მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby გაბილა » 26 Aug 2015 23:43

ამათვის კვირა დღეს, 30 აგვისტოს, იგეგმება ეკო-აქცია მამკოდის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად.

შეკრების დრო და ადგილი დაზუსტდება ხვალისთვის, დამოკიდებულია მგზავრობის დეტალებზე. არსებობს ორი საშუალება ამ მონასტრამდე მიღწევის:
1. გავყვეთ თიანეთის "მარშუტკას" დიდუბის ავტოსადგურიდან, რომელიც მამკოდამდე ღირს 3 ლარი და უკან.
2. ახმეტელის მეტროდან, სოფ. გლდანამდე გავყვეთ 45ნომერ ყვითელ ავტობუსს, საიდანაც დაახლოებით 5-6 კმ-ა მონასტრამდე..

არსებობს ასევე მე-3 ვარიანტი, ჩვეულებრივ რომ ვიქირავოთ სამარშუტო ტაქსი და მიგვიყვან მოგვიყვანოს. შევეცდები უახლოეს მომავალში ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი შევარჩიოთ. - ცხადია ეს დამოკიდებულია წამომსვლელთა რაოდენობაზეც, ამიტომ თუ კი ვინმეს გაქვთ წამოსვლის სურვილი გთხოვთ დააფიქსიროთ!

აღჭურვილობა: სტანდარტული, ხელთათმანებს და ცელოფნის პარკებს ადგილზე დავარიგებთ;
საკვები: ერთი დღის საკმარისი;
წყალი: 2 ლიტრი;

ეკოგასვლაზე მოქმედებს "ს.ო.აისის" ზოგადი წესები:
1. იკრძალება ყოველგვარი ტიპის, რაოდენობის და მოცულობის ალკოჰოლური სასმელის წამოღება (მათ შორის ლუდის)
2. იკრძალება ლაპარაკი ისეთ თემებზე როგორიცაა - პოლიტიკა და რელიგია.
3. იკრძალება ბილწსიტყვაობა;
4. ვემორჩილებით ორგანიზატორის მითითებებს.

ეკოგასვლაზე წამოსვლა შეუძლია ყველა აისელს და არააისელს თუ მათთვის მისაღებია ზემოთ ჩამოთვლილი წესები და არ დაარღვევენ მათ!...
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby გაბილა » 26 Aug 2015 23:56

აქვე ვტვირთავ დღეს გადაღებულ რამდენიმე ფოტოს.

საკმაოდ დანაგვიანებულია მონასტრამდე მისასვლელი გზა:

Image

Image

Image

არ ვიცი რამდენი წლის წინანდელი აბრაა.. მაგრამ როგორც ჩანს ადრეც ფიქრობდნენ ჩვენს დედაბუნებაზე :))

Image
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby გაბილა » 27 Aug 2015 00:40

რაც შეეხება ზოგადად გეოგრაფიულ მდებარეობას, ეს ტერიტორია შედის თბილისის ეროვნულ პარკში, შესაბამისად აქ მრავლად არიან ცხოველები, მათ შორის მტაცებლები. ზამთრობით ადგილობრივ მოსახლეობასაც კი ექმნება პრობლემები ამის გამო.

ადმინისტრაციულად ექვემდებარება მცხეთის მუნიციპალიტეტს, უფრო კონკრეტულად კი ცხვარიჭამიის თემს. ისტორიული ძეგლები მრავლადაა, კერძოდ მამკოდის კომპლექსში შედის ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ეკლესიები, რამდენიმე კოშკი, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობებისა და გალავნის ფრაგმენტები.

მთავარი გზა გაყვანილია, მდინარე გლდანისხევის ნაპირზე.
დაისი

User avatar
sveta!
ფორუმელი
Posts: 65
Joined: 05 Mar 2014 22:07

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby sveta! » 27 Aug 2015 06:34

გიერთდები გაბილ :)
Є речі і гірше за війну. Боягузтво гірше, зрада гірша, егоїзм гірший.

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby ზარაზა » 27 Aug 2015 07:31

+1
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
shakakoy
ფორუმელი
Posts: 1308
Joined: 13 Aug 2009 15:52
Location: ხარაგაული - თბილისი
Contact:

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby shakakoy » 27 Aug 2015 10:21

მეც წამოვალ - ჟანგიც თან მომაქვს.

Image

შესაზეთი საშუალებები წამოიღეთ თქვენ!
თვალს ნუ გაახელ, დემოკრატია არ დააფრთხო!

takodadalauri
ფორუმელი
Posts: 1
Joined: 27 Aug 2015 11:23

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby takodadalauri » 27 Aug 2015 11:25

გიერთდებით

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby გაბილა » 27 Aug 2015 18:38

უფ, უფ, როგორ მიხარიხართ!

აი საბოლოო დეტალები:

შეკრების დრო და ადგილი: 08:00 - გლდანის N8 საპყრობილეს მიმდებარედ - N180 მარშუტკის ბოლო გაჩერება (გამოდის ახმეტელის მეტროდან) - მარშუტკას გზისთვის სულ 15 წუთი სჭირდება და ღირს 40 თეთრი. ოდნავ ზემოთ აჩერებს N 85 მარშუტკა, ვისაც გაწყობთ შეგიძლიათ მაგას გამოყვეთ. რუკა იხ. ქვემოთ:

N85
Image

N180
Image
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby გაბილა » 27 Aug 2015 19:20

მოძრაობის მარშუტი:

Image

- წითელი ხაზით აღნიშნულია გლდანიდან მამკოდასკენ გასავლელი გზა;
- ლურჯი ხაზით აღნიშნულია უკან დაბრუნების გზა: ამ გზით გავალთ მონასტრისკენ მიმავალ ოფიციალურ სამანქანო გზაზე, ამ გზის დასაწყისში ქვემოთ არის ე.წ. საქეიფო ადგილები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნაგავი არ არის, ტერიტორია საკმაოდ დიდია და შესაბამისად სამუშაოც.

მთავარ გზაზე გასვლის შემდეგ დაახლოებით 700მ-ში არის კიდევ ერთი დანაგვიანებული ტერიტორია, გზის მარჯვენა ნაპირი. თუ კი დრო მოგვრჩა იქნებ მისი აგროვებაც მოვახერხოთ...

გზა მონასტრამდე და მონასტრიდან დაახლოებით 9 და- 8 კმ-ა შესაბამისად დაახლოებით 17კმ უნდა გავიაროთ ჯამში.

რაც ეხება დანაგვიანების ხარისხს, მონასტრის გალავანთან ძალიან ახლოს არის ერთგვარი ნაგავსაყრელი:

Image

ხოლო მიმდებარედ დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა:

Image


Image


Image
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby გაბილა » 27 Aug 2015 19:36

მამკოდის მამათა მონასტრის ქვემოთ მდებარეობს წმ. გიორგის სახ. ტაძარი (მამა-შვილობა) - საბედნიეროდ მისკენ ჩასასვლელი ბერებმა შლაგბაუმით გადაღობეს და მანქანები ვეღარ ჩადიან, შესაბამისად, სისუფთავეც კარგადაა შენარჩუნებული:

Image

რაც შეეხება "შეტევის" განვითარების სტრატეგიას:

- მტერს, პირველი "დარტყმა" უნდა მივაყენოთ მარშუტზე აღნიშნულ მეორე ყვითელ წერტილთან;
- მესამე ყვითელ წერტილთან არის სწორედ ის ნაგავსაყრელი რისთვისაც სრული შემადგენლობა დაგვჭირდება - რის შემდეგაც მონასტერთან ახლოს დიდი არაფერი რჩება გასაკეთებლი;
- ამ ყველაფრის შემდეგ მთელი სირთულე (სივრცეში გაშლის გამო) მთავარი გზიდან მონასტრისკენ გადმოსახვევში მდებარე ნაგავი იქნება;

ვნახოთ როგორ მობილიზებას მოვახდენთ და იმის მიხედვით იქნებ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შევესიოთ :D


რაც ეხება ნაგვის გატანას, ბერებმა მითხრეს რომ ამ ტერიტორიაზე ნაგვის ურნები არ დგას და შესაბამისად არც მცხეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური იწუხებს აქ ამოსასვლელად თავს.

თვითონ ტერიტორია თბილისის ეროვნულ პარკს ეკუთვნის, ხვალისთვის ორივეს შეწუხება მომიწევს ნაგვის მანქანის გამოსაყოფად.
ვფიქრობ, შეგროვებულ ნაგავს გზის პირას გამოვიტანთ და საღამოთი თუ ამოვა მანქანა იქნებ დატვირთვაშიც მივეხმაროთ.. მოკლედ ეს ყველაფერი ხვალისთვის...
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby გაბილა » 27 Aug 2015 21:38

ამინდი.ჯი მზეს გვპირდება. თუმცა პარასკევს კარგი წვიმაა გამოცხადებული და გზა სავარაუდოდ მაინც ტალახიანი იქნება, გუშინდელი წვიმის შემდეგ გზა დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია, თუმცა ალაგ-ალაგ უფრო მეტი ტალახიცაა.

Image
დაისი

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby ზარაზა » 30 Aug 2015 20:22

ჩამოვედით, კარგი იყო... (© უვარგისი)
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby გაბილა » 31 Aug 2015 13:17

მინდოდა ფოტო-რეპორტაჟი დამედო, როგორც წინა ეკო-გასვლებზე, თუმცა ვიდრე ფოტოები იქნება. მოკლე ანგარიში ამ დროისთვის ასეთია:

შევიკრიბეთ უუპუნქტუალურესად, ზუსტად 8 საათზე ყველა წამომსვლელი ადგილზე იყო.
მოძრაობა დავიწყეთ 08:09-ზე.
აღსანიშნავია, რომ ალბათ დასვენება-შვებულება-არდადეგების გამო ბევრმა აისელმა ვერ მოახერხა წამოსვლა. ჯგუფი შედგებოდა ჯამში 8 წევრისგან, საიდანაც 4 აისელი იყო. ხოლო დანარჩენი ოთხი ჩემი პირადი გვარდია :D
გზა არ შეგვშლია და პირდაპირ მივედით დანიშნულების ადგილზე.
გზას, თავის შესვენებიანად, დაახლოებით 2:30 მოვანდომეთ.

ღვთისმშობლის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, წმ. გიორგის ტაძრითურთ (მამა-შვილობა) კარგად დასუფთავდა. ყველაზე მეტად გაჭირდა ხევში ჩაყრილი ნაგვის ამოტანა, გარდა რელიეფური სირთულეებისა, მრავლად იყო ე.წ. "თალგამები".

თუ კი დაიგეგმება მამკოდა 2-ის აქცია, სასურველია ზარაზას მიერ შემოთავაზებული მოკლე გზით ;) აწ უკვე გაუქმებული სამანქანო გზის მხრიდან ასვლა (საიდანაც ჩვენ ჩამოვედით - დეტალურ რუკას მოგვიანებით დავდებ) და იქ არსებული საბადოებიდან ნაგვის მოპოვება, ხოლო შემდეგ ოფიციალური მისასვლელი გზით უკან დაბრუნება და ქვემოთ, ე.წ. საქეიფო ადგილების დასუფთავება (რომელიც მონაწილეთა სიმცირის გამო ვერ მოვასწარით)

არ შემიძლია ცალკე არ აღვნიშნო "ჟანგიანი" shakakoy-ს ამოუწურავი ენერგია :)
შარმანკ.იანი სვეტა-ნათელა-ნათია-ფოტინე (და კიდე ფრანგული შესატყვისი)
ზარაზა (გაწყვეტილი მავთულით) :D
და ჩემი პირადი გვარდია ^^
ასევე ფოტოგრაფი მოხევე - რომელმაც ბევრი დანაგვიანებული ტერიტორია მიგვასწავლა ;)

მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სვიმეონი (თუ სწორად მახსოვს), რომელი ძალიან გემრიელი ნამცხვრითაც გაგვიმასპინძლდა.

ნაგავს გაიტანენ დღეს, ან მაქსიმუმ ხვალ, რის შესახებაც შემატყობინებენ.. ვთხოვე, რომ ბერების მიერ მოწყობილი არაოფიციალური ნაგავსაყრელიდანაც გაეტანათ ნაგავი, ცალსახა დაპირება ვერ მივიღე, თუმცა გამგებლის წარმომადგენელმა ცხვარიჭამიის თემში ბ-მა ლაშამ, მითხრა ჩემ ბიჭებსაც მივახმარო და ალბათ გაიტანენ კიდეც...

უკან, ჯგუფის ნაწილი დაბრუნდა ავტოსტოპით, ხოლო ნაწილი ფეხით გლდანის ხიდებამდე - გზა დაახლოებით 4-5კმ.

აქვე დავწერ კონტაქტებს რომელიც სამომავლოდ შეიძლება გამოგვადგეს:
2 51 27 27 - მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმღები (კანცელარია)
599 56 40 13 - ნოდარ კაპანაძე - მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური
593 94 62 26 - გოგა - დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი მამკოდის ტერიტორიაზე
577 60 02 61 - გივი იორდანიშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე
593 62 72 52 - ლაშა ფიცხელაური - გამგებლის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის თემში (მას ეკუთვნის მამკოდაც)

დიდი მადლობა ეკო აქციის ყველა მონაწილეს, თქვენ თავდადებულ შრომას სამშობლო და პარტია არ დაგივიწყებთ! ;)
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby გაბილა » 31 Aug 2015 14:08

სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. დამირეკეს, ჩვენი შეგროვებული ცელოფნები წაიღეს, ხოლო იმ ნაგავსაყრელიდან, ჩვენ მიერ დატოვებულ ცელოფნებში ჩაუყრიათ ბერებს ნაწილი და ისიც წაუღიათ, ხოლო მეორე ნაწილს დაწვის მაგივრად დამარხავენ... არვიცი ეს ბოლო რამდენად კარგია...
დაისი

User avatar
shakakoy
ფორუმელი
Posts: 1308
Joined: 13 Aug 2009 15:52
Location: ხარაგაული - თბილისი
Contact:

Re: მამკოდა - ეკოაქცია - 30 აგვისტო 2015

Postby shakakoy » 31 Aug 2015 16:00

ძალიან ახლო მომავალში იქნებ კიდე ავიდეთ და თან აბრებიც დავაყენოთ,
იმ ხევის პირას მაინც ნაგავი საიდანაც ამოვიტანეთ,
იქ მეორედ ჩამსვლელი მე აღარ ვარ :D

აბრების შესახებაც შეიძლება იმ ანდრეისთან დალაპარაკება,
ანდრეის საწარმოს ლოგო რო დავიტანოთ შეიძლება აწყობს კიდეც და დაგვინინანსოს.
თვალს ნუ გაახელ, დემოკრატია არ დააფრთხო!