ხო, ესეიგი ბატონ ზაზას დაუწერია ჩვენს არ ყოფნაში გასვლის დეტალები რისთვისაც მადლობა. ღონისძიებამ ჩაიარა შედეგიანად, მიზანი საბერწის დასუფთავებისა, მოხალისეების და ტურისტების დამსახურებით წარმატებით შესრულდა. მართლა ძალიან დამღლელი იყო შაბათს ორჯერ საბერწეზე ამოსვლა და ზურგით საკმაოდ მძიმე, ნაგვით სავსე ზურგჩანთების თრევა. სამწუხაროდ არ იყო დრო იმისა რომ ხალხს დაესვენა, ბუნების და კონკრეტულად კი მყინვარის ხედით სათანადოდ დამტკბარიყო, თუმცა შედეგი მსხვერპლს მოითხოვს. ეკო გასვლა ეს მუშაობაა და არა პიკნიკი ტურისტულ ადგილას. უნდა აღინიშნოს რომანოზას და ბუბუს მარტვილობა, 10 კილოიანი და 1.7 მეტრიანი აბრების ათრევა 3000 მეტრზე ნამდივლად არაა მარტივი საქმე. ასევე აღნიშნული გასვლა კარგი მაგალითი იყო იმისა რომ მთავარია ადამიანებს მისცე სწორი მიმართულება, სწორი ინფორმაცია და ისინი კარგი საქმის კეთებაში დაგეხმარებიან და თავადაც გახდებიან მონაწილენი. ზემოაღნიშნულის თქმის საფუძველი მაქვს იმიტომ რომ თითქმის არცერთ ტურისტს, მათ შორის ქართველებს, არ უთქვამთ უარი დახმარებაზე. ასევე ადგილობრივები, ცხენებით, საკმაოდ აქტიურად გვედგნენ გვერდში. ასევე სრულიად უანგაროდ დაგვეხმარა ყაზბეგის სამაშველოს სამსახური. მოკლედ ბლომად ხალხი ჩაერთო, და ბლომად ხალმა მიიღო მონაწილეობა ამ პატარა, ლამაზი ადგილის გასაწმენდად. რათქმაუნდა მომავალ წელს ისევ დანაგვიანებული დაგხვდება საბერწე (თუმცა გააააააააცილებით ცოტა ნაგვით), რადგან მოუწესრიგებელია სისტემა, არ დგას ნაგვის ურნები და მრავალი სხვა პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემები სისტემურია და აისი ამ ეტაპზე ვერ შეძლებს მათ გამოსწორებას. დანაგვიანებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა რომ 22 მოხალისე გამოიძებნა, იწვალა და უანგაროდ დაალაგა საბერწე. მოკლედ ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს ყოჩაღ ყველა მონდომებულ მოხალისეს და მადლობა! (თუმცა სხვას თუ ზემოდან გადმოვხედავთ და ვინმეს დავაყვედრით, ან წავიბლატავებთ, აქაოდა საბერწე მაქვს დალაგებულიო, ჩვენს შრომას წამში ფასი დაეკარგება)
საბერწის მერე იყო მყინვარზე ასვლა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. ასვლა მარტივი არ გამოდგა ზურგჩანთების წონის და ამინდის გამო. საბერწიდან ავედით მეტეოში, მეტეოდან პლატოზე (ნუცუბიძის არა), პლატოზე იყო სიცივე და ჩახუტება

, პლატოდან ნისლიანი მყინვარი, მთამ ჯერ გვაწვალა მერე აგვიშვა, რამდენიმე წამიანი გამონათება 5047 მეტრზე-ღრუბლებს რომ თვალებში ჩახედავ, მერე დავეშვით უკან, გუშინ ავიყარეთ გუდანაბადი და ჩამოვედით თბილის ქალაქში სიცხესა და პაპანაქებაში. ახალი გამოცდილება, ახალი ისტორია შეემატა ჩვენს მოკლე ცხოვრებას. ამ შემთხვევაში მადლობა მყინვარწვერს იმისთვის რომ აგვიშვა მშვიდობით.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...