მცხეთის მუნიციპალიტეტთან კომუნიკაცია შეიძლება უკვე შემდგარად ჩაითვალოს. 31 ოქტომბრის ეკო-აქციისთვის არის კიდევ ერთი პოტენციური სამიზნე (მამკოდას და ბეთანიის გარდა). გამგებლის მოადგილემ ბ-ნმა გივიმ მითხრა, რომ ჯვრის მიმდებარედ ადრე შვედეთის საელჩოს მოუწყვია ეკო-აქცია სადაც თვითონაც იყვნენ ჩართულები თუმცა ვერ მოხერხდა მთლიანად ათვისება.
დღეს დავუკავშირდი გამგებლის წარმომადგენელს საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში, გელა უნდილაშვილს (მასთან კომუნიკაცია ბ-ნი გივის მეშვეობით მოხდა). ხვალ 11სთ-ზე ჯვრის მონასტრის გადასახვევთან ვხვდებით და თავისი მანქანით დაგვათვალიერებინებს დასასუფთავებელ ადგილს. ხოლო შემდეგ პირადად მცხეთის გამგებელს შევხვდებით ზოგად პერსპექტივებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ტრანსპორტირებას და ინვენტარს, გამგებლის მოადგილის თქმით 14ში მცხეთობის გამო მთელი რესურსები იქითკენაა გადასროლილი და ამ ეტაპზე ვერაფერს გავაკეთებთო, თუმცა სამომვალოდ შესაძლებელი იქნებაო (სავარაუდოდ გაზაფხულისთვის. თუმცა ვფიქრობ ეს საკითხი ბოლომდე ამოწურული არაა და გამგებელთან შეხვედრაზეც ვილაპარაკებთ...
ამის იმედს მაძლევს გუშინდელი მემორანდუმის გაფორმება გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. ერთ-ერთი მათი დაპირება სწორედ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან მხარდაჭერა და შუამდგომლობა იყო რაც მართლაც მისასალმებელია..
ესეც განცხადება სამინისტროს ვებ გვერდზე:

თუ კი აქციის ორგანიზებებს თავის თავზე აიღებენ რა ჯობია მაგას

