ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Postby ზარაზა » 29 Jun 2015 20:51

მოკლედ, დიდი მიმოწერის და გადარეკ-გადმორეკვის მერე გაირკვა რომ დუშეთის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტითაც უზრუნველყოფდა აისის ეკო-გასვლას ბაზალეთზე და ნაგვის მანქანითაც.... მთავარი იყო მოხალისეები მოვგროვებულიყავით საკმარიად.

სამახსოვრო დეტალი: შაბათი დღე ეკო-გასვლისთვის ძალიან ბევრი მოხალისეთათვის მიუღებელი აღმოჩნდა (გამოცდები, პაემნები თუ სხვა) და ეს გასათვალისწინებელი მომენტია შემდგომში ეკოგასვლების დაგეგმვისას. ერთიცაა, შაბათის გასვლაზე ძირითადად მაინც ძველი გვარდია წამოვიდა და ასე განსაჯეთ, ნეფერტიტის მმართველობის დროინდელი აისელებიც გამოჩნდნენ.... მუმიის სახით არა, რეალში, ცოცხლად ხორშესხმულნი... :)

მოკლედ, "აისის" ამ შემართებას გამოეხმაურა მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" და საბოლოოდ დიდუბეში 17 აისელი შევიკრიბეთ და ნაძალადევში კი პაწაწა თაია და 10 ფენიქსელი, სხვა "ელები" ამ ჯერზე არ გამოჩენილან, სასიამოვნო გამონაკლისი იყო თამარ ციციშვილი თბილისის ფორუმიდან და მომავალი ნორჩი აისელი ქეთი მუმლაძე...

"ფენიქსის" ბრიგადა თავისი მსუბუქი ტრანსპორტით წავიდა ბაზალეთში, ჩვენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი მიკროავტობუსით.... მძღოლმა ცდუნებას ვერ გაუძლო და მიკროავტობუსში 17-ნი რომ დაგვინახა, ცარიელ ადგილებზე სხვა მგზავრებიც აიყვანა... :)
ამის გამო ჯერ დუშეთში ავედით და შემდეგ იქედან გადავედით ბაზალეთზე....

ასე იყო თუ ისე, 11 იყო ახალი დაწყებული "აისის" და "ფენიქსის" გაერთიანებული "ლაშქარი" ბაზალეთზე შეიყარა... ამასობაში კი დუშეთის დასუფთავების სამსახურის მუშაკებს, რომელნიც 7 საათიდან მუშაობდნენ ტბაზე, პლაჟის მთლიანად დასუფთავება (წითელი ზონა 1) და მანქანაში დატვირთვა მოესწრო. ჩვენ რომ მივედით, დატვირთული მანქანა ნაგავსაყრელისკენ წავიდა, დასუფთავების ხალხი კი ჩანადირაანთკარისკენ... :)

რახან ყველაზე დაბინძურებული მონაკვეთი უკვე დასუფთავებული იყო, უმალ ცვლილებები შევიტანეთ ჩვენს ტაქტიკაში: ჯგუფი ორად გავყავით და ტბის სანაპიროებს საპირისპირო მხარეს გავუყევით. მეორე, მწვანე ზონას შეუტია ბუბუმ 4 აისელით და 10 ფენიქსელით, დარჩენილმა 12 აისელმა კი მესამე, ყვითელი ზონისკენ გადაინაცვლა და საქმეს შეუდგა...

Image

პირველ და მესამე ზონებს შორის მოქცეული შენობა-ნაგებობები კერძო საკუთრებაა და იქ დასუფთავება კი არა, შესვლაა პრობლემური. თანაც უამრავი სამშენებლო ნაგავითაა სავსე: აშენებენ, არემონტებენ, ტურისტული სეზონისათვის ემზადებიან, ამდენად, ჩვენი ინტერესების სფეროში არანაირად არ ჯდებოდნენ, შესაბამისად გამოვტოვეთ....

საბოლოო ჯამში დაახლოებით 220 დიდი ცელოფანის პარკი ნაგავი ავკრიფეთ, ბუბუს გუნდს დუშეთის დასუფთავებამ კიდევ თეთრი დიდი ტომრები მისცა, ასე 20 კი იქნებოდა, ისინიც მისათვლელია იმდღევანდელ "მოსავალზე".... ამ "მოსავლის" ერთად შეკრება დიდი შეცდომა იქნებოდა, შესაბამისად სადაც გაივსებოდა პარკი, იქვე გზაზე გაგვქონდა და ის ვდებდით, დუშეთის დასუფთავება დაგვპირდა, მანქანით ჩამოვუვლით და უთქვენოდ დავტვირთავთო, შესაბამისად ამ სურათზე "მოსავლის" მეათედიც არაა ასახული...

Image

ამინდი შესანიშნავი დაგვემთხვა, მთავარი იყო რომ არ ცხელოდა, ღრუბელი გვიცავდა მზის მწველი სხივებისაგან, ერთი მომენტი თითქოს წვიმაც წამოვიდა, მალევე გაჩერდა, მოგვიანებით ქარი მოძლიერდა და იმანაც მშვიდობით გადაიქროლა და დაწყნარდა...

ყველაზე დიდი სირთულე "თალგამის" ამოთხრა იყო... "თალგამი" ეწოდება გადაგდებულ პლასტიკის ბოთლს, ფეხსაცმელს, ქურთუკს, ნოხს ან სხვა რაიმე ნივთს, რომელიც ისეა მიწაში ჩაფლული რომ, მისი ამოღება ჭირს. ამ სურათზე ბუბუ სწორედ "თალგამს" იღებს ჯოხით... სხვა შემთხვევაში გვყავდა თალგამის ამომღები "სპეც-ტექნიკა" - ხუცო... :)

Image

საჭიროებამ დაგვანახა და უმალ გამოითქვა მოსაზრება რომ, აისს სჭირდება ბაზალეთის ფლოტი მინიმუმ რამდენიმე ნავის შემადგენლობით, რადგან ძნელი იყო წყალში ჩაყრილი ნაგავის ნაპირიდან ამოღება... :-)

Image
Image

საბოლოოდ, მიუხედავად საკმაო რაოდენობა მოხალისეებისა, მთლიანი სანაპირო ზოლის მოცვა ვერ მოხერხდა, შესაბამისად, როცა შემდგომი გეგმიური ეკოგასვლა მოგვიწევს, დიდის ალბათობით ისევ ბაზალეთს ვეწვევით.... ვნახოთ რა და როგორ აეწყობა....

Image
Image
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Postby ზარაზა » 29 Jun 2015 21:22

ბატონებო, გთავაზობთ 27 ივნისის ბაზალეთის ეკო-გასვლის ამსახველ ფოტომასალას...
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: ბაზალეთი - 2015 წლის 27 ივნისი (შაბათი)

Postby გაბილა » 12 Aug 2015 14:05

ისე, ერთხელ ერთ-ერთ რუსულ არხზე იყო გადაცემა წყალქვეშა მენაგვეობაზე. თურმე არც მთლად მითი ყოფილა ;)

პ.ს. თალგამზე გამახსენდა, ბებია, შვილიშვილები, და კატა და თაგვები არ დაგეხმარნენ ამოღებაში? :D
You do not have the required permissions to view the files attached to this post.
დაისი