ბ-ნო კურსანტებო, იგეგმება მე-3 საფინალო გასვლა შავნაბადის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად. წინა თემების ბმულები იხილეთ:
1. viewtopic.php?f=39&t=2151
2. viewtopic.php?f=39&t=2153
შეკრების დრო და ადგილი: 28.03.15 - 09:00 სთ. ისნის მეტროს წინ - შემდეგ ყვითელი ავტობუსით მივალთ საჭირო ადგილამდე.
ფეხით სავალი მანძილი: დაახ. 5კმ - 1სთ.
თანხა: მხოლოდ მგზავრობისთვის საჭირო 1ლ. - ხელუხლებელი მარაგი (ხემა) - 5ლ.
საკვები: ერთი დღის სამყოფი
წყალი: 1ლ. სავსებით საკმარისია
დაბრუნების სავარაუდო დრო, არაუგვიანეს 18:00სთ
შეგროვებული ნაგვის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს დასუფთავების სამსახური.
გასვლისას მოქმედი წესები
1. იკრძალება ყოველგვარი ტიპის, სახის, რაოდენობის და მოცულობის ალკოჰოლური სასმელის წამოღება (მათ შორის ლუდის)
2. იკრძალება ლაპარაკი ისეთ თემებზე როგორიცაა: პოლიტიკა და რელიგია.
3. ვემორჩილებით ორგანიზატორის მითითებებს.
4. თუ კი ზემოთჩამოთვლილი სამივე წესი მისაღებია შეგიძლიათ წამოხვიდეთ, და/ან წამოიყვანოთ დაქალი, ძმაკაცი, ნათესავი, ახლობელი და ა.შ.
შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35

You do not have the required permissions to view the files attached to this post.
დაისი
-
- დარაჯი
- Posts: 6835
- Joined: 17 Apr 2009 19:46
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
28 მარტის ეკო-გასვლის ახლავს ძალიან სასიამოვნო თავისებურება. 25 მარტს სკოლა "აისში" - http://www.aisi.edu.ge/ - "ს.ო. აისის" ეკო-კლუბის გასვლითი ლექცია ჩატარდა ეკოლოგიის შესახებ და დაანონსდა ეს გასვლა შავნაბადაზე. შედეგად სკოლა "აისის" მოსწავლე-ახალგაზრდებმა ეკო-გასვლაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
-
- დარაჯი
- Posts: 6835
- Joined: 17 Apr 2009 19:46
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
ჩამოვედით, კარგი იყო... (© უვარგისი)
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
- ირინოლა
- ფორუმელი
- Posts: 81
- Joined: 11 Mar 2013 21:26
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი

Pain is temporary, quitting lasts forever.
-
- დარაჯი
- Posts: 6835
- Joined: 17 Apr 2009 19:46
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
შავაბადა 3-ის ეკო გასვლამ შეიძლება ითქვას რომ სრული "ანშნანგით" ჩაიარა
წინა დღისით ვფიქრობდი, რომ შავნაბადა 2-ის მსგავსად რეკორდულად მცირე რაოდენობა ვიქნებოდით, თუმცა სეხნიებმა ჩემ მოლოდინს გადააჭარბეს. მოკლე ანგარიში ალბათ ასე გამოიყურება.
მთლიანობაში ეკო გასვლაში 3 ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას:
1. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისი"
2. კერძო სკოლა "აისი"
3. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული ალიანსი საქართველო"
ყველაზე მეტი სწორედ კერძო სკოლა აისიდან იყვნენ.

ორი მასწავლებლისა და დანარჩენი მოსწავლეების შემადგენლობით.
აღსანიშნავია, რომ იყო რამდენიმე არა აისელიც
პირველი რაც უნდა ითქვას არის ის, რომ შეკრება ცოტა გაგვიგრძელდა.. სიარული დაახლოებით 09:30-ზე დავიწყეთ (გზაში "ყავა შესვენებით").
განგებ თუ შემთხვევით, ორგანიზატორებს გზა მცირედით აერიათ, და საკმაოდ რთულ აღმართზე მოუწიათ მონაწილეებს ბობღიალი

თავიდანვე გავიცანით ვინ იყო გორდელა

ადგილზე საბოლოოდ დაახლოებით საათნახევარში ავედით, დაღლილმა მონაწილეებმა მცირედით წაიხემსეს და შევუდექით მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას..
როგორც ჭკვიანმა ხალხმა თქვა, სუფთა არის იქ სადაც ნაგავი არ იყრება, და არა იქ სადაც ასუფთავებენ, ჰოდა ჩვენც ვიზიარებთ ამ იდეას

დასასუფთავებელი მართლაც რომ ბევრი იყო...

მთლიანობაში ეკო გასვლაში 3 ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას:
1. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისი"
2. კერძო სკოლა "აისი"
3. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული ალიანსი საქართველო"
ყველაზე მეტი სწორედ კერძო სკოლა აისიდან იყვნენ.

ორი მასწავლებლისა და დანარჩენი მოსწავლეების შემადგენლობით.
აღსანიშნავია, რომ იყო რამდენიმე არა აისელიც

პირველი რაც უნდა ითქვას არის ის, რომ შეკრება ცოტა გაგვიგრძელდა.. სიარული დაახლოებით 09:30-ზე დავიწყეთ (გზაში "ყავა შესვენებით").
განგებ თუ შემთხვევით, ორგანიზატორებს გზა მცირედით აერიათ, და საკმაოდ რთულ აღმართზე მოუწიათ მონაწილეებს ბობღიალი

თავიდანვე გავიცანით ვინ იყო გორდელა

ადგილზე საბოლოოდ დაახლოებით საათნახევარში ავედით, დაღლილმა მონაწილეებმა მცირედით წაიხემსეს და შევუდექით მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას..
როგორც ჭკვიანმა ხალხმა თქვა, სუფთა არის იქ სადაც ნაგავი არ იყრება, და არა იქ სადაც ასუფთავებენ, ჰოდა ჩვენც ვიზიარებთ ამ იდეას

დასასუფთავებელი მართლაც რომ ბევრი იყო...

დაისი
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
აღსანიშნავია ისიც, რომ მოხდა პირველად ახალი "შეიარაღების" გატესტვა:

ხელისშემშლელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ნაძვის მტვერი, რომელსაც გმირულად ვებრძოდით!

ხელისშემშლელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ნაძვის მტვერი, რომელსაც გმირულად ვებრძოდით!

დაისი
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
აი შედეგებიც:

საბოლოო შედეგი:

უდანაკარგოდ

მონასტერში მცხოვრებმა ბერებმა თავიანთი სატვირთო მანქანაც შემოგვაშველეს, და ერთობლივი ძალებით წარმატებით დავასრულეთ ეკო გასვლა

და რა თქმა უნდა ერთი სელფის გადაღებაც მოვასწარით ნაგავთან

დასუფთავდა ტერიტორიის 99% - რადგან მისასვლელი გზების ბოლომდე გაწმენდა ვერ მოხერხდა...
შედგა პირველი ერთობლივი ეკო-აქცია კერძო სკოლის მოსწავლეებთან ერთად (და იმედია მომავალში კვლავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას)
გაიტესტა ახალი შეიარაღება და როგორც მოსალოდნელი იყო საჭიროებს შემდგომ დახვეწას (მაგ. სიგრძეში უნდა დავამოკლოთ..)
შავნაბადა 1-დან გზის მარჯვენა მხარეს ისევ ისეთივე სისუფთავე დაგვხვდა როგორც დავტოვეთ. მინდა ვიფიქრო, რომ მოერიდათ ნაგვის დაყრა, და ნელ-ნელა იქნებ შევცვალოთ ეს არსებული სიტუაცია (თუმცა ზამთრის პერიოდმაც თავისი გააკეთა რა თქმა უნდა).
ახალმა მონაწილეებმა შესანაიშნავად იარეს და კარგად გაართვეს თავი საბრძოლო დავალებას

- NAZGHA
- ფორუმელი
- Posts: 6281
- Joined: 12 Apr 2009 12:55
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
გაბილა
მშვენიერია. ნელნელა ასეთი პატარპატარა ნაბიჯებით მგონი საზოგადოებაში ერთიანი აზრი შემუშავდება ნაგვის დაყრაზე, აშკარად იგრძნობა ამის ნიშნები.
მონასტერთან თუ იყო კომუნიკაცია, დაინტერესდნენ თუ არა და დახმარება გარდა მანქანისა უშუალოდ თუ შემოგთავაზეს?
დასუფთავებულზე გაცილებით ერიდებათ ნაგვის დაყრა, ორმაგად მოერიდებათ აბრებიც რომ იყოს შესაბამისი ტექსტით. ვისაც ეგ ტერიტორია ეკუთვნის გამგეობას იმასთან რომ დაუკავშირდე რა აბრებიც ყაზბეგში ავიტანეთ მასეთების დამზადება დაჯდება ცალი 80 ლარი დაახლოებით. ხოდა გამგეობა თუ დაგვეხმარება ბარემ ეს კაი საქმე აბრებითაც დავაგვირგვინოთ.

ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...
- გაბილა
- ფორუმელი
- Posts: 155
- Joined: 12 Mar 2013 21:35
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
NAZGHA
მონასტერთან კომუნიკაცია ვფიქრობ არსებობს, ადრე თურმე თვითონ ალაგებდნენ ხოლმე მიმდებარე ტერიტორიას, მაგრამ ვერ აუდიოდნენ ფიზიკურად. შავნაბადა 2-ის დროს სულ 3 კაცი რომ ვიყავით, დახმარება კი მოინდომეს ჩვენი მაგრამ შეშის საჭრელად იყვნენ წასულები და ფიზიკურად ვერ მოახერხეს.
ახლა ეს ნაგვის მანქანა შემოგვაშველეს.. მარტივად რომ ვთქვათ სულ მინიმუმ გვიცნობენ მაინც
რაც სამომავლო თანამშრომლობის საფუძველია
რაც ეხება აბრებს, ეგ ტერიტორია კრწანისს ეკუთვნის, გამგებელს შევხვდი კიდეც ამ თემაზე, ძირითადად 2 საკითხი დავსვი, აბრები და ნაგვის ურნები, ჩაიწერა ჩემი მონაცემები და დაგიკავშირდებიო.. ჰოდა რა თქმა უნდა დამიკავშირდა
შეხვედრისას მითხრა რომ ნაგვის ურნები საერთოდ არ არისო საწყობში და უნდა ვიყიდოთო, გამწვანებაზეც მითხრა, რაღაც ერთი სპეციალური მანქანა (მბურღავი) უნდა ვიყიდოთ და ძალიან მარტივად ძალიან ბევრი ხის დარგვაა შესაძლებელიო.. მოკლედ იდეები და გეგმები მართლაც ჰქონდა მაგრამ...
თუმცა ვფიქრობ შეიძლება კიდევ ერთხელ მისვლა და "შეწუხება"

რაც ჩვენ სანგრები გვაქ ნათხრელი რაის საბურღი მანქანა გვინდა

მაგან ნეგები და მერე მაგათი მორწყვა იკისროს და დანარჩენი ჩვენ ვიცით
რაც ჩვენ სანგრები გვაქ ნათხრელი რაის საბურღი მანქანა გვინდა

მაგან ნეგები და მერე მაგათი მორწყვა იკისროს და დანარჩენი ჩვენ ვიცით
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...
-
- ფორუმელი
- Posts: 57
- Joined: 05 Mar 2014 22:07
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
კურსანტები აიყვანეთ შავნაბადაზე 

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..
- ირინოლა
- ფორუმელი
- Posts: 81
- Joined: 11 Mar 2013 21:26
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
კაი იდეაა ხუცო, შენ ხომ არ გადიხარ წელს კურსს, რა გადარდებს : D
პ.ს. არა, მართლა კარგი იდეაა : ))
პ.ს. არა, მართლა კარგი იდეაა : ))
Pain is temporary, quitting lasts forever.
-
- ფორუმელი
- Posts: 57
- Joined: 05 Mar 2014 22:07
Re: შავნაბადის მონასტერი 3 - დასუფთავების აქცია - 28მარტი
ასე უფრო შეისწავლით ხელოვნებას 3:) მეც მომეწონა იდეა 

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..