შავნაბადას მონასტერი 2 - დასუფთავების აქცია - 29 ნოემბერი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

შავნაბადას მონასტერი 2 - დასუფთავების აქცია - 29 ნოემბერი

Postby გაბილა » 22 Nov 2014 13:36

ალხნო და ამაათნო! მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გეგმისამებრ ვაპირებთ შავნაბადა 2-ის გაკეთებას.

მოგეხსენებათ ხვალ 23 ნოემბერია, გიორგობა, და როგორც აღვნიშნეთ დიდი ალბათობით ბევრი ნაგავი დაიყრება.

გასვლისას მოქმედი წესები
1. იკრძალება ყოველგვარი ტიპის, სახის, რაოდენობის და მოცულობის ალკოჰოლური სასმელის წამოღება (მათ შორის ლუდის)
2. იკრძალება ლაპარაკი ისეთ თემებზე როგორიცაა: პოლიტიკა და რელიგია.
3. ვემორჩილებით ორგანიზატორის მითითებებს.
4. თუ კი ზემოთჩამოთვლილი სამივე წესი მისაღებია შეგიძლიათ წამოხვიდეთ, და/ან წამოიყვანოთ დაქალი, ძმაკაცი, ნათესავი, ახლობელი და ა.შ.

ვიკრიბებით ისნის მეტროსთან 08:30-ზე - შემდეგ, ყვითელი ავტობუსით მივალთ საჭირო ადგილამდე.
ფეხით სავალი მანძილი დაახლოებით 5კმ - 1სთ.

მონასტრის ეზოში არის რამდენიმე ბუნკერი და შესაბამისად შეგროვებული ნაგვის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს დასუფთავების სამსახური. ერთჯერადი ხელთათმანების და ნაგვის პარკების მარაგი გვაქვს (მადლობა "დაასუფთავე საქართველოს")

დამატებითი ინფოსთვის იხილეთ წინა გასვლის თემა.

viewtopic.php?f=39&t=2151

რაც შეეხება ამინდს, ამ ეტაპზე ამინდი.ჯი 29 ნოემბერს გვპირდება ბევრ ღრუბლებს. წინა დღე ნაწილობრივ მზიანი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხეები არ იქნება სველი.

უნდა წამოიღოთ:
ერთი დღის სამყოფი საკვები
ხელუხლებელი მარაგი 5ლ-ის ოდენობით
საწვიმარი (მაინც)
კარგი ხასიათი და მოტივაცია

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: შავნაბადას მონასტერი 2 - დასუფთავების აქცია - 29 ნოემბერი

Postby გაბილა » 22 Nov 2014 13:51

რაც შეეხება კრწანისის გამგებელთან შეხვედრას, შეხვედრა შედგა და ჩვენი დახმარება შევთავაზე ზოგიერთ საკითხებზე:

დამპირდა მეგობრად მიგულეთო და ვნახოთ რას იზამს. ამ ეტაპზე ველოდები დარეკვას. ნაგვის ურნები ფიზიკურად არ მაქვსო, და იქნებ ხვალისთვის (გიორგობისთვის) სხვა მუნიციპალიტეტებიდან ვითხოვო ამ ერთი დღისთვისო... კარგი იქნება თუ ვინმე გადაამოწმებს, სამწუხაროდ მე ფიზიკურად არ ვარ თბილისში...

კიდევ ერთი საკითხია სპეციალური ჯოხების, წაწვეტებული თავით გაკეთება.. მგონი ძალიან მარტივია, თუმცა მაინც უნდა ვთქვათ კონკრეტულად როგორ გავაკეთოთ გვჭირდება სწორი მსუბუქი ჯოხი და ლურსმანი და "კრეაწიულობა" :)))
დაისი


User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: შავნაბადას მონასტერი 2 - დასუფთავების აქცია - 29 ნოემბერი

Postby გაბილა » 29 Nov 2014 19:13

ფინალური ანგარიში:
1. მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი - მთელი სააააააააააააააააააააააააააამი მონაწილე ;) მე, ზარაზა, და ქეთი-ქეთ.
2. შესრულებული სამუშაო - 80-85% (14-16 ნაგვის პარკი) დარჩენილია მცირე მონაკვეთი რომელიც მომავალი წლის ეკო გასვლაზე შავნაბადა 3-ზე გასუფთავდება.
3. პირველი დასუფთავებიდან სულ 1 თვეა გასული (თუმცა გიორგობის ჩათვლით) და დასუფთავებულ ტერიტორიაზე ძალიან მცირედ დანაგვიანებული დაგვხვდა...
4. ამინდი - კარგი და გადასარევი - უმზეო, გრილი. ბოლოს წამოხოშკაკლა
5. უკანა გზაზე ცოტა გზა აგვერია ;)

პ.ს. Qeti-qet
ალბათ ერთადერთი ფორუმელია, რომელსიც 100%-იანი შედეგი აქვს 7 წერილიდან 7ჯერ არის ნამყოფი გასვლაზე :D
დაისი

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: შავნაბადას მონასტერი 2 - დასუფთავების აქცია - 29 ნოემბერი

Postby ზარაზა » 30 Nov 2014 16:16

შავნაბადაზე ეკო-გასვლების თავისებურებაა ხეების ძირში შეყრილი ნაგავი:

Image
Image

ქეტიმ გამოთქვა მოსაზრება, ალბათ ქარმა თუ შეყარა ეს ნაგავი ხეების ქვეშ, თორემ დამნაგვიანებლებს ნაგვის ხის ქვეშ შეყრაც დაეზარებოდაო...
არ ვიცი ასეა თუ არა, ერთი კია - ხე-ბუჩქების ძირიდან ნაგვის შეგროვება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გაშლილ ადგილზე მიმოფანტულისა....

გთავაზობთ, ეკო-შავნაბადა II-ის ამსახველ ფოტომასალას...
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 01 Dec 2014 12:56

ზარაზა

აბრები დატოვეთ: "გთხოვთ ნაგავი დაყაროთ ღია ადგილას და არა ხეების ქვეშ!"

:)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: შავნაბადას მონასტერი 2 - დასუფთავების აქცია - 29 ნოემბერი

Postby ზარაზა » 01 Dec 2014 16:47

Avaza wrote:აბრები დატოვეთ: "გთხოვთ ნაგავი დაყაროთ ღია ადგილას და არა ხეების ქვეშ!"

კი, ეგ აზრიც დაიბადა დაახლოებით ასეთ კონტექტში: "ნაგვის დაყრის წესი" ან "როგორ დავანაგვიანოთ სწორად" და ა.შ.... :)
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 02 Dec 2014 20:32

ზარაზა

მომეწონა შენი კომენტარი და დალაიქების ლინკს ვეძებდი ... :D
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: შავნაბადას მონასტერი 2 - დასუფთავების აქცია - 29 ნოემბერი

Postby გაბილა » 03 Dec 2014 22:06

დანაგვიანების წესები:

1. გთხოვთ ნაგავი დაყაროთ ერთად და გაშლილ ადგილას (შეგიძლიათ დაადოთ ქვა, ქარმა რომ არ გაფანტოს).
2. როდესაც აგდებთ პოლიეთილენის ბოთლს, კარგად დაჩუტეთ და თან თავსახურიც დაახურეთ რომ წვიმის წყლით არ გაივსოს
3. ბოთლის სახურავი დააგდეთ პირაღმა, ანუ ისე, რომ მიწაში არ ჩაერჭოს, რადგან რთულია მისი "ამოთხრა"
4. გთხოვთ იყიდოთ ხარისხიანი მასალით დამზადებული პლასმასის ერთჯერადი თეფშები, რადგან ხელის მოკიდებისთანავე ნაფხვენებად იქცევა და რთულდება მისი შეგროვება
5. შუშის ბოთლის დატოვებისას, გთხოვთ ნუ დაამსხვრევთ მას, რადგან ნამსხვრევების აკრეფა 10ჯერ მეტ ენერგიის ხარჯვას მოითხოვს.
6. ...

თუ კი ამ წესების შესრულება თქვენთვის ტვირთს წარმოადგენს, მოდით უბრალოდ არ დაყაროთ საერთოდ ნაგავი ^_^

წავა? :)))
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: შავნაბადას მონასტერი 2 - დასუფთავების აქცია - 29 ნოემბერი

Postby გაბილა » 03 Dec 2014 22:21

რაც შეეხება საბოლოო ანგარიშს.

საერთო ჯამში ორი ეკო-აქციის შედეგად დასუფთავებულია მონიშნული ტერიტორიის 100%

ფოტოზე წითელი ხაზით მონიშნულია ის ტერიტორია რომელიც დასუფთავებულ იქნა. ყვითელი მარკერით მონიშნულია ადგილი რომელიც აღმოჩნდა რომ დასასუფთავებელი იყო. საკონტროლო ეკო აქცია მოეწყობა შავნაბადა 3-ის ფარგლებში, რომლის დროსაც დასუფთავდება ყვითლად მონიშნული ტერიტორიაც...

Image
დაისი