Page 1 of 2

ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 22 Jun 2015 17:36
by ზარაზა
2015 წლის 27 ივნისს ეწყობა ეკოგასვლა ბაზალეთზე.

შეკრების დრო: 2015 წლის 27 ივნისი, 9:00 საათი;
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ "დიდუბის" ქვედა გამოსასვლელის მიმდებარედ;
აღჭურვილობა: სტანდარტული, ხელთათმანებს და ცელოფნის პარკებს ადგილზე დავარიგებთ;
საკვები: ერთი დღის საკმარისი;
წყალი: 2 ლიტრი;
მგზავრობის თანხა: ჯერჯერობით ვერ მოხერხდა დუშეთის მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკება მიკროავტობუსის გამოყოფაზე, თუ ეს გასვლამდე მოხერხდა, მაშინ მგზავრობა მოხალისეებს არაფერი არ დაუჯდება, ხოლო ვერ მოხერხდა ტრასპორტის გამოყოფა, მაშინ მიკროავტობუსის დაქირავება 2-ივე მიმართულებით დაჯდება 100 ლარი, რომელიც გაიყოფა წამომსვლელთა რაოდენობაზე.
ასე მაგალითად, თუ ეკოგასვლაზე შეიკრიბება 20 მოხალისე, თითოეულს მგზავრობა დაუჯდება 5 ლარი. იმედია 20 მოხალისეზე მეტი შევიკრიბებით, შესაბამისად მგზავრობა უფრო იაფი დაუჯდება თითოეულს...
ეკოგასვლასთან ახლოს ეს დეტალი დაზუსტდება...

გასვლის ორგანიზებამდე იყო კიდევ ერთი საკითხი...
მოგეხსენებათ, თბილისში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაზე სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს მოხალისეები ასრულებდნენ, თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 21 ივნისიდან სამუშაოებზე მოხალისეების დაშვება აიკრძალა, შესაბამისად საკითხი - ბაზალეთი თუ თბილისი - ერთმნიშვნელოვნად გადაწყდა.

ეკოგასვლაზე მოქმედებს "ს.ო.აისის" ზოგადი წესები:
1. იკრძალება ყოველგვარი ტიპის, რაოდენობის და მოცულობის ალკოჰოლური სასმელის წამოღება (მათ შორის ლუდის)
2. იკრძალება ლაპარაკი ისეთ თემებზე როგორიცაა - პოლიტიკა და რელიგია.
3. იკრძალება ბილწსიტყვაობა;
4. გასვლიდან ყველანი ვბრუნდებით სახლში და არა სახინკლეში, სალობიეში და/ან საშაურმეში;
5. განუხრელად ვემორჩილებით გასვლის ორგანიზატორის მითითებებს;
6. ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე - იკრძალება ტბაში დახრჩობა.

ეკოგასვლაზე წამოსვლა შეუძლია ყველა აისელს, მის მეგობარს, ნათესავს, მეზობელს, ნათესავის მეზობელს, მეზობლის ნათესავს და მათ ახლობლებს თუ მათთვის მისაღებია ზემოთ ჩამოთვლილი წესები და არ დაარღვევენ მათ!...

გთხოვთ მაქსიმალურ მობილიზაციას, რადგან მოსაცველი ტერიტორია საკმაოდ დიდია. ასევე გთხოვთ, წამომსვლელებმა დაადასტურეთ წამოსვლის სურვილი აქვე თემაში...

ვესაუბრე დუშეთის დასუფთავების სამსახურის უფროსს, რომელიც მანქანით დახმარებად დაგვპირდა. სამუშაოებს დავიწყებთ სოფელ მლაშეს მხრიდან და ტბის გარშემო წრეზე წავალთ, იმედია მთლიანად მოვასწრებთ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას... ან კიდევ ერთხელ მოგვიწევს იქ ასვლა...

Image

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 22 Jun 2015 17:36
by ზარაზა
ეს სურათები ბაზალეთზე აისის კურსის დაწყებამდეა გადაღებული:

Image
Image
Image

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 23 Jun 2015 12:06
by ირინოლა
მოვდივარ + ფოტო

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 25 Jun 2015 21:28
by თაკო
მოვდივარ :)

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 09:33
by ზარაზა
ხვალ წამოსვლელები, აისელები, ფენიქსელები თუ სხვა "ელები" ვიკრიბებით დიდუბეში 9:00 საათზე. გთხოვთ არ დაააგვაინოთ...

ამ წუთებში ზუსტდება ტრანსპორტის საკითხი, შესაძლოა ტრანსპორტი გამოაგვიყოს დუშეთის მუნიციპალიტეტმა, თუმცა... თუ ეს ესე არა მოხდა, მაშინ ვმგზავრობთ სახაზო მარშრუტკით, მგზავრობის ღირებულება ორივე მხარეს 5 ლარი...

ძალიან გთხოვთ მაქსიმალურ მობილიზაციას, რადგანა საკმაოდ ვრცელი ტერიოტორიაა მოსაცველი და როგორც ჩანს არც ნაგვის ნაკლებობა გვექნება... :)

გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფო...

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 10:25
by თინათინ მუმლაძე
მოვდივარ

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 11:59
by BUBU
მოვდივარ

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 12:58
by <<< SOLDIER >>>
დიდი ალბათობით მეც წამოვალ თუ შეიძლება რათქმაუნდა.. :)

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 13:20
by ზარაზა
<<< SOLDIER >>> wrote:თუ შეიძლება რათქმაუნდა..

რა თქმა უნდა შეიძლება, მითუმეტეს შენთვის... :)

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 13:22
by <<< SOLDIER >>>
მაშინ მოვდივარ.. :)

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 14:04
by ზარაზა
ეხლა ვესაუბრე დუშეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და მითხრეს რომ ტრანსპორტის საკითხი დადებითად გადაწყდა - გამოგვიყვეს ერთი მიკროავტობუსი, რომელიც ხვალ 9:00 საატზე იქნება დიდუბეში.
ანუ, 20-25 მოხალისე თავისუფლად შევძლებთ მიკროავტობუსით მგზავრობას ორივე მიმართულებით...

მგზავრობის თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვჭირდება, თუ 35-45 მოხალისე მაინც მოვგროვდით და მეორე მიკროავტობუსის დაქირავება დაგვჭირდა, ამიტომ, ყოველი შემთხვევისათვის, ხემას სახით, მგზავრობის თანხა მაინც იქონიეთ თან...

დიდი მადლობა დუშეთის მუნიციპალიტეტის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს გამოჩენილი გულისხმიერებისა და დახმარებისათვის....

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 18:22
by რომანოზ
+2

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 19:21
by ზარაზა
რომანოზ wrote:+2

აბა გავწურავთ მთელ ბაზალეთს... :-))

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 26 Jun 2015 23:18
by mel1ka
მოვდივარ

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Posted: 27 Jun 2015 19:13
by ზარაზა
ჩამოვედით, კარგი იყო... (© უვარგისი)