭიდრო და საფუძვლიანი ვიდრე მხოლოდ 1-2 აქციაზე წასვლით. შესაბამისად ეს ბავშვები არიან აისის პოტენციური წევრები.
რაც შეეხება ლექციებს ჩემი აზრით ეს უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ უნდა იყოს ლაპრაკი ეკოლოგიის მნიშვნელობაზე ზოგადად და მერე საქართველოს ეკოლოგიურ ვითარებაზე მერე იმ მიმართულებებზე და გზებზე რითაც შეიზლება სიტუაციის გამოსწორება საქართველოსი და რისი განხორციელებაც ჩვენს ძალებშია.

სადმე უნდა ვიშოვოთ ეკოლოგი რომელსაც სცალია.
ან შეიძლება ასეთი რამის გაკეთება. უმაღლესებში ამ განხრით ვინც სწავლობს და დამამათავრებელს კურსზე ვინც არის იმათ დავკავშირდეთ. ჯერ კიდევ სტუდენტ ეკოლოგებს უფრო მეტი ენთუზიაზმი ერქნებათ.
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: იდეანერატორი

Postby გაბილა » 19 Nov 2015 09:55

რაც ეხება ჩვენ მემორანდუმს, მინისტრის ერთ-ერთ მრჩეველს გადაეცა ეს საქმე, თუმცა როგორც დღეს გავიგე ავარიაში მოყოლილა ეს ადამიანი და ამის გამო ვეღარ მოუხერხებია ჩემთან დაკავშირება.

ამჯერად საქმე ერთ ჩემ ნაცნობს გადაებარა რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმედია ეს საქმეს წინ წაწევს და მემორანდუმიც დაიწყებს რაღაც შედეგების მოტანას:)
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: იდეანერატორი

Postby გაბილა » 04 Jan 2016 07:19

ერთ-ერთ ტრენინგზე პროექტების წერასთან დაკავშირებით ითქვა ასეთი რაღაც, რომ როდესაც ორგანიზაცია მოქმედებს ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია ერთხელ და სრულყოფილად მოხდეს არსებული სიტუაციის ანალიზი, ხოლო ნებისმიერი მომდევნო პროექტის დასაბუთება სწორედ ამ სიტუაციის ანალიზში მცირე ცვლილებების შეტანის შედეგად იქნება შესაძლებელი. ამიტომ ფორუმზე იხსნება ახალი თემა სახელწოდებით "ეკოლოგიური მდგომარეობის ანალიზი საქართველოში." (იხ. ბმული viewtopic.php?f=39&t=2250)

უახლოეს მომავალში გაიხსნება "იდეანერატორში" დაანონსებული რამდენიმე თემაც და ვეცდებით ახალ 2016 წელს უკვე დავისახოთ ახალ-ახალი გეგმები, გამოწვევები და აქტივობები.
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: იდეანერატორი

Postby გაბილა » 11 Jan 2016 12:45

გუშინ ჩემი ნაცნობი შემხვდა შემთხვევით, უნივერსიტეტში მოვუყევი აისის ეკოკლუბის შესახებ და გამოთქვა ჩართვის სურვილი - რადგან ეკოლოგიაზე სწავლობს ახლა, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. კარგი იქნება თუ ნაცნობ-მეგობრებში მოვიძიებთ ასეთ ადამიანებს და ერთი კარგი პრეზენტაცია მოვცხოთ "ინფექციურში" ან სადმე სხვაგან, ჯერ ჩვენი მოხალისეებისთვის ვინც ამ საკითხებით არიან დაკავებულები. მერე დავხვეწოთ და უფრო ფართოდ გავშალოთ ეს საქმიანობა.

ადრე ჩავატარეთ ერთი გასვლითი "ლექცია" სკოლა "აისში" და არაუშავდა - ყოველშემთხვევაში საცდელი ვარიანტისთვის კარგი იყო..

ისეც შეგვიძლია, ზოგადად ვინც ეკოლოგიაზე სწავლობს მაგისტრატურაში მითუმეტეს, ვთხოვოთ რაიმე კონკრეტული თემის მომზადება და ჩვენ თვითონაც გავთვითცნობიერდეთ ამ ამბებში, იქნებ რაიმე ახალი იდეებიც წამოვიდეს მერე...

მათთვისაც კარგი იქნება, უფრო მეტად მოინდომებენ რომ არ შერცხვნენ პრეზენტაციისას, თვითონაც კარგად გაერკვევიან თემაში და ჩვენც გაგვარკვევენ. + გამოცდილებასაც დააგროვებენ.
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: იდეანერატორი

Postby გაბილა » 10 Feb 2016 17:36

ამ დღეებში მე და ზარაზას აქტიური კომუნიკაცია გვქონდა სამთავრობო სტრუქტურებთან. აქ იგულისხმება:

1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლოჯისტიკის უფროსი
2. გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების ცენტრი (სამინისტროს სსიპ-ის);
3. სატყეო დეპარტამენტი (არა პირდაპირი კომუნიკაცია)

მოკლე რეზიუმე ასე გამოიყურება:

სატყეოც და დაცული ტერიტორიებიც დაგვპირდნენ, თუ ჩვენ მიერ არჩეული დასუფთავების ადგილი რომელიმე მათგანს ეკუთვნის, დაგვეხმარონ ტექნიკით (იგულისხმება რთულად მისადგომ ადგილებში პიკაპებით დახმარება). ხოლო თუ ტერიტორია არც ერთ მათგანს ეკუთვნის მაშინ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციაც შეიძლება... ეკოაქციამდე 2 კვირით ადრე უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში სად და როგორ ვაკეთებთ ამ ამბავს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციების გავრცელების ცენტრმა კი გვითხრა ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა რომ ასეთი ტიპის რაღაცებში დაგეხმაროთო (იგულისხმება თეორიული მომზადება) გაგვაცნეს თავისი ორი პროექტი "ეკოჰაბი" და "ეკოლიდერთა სკოლა".

"ეკოჰაბი" ყოველ მეორე პარასკევს იმართება ამ ცენტრში და სხვადასხვა საკითხებზე საუბრობენ ოფიციალური პირები.

რაც ეხება ეკოლიდერთა სკოლას - ეს უფრო სასწავლო ფორმატია. გათვალისწინებულია 13-17 წლის მოზარდებისთვის და ამაზე დასწრებაც შემოგვთავაზეს, რომ ეჩვენებინათ ზოგადად სწავლების პროცესი...

ასევე ვილაპარაკეთ ჩვენი ორგანიზაციიდან დახმარების შესაძლებლობაზე ქალაქგარეთ გასვლებთან დაკავშირებით..

მოკლედ მათთან კიდევ ერთი გენერალური შეხვედრაა საჭირო.
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: იდეანერატორი

Postby გაბილა » 10 Feb 2016 17:45

რაც შეეხება იდეანერატორის პირველ შეხვედრას:

როგორც ვთქვი ჯამში 6 ადამიანი ვიყავით. ვილაპარაკეთ სხვადასხვა საჭირბოროტო თემებზე. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი:

1. აისის ეკოკლუბს უნდა ჰყავდეს ერთგვარი "ბირთვი" რომელიც იქნება კლუბის დასაყრდენი, ამისთვის:

2. საჭიროა გავზარდოთ ჩვენი წევრების დაინტერესება გარემოსდაცვითი აქტივობებით, რისთვისაც:

3. აუცილებელია გააქტიურდეს ჩვენივე მოხალისეებთან მუშაობა სხვადასხვა გზებით, მათ შორის აისის სხვა კლუბების დახმარებით.

უფრო კონკრეტულად:
შესაძლოა მოეწყოს რამდენიმე "ეკო-ფილმის" ჩვენება. სადაც კარგად იქნება ილუსტრირებული აქტუალური საკითხები.
შესაძლოა მოვიწვიოთ ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები. შეგვიძლია ისინი თავად დავაინტერესოთ ჩვენი საქმიანობით.
შესაძლოა დავუკავშირდეთ სხვა კლუბებს, რომ რაოდენობაზეც გავიდეთ მოხალისეების მხრივ.
შესაძლოა განვავითაროთ ახალი მიმართულება "ეკოტურიზმის" სახით - რაც ეკოლოგიისა და ტურიზმის ნაზავს წარმაოდგენს და ხელს შეუწყობს ხალხის ამ საკითხებით დაინტერესებას.
ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ეკოგასვლა არ უნდა იყოს მხოლოდ ეკოგასვლა. საჭიროა დაიტვირთოს სხვადასხვა სახალისო აქტივობებით, ინფორმაციით გარემოს შესახებ.

ასევე ვისაუბრეთ ეკოკლუბის ასეთი მდგომარეობის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებზე...
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: იდეანერატორი

Postby გაბილა » 16 Mar 2016 13:47

დღეს რამდენიმე საინტერესო საიტი აღმოვაჩინე (ბმულები დევს შესაბამის თემაში) და მივხვდი ერთ მნიშვნელოვან რაღაცას.

თუ კი ჩვენი ეკოკლუბი აპირებს ზოგადად სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, აუცილებელია შეიქმნას დაახლ. 1 გვერდამდე დოკუმენტი სადაც იქნება შემდეგი ინფო.:

1. აისის ეკოკლუბის ხედვა;
2. მისია;
3. განხორციელებული საქმიანობები;
4. არსებული რესურსები - ანუ რისი შეთავაზება შეგვიძლია სხვა, პარტნიორი ორგანიზაციისთვის;

ამის შემდეგ უკვე გვექნება "მისასვლელი პირი" სხვა არასამთავრობოებთან და მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით კომუნიკაციის დაწყების საშუალება.

მისია, ხედვა და ეს რაღაცები უნდა იყოს რეალური, ჩვენი განწყობების და მიზნების ამსახავი და არა საიდანღაც მოტანილი და მოგონილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ასე გავაკეთეთ ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ჩავერთოთ სხვადასხვა პროექტებში და ჩვენ თავზე დაკისრებული მისიაც შევასრულოთ ნაბიჯ - ნაბიჯ :)
დაისი