ბევრი ვიფიქრე ამ თემის სახელზე, თუმცა მერე მივხვდი, რომ რეალურად უფრო მნიშვნელოვანია ავხსნა ამ თემის მნიშვნელობა და არსი ვიდრე ის თუ რა ჰქვია.
ეკოკლუბის განყოფილებაში არის რამდენიმე ზოგადი სახის თემა, რომელშიც ძველთან ერთად საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია და ჯერ კიდევ აქტუალური ინფორმაცია დევს. ასეთი თემებია მაგ.: "ეკოიდეების კუთხე", "ახლო და შორეული მომავლის გეგმები", "დასასუფთავებელი ადგილები" და სხვ.
აქ, ახალი თემის გახსნის მიზანია, ამ და სხვა საინტერესო თემებში მიმობნეული ინფორმაციის გადამუშავება და გარკვეული სისტემატიზაცია. ხოლო ამ ინფორმაციის გადამუშავების შედეგად/შემდეგ ახალ ახალი იდეების დაგენერირება და სხვა საჭირო თემებად გახსნა ეკოლოგიის განყოფილებაში.
თემა იქნება ერთგვარი იდეების საგენერირებელი სივრცე ყველა დაინტერესებული აისელი/არააისელისთვის. "მოგიწოდებთ"

ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ეს მინდა იყოს საკუჭნაო საიდანაც რაღაც-რაღაცები გამოდნება კონკრეტულ იდეებად.
შესაძლოა აქ დაყრილი იდეების აქტუალობიდან გამომდინარე რამდენიმე ძველი თემა გამოვაცოცხლოთ ან ახლები გავხსნათ ამას უკვე დრო გვიჩვენებს.. ასე რომ welcome

