შეკრების დრო: 2015 წლის 27 ივნისი, 9:00 საათი;
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ "დიდუბის" ქვედა გამოსასვლელის მიმდებარედ;
აღჭურვილობა: სტანდარტული, ხელთათმანებს და ცელოფნის პარკებს ადგილზე დავარიგებთ;
საკვები: ერთი დღის საკმარისი;
წყალი: 2 ლიტრი;
მგზავრობის თანხა: ჯერჯერობით ვერ მოხერხდა დუშეთის მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკება მიკროავტობუსის გამოყოფაზე, თუ ეს გასვლამდე მოხერხდა, მაშინ მგზავრობა მოხალისეებს არაფერი არ დაუჯდება, ხოლო ვერ მოხერხდა ტრასპორტის გამოყოფა, მაშინ მიკროავტობუსის დაქირავება 2-ივე მიმართულებით დაჯდება 100 ლარი, რომელიც გაიყოფა წამომსვლელთა რაოდენობაზე.
ასე მაგალითად, თუ ეკოგასვლაზე შეიკრიბება 20 მოხალისე, თითოეულს მგზავრობა დაუჯდება 5 ლარი. იმედია 20 მოხალისეზე მეტი შევიკრიბებით, შესაბამისად მგზავრობა უფრო იაფი დაუჯდება თითოეულს...
ეკოგასვლასთან ახლოს ეს დეტალი დაზუსტდება...
გასვლის ორგანიზებამდე იყო კიდევ ერთი საკითხი...
მოგეხსენებათ, თბილისში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაზე სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს მოხალისეები ასრულებდნენ, თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 21 ივნისიდან სამუშაოებზე მოხალისეების დაშვება აიკრძალა, შესაბამისად საკითხი - ბაზალეთი თუ თბილისი - ერთმნიშვნელოვნად გადაწყდა.
ეკოგასვლაზე მოქმედებს "ს.ო.აისის" ზოგადი წესები:
1. იკრძალება ყოველგვარი ტიპის, რაოდენობის და მოცულობის ალკოჰოლური სასმელის წამოღება (მათ შორის ლუდის)
2. იკრძალება ლაპარაკი ისეთ თემებზე როგორიცაა - პოლიტიკა და რელიგია.
3. იკრძალება ბილწსიტყვაობა;
4. გასვლიდან ყველანი ვბრუნდებით სახლში და არა სახინკლეში, სალობიეში და/ან საშაურმეში;
5. განუხრელად ვემორჩილებით გასვლის ორგანიზატორის მითითებებს;
6. ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე - იკრძალება ტბაში დახრჩობა.
ეკოგასვლაზე წამოსვლა შეუძლია ყველა აისელს, მის მეგობარს, ნათესავს, მეზობელს, ნათესავის მეზობელს, მეზობლის ნათესავს და მათ ახლობლებს თუ მათთვის მისაღებია ზემოთ ჩამოთვლილი წესები და არ დაარღვევენ მათ!...
გთხოვთ მაქსიმალურ მობილიზაციას, რადგან მოსაცველი ტერიტორია საკმაოდ დიდია. ასევე გთხოვთ, წამომსვლელებმა დაადასტურეთ წამოსვლის სურვილი აქვე თემაში...
ვესაუბრე დუშეთის დასუფთავების სამსახურის უფროსს, რომელიც მანქანით დახმარებად დაგვპირდა. სამუშაოებს დავიწყებთ სოფელ მლაშეს მხრიდან და ტბის გარშემო წრეზე წავალთ, იმედია მთლიანად მოვასწრებთ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას... ან კიდევ ერთხელ მოგვიწევს იქ ასვლა...
