Page 2 of 2

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 25 Oct 2014 12:26
by რომანოზ
სამწუხაროდ წამოსვლას ვერ ვახერხებ :(

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 25 Oct 2014 19:57
by გაბილა
მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო დეტალები:
1. გასვლა შედგება ნებისმიერ ამინდში
2. ვიკრიბებით ორთაჭალის ავტოსადგურთან ავტობუსის გაჩერებაზე 08:00
3. უუკიდურეს შემთხვევაში მობრძანდით ისნის მეტროსთან 07:45-ზე რადგან ავტობუსით უნდა ჩავიდეთ ორთაჭალაში
4. ძალიან გთხოვთ არ დააგვიანოთ.
5. თან მოგაქვთ ერთი დღის სამყოფი საკვები, სასმელი წყალი და საწვიმარი (მაინც)
6. ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი რადგან ფეხით უნდა ვილაშქროთ (3-4კმ)
7. უკან დავბრუნდებით როდესაც დავამთავრებთ საქმეს - უკიდურეს შემთხვევაში საღამოთი უკვე ორთაჭალაში ვიქნებით, რადგან ბილიკებით უნდა ვიაროთ და დღის სინათლეზე უნდა ჩამოვიდეთ.
8. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დამირეკეთ: 558 569 561 (მაგთი)
9. დაიძინეთ ადრე, რომ ხვალ ენერგიაზე იყოთ ;)

1.ზარაზა
2. გაბილა
3. ანა დურგლიშვილი (გაბილას +)
4. sveta!
5. sveta! +
6. sdedabrishvili
7. თამუნა პეტრიაშვილი
8. Javelin
9. ლიკა ბადურაშვილი
10.Qeti-qet
11. ნინი ანდღულაძე (გაბილას +)
12. მარიამ მარგიანი (გაბილას +)

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 26 Oct 2014 21:57
by გაბილა
ვიფიქრე, ფოტოებს დაველოდებითქო, თუმცა მოდი შევაფასებ დღევანდელ გასვლას:

დავიწყებ იმით, რომ ეს ეკოგასვლა სადებიუტო იყო ჩემთვის, როგორც მონაწილისთვის და ორგანიზატორისთვის, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია შეფასებაც (უკუკავშირი):

ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი ამინდის მიუხედავად 12 ადამიანი შევიკრიბეთ, ზოგი ჩემი ხათრით წამოვიდა, ზოგიც შეპირებული იყო და არ/ვერ გადათქვა ;) , ზოგს უბრალოდ უნდოდა, თუმცა მიზეზებს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია 12ნი ვიყავით რაც ვფიქრობ კარგი შედეგია და ამისთვის დიიიდი მადლობა მონაწილეებს.

კარგი იყო ის, რომ:
1. გზა არ შემშლია ;)
2. დაახლოებით 2საათ ნახევრის განმავლობაში დავასუფთავეთ ტერიტორიის 60 - 70%.
3. არავინ დაშავებულა (იმედია არც მომავალში დაშავდება და არ გაცივდება:))
4. წამოსული იყო საკმაოდ ბევრი არა აისელი (და იმედია მომავალშიც ხშირად შემოგვიერთდებიან)

ორგანიზების ნაკლი იყო ის, რომ:
1. არ დაწერა გამოსაცვლელი ტანსაცმლის წამოღების საჭიროება - რის გამოც პირველივე შესვენება ეკოგასვლის დასასრულად იქცა.
2. შეკრება დანიშნა 08:00-ზე, თუმცა 09:00-ზეც რომ ყოფილიყო არც რამე დაშავდებოდა და საქმეც მოესწრებოდა. 08:00-მ კი ალბათ 2-3 მონაწილე დატოვა სახლში;
3. კარგი იქნებოდა ამინდი წინასწარ გაგვეთვალისწინებინა (თუმცა აწი ალბათ სულ უფრო გაუარესდებოდა ამინდები...)

ძირითადში პრობლემა იყო ის, რომ ხეები იყო სველი და მის ძირში ნაგვის ასაკრეფად შემძვრალებს მსხვილ-მსხვილი წვეთები გვეცემოდა რამაც კარგად დაგვალბო.

მომავალში ძალიან კარგი იქნება თუ როგორმე მოვახერხებთ ნაგვის შესაგროვებელი სპეციალური წვეტიანი ჯოხების წაღებას (ქირაობა, ყიდვა, თხოვება). ალბათ 4-5ჯერ გაორმაგდება მონაწილეების მუშაობის ეფექტურობა.

რაც ეხება პირად ემოციებს: საკმაოდ კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით წვიმის გამო, თუმცა ბოლომდე ვერ დავსველდი (დიდგორს ვერაფერი შეედრება!!!). ძალიან კარგი ხალხი შევიყარეთ ერთად და ფანტასტიური, პოზიტიური ატმოსფერო იყო, მოკლედ დადებითი ენერგიის კუზები შევივსე მარაგით :D ;)
დასახული მიზანი ბოლომდე არა მაგრამ მაინც მიღწეულია (გაკეთებულია ეკო გასვლა! :D ) ამ დღეებში ჩვენ შეგროვებულ ნაგავსაც გაიტანენ.

სამომავლოდ: კარგი იქნება თუ მოვახერხებთ შავნაბადა-2 ის დაგეგმვას 30 ნოემბრისთვის ხოლო მანამდე გიორგობისთვის დანაგვიანების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების ორგანიზებას (ტრაფარეტი, მაისურები, დამატებითი ნაგვის ბუნკერები). ფოტოებსაც მალე მოგვაწვდიან!

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 26 Oct 2014 22:04
by გაბილა
ჰოკიდევ:

რამდენიმეს (და არც თუ მცირე რაოდენობას) სურდა წამოსვლა, მაგრამ ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს, მინდა გითხრათ, რომ:

დასასუფთავებელი კიდევ ბევრია!!! :D

ფეხით გასავლელი მანძილი საერთო ჯამში ვფიქრობ 8კმ-ა (ზუსტად არ დამითვლია). მოკლედ მთის ძირიდან 1 საათია ბილიკებით სავალი.

შეგროვებული ნაგვის რაოდენობა დაახლოებით 40 ცელოფნის პარკია

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 27 Oct 2014 12:55
by ზარაზა
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულება მცირე დროში მოგვიწია, ეკოგასვლა მაინც შედგა. ეკოგასვლის დროზე ადრე შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ 30 ნოემბერს მშრალი ამინდი იქნა, თუნდაც სუსხიანი იყოს, სავსებით შესაძლებელია შავნაბადას მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მთლიანად.

ლაფსუსი იყო შეხვედრის 2 ადგილის დათქმა. მათგან ერთი შეხვედრამდე ერთი შეხვედრამდე ერთი დღით ადრე დაინიშნა, რამაც გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია.

ეკოგასვლის შეფასება - დადებთი...

გაბილა wrote:სპეციალური წვეტიანი ჯოხების წაღებას (ქირაობა, ყიდვა, თხოვება)

ამას მხოლოდ ჯოხები, წყალმედეგი ზონრები და დიდი ზომის ლურსმნები უნდა, იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია თავად დავამზადოთ....

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 27 Oct 2014 21:58
by sdedabrishvili
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი გასვლით. მხიარული ეკოგასვლა გამოგვივიდა :) ვფიქრობ, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ :) განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო არააისელების მონდომება და თავგანწირვა. მიუხედავად ამინდისა, მაინც ჩვენ გვერდით დადგნენ. სამომავლოდაც აუცილებლად შემოგიერთდებით შავნაბადაზე და იმედს ვიტოვებ, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები ადგილები დარჩება დასასუფთავებელი. :)

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 27 Oct 2014 22:01
by NAZGHA
დაგენთოთ ცეცხლი გათბებოდით :)
Image

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 28 Oct 2014 16:31
by ზარაზა
გამარჯობა, ბატონებო...
გთავაზობთ, 2014 წლის 26 ოქტომბრის ეკო-გასვლის ამსახველ ფოტომასალას...
გმადლობთ...

P.S. დიდი მადლობა ანას ფოტოგადაღებისათვის.

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 31 Oct 2014 22:33
by გაბილა
ზარაზა wrote:ამას მხოლოდ ჯოხები, წყალმედეგი ზონრები და დიდი ზომის ლურსმნები უნდა, იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია თავად დავამზადოთ....


კიბატონო, მთავარია "იარაღი" გვქონდეს და "ჰენდმეიდი" იქნება ეს თუ სადმე ნაყიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მგონი ასეთი ჯოხების დიზაინის შექმნაზე უნდა ვიზრუნოთ უკვე ;)

ალბათ ამავე თემაში შეიძლება "შავნაბადა 2-ის" დაგეგმვა. (ისე, ამ კვირას წვიმა არაა "აფსუს" :))

მე შევეცდები დავუკავშირდე კრწანისის გამგეობას ტრაფარეტთან დაკავშირებით.

პ.ს. დასუფთავების სამსახურმა ჩვენი შეგროვებული ნაგვის გატანა დაამიდასტურა :)

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 31 Oct 2014 22:36
by გაბილა
sdedabrishvili
მე ვფიქრობ რაიმე პოზიტიური შინაარსის შემცველი ტრაფარეტის დაყენებით შესაძლოა "მოერიდოთ" ნაგვის დაყრა. მაგ.: "გმადლობთ რომ არ ყრით ნაგავს" ან რაიმე მსგავსი...

NAZGHA
საბურავები არა, მაგრამ შეგროვებული ნაგვის დაწვა კი შეიძლებოდა :D :D

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 31 Oct 2014 22:45
by NAZGHA
გაბილა wrote:NAZGHA
საბურავები არა, მაგრამ შეგროვებული ნაგვის დაწვა კი შეიძლებოდა

ჩემო ნიკა, ამასაა რომ ვლაპარაკობ აისის ეკოს დასაბამიდან მაგრამ მებრძვიან :) :)

თუკი კარგად გადაამუშავებენ მაგ ნაგავს კიბატონო, მაგრამ ახლანდელი სიტუაციაა როგორაა ნაგავასაყრელებზე იწვება?

Re: შავნაბადას მონასტერი - დასუფთავების აქცია - 26 ოქტომბერი

Posted: 22 Nov 2014 13:12
by გაბილა
NAZGHA

ზუსტად არ ვიცი, მგონი ბუნებრივი წვა მიდის, ანუ სპეციალურად არ წვამენ. იყრება და იქ რაღაც ქიმიური პროცესების გამო თავისით "ხრჩოლავს" ხოლმე. ერთხელ ვნახე ეგეთი რაღაც ქუთაისის მახლობლად სადღაც ფარცხანაყანებთან მგონი...

ისე და... დაწვა ხო რაოდენობაშიც და მოცულობაშიც ამცირებს ნაგავს. შემდეგ ტრანსპორტირებაც უფრო ადვილია.. მაგრამ ალბათ პრობლემა, წვის დროს გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებებშია? სამწუხაროდ არ მაქ შესაბამისი ცოდნა ამასთან დაკავშირებით :(

გადამუშავებისგან მგონია რომ შორს ვართ. თუმვა ვიღაცამ მითხრა ცოტა ხნის წინ, რომ კანადა ნაგავს ყიდულობს უკვე :) იმდენად მომგებიანი ბიზნესია.. ვნახოთ. იმედია საკუთარი ნაგვის გადამუშავებას მაინც მოვახერხებთ ამ ეტაპზე ;)